|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესება
ეს ასე არ არის. არის რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესებაში. ჩვეულებრივ, თქვენ და თქვენი პარტნიორი მიდიხართ რესტორანში სავახშმოდ, შემდეგ მთელი ღამე ცეკვავთ და ამის შემდეგ, მცდელობის მიუხედავად, საწოლში მხოლოდ დაძინების თავი გაქვთ. თქვენ გინდოდათ მთელი ღამე ალერსში გაგეტარებინათ, მაგრამ როდესაც საქმე საწოლამდე მიდის, ორივე დაღლილობას გრძნობთ და გახდის თავიც აღარ გაქვთ. სექსი პირველ ადგილზე დააყენეთ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი სექსი, ის პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ და არა სიის ბოლოში. ძილის წინ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას ხომ არ იწყებთ? რა თქმა უნდა, არა. ,,სქესობრივი აქტი იმ დროისთვის უნდა დაგეგმოთ, როდესაც ენერგიული ხართ. უქმეების დილა საუკეთესო დროა, ან სადილის შემდეგ, ან საღამოს~, გირჩევთ ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაქულტეტის ფსიქიატრიის ადიუტანტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი საულ როზენტალი. დანიშნეთ დღე. რადგან ინტიმური ურთიერთობა სიის თავში გადაიტანეთ, დანიშნეთ შესაბამისი დღეც. ლოდინი გაგიძლიერებთ სურვილს. უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები
საავადმყოფოში, სადაც უაისოტი მუშაობს, წინასწარი გამოკვლევა სამი-ოთხი თვის მანძილზე გრძელდება და იწყება მარტივი, არაინვაზიური პროცედურებით ქალის რექტალური ტემპერატურის გრაფიკის შედგენა და მამაკაცის თესლის ანალიზი. არსებობს უფრო მარტივი და სხწრაფი ხერხები? რა თქმა უნდა, არსებობს და ექიმი უაისოტი, მედიცინის დოქტორ დეივიდ მელდრუმთან ერთად, რამდენიმე ტესტს გთავაზობთ. მოერიდეთ თუთუბოს
,,ის, რომ ამ სუბსტანციის შესახებ არაფერი იცით, მას საშინელ მოწინააღმდეგედ აქცევს: თქვენ არ შეგიძლიათ მისი დანახვა, ან შეგრძნება~, ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი უილიამ ეპსტეინი. წაისვით ცოტაოდენი კანის ლოსიონი (ცალამინ). ინსტრუქცია საკმაოდ მარტივია: ,,როდესაც კანზე პატარა ბუშტუკები გაჩნდება, წაისვით ლოსიონი. ეს მართლაც ყველაზე მარტივია, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ~, _ ამბობს ექიმი ეპსტეინი. ის ასევე გირჩევთ, საჭიროებისამებრ გამოიყენოთ ეს ლოსიონი კანის შესაშრობად და ქავილის მოსახსენლად. ,,გამოიყენეთ ღია-ვარდისფერი კალამინი და არ გამოიყენოთ ანტიჰისტამინების შემცველი ლოსიონები, რადგან ისინი ნაკლებად გიშველიან~, ამბობს ექიმი. მიიღეთ აბი. ოპრალური ანტიჰისტამინები, როგორიცაა ბენადრილი და ქლორტრიმეტონი, მოგიხსნით ქავილს. დაიდეთ კომპრესი. ექიმი ეპსტეინი ქავილის შესამცირებლად გირჩევთ დაიდოთ ცივი, სველი კომპრესი. მიიღეთ ცივი აბაზანა. ცივი წყლის აბაზანა თავს უკეთ გაგრძნობინებთ, მოგიხსნით ქავილს, რომელმაც შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოთ. მიმართეთ ექიმს. ექიმს უნდა მიმართოთ: კრუნჩხვა
მოსვით ,,გეიტორეიდი~. ორგანიზმში წყლის ბალანსის და ქიმიური ნივთიერებების დონის აღსადგენად მოსვით ,,გეიტორეიდი~, ან ნებისმიერი სხვა სასმელი სპორტსმენებისთვის. თუ დაძაბულად მუშაობთ, დალიეთ მინიმუმ ერთი ჭიქა, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ. დაჭიმეთ კუნთები. თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ, თუ დაძაბულ კუნთებს დაჭიმავთ. აღმდგენი მასაჟი სპორტის შემდეგ კარგად ჟღერს, მაგრამ ექიმი ნოჩელი ამტკიცებს, რომ ის ძალიან იშვიათად შველის და შეიძლება გააძლიეროს ტკივილი. გაისეირნეთ. ,,თქვენ უნდა გაგრილდეთ, როგორც ცხენი დოღის შემდეგ~, ამბობს ექიმი ნოჩელი. ჩვეულებრივი, ათ-თხუთმეტ წუთიანი გასეირნება თავიდან აგაცილებთ კრუნჩხვებს. როგორ ავიცოლოთ კრუნჩხვა თქვენ მოგეწონებათ ჩოგბურთის ტურნირი, ან ნებისმირი ფიზიკური აქტიურობა ჰაერზე, თუ გადახურების პირობებში კუნთების დაძაბულობით გამოწვეული კრუნჩხვა არ შეგაწუხებთ. კარგად გამოიძინეთ. ,,ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვა. ფიზიკური ვარჯიშით გამოწვეული დაღლილობა და ძილის უკმარისობა ანელებს თქვენს რეფლექსებს, სისხლის მოდენას კუნთებში და ამცირებს სიცხის საწინააღმდეგო მოქმედებას~, ამბობს ექიმი ნოჩელი. სეზონური დაავადებები
