Narkozi.com » Tag cloud » მკურნალობის

პროსტატის კიბოს მკურნალობა

პროსტატის კიბოს მკურნალობასპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საკმაოდ რთულია, გავაკეთოთ არჩევანი სადღეისოდ არსებულ მკურნალობის მეთოდებს შორის. მართალია, მონაცემები პროსტატის კიბოს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის ეფექტიანობის შესახებ დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე სულ რაღაც 10 წლის წინ, მაგრამ თითოეული მათგანის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად გამოკვლევები ჯერ კიდევ გრძელდება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობის გეგმის შემუშავებისას ექიმები განასხვავებენ პროსტატის კიბოს სამ სახეს - ორგანოში ლოკალიზებულს (დაზიანებულია მხოლოდ პროსტატა), ადგილობრივად გავრცელებულს (პროსტატის დიდი სიმსივნე ან მხოლოდ ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნე) და მეტასტაზირებულს (სიმსივნე გავრცელებულია შორს ან ფართოდ).

მხოლოდ ორგანოში ლოკალიზებული ან ადგილობრივად გავრცელებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას, სხივურ თერაპიას, ჰორმონულ თერაპიას, კრიოთერაპიას, ზოგჯერ - რამდენიმე ამ მეთოდის კომბინაციას და ამასთან ერთად პაციენტზე დაკვირვებას. პროსტატის მეტასტაზირებული სიმსივნის განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მისი მკურნალობა, რომელიც ჰორმონული თერაპიითა და ქიმიოთერაპიით ხორციელდება, ფაქტობრივად პალიატიურია - მხოლოდ სიმსივნის ზრდის შეფერხებასა და დაავადების სიმპტომების შესუსტებას ემსახურება.

დაწვრილებით


ბათუმის აღდგენითი მკურნალობის საავადმყოფო

ბათუმის აღდგენითი მკურნალობის საავადმყოფო

დაწვრილებით


კბილების ჰიპერმგრძნობელობა

კბილების ჰიპერმგრძნობელობაკბილების ჰიპერმგრძნობელობა ხასიათდება ხანმოკლე ტკივილით, რომელიც წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე ქიმიური, თერმული, ტაქტილური ან ოსმოსური გაღიზიანების შედეგად.
პაროდონტალური მკურნალობის დაწყებიდან პირველ კვირებში კბილების სენსიბილიზაციის ნიშნები აღწევს მაქსიმუმს და შემდეგ ნელნელა კლებუ-
-ლობს.
კბილის ტკივილი, რასაც პაციენტი აღიქვამს გადაეცემა დენტინის ღია მილაკების საშუალებით და იზრდება კბილთა შორისი ნერვების აღზნე-
-ბადობა.
კბილების აწეიული მგრძნობელობის სამკურნალოდ 2 ძალიან კონკრეტული მოქმედებაა მოწოდებული:

დენტინის მილაკები დახურვა და მილაკებში სითხის მოძრაობის ბლოკირება – რაც შემდეგნაირად შეიძლება განხორციელდეს:
მილაკთაშორისი უხსნადი მარილების დალექვით
ცილების კოაგულაციით მომწამლავი ნივთიერებებით ან სითბოთი
მექანიკური ობსტრუქციით, ადჰეზივის ან სხვა საშუალებების გაოყენებით.
მესამეული დენტინის წარმოქმნით

დაწვრილებით


რა უნდა გავაკეთოთ, რომ კარიესი არ არსებობდეს?

რა უნდა გავაკეთოთ, რომ კარიესი არ არსებობდეს?რა უნდა გავაკეთოთ, რომ კარიესი არ არსებობდეს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ალბათ ბევრ მეცნიერს, ექიმსა და პაციენტს სურს. არსებობს კარიესის განვითარების უამრავი თეორია, დაწერილია მრავალი მეცნიერული ნაშრომი ამ თემაზე, მაგრამ კარიესი მაინც აწუხებს ბევრ ჩვენს პაციენტს. და მაინც, ეს გარდაუვალია, თუ არსებობს რაიმე საშუალებები პროცესის შესაჩერებლად?

