Narkozi.com » Tag cloud » თავის

ქათმის ხორცი და კვერცხი მეხსიერებას აუმჯობესებს

ქათმის ხორცი და კვერცხი მეხსიერებას აუმჯობესებს"კვერცხის, ქათმის ხორცისა და იმ პროდუქტების რეგულარული მოხმარება, რომლებიც ჭარბად შეიცავს B ვიტამინში შემავალ ნივთიერება ხოლინს, აუმჯობესებს მეხსიერებას და ანელებს თავის ტვინის დაბერების პროცესს",– აცხადებს სააგენტო როიტერი, ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

"აღნიშნული კვლევა აჩვენებს კავშირს მეხსიერებასა და ისეთ პროდუქტებს შორის, როგორებიცაა: ღვიძლი, თევზი, კვერცხი, ქათქმის ხორცი, რძე და ა.შ.

სპეციალისტები აქვე აღნიშნავენ, რომ ეს ნივთიერება არ არის წამალი ალცჰეიმერის დაავადების წინააღმდეგ, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების დაკარგვა და რომლითაც მთელ მსოფლიოში 26 მილიონი ადამიანი არის დაავადებული.

დაწვრილებით


6 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აკრიტიკოთ საკუთარი თავი

6 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აკრიტიკოთ საკუთარი თავიჯანმრთელი თვითკრიტიკულობა ყველასთვის აუცილებელია, რადგან იგი საშუალებას იძლევა, ადამიანმა სწორად შეაფასო თავისი საქციელი. მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ საკუთარი "მეს" კრიტიკა დიდი ხანია გონივრულობის ჩარჩოებს გასცდა და უკვე ხელს გიშლით იყოთ ბედნიერი? ფსიქოლოგი აგიხსნით, თუ რატომ არ უნდა მიმართოთ თვითგვემას და როგორ დააღწიოთ თავი ამ მავნე ჩვევას.

ბევრი ადამიანი იტანჯება გამუდმებული თვითკრიტიკისაგან. ამასთან, აკრიტიკებენ რა საკუთარ თავს, ისინი ფიქრობენ, რომ კარგად იქცევიან, რომ ისინი ობიექტურები არიან საკუთარი თავის მიმართ , ხოლო თვითგვემა – სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის პასუხისმგებლობისა და პატიოსნების მაჩვენებელი. ანუ, ერთმანეთში ურევენ თვითკრიტიკულობასა და თვითგვემას. მაგრამ რაშია განსხვავება?

თვითკრიტიკა – ეს არის ცოდნა, რომ შეგეძლოთ საკუთარი თავის დანახვა გვერდიდან, საკუთარი შეცდომების აღიარება და შეძლებისდაგვარად გამოსწორება. თვითგვემა თვითკრიტიკისაგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანი იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას ჩადენილ მოქმედებებზე, არ ითვალისწინებს რა არც ვითარებას, არც თავის განწყობას – ანუ, იმყოფება არარეალობაში. მაგრამ რა არის ამის მიზეზი?

დაწვრილებით