Narkozi.com » ტეგები » ნერვული


მწვანე ჩაი იცავს ადამიანებს პარკინსონის დაავადებისგან

მწვანე ჩაის შემადგენლობაში მყოფი პოლიფენოლები, რომლებსაც აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები, იცავენ ტვინის უჯრედებს პარკინსონის დაავადებისგან.
იელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმოადგინეს მათი ეფექტურობა ნერვული სისტემის მძიმე დეგენერაციული დაავადების ექსპერიმენტულ მოდელზე.
კვლევის ავტორმა, ბაოლუ ჩჟაომ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს მწვანე ჩაის კვლევა. მათთვის უკვე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ამ მცენარეს გააჩნდა ნეიროპროტექტორული თვისებები.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა მწვანე ჩაის დადებითი ეფექტის დადგენა ცენტრალური ნერვული სისტემის დოფამინმაპროდუცირებელი უჯრედების სიკვდილობით გამოწვეულ პარკინსონის დაავადებაზე. დღესდღეობით არ არსებობს ამ დაავადების სპეციფიკური და ეფექტური მკურნალობის გზები, ამიტომაც ასეთი კვლევები დიდ ინტერესს იწვევს მეცნიერებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დაწვრილებით



რით ვკვებოთ ტვინი?

რით ვკვებოთ ტვინი?ჩვენს დროში სულ უფრო მეტი ხალხი არის დაკავებული საოფისე სამსახურით, მნიშვნელოვანი გონივრული დატვირთვით, ყოველდღიური სტრესული სიტუაციებით და ფიზიკური აქტიურობის დეფიციტით. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ტვინი იღლება და მოითხოვს დამატებით „კვებას“. მაგრამ დგება აქტუალური კითხვა: რითი ვკვებოთ ტვინი?

რა თქმა უნდა, სრულყოფილი ჯანმრთელობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ტვინის კვება. აუცილებელია ფიზიკური აქტიურობა, ემოციური რელაქსაცია ანუ დასვენება და ძალების აღდგენა. მაგრამ თუ ტვინს აკლდება ფუნქციონირებისთვის საკმარისი ნივთიერებები, ამას ვერაფრით ვერ შეცვლი. ნორმალური გონებრივი ჯანმრთელობისთვის საჭიროა სამივე ელემენტი.

როდესაც ვაწყდებით ყურადღების კონცეტრაციის პრობლემას, რაც ხელს უშლის საქმის კეთებას, პირველი რასაც ვაკეთებთ - გადავწყვიტავთ რამე მასტიმულირებელი სასმელის დალევას. უმრავლესობისთვის ეს ყავაა, მაგრამ შესაძლოა სხვა ვარიანტებიც. ზოგისთვის ეს შეიძლება მაგარი ჩაი იყოს, ზოგიერთისთვის კოკა-კოლა, ასევე არიან ძლიერი კოქტეილების მოყვარულები. ამ სტიმულატორებს შეიძლება მივაკუთნოთ შავი შოკოლადიც. ადამიანების უმეტესობა თვლის ამ საშუალებებს სავსებით უსაფრთხოდ. რადგან მათი უარყოფითი ეფექტი გაცილებით გვიან, წლების შემდეგ იჩენს თავს, საქმის კეთება კი ახლა არის საჭირო. შედეგად ოფისში მომუშავე ადამიანებისთვის ყავა არის ყოველდღიური და აუცილებელი სასმელი.

დაწვრილებით