მოდით გავიხსენოთ პირვბელად როდის დაფიქრდით კარიესზე? ალბათ ღრმა ბავშვობაში, როდესაც მშობლები კბილების გახეხვას გთხოვდნენ დილას და საღამოს. კბილებს იხეხავდით, კარიესი კი მაინც გაჩნდა. ნუ ვიკამათებთ იმაზე, რამდენად კარგად იხეხავდით კბილებს. მოდით დავფიქრდეთ რისი გაკეთება შეიძლება? ერთი გზაა - მოითმინოთ, გამოიჩინოთ “ნებისყოფა” და არ იფიქროთ ამაზე. რათქმაუნდა, ასეც შეიძლება. ბევრია კარგი ქირურგი-სტომატოლოგი, რომლებიც კვალიფიციურად ამოიღებენ იმ ნარჩენებს, რაც თქვენი კბილისგან დარჩება და სიამოვნებით გადაულოცავს თქვენს თავს ექიმ-ორთოპედს, რომელიც შემოგთავაზებთ მოსახსნელი პროტეზების დიდ არჩევანს. ან იქნებ უფრო ცივილიზებული გზა აგერჩიათ?

დაწვრილებით


მიკროჩიპი სისხლში კიბოს უჯრედებს ავლენს

მასაჩუსეტსის ჰოსპიტლის (MGH) ბიომიკროელექტრომექანიკური სისტემების რესურს-ცენტრისა და MGH კიბოს ცენტრის მკვლევარების ჯგუფმა შექმნეს მიკროჩიპზე დამყარებული მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია სისხლიდან მოცირკულირე სიმსივნური უჯრედების (CTCs) იზოლაცია, გადათვლა და ანალიზის წარმოება. CTCs არიან სიმსივნური წარმონაქმნიდან სისხლში გადასული სიცოცხლისუნარიანი უჯრედები. ამ უჯრედების იშვიათობისა და სიმყიფის გამო ვერ ხერხდებოდა კლინიკური გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება. ახალი ხელსაწყო - CTC-ჩიპი შეუფასებელი იარაღია კიბოს მონიტორინგისა და მკურნალობის განხორციელებისთვის.
MGH კიბოს ცენტრის დირექტორის დოქტორ დანიელ ჰაბერის (Daniel Haber) თქმით, ეს ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მკურნალობის პროცესში მოხდეს სიმსივნეზე ხშირი და არაინვაზიური მონიტორინგი საჭიროების შემთხვევაში სათანადო ცვლილებების განხორციელებით, ასევე - ადრეული დიაგნოსტირების მიზნით წარმატებული სკრინინგი კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ადამიანებში.
CTC უჯრედების შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან, მაგრამ მათი ადექვატური გამოკვლევა ვერ ხერხდებოდა უჯრედების ნახვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მიკროჩიპზე დაფუძნებული ტექნოლოგია ზუსტად გრძნობს უჯრედების სპეციფიკურ ტიპებს.
ხელსაწყო წარმოადგენს პლასტიკური ბარათის ზომის სილიკონის ჩიპს, რომლის ზედაპირზე განთავსებულია ანტისხეულები, რომელთაც შეუძლიათ იმ ცილის ამოცნობა, რომელიც შედის ავთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობაში. ჩიპის გასწვრივ სისხლის მოძრაობისას მისი ზედაპირი წებოს მსგავსად იზიდავს სიმსივნურ უჯრედებს. მკვლევარების თქმით, მიკროჩიპს შეუძლია ათასამდე სიმსივნურ უჯრედის აღმოჩენა სისხლის 60 მლრდ უჯრედიდან, რომელსაც შეიცავს 8 მლ სისხლი. ადრე მეცნიერები ხუთ სიმსივნურ უჯრედზე მეტის აღმოჩენას ვერ ახერხებდნენ.

დაწვრილებით


პარკინსონის დაავადება

მკვლევარებმა მოახდინეს პარკინსონის დაავადების გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება

აშშ - სენტ-ლუისის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტვინში არსებული ქიმიკატი, რომელიც იწვევს პარკინსონის დაავადებას. ცილა, სახელად ალფა-სინუკლეინი, ასრულებს მთავარ როლს ნევროლოგიური დარღვევის განვითარებაში. ის აღმოჩენილია ტვინის სხვადასხვა უბანში და იწვევს ჰორმონ დოპამინის წარმომქმნელი უჯრედების კვდომას.
ამჟამად, პარკინსონის დაავადების მკურნალობის გზას ძირითადად დაკარგული დოპამინის შეცვლა წარმოადგენს, რათა შეჩერებულ იქნას დაავადების ფორმირება. ახალი აღმოჩენის თანახმად, მედიკოსები შეძლებენ ნეიროდამცველი თერაპიის შემუშავებას დოპამინის წარმომქმნელი უჯრედების სიკვდილის შეჩერების მიზნით.

დაწვრილებით