|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მხედველობის ნერვის დისკოს ვასკულიტი
მხედველობის ნერვის დისკოს ვასკულიტიმხედველობის ნერვის დისკოს ვასკულიტი, სხვადასხვა ავტორს სხვადასხვა სახელწოდებით აქვს აღწერილი: პაპილოფლებიტი, მხედველობის ნერვის დისკოს ვასკულიტი, ახალგაზრდების ვენური სტაზის რეტინოპათია, ბადურას ცენტრალური ვენის არასრული თრომბოზი, რეტინალური ვასკულიტი. მხედველობის ნერვის დისკოს ვასკულიტი, წარმოადგენს ახალგაზრდა ასაკის პირებში განვითარებულ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს როგორც წესი მხედველობის დაქვეითებით, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპებით, ვენების გაფართოებით, ჰემორაგიით. მამაკაცები და ქალები დაახლოებით ერთნაირი სიხშირით ავადდებიან. ჩვეულებრივ ეს პროცესი ცალმხრივია, თუმცა პრაქტიკაში აღწერილი არის ორმხრივობაც. დაავადება ვითარდება მწვავედ, ხანდახან მწვავე რესპირატორული დაავადების შემდგომ, ზოგჯერ კი - ქრონიკული ტონზილიტის ფონზე. ჩვეულებრივ, სისხლძარღვთა სისტემური დაზიანეაბა ამ დროს არ აღინიშნება (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და ა,შ). რა არის ვარიკოზი?
ვენების ვარიკოზული გაფართოების დროს ზიანდება სხვადასხვა ორგანოების ვენები შესაბამისად, დაზიანებული სიხლძარღვების ადგილმდებარეობის მიხედვით დაავადებას სხვადასხვა გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბუასილი, ვარიკოცელე და კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება - პრაქტიკულად ერთი და იგივე დაავადებაა, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება. ვენები სისხლძარღვებია, რომლებითაც სისხლი მიედინება გულისაკენ. სისხლის დინება ხდება ქვედა კიდურების ვენებში ქვევიდან ზევით, ანუ დედამიწის მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ. ეს ხდება რამდენიმე მექანიზმის წყალობით: არტერიებიდან სისხლის ჭავლის გადმოსროლით (უმნიშვნელო როლი), ქვედა კიდურების კუნთების შეკუმშვით (მოქმედებს, როგორც დგუში) და ვენებში არსებული სარქველების მუშაობით, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის ზევიდან ქვევით დინებას. სწორედ ამ სარქველების გაუმართავი მუშაობა იწვევს ვენური სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რაც საბოლოოდ იწვევს ვენების კედლის ზედმეტად გაჭიმვას. ამის შედეგად სისხლის დინება ხდება ქაოსური, სისხლი გუბდება ქვედა კიდურების ვენებში, განსაკუთრებით კანქვეშა ვენებში, წნევა მათში იმდენად იზრდება, რომ სისხლძარღვების კედლები ვეღარ უძლებს და ბუშტის მსგავსად იწყებს გაბერვას. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000008 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||