Narkozi.com » Tag cloud » ორსულობის

20-ე კვირა

20-ე კვირა

დაწვრილებით


მე-8-ე კვირა

მე-8-ე კვირა

ქალი

მაშ ასე, თქვენ უკვე ერთი თვეა უშედეგოდ ელით მორიგ მენსტრუაციას. ექიმისათვის ჯერ თუ არ მიგიმართავთ, დროა ეს გააკეთოთ. ეწვიეთ გინეკოლოგს და გენეტიკოსს (თუ ჯერ არ ყოფილხართ მათთან).
გინეკოლოგთან პირველი ვიზიტისას შემუშავდება თქვენი ორსულობის დაკვირვების ინდივიდუალური გეგმა. ის რამოდენიმე ლაბორატორიულ გამოკვლევას

დაწვრილებით


მე-7-ე კვირა

ქალი

თუ შეამჩნიეთ, რომ სარძევე ჯირკვლების ორეოლები გაგიმუქდათ (ორეოლს უწოდებენ დვრილის ირგვლივ პიგმენტირებულ ზონას) - არ გაგიკვირდეთ. ორსულობისას ეს ჩვეული მოვლენაა.
თქვენ უკვე 2-3 კვირაა ელით მენსტრუაციის დადგომას. თუ ასეთი გადაცდენები ადრეც გქონიათ და მოცემულ მომენტში არ აღგენიშნებათ ორსულობის სიმპტომები - მაინც შეასრულეთ პირველი კვირის რეკომენდაციები, ვინაიდან ზიანს ისინი არ მოგიტანენ.

დაწვრილებით


ყავა და ორსულობა

ყავა და ორსულობაკოფეინის მიღება ორსულობის დროს ზრდის მუცლის მოშლის რისკს, რასაც ადასტურებს ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. ამერიკული ჟურნალის “მეანობა და გინეკოლოგია” ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ნაყოფის დაკარგვის საფრთხე ორჯერ იზრდება, თუ ქალი დღეში 200მგ კოფეინს იღებს.
ეს დოზა 3 ჭიქა მოხარშული ყავის, ოთხი ჭიქა ხსნადი ყავის, ექვსი ჭიქა ჩაის და რვა ჭიქა კოფეინის შემცველი სასმელის (მაგ. კოკა-კოლა) ექვივალენტურია.
ბრიტანეთის კვების მრეწველობის სტანდარტების შემუშავების სააგენტო ჯერ-ჯერობით თვლის, რომ კოფეინის უსაფრთხო დოზა ორსულთათვის წარმოადგენს 300მგ დღეში. თუმცა, როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს რეკომენდაცია უნდა გადაიხედოს დოზის შემცირების სასარგებლოდ, ზემოხსენებული კვლევის შედეგების მიღების შემდეგ.
ბრიტანეთის მეანობა-გინეკოლოგიის სამეფო კოლეჯის წარმომადგენელი, პეტ ობრაიენი თვლის, რომ ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ყველაზე კეთილგონივრული იქნება, თუ ქალი საერთოდ უარს იტყვის კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღებაზე.
“პირველი 12 კვირის განმავლობაში ნაყოფი ძალზე მგრძნობიარეა, სწორედ ამ პერიოდში აქვს ყველაზე ხშირად ადგილი უნებლიე აბორტებს”, განაცხადა მან.

დაწვრილებით


როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა ორსულობის დროს?

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა ორსულობის დროს?კონსულტაცია ექიმ-ოფთალმოლოგთან ყველა მომავალი დედისათვის არის აუცილებელი. მაშინაც კი თუკი ნორმალური მხედველობა გაქვთ, ოფთალმოლოგის კონსულტაცია ორჯერ უნდა ჩაიტაროთ: ორსულობის დასაწყისში და უშუალოდ მშობიარობის წინ. თუკი არსებობდა ან ახლა აღმოჩნდა მხედველობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა, მშობიარობისათვის განსაკუთრებით უნდა მოემზადოთ. ორსულობის დროს თვალების მდგომარეობაზე შეიძლება აისახოს ტოქსიკოზი ან ორსულობის სხვა გართულებები. ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული გადაწყობა სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს. თვალი კი ერთ-ერთი ორგანოა, რომელზეც აისახება ზ.ა. ზემოქმედება.
• თუკი თქვენ ორსულობამდე ატარებდით კონტაქტურ ლინზებს და ორსულობის დროს უჩივით გარკვეულ დისკომფორტს, შეეცადეთ გადახვიდეთ სათვალეებზე, ხოლო მშობიარობის შემდეგ კი კვლავ შეძლებთ დაუბრუნდეთ ლინზებს;
• ორსულობის დასაწყისში, შეიძლება დაგეუფლოთ შეგრძნება, რომ მხედველობა გაგიუარესდათ. ამას ხშირად არანაირი ობიექტური საფუძველი არ გააჩნია და შეიძლება მხოლოდ შიშის შედეგი იყოს. თუმცა, შესაძლებელია, ამას მართლაც ჰქონდეს რეალური საფუძველი;
• ექიმი ოფთალმოლოგები დიაგნოსტიკის დროს იკვლევენ არამარტო რეფრაქციის ხარისხს, არამედ ბადურას მდგომარეობასაც. თქვენი ერთობლივი ამოცანაა, შეინარჩუნოთ ბადურა კარგ მდგომარეობაში, რომ არ იყოს მასზე სისხლჩაქცევები და ნახეთქები. ასევე აუცილებელია თვალის ფსკერისა და თვალის წნევის გამოკვლევა;

დაწვრილებით


პირველი კვირა

პირველი კვირა

დაწვრილებით