Narkozi.com » Tag cloud » ორგანიზმში

ნარკომანიის წინააღმდეგ პირველი ვაქცინა შეიქმნა

ნარკომანიის წინააღმდეგ პირველი ვაქცინა შეიქმნავეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის ამერიკელმა მეცნიერებმა ექიმ რონალდ კრისტალის ხელმძღვანელობით, შეიმუშავეს ვაქცინა, რომელიც ნარკომანს ნარკომანიასთან გამკლავებაში ეხმარება.

მკვლევარებმა საცდელ თაგვებში კოკაინის საწინააღმდეგო იმუნიტეტი ერთი აცრით გამოიწვიეს.

ვაქცინის ეფექტურობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ის ორგანიზმში იმუნურ პასუხს იწვევს და კოკაინზე მანამდე მოქმედებს, ვიდრე ნარკოტიკი თავის ტვინამდე მიაღწევს, რაც ჰიპერაქტიურობას აფერხებს.

ამგვარად, ანტისხეული კოკაინის ნაწილაკებს შთანთქავს და ორგანიზმი კოკაინს იღებს, როგორც ზიანის მატარებელ ვირუსს, რომელიც ორგანიზმში შეიჭრა. ამგვარი ეფექტი სულ მცირე 13 კვირა მოქმედებს. ვაქცინა ორგანიზმში გამუდმებით შეყვანას არ მოითხოვს.

დაწვრილებით


შოკი

შოკიგულ-სისხლძარღვთა სისტემა უზრუნველყოფს სისხლის გადატანას სხეულში, რაც აუცილებელია ქსოვილებში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების შეუფერხებელი მიწოდებისათვის. როცა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირება ირღვევა, შეიძლება განვითარდეს შოკი. ე.ი. შოკი – ეს არის ორგანიზმში მწვავედ განვითარებული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რასაც თან ახლევს ორგანოებისა და ქსოვილების შემდგომი ჰიპოქსია.

თუ ამ დროს დროულად და სწორად არ იქნება აღმოჩენილი პირველი დახმარება, შესაძლებელია განვითარდეს სიკვდილი. ეს მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს შიშისა და ტკივილის გამო. ამიტომ, როცა შოკის განვითარების საშიშროებაა, დაზარალებულის გამხნევება და მყუდრო მდებარეობის შექმნა შესაძლებელია საკმარისი იყოს მისი ზოგადი მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისათვის (არ უნდა აგერიოთ ჭეშმარიტი შოკი ე.წ. ფსიქოგენურ შოკში. ამ ტიპის შოკთან საქმე გვაქვს იმ დროს როდესაც ადამიანი განიცდის ემოციურ სტრესს).

დაწვრილებით


რენტგენი - მტერი თუ მეგობარი?

რენტგენი - მტერი თუ მეგობარი?ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რენტგენოდიაგნოსტიკა სტომატოლოგიაში. ხშირად მას გადანწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დასასმელად. არცთ იშვიათად ჩნდება კითხვები მის უსაფრთხოობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს რენტგენის გამოსხივება, საშუალებას მოგვცემს სწორად შევაფასოთ მისი შესაძლებლობები.

რენტგენის გამოსხივება თავისი ბუნებით არის მაიონიზირებელი გამოსხივება, სხივი, რომელსაც სინათლის სხივისგან განსხვავებით სხვადასხვა დაბრკოლებაში შეღწევის უნარი აქვს. ადამიანის ორგანიზმში გავლისას იგი შლის ზოგიერთ უჯრედს, მაგრამ როგორც ცნობილია, ორგანიზმში მუდმივად ხდება უჯრედების კვდომა და განახლება. ამიტომ თუკი რენტგენით დასხივება არ იქნება დასაშვებზე მეტი, დაზიანებულ უჯრედებს ორგანიზმი თავადვე აღადგენს. დაზიანების მასშტაბი დამოკიდებული რენტგენის გამოსხივების ინტენსივობაზე და დასხივების ხანგრძლივობაზე.

დაწვრილებით


შიდსი – მსოფლიო პრობლემა

შიდსი – მსოფლიო პრობლემაშიდსი არის აბრევიატურა და იშიფრება როგორც:
შინაგანი, გარემოდან შეჭრილი, მიღებული, არა მემკვიდრულად გადაცემული.
ი-იმუნო, ზიანდებაიმუნური სისტემა.
დ-დეფიციტი, უკმარისობა ან არარსებობა.
ს-სინდრომი, სხვადასხვა სიპტომების (კლინიკური ნიშნების) დერთობლიობა.

შიდსი დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსი “აივ”. იგი აზიანებს ადამიანის უიმუნურ სისტემას, ორგანიზმს აღარ აქვს ინფექციების და სხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი. შიდსით დაავადებული ადამიანები იღუპებიან სხვადასხვა ინფექციებით, რომლებიც სასიკვდილო არ არის ჯამრთელი ადამიანებისათვის.
რა არის “აივ”-ი?
აივ-ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი, საშიში მიკროორგანიზმია, რადგან ის თანდათანობით აზიანებს და საბოლოოდ ანადგურებს იმ ადამიანის იმუნურ სისტემას, რომლის სხეულშიც შეიჭრება. ეს პროცესი 3-7 წელიწადს გრძელდება. იმუნური სისტემა იმდენად ზიანდება, რომ ორგანიზმი თავს ვეღარ იცავს სხვადასხვა ინფექციებისა და დაავადებებისაგან. საბოლოოდ იმუნური სისტემა სულ დაიშლება, გაქრება.

დაწვრილებით