Narkozi.com » Tag cloud » კანზე

საკვებისმიერი ალერგია უფრო იშვიათია

საკვებისმიერი ალერგია უფრო იშვიათიამშობლები ხშირად უკავშირებენ კანზე გამონაყარს საკვებისმიერ ალერგიას პატარა ბავშვებში, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, ამის მიზეზი შესაძლოა სულ სხვა რამ იყოს.
ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს დაკვირვება 3 წლამდე ასაკის 900 ბავშვზე.
თუმცა, მხოლოდ 5%-ში დადასტურდა საკვები პროდუქტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
ამასთან, მშობლების ერთი მესამედი ფიქრობდა, რომ მათ ბავშვს გააჩნდა ალერგია ამა თუ იმ საკვების მიმართ. ალერგიის გამოვლინებად ისინი თვლიდნენ კანზე გამონაყარს, სურდოს, დიარეას და ა. შ.
საკვები პროდუქტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა წარმოადგენს კვებისმიერ ალერგიას (იმუნური სისტემის არასწორ რეაქციას) და საკვების შეუთვისებლობას, რომელიც არ არის არის დაკავშირებული იმუნურ სისტემასთან.
კვლევამ გამოავლინა, რომ ალერგიული რეაქციები ყველაზე ხშირი იყო ისეთი პროდუქტების მიმართ, როგორიცაა: არაქისი, კვერცხი, ხორბალი და რძე. მიუხედავად ამისა, რძის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ბავშვების 80% ახერხებს ამ პრობლემის დაძლევას სამი წლის ასაკიდან. იგივე შეიძლება ითქვას კვერცხის მიმართ ჰიპერმგრძნობელობაზეც.
მკვლევარები აცხადებენ, რომ მშობლები გადაჭარბებულად აღიქვამენ ამა თუ იმ საკვებ პროდუქტზე მათი შვილის მგრძნობელობას. “ისინი ძალზე ხშირად უკავშირებენ ბავშვის მდგომარეობას იმას, თუ რა საკვები მიიღო მან. ჩვენ დავადგინეთ, რომ სიმპტომები ხშირად არ უკავშირდება საკვებისმიერ ალერგიას”, განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, ტარა დინმა პორტსმუტის უნივერსიტეტიდან, დიდ ბრიტანეთში.

დაწვრილებით