Narkozi.com » Tag cloud » ვარჯიში

ძვლების გასამაგრებლად ივარჯიშეთ

თითქმის ყველა ექიმი თანხმდება, რომ ფიზიკური ვარჯიში ძვლებისთვის სასარგბელოა.
,,თუ ოცი წლის ხართ, ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ კუნთოვანი მასის გაზრდაში, ეს იმას ნიშნავს, რომ განავითარებთ თქვენს ძვალს იმდენად, რამდენადაც ეს თქვენს ორგანიზმს შეუძლია, ამბობს ორაგონის უნივერსიტეტის ფიზიკური კულტურის განყოფილების ადიუტანტ-პროფესორი და ფიზიოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი ქრისტინ სნოუ-ჰარტერი. რაც უფ­რო დიდი და მაგარია თქვენი ძვლები, მით უკეთ იგრძნობთ თავს ხანდაზმულ ასაკში. ოცდაათი წლის შემდეგ ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ძვლების გაიშვიათე­ბა და უზრუნველყოფს მათ სიმკვრივეს.
სტატიკური დატვირთვა (მაგალითად მხრებზე შტანგით დგომა) სარგებლობას არ მოგიტანთ. ვარჯიში უნდა იყოს აქტიური, მოძრავი. დინამიკური დატვირთვა სწორედ ეს სჭირდება თქვენს ძვლებს. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი კუნთები ძვლებზეა მიმაგრებული. ისინი ზემოქმედებენ ძვალზე, რომელიც ამ ზემოქმედების წყალობით მაგრდება.
თქვენს წინაშეა სპორტის სხვადასხვა სახეობები და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი აირჩიოთ. თუ ფიზიკური ვარჯიში აიძულებს ძვალს განიცადოს დაწოლის, გრავიტაციის, ან სიმ­ძიმის მოქმედება, თქვენ სასურველ შედეგს მაგარ ძველბს, მიიღებთ. ,,თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მარათონულ დისტანციაზე უნდა ირბინოთ, ან იმდენი ივარჯიშოთ, რომ კარებში ვეღარ შემოეტიოთ, ამბობს სნოუ-ჰარტერი. არსებობს უფრო სწრაფი და მარტივი ხერხები. თუმცა თქვენი აქტიურობა იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე აქამდე იყო~.ხვა სახეობები და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი აირჩიოთ. თუ ფიზიკური ვარჯიში აიძულებს ძვალს განიცადოს დაწოლის, გრავიტაციის, ან სიმ­ძიმის მოქმედება, თქვენ სასურველ შედეგს მაგარ ძველბს, მიიღებთ. ,,თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მარათონულ დისტანციაზე უნდა ირბინოთ, ან იმდენი ივარჯიშოთ, რომ კარებში ვეღარ შემოეტიოთ, ამბობს სნოუ-ჰარტერი. არსებობს უფრო სწრაფი და მარტივი ხერხები. თუმცა თქვენი აქტიურობა იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე აქამდე იყო~.

დაწვრილებით


სახიფათოა თუ არა კომპიუტერი ორსულობის დროს?

ორსულობა - ეს არის ორგანიზმის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს ქალისაგან ყველა ძალების, როგორც მორალურის, ასევე ფიზიკურის მობილიზაციას. ასეთ დროს რასაკვირველია ძლიერდება ის ნეგატიური ზეგავლენა მხედველობაზე, რომელიც დამახასიათებელია კომპიუტერისათვის. თუკი ორსული ვერ შეძლებს თავიდან აიცილოს კომპიუტერთან მუშაობა, მან მკაცრად უნდა დაიცვას ყველა პროფილაქტიკური ღონისძიება:
• მუშაობის დროს ყოველ საათში უნდა გააკეთოთ 15-წუთიანი შესვენება. შესვენების დროს აუცილებლად ადექით ფეხზე, გაიზმორეთ, გაიარ-გამოიარეთ, შეასრულეთ რამოდენიმე მსუბუქი ხასიათის ფიზიკური ვარჯიში (თავის დახრა, მობრუნება, ვარჯიში ხელის მტევნებისათვის, გაჭიმვითი მოძრაობა). თუკი არის ამის შესაძლებლობა, შეასრულეთ ვარჯიშების სპეციალური კომპლექსი ორსულებისათვის. ძალიან სასარგებლოა შესვენების დროს შენობიდან გარეთ სუფთა ჰაერზე გასვლა;

