Narkozi.com » Tag cloud » კიბოს

პროსტატის კიბოს მკურნალობა

პროსტატის კიბოს მკურნალობასპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საკმაოდ რთულია, გავაკეთოთ არჩევანი სადღეისოდ არსებულ მკურნალობის მეთოდებს შორის. მართალია, მონაცემები პროსტატის კიბოს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის ეფექტიანობის შესახებ დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე სულ რაღაც 10 წლის წინ, მაგრამ თითოეული მათგანის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად გამოკვლევები ჯერ კიდევ გრძელდება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობის გეგმის შემუშავებისას ექიმები განასხვავებენ პროსტატის კიბოს სამ სახეს - ორგანოში ლოკალიზებულს (დაზიანებულია მხოლოდ პროსტატა), ადგილობრივად გავრცელებულს (პროსტატის დიდი სიმსივნე ან მხოლოდ ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნე) და მეტასტაზირებულს (სიმსივნე გავრცელებულია შორს ან ფართოდ).

მხოლოდ ორგანოში ლოკალიზებული ან ადგილობრივად გავრცელებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას, სხივურ თერაპიას, ჰორმონულ თერაპიას, კრიოთერაპიას, ზოგჯერ - რამდენიმე ამ მეთოდის კომბინაციას და ამასთან ერთად პაციენტზე დაკვირვებას. პროსტატის მეტასტაზირებული სიმსივნის განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მისი მკურნალობა, რომელიც ჰორმონული თერაპიითა და ქიმიოთერაპიით ხორციელდება, ფაქტობრივად პალიატიურია - მხოლოდ სიმსივნის ზრდის შეფერხებასა და დაავადების სიმპტომების შესუსტებას ემსახურება.

დაწვრილებით


ფილტვის კიბო

ფილტვის კიბოუკანასკნელ ხანს ქვეყნის ონკოლოგიური დაავადებების სტრუქტურაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ფილტვის ავთვისებიან სიმსივნეს. მამაკაცები ფილტვის კიბოთი ქალებზე 7-10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადების სიხშირე ასაკის პროპორციულად იმატებს - 60-69 წლის მამაკაცებს შორის ავადობა 60-ჯერ მეტია, ვიდრე 30-39 წლის ასაკში. ფილტვის კიბოს შესახებ გვესაუბრება ექიმი ცისანა უშვე-რიძე.


- რა უწყობს ხელს ფილტვის კიბოს განვითარებას?
- რისკის ფაქტორია თამბაქოს მოწევა, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში, სადაც ჰაერი ისედაც გაჯერებულია გამონაბოლქვი და ნამწვი აირებით. ჰაერში არსებული კანცეროგენული ნივთიერებანი დროთა განმავლობაში ფილტვების ეპითელური ქსოვილის სტრუქტურისა და ფუნქციების რღვევას იწვევს და ხელს უწყობს სიმსივნური ქსოვილის აღმოცენებას. ამასთანავე, თამბაქოს კვამლი ერთნაირად საშიშია როგორც მწეველებისთვის, ისე არამწეველებისთვისაც. მწეველთა არამწეველ ოჯახის წევრებს შორის დაავადება ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც თამბაქოს არ ეწევიან.
მეგაპოლისებში დაავადების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ჰაერის დაბინძურება, უპირველეს ყოვლისა, ავტომანქანების გამონაბოლქვი მავნე აირებით.

დაწვრილებით


როგორ დავამარცხოთ მკერდის კიბო

როგორ დავამარცხოთ მკერდის კიბოსარძევე ჯირკვლის კიბო განაჩენი არ არის. იმ ქალების 94 %, რომლებიც დროულად მიმართავენ ექიმს, სრულიად იკურნებიან. როგორ დაძლიოთ ექიმთან ვიზიტის შიში თუ ეჭვი ავთვისებიან სიმსივნეზეა?
მთვარია, დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე დაისვას. დღეს კი როცა საქართველოში არსებობს უამრავი უფასო კვლევითი ცენტრი, ამის პრობლემა აღარ არსებობს. ფსიქოლოგიური განწყობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ სენის დამარცხებაში.

ონკოფსიქოლოგია -ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმართულებაა, რომელიც იკვლევს ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას დაავადების გამოვლენისა და მისი მიმდინარეობის დროს. გთავაზობთ ონკოფსიქოლოგის რჩევებს:

როგორ დაძლიოთ ექიმთან ვიზიტის შიში თუ ეჭვი ავთვისებიან სიმსივნეზეა?

