Narkozi.com » ტეგები » თა­ვის


თა­ვის და კის­რის ტკი­ვი­ლი

თა­ვის და კის­რის ტკი­ვი­ლიი­სერს ვერ ატ­რი­ა­ლებთ? გა­მუდ­მებთ კვნე­სით? ტკი­ვი­ლი კი­სერ­ში და თავ­ში, ტკა­ცუ­ნი თა­ვის მოტ­რი­ა­ლე­ბის დროს თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლევთ?
თუ ამ კით­ხვებ­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხე­ბი გაქვთ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თა­ვის და კის­რის ტკი­ვი­ლი გა­წუ­ხებთ.
სა­ბედ­ნე­ი­როდ, თუ დრო­უ­ლად ზო­მებს მი­ი­ღებთ, ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას შეძ­ლებთ. წა­ი­კით­ხეთ ეს თა­ვი და:
_ ერთ წუთ­ში გა­გივ­ლით კის­რის ტკი­ვი­ლი;
_ დღე­ში ერ­თი წუ­თი დაგ­ჭირ­დე­ბათ, რომ გა­ი­მაგ­როთ კის­რის კუნ­თე­ბი;
_ ერთ თვე­ში შეძ­ლებთ თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბის სიხ­ში­რის შემ­ცი­რე­ბას.
თა­ვის ტკი­ვი­ლი. არ­სე­ბობს თა­ვის ტკი­ვი­ლის სა­მი კა­ტე­გო­რია: ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია კუნ­თე­ბის და­ძაბ­ვით, სის­ხლძარ­ღვე­ბით და და­ფა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით. ჩი­კა­გოს თა­ვის ტკი­ვი­ლის კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი სი­მურ დი­ა­მან­დი, ამ­ბობს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 90%-ს თა­ვის ტკი­ვი­ლი ეწ­ყე­ბა კუნ­თე­ბის და­ძაბ­ვის გა­მო. უფ­რო ნაკ­ლე­ბია სის­ხლძარ­ღვე­ბით გა­მო­ე­ვე­უ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი რო­გო­რი­ცაა, შა­კი­კი და ფა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი. ე.წ. შე­რე­უ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლის დროს აღი­ნიშ­ნე­ბა რო­გორც სის­ხლძარ­ღვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლის ნიშ­ნე­ბი, ასე­ვე კუნ­თე­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი.
თა­ვის ტკი­ვი­ლი და მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ხერ­ხე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია: რაც შვე­ლის ერთს, არ შვე­ლის მე­ო­რეს. ამი­ტომ შე­ა­მოწ­მეთ თქვე­ნი სიმ­პტო­მე­ბი და გან­საზ­ღვრეთ, რო­მე­ლი ტი­პის თა­ვის ტკი­ვი­ლი გაქვთ, შემ­დეგ შე­არ­ჩი­ეთ მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი მე­თო­დი.

დაწვრილებით



შა­კი­კის მარ­თვა

შა­კი­კის მარ­თვაყმაწ­ვი­ლე­ბის 17% და გო­გო­ნე­ბის 30% ჰქო­ნია შა­კი­კი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა მო­მენ­ტში. ზუს­ტად არა­ვინ არ იცის, რა­ტომ აწუ­ხებთ ადა­მი­ა­ნებს სის­ხლძარ­ღვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი, თუმ­ცა გარ­კვე­ულ როლს თა­მა­შობს ასა­კი და მემ­კვიდ­რე­ო­ბა. ჩვე­უ­ლებ­რივ შა­კი­კი იწ­ყე­ბა სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ოდ­ში და სრულ­დე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გა­და­ა­ბი­ჯებს 45 წელს. ხში­რად ამ და­ა­ვა­დე­ბას მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ხა­სი­ა­თი აქვს.
თა­ვის ტკი­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა­დას­ხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბის და ჩვე­უ­ლებ­რივ თა­ვის მხო­ლოდ ერთ ნა­წილ­ში კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა. ტკი­ვილს ახ­ლავს გულ­ზიდ­ვა და ღე­ბი­ნე­ბა, ასე­ვე ჰი­პერ­მგრძნო­ბე­ლო­ბა სი­ნათ­ლის და ხმა­უ­რის მი­მართ.
რო­გორც წე­სი, თა­ვის ტკი­ვილს რა­ი­მე მი­ზე­ზი აქვს საკ­ვე­ბი, სტრე­სი, სი­ნათ­ლე, ბევ­რი ან პი­რი­ქით, ცო­ტა ძი­ლი. თა­ვის ტკი­ვი­ლის მი­ზე­ზის მი­უ­ხე­და­ვად, ის იწ­ვევს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის კას­კადს. სის­ხლის, ჰორ­მო­ნე­ბის და ტვი­ნის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბის რთუ­ლი ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბის გა­მო თა­ვის სის­ხლძარ­ღვე­ბი ვიწ­როვ­დე­ბა და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა მცირ­დე­ბა. სის­ხლძარ­ღვე­ბი რე­ა­გი­რე­ბენ ამა­ზე აქ­ტი­უ­რი გა­ფარ­თო­ე­ბით. ყვე­ლა­ფე­რი ეს ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან და ჰორ­მო­ნებ­თან ერ­თად არ­ტე­რი­ებს გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბელს ხდის ტკი­ვი­ლის მი­მართ და იწ­ვევს ინ­ტენ­სი­ურ, პულ­სი­რე­ბად შა­კიკს. რო­დე­საც საწ­ყი­სი შე­კუმ­შვა და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის შემ­ცი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რედ მა­შინ ჩნდე­ბა კლა­სი­კუ­რი შა­კი­კი.
სტან­დარ­ტულ წა­მალს, ერ­გო­ტა­მინს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია თა­ვის ტკი­ვი­ლის გა­ყუ­ჩე­ბა, გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს (ერ­გო­ტა­მი­ნი შე­დის კო­ვე­ტა­მი­ნის და ბე­ლო­ი­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში). სა­ბედ­ნი­ე­როდ, არის სხვა ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც.

დაწვრილებით