Narkozi.com » Tag cloud » მკვლევრები

რა განსაზღვრავს IQ-ს-მემკვიდრეობითობა თუ გარემო?

მკვლევრები, რომლებმაც IQ-ის მემკვიდრეობით გადაცემის შესახებ ჩატარებული მრავალი გამოკვლევა შეისწავლეს, ასკვნიან, რომ IQ ქულების ვარიაციის დაახლოებით 50% გენეტიკური ნაკრებითაა გამოწვეული, მაგრამ ყველაზე საინტერესო, ალბათ, ისაა, რომ მემკვიდრეობოთობის წილი იმატებს ცხოვრების განმავლობაში: მემკვიდრეობითობა დაახლოებით 40%-ს უტოლდება 4-6 წლის ბავშვებთან, ღუმცა დაახლოებით 60%-მდე იზრდება ადრეულ მოზარდობაში და დაახლოებით 80%-ს აღწევს უფროს მოზრდილებთან! ბევრს გაუკვირდა ეს შედეგი, რადგან, ინტუიტურად, ასაკის მატებასთან ერთად გარემოს სულ უფრო მეტი და არა ნაკლები გავლენა უნდა ჰქონდეს. ინტუიციასთან ამ შეუსაბამო შედეგს მკვლევრები ასეთ ახსნას აძლევენ: `შესაძლებელია, გენეტიკური დისპოზიციები გვიბიძგებენ იმ გარემოსკენ, რომელიც ჩვენი გენეტიკური მიდრეკილებების აქცენტირებას ახდენს და შედეგად ცხოვრების განმავლობაში მომატებულ მემკვიდრულობას ვიღებთ.A
გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდის IQ-ს ფორმირებაში, ისევე როგორც მის ბევრ სხვა მახასიათებელსა და უნარზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის IQ-ის მიხედვით არსებული განსხვავებების მემკვიდრეობით ახსნა შეუძლებელია.

დაწვრილებით