დაწვრილებით


6 ვარჯიში ლამაზი მკერდისთვის

6 ვარჯიში ლამაზი მკერდისთვისაიდუმლო არავისთვისაა, რომ ქალის მკერდი ყოველთვის მამაკაცის ყურადღების ობიექტია. მაშინაც კი, თუ ის თქვენი სიარულის რიტმთან შეთანხმებული თეძოების მიხვრა-მოხვრითაა მოჯადოებული, თანდათან თვალი მაინც ზევით-ზევით გაექცევა და ბოლოს მზერა მაცდუნებელ სამკაულზე შეჩერდება.

მაღალი, მკვრივი მკერდი უდავოდ სამკაულია, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ფორმის შენარჩუნება კი არც ისე ადვილია. კუნთის გასამაგრებლად ვარჯიშის დროულად დაწყებაა აუცილებელი. რეკლამებში ნაქები მალამოები და ჟელეები ამ შემთხვევაში ვერ დაგეხმარებათ. ჩვენ გთავაზობთ საგანგებოდ შემუშავებული ვარჯიშების კომპლექსს, რომელსაც მკერდის წამოწევაც შეუძლია და ფორმის კორექციაც.

ეს 6 ვარჯიში კვირაში 3 მეცადინეობისთვისაა გათვალისწინებული. თითოეული ვარჯიში 2-ჯერ ტარდება. გჭირდებათ ტანვარჯიშის ხალიჩა და 2-3 კგ. წონის განტელი (ან ამავე წონის წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი).

ვარჯიში 1
საწყისი მდგომარეობა: დაწექით გულაღმა. ხელებში ჰანტელები გიჭირავთ.

დაწვრილებით


დაღლილობას გრძნობთ? წაივარჯიშეთ

მეცნიერებმა მიაგნეს მუდმივი დაღლილობის გრძნობასთან ბრძოლის მარტივ რეცეპტს. აღმოჩნდა, რომ ისეთი უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვაც კი, როგორიცაა დინჯად გასეირნება, 20%-ით ზრდის ენერგიულობას და 65%-ით ამცირებს დაღლილობას.
როდესაც ადამიანი დაღლილობას გრძნობს, ის შეცდომით თვლის, რომ მცირე წავარჯიშება კიდევ უფრო მეტად გამოაცლის ძალ-ღონეს. ამის მიუხედავად, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა დაეხმარება მათ მხნეობის აღდგენაში. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი”, - ამბობს სამუშაოების ხელმძღვანელი Tim Puetz.
მეცნიერების ჯგუფმა ჯორჯიის უნივერსიტეტიდან (აშშ) გამოიკვლია 36 ადამიანი, რომლებიც ცხოვრობდნენ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესით და უჩიოდნენ მუდმივი დაღლილობის გრძნობას. კვლევის მონაწილეები დაყვეს სამ ჯგუფად: პირველი ჯგუფი კვირაში სამჯერ 20 წთ ვარჯიშობდა ტრენაჟორებზე საშუალო ტემპში. მონაწილეები მეორე ჯგუფიდან ასრულებდნენ იგივე ვარჯიშებს, მაგრამ ნაკლები დატვირთვით. მესამე ჯგუფში საერთოდ არ ვარჯიშობდნენ. კვლევა გრძელდებოდა 12 კვირას.
მესამე ჯგუფთან შედარებით პირველ და მეორე ჯგუფში ენერგიულობის დონემ მოიმატა 20%-ით. თვითონ მეცნიერების გასაკვირად, მეორე ჯგუფის წევრებში (მსუბუქი ვარჯიში) დაღლილობამ ბევრად უფრო იკლო, ვიდრე პირველ ჯგუფში (საშუალო ინტენსივობის ვარჯიში).

დაწვრილებით