ექიმთან წასვლის შიში გაცლით ყოველგვარ ძალას და გაკარგვინებთ ნორმალურად აზროვნების უნარს. უბრალოდ დაფიქრდით დაგვიანებული გამოკვლევების შედეგებზე. თქვენი ჯანმრთელობა მხოლოდ თქვენი კი არა, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ბედნიერებაცაა. ამიტომ აუცილებელია გამოკვლევები ჩაიტაროთ, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი მამოგრაფია ყოველწლიური აუცილებელი პროცედურაა 35 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის.

დაწვრილებით


რა დაავადებებს იწვევს რადიაციული დაბინძურება?

რა დაავადებებს იწვევს რადიაციული დაბინძურება?იტალიურ გაზეთ “Corriere della Sera” – ში, ონკოლოგიის ინსტიტუტის რადიოთერაპიის განყოფილების დირექტორის ინტერვიუ გამოქვეყნდა. სპეციალისტი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რამაც ადამიანის ორგანიზმს რადიაციულმა დაბინძურებამ შეიძლება მოუტანოს.
ის ფაქტი, რომ, ავარიის შემდეგ, იაპონია მოსახლეობას იოდიზირებულ პრეპარატებს ურიგებს, ექსპერტმა შემდეგი მიზეზით ახსნა: “ფარისებრ ჯირკვალს იოდი ესაჭიროება და რათა გამოირიცხოს მის მიერ რადიოაქტიური ნივთიერებების შთანთქმა, რაც ძალიან საშიშია, საჭიროა მიღებულ იქნას იოდიზირებული პრეპარატები. ეს შეამცირებს სიმსივნეთა წარმოშობის რისკს.”
ექსპერტის თქმითვე, რადიაციული დაბინძურება შემდეგი დაავადებების წარმოშობას იწვევს: ლეიკემიას, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს, ასევე კიბოს, რომლის გამოვლინების ვადა გაცილებით უფრო ხანგრძლივია და 10-15 წელზე ვრცელდება. მაგრამ ამ დაავადებების განვითარება ავტომატურად არ ხდება და, რადიაცული დაბინძურების შემთხვევაში, შესაძლოა, არც განვითარდეს - დააზუსტა მეცნიერმა.

დაწვრილებით


მიკროჩიპი სისხლში კიბოს უჯრედებს ავლენს

მასაჩუსეტსის ჰოსპიტლის (MGH) ბიომიკროელექტრომექანიკური სისტემების რესურს-ცენტრისა და MGH კიბოს ცენტრის მკვლევარების ჯგუფმა შექმნეს მიკროჩიპზე დამყარებული მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია სისხლიდან მოცირკულირე სიმსივნური უჯრედების (CTCs) იზოლაცია, გადათვლა და ანალიზის წარმოება. CTCs არიან სიმსივნური წარმონაქმნიდან სისხლში გადასული სიცოცხლისუნარიანი უჯრედები. ამ უჯრედების იშვიათობისა და სიმყიფის გამო ვერ ხერხდებოდა კლინიკური გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება. ახალი ხელსაწყო - CTC-ჩიპი შეუფასებელი იარაღია კიბოს მონიტორინგისა და მკურნალობის განხორციელებისთვის.
MGH კიბოს ცენტრის დირექტორის დოქტორ დანიელ ჰაბერის (Daniel Haber) თქმით, ეს ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მკურნალობის პროცესში მოხდეს სიმსივნეზე ხშირი და არაინვაზიური მონიტორინგი საჭიროების შემთხვევაში სათანადო ცვლილებების განხორციელებით, ასევე - ადრეული დიაგნოსტირების მიზნით წარმატებული სკრინინგი კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ადამიანებში.
CTC უჯრედების შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან, მაგრამ მათი ადექვატური გამოკვლევა ვერ ხერხდებოდა უჯრედების ნახვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მიკროჩიპზე დაფუძნებული ტექნოლოგია ზუსტად გრძნობს უჯრედების სპეციფიკურ ტიპებს.
ხელსაწყო წარმოადგენს პლასტიკური ბარათის ზომის სილიკონის ჩიპს, რომლის ზედაპირზე განთავსებულია ანტისხეულები, რომელთაც შეუძლიათ იმ ცილის ამოცნობა, რომელიც შედის ავთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობაში. ჩიპის გასწვრივ სისხლის მოძრაობისას მისი ზედაპირი წებოს მსგავსად იზიდავს სიმსივნურ უჯრედებს. მკვლევარების თქმით, მიკროჩიპს შეუძლია ათასამდე სიმსივნურ უჯრედის აღმოჩენა სისხლის 60 მლრდ უჯრედიდან, რომელსაც შეიცავს 8 მლ სისხლი. ადრე მეცნიერები ხუთ სიმსივნურ უჯრედზე მეტის აღმოჩენას ვერ ახერხებდნენ.

