|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იმუნიტეტი
თქვენ გაქვთ სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები. სისხლის წითელ უჯრედებს გადააქვთ ჟანგბადი და მკვებავი ნივთიერებები; თეთრი უჯრედები დანაგვიანების წინააღმდეგ მებრძოლი არმიაა, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარით მოქმედებს. მაგალითად, როდესაც ორგანიზმში ინფექცია წარმოიშვება, ძვლის ტვინი ქმნის ანტიმიკრობული ნეიტროფილური გრანულოციტების (ნეიტროფილური გრანულოციტები ლეიკოციტების (თეთრი უჯრედების) ერთ-ერთი სახეობა) ერთ პატარა ბატალიონს წარმოუდგენელი სიჩქარით დაახლოებით 694 000 უჯრედი წამში.
იმუნური სისტემის კომპონენტები განუწყვეტლივ ცვლიან ერთმანეთს. ეს მილიარდობით უჯრედი მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს და სულ ახალგაზრდა რამდენიმე დღის ასაკში იღუპება. ამის შემდეგ ორგანიზმმა ისინი ახლით უნდა შეცვალოს, რომლებიც ისევე აქტიურნი და ძლიერნი იქნებიან, როგორც მათი წინამორბედები. ჩვენ შევეცდებით მოგცეთ რამდენმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ იმუნიტეტის შენარჩუნებასა და გაზრდაში. ამ რჩევების შესასრულებლად სულ ცოტა დრო დაგჭირდებათ: _ ერთ წუთში, აცრის დახმარებით, გამოიმუშავებთ ავადმყოფობისადმი იმუნიტეტს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ; _ უმოკლეს დროში შეძლებთ ,,შეიარაღდეთ~ ავადმყოფობის წინააღმდეგ; _ ყოველდღიური მედიტაციის დახმარებით რამდენიმე წუთში შეძლებთ დამცავი ფსიქიკური ეკრანის შექმნას; _ კვირაში 5-ჯერ 45-წუთიანი გასეირნების წყალობით შეძლებთ გააძლიეროთ ორგანიზმის დამცავი რეაქცია. შეიმუშავეთ თქვენი დიაბეტური მენიუ
დიაბეტის დროს ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობის გადამწყვეტი მომენტი შემდეგში მდგომარეობს: თავიდან აიცილეთ სისხლში შაქრის მაღალი დონის არსებობა, აკონტროლეთ ქოლესტერინის დონე და სისხლის წნევა. ამაში დაგეხმარებათ რჩევები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გამოადგება: თვალყური ადევნეთ ნორმალურ წონას, რეგულარულად გააკეთეთ ფიზიკური ვარჯიშები, თქვენი რაციონი უნდა იყოს ცხიმის დაბალი შემცველობით, უნდა შეიცავდეს უჯრედისს და ნახშირწყლებს. თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ დიაბეტი გაძლევთ კიდევ უფრო მეტ საბაბს, რომ ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიოთ.
კვების რაციონის შედგენისას არ დაივიწყოთ თევზის ქონი. ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3, რომელსაც თევზის ქონი შეიცავს, ამცირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდის დონეს გულის დაავადებებისკენ მიდრეკილების მქონე პაციენტების ორგანიზმში. უნდა აღინიშნოს, რომ ცდის დროს თევზის ქონის დიდმა რაოდენობამ პაციენტებში გამოიწვია გლუკოზის დონის მნიშვნელოვანი მომატება. ამიტომ თევზი სადილად ძალიან კარგია, მაგრამ გამოიჩინეთ სიფრთხილე თევზის ქონის პრეპარატების მიღებისას. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000008 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||