Narkozi.com » Tag cloud » ვირუსის

სპეციალისტები მოსახლეობას H1N1 ვირუსისგან დაცვის რჩევებს აძლევენ

სპეციალისტები მოსახლეობას H1N1 ვირუსისგან დაცვის რჩევებს აძლევენH1N1- ვირუსის შედეგად, დღეის მონაცემებით, 5 ადამიანია გარდაცვლილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ვირუსის ყველაზე დიდი ტალღა თებერვალსა და მარტშია მოსალოდნელი. ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა დაინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით დიდია. ეს პაციენტები სახლის პირობებში მკურნალობენ.

სპეციალისტების რჩევით, მოსახლეობის იმ კატეგორიებისთვის, რომლებიც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან, უმჯობესია ნებისმიერი გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე პოლიკლინიკებს მიმართონ. გრიპის ვირუსის საშიშროების გამო პირველადი ჯანდაცვის მომსახურება უფასო გახდა და ეს ინიციატივა იანვრის მეორე ნახევრიდან მარტის ჩათვლით იმოქმედებს. თბილისის მოსახლეობას 60 პოლიკლინიკა უბნების ანუ საცხოვრებელი ადგილების მიხედვით მოემსახურება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ნატა ავალიანის განცხადებით, ჯერ ვირუსის პიკი არ არის და მისი მატარებლების რაოდენობა დაახლოებით 2-3 კვირაში მოიმატებს, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია.

დაწვრილებით


რა არის ღორის გრიპი? H1N1

რა არის ღორის გრიპი? H1N1ღორის გრიპი წარმოადგენს სასუნთქი სისტემის მწვავე კონტაგიოზურ ინფექციურ დაავადებას, რომელსაც იწვევს გრიპის ერთ-ერთი გამომწვევი. დაავადება ხასიათდება ავადობის მაღალი და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებლით (1-4 %). ვირუსი ღორებს შორის ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტით, ვირუსის მტარებელი ღორების მიერ. დაავადების გავრცელება ღორებს შორის მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ბევრ ქვეყანაში ღორებს უტარებენ ღორის გრიპის საწინააღმდეგო აცრებს.
ღორის გრიპის გამომწვევს წარმოადგენს H1N1 ქვეტიპის ვირუსი, თუმცა იმავდროულად ღორის ორგანიზმში ცირკულირებს ვირუსის სხვა ქვეტიპებიც (მაგ: H1N2, H3N1, H3N2). ღორები შეიძლება დასნებოვნებული იყვნენ ფრინველის ან ადამიანის სეზონური გრიპის გამომწვევი სხვა ვირუსებით.. ვინაიდან ღორის ორგანიზმში ხშირად ერთდროულად არსებობს სხვადასხვა ტიპის ვირუსი, ხდება მათი გენების “შერევა” და წარმოიქმნება ე.წ “რეასსორტანტ" ვირუსი. როგორც წესი, ღორის ვირუსი ვრცელდება მხოლოდ ღორებს შორის, თუმცა ხანდახან ხდება ვირუსის გავრცელება ადამინზე.

დაწვრილებით


ვირუსული ჰეპატიტი

რა არის ჰეპატიტი
ჰეპატიტი, პირდაპირი მნიშვნელობით, ღვიძლის ანთებას ნიშნავს. მისი გამომწვევია ვირუსი.

ვირუსული ჰეპატიტები საკმაოდ გავრცელებული და საშიში ინფექციური დაავადებებია. ისინი ანთროპონოზულ ინფექციებს (ამ ინფექციებით ავადდებიან მხოლოდ ადამიანები) წარმოადგენს. მათი გამოვლინება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, თუმცა ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს სიყვითლე და ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ჰეპატიტის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება, ხოლო რთულ შემთხვევებში კი ღვიძლის ბიოფსია.

დაწვრილებით


როგორ ავიცილოთ გრიპი ეპიდემიის დროს?

გრიპის ეპიდემიის დროს დაავადების თავიდან აცილება საკმაოდ რთულია. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ შევძლოთ მისგან თავის დაცვა?
როგორც ქალაქ კიევის მთავარმა იმუნოლოგმა, ოლეგ ნაზარმა განაცხადა, მაშინ, როცა ვირუსი უკვე თითქმის ყველა კუთხეში დაფრინავს, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაწყება იმუნიტეტის ასამაღლებლად უკვე გვიანია. თუმცა, იმ ადამიანებში, რომლებიც გადაურჩებიან გრიპის ვირუსს, ან ამ ვირუსით დაავადდებიან ეპიდემიის ბოლოს, ჯანსაღი ცხოვრების სტილმა შესაძლოა თავისი დადებითი როლი ითამაშოს. მაგრამ თუ თქვენ გრძნობთ, რომ ეს-ესაა გახდებით ავად, ცხოვრების სტილის შეცვლა უშედეგოა. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან დაავადების გამოვლინებამდე დრო ძალზე მცირეა – სულ ორი დღე. ამ შემთხვევაში, ვირუსის მოქმედების შეჩერება და დაავადების თავიდან აცილება მხოლოდ სპეციალური ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებით არის შესაძლებელი. ამ პრეპარატებს მიეკუთვნებიან ინტერფერონის ინდუქტორები. ისინი აჩერებენ ვირუსის დაყოფის პროცესს ჯერ კიდევ საწყის სტადიაზე, სწორედ იმ დროს, როცა ის მოხვდება ორგანიზმში. ამის გამო, ინტერფერონის ინდუქტორების მიღება მაქსიმალურ ეფექტს იძლევა პირველივე დღეს მიღების შემთხვევაში, მაშინ, როცა ადამიანი გრძნობს, რომ სულ მალე გახდება ავად. ამ მედიკამენტების მიღების შედეგად ადამიანი ან გადაურჩება გრიპს, ან დაავადდება მისი მსუბუქი ფორმით. ძალინ ხშირად, პაციენტებს არ აქვთ საშუალება – მიმართონ ექიმს გრიპის პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე. ამ შემთხვევაში სასურველია, თუ ისინი შეიძენენ რომელიმე ანტივირუსულ პრეპარატს აფთიაქში. თუმცა, ამგვარი თვითმკურნალობა უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პაციენტი გაეცნობა წამლის ანოტაციას.

