Narkozi.com » Tag cloud » თამბაქოს

რიგით პირველი მკვლელი მსოფლიოში - მოწევა

რიგით პირველი მკვლელი მსოფლიოში - მოწევათამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მიერ ერთად გამოწვეულ სიკვდილიანობას აღემატება. განვითარებად ქვეყნებში წელიწადში ხუთ მილიონ ადამანზე მეტი იღუპება თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული დაავადებებით. ამერიკის დაავადებების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, მეცნიერებათა დოქტორი ტომას ფრიდენი ამბობს, რომ მსოფლიო ქვეყნების მხოლოდ 10 პროცენტი ეწევა სათანადო ძალისხმევას მწეველების რაოდენობის შესამცირებლად. მისი აზრით, ქვეყნებმა ამერიკისა და ურუგვაის მაგალითს უნდა მიბაძონ თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებაში:

„თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი პირველი მიზეზია. ის შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მიერ ერთად გამოწვეულ სიკვდილიანობას აღემატება და ამ დაავადებებისგან განსხვავებით, თამბაქოთი გამოწვეული დაავადებები სტაბილურად მატულობს.

დაწვრილებით


კიბო – სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მთელ მსოფლიოში

კიბო წარმოადგენს სიკვდილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს მთელ მსოფლიოში. 2005 წელს ამ დაავადებით 7,6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. თუ არ იქნება მიღებული გადამჭრელი ზომები, უახლოეს 10 წელიწადში ეს ონკოლოგიური დაავადება 84 მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს.
ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2006 წელს გამოვიდა ინიციატივით, რათა კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილობის რიცხვი ყოველწლიურად ორი პროცენტით შემცირდეს.
ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 10 მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. ჯანმო-ს ექსპერტები თვლიან, რომ ამის მთავარ მიზეზს თამბაქოს მოხმარება წარმოადგენს.
ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ 700 მილიონი ბავშვი – მთელი მსოფლიოს ბავშვთა ნახევარი – სუნთქავს ჰაერს, რომელიც მოწამლულია მწეველი მამის, დედის, ან ოჯახის სხვა წევრის მიერ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა მშობლებს იმისკენ, რომ მათ მუდმივად ახსოვდეთ ის საფრთხე, რასაც სიგარეტის ბოლი უქმნის მათი შვილების ჯანმრთელობას და უზრუნველყონ მათი ბავშვობა თამბაქოს გარეშე.

დაწვრილებით


10 ფაქტი თამბაქოს შესახებ

10 ფაქტი თამბაქოს შესახებ10 ფაქტი თამბაქოს ეპიდემიისა და გლობალურ დონეზე თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

თამბაქოს ზეგავლენით იღუპება მისი მომხმარებლების ნახევარი, ამის მიუხედავად მთელ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო. ეს განპირობებულია დაბალი ფასებით, გასაღების აგრესიული და საყოველთაოდ გავრცელებული პრაქტიკით, მასთან დაკავშირებული საშიშროებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით, მისი მოხმარების წინააღმდეგ მიმართული არათანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკით.
თამბაქოს მიერ ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი უმეტესად მრავალი წლის შემდეგ გამოვლინდება, ამიტომაც გლობალურ დონეზე თამბაქოს მოხმარების გაფართოების გამო განვითარებულმა დაავადებების ეპიდემიამ და სკვდილიანობამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია თავის პიკურ დონეს.
ქვემოთ მოწოდებული ფაქტები გვიჩვენებს, როგორ ვითარდება დამანგრეველი თამბაქოს ეპიდემია, როგორია მის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობა მთელ მსოფლიოში და როგორ შეიძლება ამ ეპიდემიის შეჩერება თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სტრატეგიის დახმარებით.

დაწვრილებით


დადგენილია ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზი მწეველებში

კალიფორნიის უნივერსიტეტის მენციერები აცხადებენ, რომ მათ შეძლეს ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზის დადგენა მწეველებში.
ის ფაქტი, რომ მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს განვითარებას და სიკვდილობას, უკვე რამდენიმე ათწლეულის მანძილზეა ცნობილი. თუმცა, თამბაქოს ბოლის ზემოქმედების მექანიზმი ფილტვებზე აქამდე გაურკვეველი იყო.
ექსპერიმენტის მსვლელობისას, მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში გამოზარდეს ფილტვის უჯრედების კულტურა და აკვირდებოდნენ მათზე თამბაქოს ბოლში შემავალი ნივთიერებების ზეგავლენას.

დაწვრილებით


რატომ ვეწევით? (ნაწილი I)

რატომ ვეწევით? (ნაწილი I)თამბაქოს სამი ათასწლეული

გთავაზობთ მოვლენათა ჩამონათვალს, რომელთაც პრეცენდენტული მნიშვნელობა აქვთ ადამიანისა და თამბაქოს ურთიერთობების ისტორიაში. ეს სია აპრიორი არასრულია და მასში არ შედის ფაქტორების რიგი, რომელთაც ჯერ–ჯერობით ახსნა არა აქვთ. მაგალითად, ფარაონ რამზეს მეორის მუმიის გამოკვლევამ აჩვენა, რომ იგი იყენებდა თამბაქოსა და კოკაინს – ამ ორივე პროდუქტს ამერიკული წარმოშობა აქვთ და არ იყვნენ ცნობილნი ძველ სამყაროში კოლუმბის მოგზაურობამდე.

დაახლოებით 1000 წელს ჩვენს ერამდე ინდიელებმა სცადეს გამოეყენებინათ თამბაქო – მას ღეჭავდნენ, ეწეოდნენ და შეყავდათ ოყნის მეშვეობით(დღემდე ამის მსგავსად იყენებენ თამბაქოს აგუარუას ტომის ინდიელები, რომლებიც პერუში სახლობენ).

600 – 1000 წელს ჩვენს ერამდე. მოწევის პირველი გამოსახულება. კერამიკის ფრაგმენტი შესაბამისი სურათით აღმოჩენილია მაიას ქალაქში – უაქსატუნში(ახ.გვატემალა)., რაც ნიშნავს, რომ აქ ეწეოდნენ.

დაწვრილებით