Narkozi.com » ტეგები » მოხარშული


დიეტა გასტრიტის დროს

დიეტა გასტრიტის დროსროგორ უნდა გახდეთ, თუ კუჭის პრობლემები გაქვთ?
დიეტის პრინციპები:
გახდომის პროცესი ნელ-ნელა უნდა მიმდინარეობდეს. ზედმეტი კილოგრამების სწრაფი კარგვის იმედი გასტრიტის დროს ნუ გექნებათ. რაც უფრო სწრაფად კარგავს წონას ორგანიზმი, მით მეტ სტრესს განიცდის იგი. ნებნისმიერი სტრესი კი ზრდის არა მარტო გასტრიტის ალბათობას, არამედ კუჭის წყლულისაც. ამიტომ განეწყვეთ ხანგრძლივი დიეტისათვის.

რძის პროდუქტებს - დიახ. ყველა რძის პროდუქტი იცავს კუჭის ლორწოვანს დაზიანებისაგან. ამიტომ მირთვით ჩაი რძით, კაკაო რძით ან ნაღებით, უბრალოდ რძე, მაწონი, იოგურტი. შეარჩიეთ ნაკლებ ცხიმიანი რძის პროდუქტები - 1,5-2 პროცენტის ცხიმის შემცველობით.

მიიღეთ ცილის ნორმა. ცილა აუცილებელი სამშენებლო მასალაა ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედისათვის. ამიტომ თქვენი ამოცანაა - მოამარაგოთ ორგანიზმი ცილების დღიური ნორმით საკვებისა და კალორიების შემცირების ფონზე. ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელია ყოველდღიურად დიეტური ცილოვანი პროდუქტების მიღების გარეშე. მათ რიცხვს განეკუთვნება უცხიმო ხაჭო, საქონლის მჭლე ხორცი, კურდღლის ხორცი, ქათმის მკერდი და მოხარშული თევზი.

დაწვრილებით



ორიგინალური დიეტები

ორიგინალური დიეტებიდიეტების დროს ყოველთვის დაიცავით ერთი წესი: «უკეთესია ცოტა, და უკეთესი». თუ გსურთ სასწრაფოდ ჩაეტიოთ ერთი ზომით პატარა კაბაში, ვიდრე ჩაიცვამთ ერთი-ორი კვირით დაიცავით ქვემოთ შემოთავაზებული რომელიმე დიეტა, ხოლო შემდეგ დაუბრუნდით ჯანმრთელ კვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მალევე დაიბრუნებთ დაკარგულ კილოგრამებს, რის გამოც არა მარტო სხეული დაზიანდება, არამედ კანიც, ფრჩხილებიც, თმებიც. ხანდახან ეს ორი უკიდურესობა: შიმშილი – ნაყროვანება, უფრო მეტ ზიანს აყენებენ ჯანმრთელობას, ვიდრე ზედმეტი კილოგრამები.
ნაკლებმარილიანი დიეტა

ეს დიეტა საკმაოდ ეფექტურია და ხშირად ინიშნება ექიმების მიერ სიმსუქნის დროს. საკვების მომზადებისას საერთოდ ნუ ჩაყრით მარილს, ხოლო გემოს მისაცემად დაუმატეთ ერთი მწიკვი მარილი უშუალოდ ჭამის წინ. ამასთან, მარილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3-4 გრამს დღეში.

აუცილებელია საკვების რაოდენობის შემცირებაც, რომელსაც ერთ ჯერზე მიირთმევთ, მაგრამ გაზარდეთ კვების მიღების რაოდენობა 4-5-მდე დღეში. ზედმეტის ჭამა არ შეიძლება, ჭამის შემდეგ უნდა დარჩეს მსუბუქი შიმშილის შეგრძნება.

დაწვრილებით