დაწვრილებით


შიდსის ვირუსი

შიდსის ვირუსიშიდსის ვირუსის საწინააღმდეგო, დღესდღეობით არსებული პრეპარატები სრულად ვერ ანადგურებენ აივ-ს ადამიანის ორგანიზმში. სასიკვდილო ვირუსი მედიკამენტებს “ემალება” სხვადასხვა რეზერვუარებში, რომელთაგან ყველაზე მთავარია ნაწლავის ლიმფოიდური ქსოვილი, დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა.
ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ამერიკული ნაციონალური ინსტიტუტის სპეციალისტებმა ბეტესდში (მერილენდის შტატი), ჩაატარეს კვლევა აივ-ინფიცირებულ 8 პაციენტზე. ყველა მათგანი იღებდა ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს 2-10 წლის განმავლობაში, კარგად გრძნობდა თავს და მათ სისხლში ვირუსი დაბალი შემცველობით იყო წარმოდგენილი.
პაციენტთა ნაწლავის ლიმფოიდური ქსოვილის შესწავლამ, რომელიც აღებულ იქნა ბიოფსიის საშუალებით, დაადგინა მასში აივ-ის არსებობა. CD4+ უჯრედების დონე აგრეთვე აღმოჩნდა ნორმის ქვემოთ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნაწლავში ნაპოვნი ვირუსის დნმ-ის სტრუქტურა ემთხვეოდა ლეიკოციტებიდან აღებული აივ-ის დნმ-ს. ეს მოწმობს იმაზე, რომ ვირუსის რეპლიკაციის შემდეგ, ორივე ქსოვილი მუდმივად აინფიცირებს ერთმანეთს, ხოლო ნაწლავის რეზერვუარი არ წარმოადგენს ორგანიზმის სხვა ქსოვილებისაგან იზოლირებულ გარემოს, განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ.

დაწვრილებით


რატომ აქვს ადგილი გრიპის ეპიდემიას ზამთარში

რატომ აქვს ადგილი გრიპის ეპიდემიას ზამთარშიაშშ ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, თუ რატომ აღინიშნება გრიპის ეპიდემია ძირითადად წელიწადის ყველაზე ცივ დროს. მათი მონაცემებით, დაბალი ტემპერატურის დროს, ვირუსის ლიპიდური გარსი გარდაიქმნება მკვრივ წებოვან გელად, რაც საკმაოდ კარგად იცავს ვირუსს არაკეთილსასურველი ზემოქმედებისაგან. ხოლო მაღალი ტემპერატურის დროს, ეს გარსი გარდაიქმნება თხევად ფაზად, რაც ზრდის ვირუსის დაზიანების საფრთხეს.
გრიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. 2007 წელს ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრიპის ვირუსი გაცილებით უკეთ ვრცელდება დაბალი ტემპერატურის დროს.
ამ კანონზომიერების ასახსნელად, მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა ვირუსის გარსის სტრუქტურის ცვლილების შესასწავლად. როგორც აღმოჩნდა, 0-დან 15,6 გრადუს ტემპერატურაზე ვირუსის ლიპიდური გარსი გარდაიქმნება წებოვან, გელისმაგვარ მასად, ხოლო უფრო მაღალ ტემპერატურაზე ის თხევად მდგომარეობაში გადადის.
გრიპის ვირუსი აინფიცირებს უჯრედებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ლიპიდური გარსი გაიხსნება – სწორედ ამას აქვს ადგილი მაშინ, როცა ვირუსული ნაწილაკი ხვდება ადამიანისა და ცხოველის სასუნთქ გზებში, სადაც მუდმივადაა შენარჩუნებული მაღალი ტემპერატურა. ამავე დროს, ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსზე ქვემოთ ასევე ოპტიმალურია ვირუსისთვის, ვინაიდან წებოვანი ლიპიდური გარსი უკეთ იცავს ვირუსს მექანიკური ზემოქმედებისა და ანტიმიკრობული საშუალებებისგან.

დაწვრილებით