|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჩართეთ დამცავი რეაქცია ავადმყოფობის წინააღმდეგ
ნუთუ შესაძლებელია იმუნური სისტემის ჩართვა და გამორთვა? შეიძლება. ამის გაკეთება უნდა ისწავლოთ. გასავარჯიშებლად ერთი საათი დაგჭირდებათ.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ვარჯიში მოქმედებს ორგანიზმის ზოგიერთ ჰორმონულ სუბსტანციაზე, რომელბსაც ნეიროჰორმონები, ან ნეიროტრანსმისტერები ეწოდება. მეცნიერებმა იციან, რომ ეს ქიმიური ნივთიერებები, რომელბიც თავის ტვინის, ნერვული და ენდოკრინული სისტემების მიერ გამომუშავდება, არეგულირებენ შინაგანი ორგანოების და ცენტრალური ნერვული სისტემების მუშაობას. დღესდღეობით, წინასწარი გამოკვლევებიდან ჩანს, რომ ამ სუბსტანციებს შეუძლიათ ჩართონ და გამოიწთონ თქვენი იმუნური სისტემის უჯრედების მოქმედება. მაშ, რა ვარჯიში უნდა გავაკეთოთ და რას მოგვცემს იმუნური სისტემის კარგ ფორმაში შენარჩუნება? 45 წუთი ისეირნეთ, ეს გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. ყოველდღიური, 45-წუთიანი სეირნობა ექვსი კვირის განმავლობაში ზრდის იმუნური სისტემის იმუნოგლობულინის დონეს. ირბინეთ. ინტენსიური სირბილი ზრდის სხეულის ტემპერატურას, როგორც ციებ-ცხელების დროს. ციებ-ცხელება ააქტიურებს დამცავ ლიმფოციტებს, რომელბიც აკავებენ ზოგიერთ ვირუსულ ინფექციას, ზრდის რკინის კონცენტრაციას სისხლში და ქმნის ზოგიერთი ბაქტერიის ცხოველქმედებისთვის შეუძლებელ პირობებს. ისეირნეთ ველოსიპედით. დანიაში ჩატარებული გამოკვლევისას აღმოაჩინეს, რომ მკვლელი-უჯრედების (ქილერების) აქტიურობა ველოსიპედისტებში უფრო მაღალია არააქტიურ ადამიანებთან შედარებით. სამკურნალო პრეპარატის სწორი დოზირება
ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების სწორად შერჩეული დოზირება უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას ინფექციისგან და იმუნური სისტემის შეუფერხებელ მუშაობას. დოზის გადამეტებისას ამ ნივთიერებებმა შეიძლება დაასუსტონ იმუნური სისტემა და გაზარდონ ინფიცირების რისკი. სწორედ ამიტომ, სანამ დაიწყებთ ვიტამინების მიღებას, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი რაციონის თავისებურება და თქვენი ექიმის რეკომენდაციები.
,,მე გირჩევთ დაიცვათ ცხიმებით ღარიბი და ნახშირწყლებით მდიდარი დიეტა. მიირთვით მეტი მარცვლოვნები, ხილი და ბოსტნეული. ასევე, გირჩევთ მიიღოთ უცხიმო ხორცი საშუალო რაოდნეობით, ამბობს ფილოსოფიის დოქტორი ადრია როთმენ-შერმენი, რომელიც ხელმძღვანელობს კვლევებს კვების საკითხში რუტგერის უნივერსიტეტში. მე გირჩევთ მიიღოთ დანამატები, სანამ არ დადგინდება თქვენს ორგანიზმში ამა თუ იმ ნივთიერების ნაკლებობა. ეს შესაძლებელია, როდესაც ძალიან დაბალკალორიულ დიეტას იცავთ, რეგულარულად იღებთ წამლებს, მუცლის ატარებთ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ასევე ავადმყოფობის შემდეგ~. იმუნიტეტი
თქვენ გაქვთ სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები. სისხლის წითელ უჯრედებს გადააქვთ ჟანგბადი და მკვებავი ნივთიერებები; თეთრი უჯრედები დანაგვიანების წინააღმდეგ მებრძოლი არმიაა, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარით მოქმედებს. მაგალითად, როდესაც ორგანიზმში ინფექცია წარმოიშვება, ძვლის ტვინი ქმნის ანტიმიკრობული ნეიტროფილური გრანულოციტების (ნეიტროფილური გრანულოციტები ლეიკოციტების (თეთრი უჯრედების) ერთ-ერთი სახეობა) ერთ პატარა ბატალიონს წარმოუდგენელი სიჩქარით დაახლოებით 694 000 უჯრედი წამში.
იმუნური სისტემის კომპონენტები განუწყვეტლივ ცვლიან ერთმანეთს. ეს მილიარდობით უჯრედი მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს და სულ ახალგაზრდა რამდენიმე დღის ასაკში იღუპება. ამის შემდეგ ორგანიზმმა ისინი ახლით უნდა შეცვალოს, რომლებიც ისევე აქტიურნი და ძლიერნი იქნებიან, როგორც მათი წინამორბედები. ჩვენ შევეცდებით მოგცეთ რამდენმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ იმუნიტეტის შენარჩუნებასა და გაზრდაში. ამ რჩევების შესასრულებლად სულ ცოტა დრო დაგჭირდებათ: _ ერთ წუთში, აცრის დახმარებით, გამოიმუშავებთ ავადმყოფობისადმი იმუნიტეტს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ; _ უმოკლეს დროში შეძლებთ ,,შეიარაღდეთ~ ავადმყოფობის წინააღმდეგ; _ ყოველდღიური მედიტაციის დახმარებით რამდენიმე წუთში შეძლებთ დამცავი ფსიქიკური ეკრანის შექმნას; _ კვირაში 5-ჯერ 45-წუთიანი გასეირნების წყალობით შეძლებთ გააძლიეროთ ორგანიზმის დამცავი რეაქცია. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000009 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||