დაწვრილებით


კომპიუტერული ტომოგრაფია სახიფათოა ორგანიზმისთვის

დიდი ბრიტანეთის მთავრობა სერიოზულად არის შეშფოთებული ინფორმაციით იმის თაობაზე, რომ ბევრი ძვირადღირებული სამედიცინო გამოკვლევა რადიოაქტიური დასხივების გამოყენებით, მათ შორის სკანირება, ხშირად უქმნის ჯანმრთელობას იმაზე მეტ საფრთხეს, ვიდრე ის მიზეზები, რომელთა გამოც ტარდება ესა თუ ის გამოკვლევა.
სამთავრობო ექსპერტების მოხსენებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია კონტროლის გამკაცრება განსაკუთრებით კერძო კლინიკებთან მიმართებაში, რომლებიც პაციენტებს უნიშნავენ კომპიუტერული ტომოგრაფიის ან სკანირების სხვა ტიპების ჩატარებას.
კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით ხდება სიმსივნური და გულის დაავადებების დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე. თუმცა, ამასთან ერთად, პაციენტი იღებს რადიოაქტიური დასხივების ისეთ დოზას, რომელიც უდრის დაახლოებით 100 რენტგენული გამოკვლევის შედეგად მიღებულ დოზას, რაც თავის მხრივ იწვევს კიბოს განვითარებას.

დაწვრილებით


კიბო – სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მთელ მსოფლიოში

კიბო წარმოადგენს სიკვდილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს მთელ მსოფლიოში. 2005 წელს ამ დაავადებით 7,6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. თუ არ იქნება მიღებული გადამჭრელი ზომები, უახლოეს 10 წელიწადში ეს ონკოლოგიური დაავადება 84 მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს.
ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2006 წელს გამოვიდა ინიციატივით, რათა კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილობის რიცხვი ყოველწლიურად ორი პროცენტით შემცირდეს.
ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 10 მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. ჯანმო-ს ექსპერტები თვლიან, რომ ამის მთავარ მიზეზს თამბაქოს მოხმარება წარმოადგენს.
ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ 700 მილიონი ბავშვი – მთელი მსოფლიოს ბავშვთა ნახევარი – სუნთქავს ჰაერს, რომელიც მოწამლულია მწეველი მამის, დედის, ან ოჯახის სხვა წევრის მიერ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა მშობლებს იმისკენ, რომ მათ მუდმივად ახსოვდეთ ის საფრთხე, რასაც სიგარეტის ბოლი უქმნის მათი შვილების ჯანმრთელობას და უზრუნველყონ მათი ბავშვობა თამბაქოს გარეშე.

დაწვრილებით


კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები

კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებიკიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები აქვეითებენ რეპროდუქციულ ფუნქციას ქალებში

კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება შესაძლოა გახდეს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის მიზეზი, დაადგინეს ბერძენმა მეცნიერებმა.
როგორც ცნობილია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ზიანს აყენებს ამ ფუნქციას, თუმცა, ამ მხრივ სამედიცინო პრეპარატებზე არაფერი იყო ცნობილი.
ათენის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმმა, პროფ. კონსტანტინოს ქრისტოპულოსმა მაგალითად მოიყვანა 30 წლის ქალის შემთხვევა, რომელიც დაავადებული იყო მიელოიდური ლეიკემიით. მას მენსტრუალური ციკლი შეუწყდა პრეპარატ გლივეკის (Gleevec) მიღების დაწყებიდან 2 წლის შემდეგ. ამ პრეპარატის მწარმოებელი გახლავთ ფარმაცევტული პრეპარატების კორპორაცია – ნოვარტისი.

დაწვრილებით


დადგენილია ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზი მწეველებში

კალიფორნიის უნივერსიტეტის მენციერები აცხადებენ, რომ მათ შეძლეს ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზის დადგენა მწეველებში.
ის ფაქტი, რომ მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს განვითარებას და სიკვდილობას, უკვე რამდენიმე ათწლეულის მანძილზეა ცნობილი. თუმცა, თამბაქოს ბოლის ზემოქმედების მექანიზმი ფილტვებზე აქამდე გაურკვეველი იყო.
ექსპერიმენტის მსვლელობისას, მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში გამოზარდეს ფილტვის უჯრედების კულტურა და აკვირდებოდნენ მათზე თამბაქოს ბოლში შემავალი ნივთიერებების ზეგავლენას.

დაწვრილებით