Narkozi.com » ტეგები » მშობიარობის


ვერტიკალური მშობიარობა - ახალი თუ კარგად დავიწყებული ძველი?

ვერტიკალური მშობიარობა - ახალი თუ კარგად დავიწყებული ძველი?"ვერტიკალური მშობიარობის" გაგონებისას ალბათ ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ეს ძალიან მოუხერხებელია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ოდითგანვე ქალები ამ მდგომარეობაში მშობიარობდნენ და მხოლოდ უკანასკნელი 300 წლის მანძილზე აკეთებდნენ ამას ისე, როგორც ახლა.

უძველესი დროიდან აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის ხალხებში მშობიარობის ტრადიციული პოზა იყოს მუხლებზე დადგომა. ხოლო გერმანიაში და ჰოლანდიაში ამისათვის იყენებდნენ სპეციალურ სკამს, რომელსაც ფეხების ჩამოსადები ჰქონდა და რომლის დასაჯდომიც ძალიან ჰგავდა ახლანდელ უნიტაზს. ინდოეთში კი ფიქრობდნენ, რომ ყველაზე მოსახერხებელი იყო, თუ ხეზე დაკიდებული იმშობიარებდნენ.

თუმცაღა მედიცინა ერთ ადგილზე არ იდგა და ექიმებმა ნელ-ნელა დაიწყეს თავისი ცოდნის გამოყენება და თუ ძველები ფიქრობდნენ, რომ ეს პროცესი ბუნებრივი იყო და ჩარევას არ საჭიროებდა, ექიმები პირიქით, ფიქრობდნენ რომ საჭირო იყო მისი სრულყოფა.

დაწვრილებით



39-ე კვირა

ქალი

თქვენ უკვე საკმაოდ ზუსტად შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების ხასიათი. მოდით განვიხილოთ მშობიარობის დასაწყისის ნიშნები.
ნაყოფი სულ უფრო ღრმად ჩადის მენჯში და შასაბამისად დაბლა ჩამოდის საშვილოსნოს ფუძე.

დაწვრილებით



32-ე კვირა

32-ე კვირაქალი

საშვილოსნოს შეკუმშვები (ბრეკსტონ ჰიკსის გახსოვთ?) შესაძლოა უფრო გახშირდეს. როგორც წესი, ამ დროს ორსულები იწყებენ სერიოზულ ფიქრს მშობიარობაზე და პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება მას მოჰყვეს. ასეთ ფიქრებში თქვენ ეული არ ხართ. კითხვები ყველასათვის ტიპიურია: როდის და როგორ უნდა მოხდეს სამშობიაროში ჰოსპიტალიზაცია? რა უნდა წავიღოთ თან? ვინ უნდა გახლდეთ ამ დროს? და რაც მთავარია (პირველად მშობიარეთათვის) - რამდენად მტკივნეულია ეს ყველაფერი?

დაწვრილებით



გეგმიური საკეისრო კვეთა ვნებს ბავშვს

იმ ბავშვებში, რომლებიც ქვეყანას გეგმიური საკეისრო კვეთით მოევლინნენ, სასუნთქი გზების დაავადებების განვითარების რისკი 4-ჯერ მაღალია.
პედიატრებმა შეისწავლეს 34 000 მშობიარობის მონაცემები და დაასკვნეს, რომ ფიზიოლოგიური გზით დაბადებულ ბავშვებში, ასევე საგანგებო მდგომარეობის გამო
საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულებში, გაცილებით დაბალი იყო რესპირატორული დაავადებების განვითარების შანსი.
თუ გეგმიურ საკეისრო კვეთას გადავიტანთ ორსულობის 39-ე კვირაზე, გართულებების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება. მაშინ როცა, 2 კვირით ადრე (37-ე კვირაზე) ოპერაციის ჩატარება დაახლოებით 4-ჯერ ზრდის გართულებების რისკს.
ორხუსის საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციალისტები ჯერ-ჯერობით ვერ ხსნიან ამ ფენომენს. მიუხედავად ამისა, მკვლევარებისთვის ცნობილია, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ძალების მოკრეფა და მასთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები აუცილებელია ახალშობილის ფილტვების განვითარებისთვის.
“ბევრი ქალი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ გეგმიური საკეისრო კვეთა შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მის ბავშვზე”, განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯთან არსებული ჰოსპიტალის ექიმმა, მეგი ბლოტმა.

დაწვრილებით