არ ვაპირებთ სუფთა ჰაერზე დასვენება გადაგაფიქრებინოთ. უბრალოდ გვინდა გითხრათ, რომ უნდა დაიცვათ სხეული როგორც მზის მცხუნვარე ამბორისგან, ასევე ზამთრის ცივი შეხებისგან. მოქმედების სტრატეგია ზაფხულის ხვატში როგორც იქნა ქალაქგარეთ მოახერხეთ გასვლა. არ გაწუხებთ ტელეფონი, საქმიანი ქაღალდები. თქვენ ერთადერთი შეხვედრა გელით საყვარელ წიგნთან, ან კანოესთან. თუმცა, თუ სიფრთხილის ზომებს არ მიიღებთ, სახლში დაბრუნებისას კიდევ ერთი შეხვედრა გექნებათ ექიმთან. სიფთხილის ზომების მიღების შემთხვევაში დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი გასეირნება სასიამოვნო იქნება. _ ფუტკრის ნაკბენზე კბილის პასტა დაიდეთ ეს შეგიმსუბუქებთ ტკივილს. _ კუნთების კრუნჩხვის დროს მოსვით ,,გეიტორეიდი~, ან სპორტსმენების სხვა სასმელი. _ გააგრილეთ მზის დამწვრობა და ათ წუთში შვებას იგრძნობთ. მაშ ასე, თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ დამწვრობა, კუნთების დაძაბულობით გამოწვეული კრუნჩხვა, სითბური დაკვრა, ფუტკრის და ტკიპას ნაკბენი. გამოჯანმრთელება ოპერაციის შემდეგ
ქირურგიული ჩარევის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია მოემზადოთ ფიზიკური და გონებრივი გამოცდისთვის. თქვენ ისე უნდა ივარჯიშოთ, თითქოს ოლიმპიურ თამაშებში აპირებდეთ მონაწილეობის მიღებას. სამედიცინო გამოცდილება აჩვენებს, რომ ფიზიკურად და გონებრივად მომზადების შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ სწრაფად გამოჯანმრთელდეთ ოპერაციის შემდეგ.
მომზადება ძალიან რთული არ უნდა იყოს. _ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ რჩევები, რომლებიც საშუალებას მოგცემენ ოპერაციის მიმართ დადებითად განეწყოთ. _ მოკლე დროში შეძლებთ ინფექციისგან დაცვას. _ ერთი დღის განმვალობაში თქვენ მოასწრებთ საავადმყოფოში მისვლას, ოპერაციის გაკეთებას და სახლში გაწერას _ ეს შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციის თანამედროვე ხერხების გამოყენებით. სწრაფი განკურნება ეპიდიდიმიტისგან
შეიძლება არც იცით, რომ ეპიდიდიმისი (სათესლის დანამატი) გაქვთ. ეპიდიდიმი სათესლის დაკლაკნილ-მილაკოვანი დანამატი, რომელშიც ინახება სპერმა. ,,ეპიდიდიმიტი ეს დაავადების სახელწოდებაა სათესლის დანამატის ანთება, საკმაოდ ხშირად გვხვდება~, ამბობს მედიცინის დოქტორი რიჩარდ ბერგერი, უროლოგი სიეტლიდან.
ანთების ძირითადი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ეს არის სქესობრივი გზით გადაცემული დაავადების (მაგალითად, ქლამიდიოზის ან გონორეის), ან შარდგამომყვანი სისტემის ინფექციის შედეგი. გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, ავადმყოფობის სიმპტომები ერთნაირია უეცარი ტკივილი სათესლეებში, სათესლე პარკის შეშუპება და გამაგრება. მკურნალობაც ერთნაირია ანტიბიოტიკების ათდღიანი კურსი. ნებისმიერი უჩვეულო ტკივილი ექიმმა უნდა გამოიკვლიოს და უმკურნალოს. ექიმი უაითჰედი გაფრთხილებთ, ,,როგორც წესი, სათესლის კიბოთი დაავადების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 20-დან 35 წლამდე მამაკაცები~. აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ ტკივილი და დააჩქაროთ განკურნება. ვეზიკულიტით გამოწვეული ტკივილის შემცირება
ვეზიკულიტი სათესლე ბუშტუკების (წინამდებარე ჯირკვალთან განლაგებული ორი ჯირკვლის) ანთება. დაავადების სიმპტომებია: ტკივილი შარდვის და ერექციის დროს, ხშირი შარდვა, ტკივილი მუცლის ქვევით და შორისში, სისხლი თესლში.
,,შესაძლოა, არაფერი ცუდი არ გაგიკეთებიათ და ეს დაავადება არ დაგიმსახურებიათ~, ამბობს მედიცინის დოქტორი დუგლასი. ამის მიუხედავად, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმი შეეცდება მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა პრობლემის დადგენას, ეს შეიძლება იყოს პროსტატიტი ამ ცისტიტი, რომელსაც სხვაგვარი მკურნალობა სჭირდება. თუ დადგინდა, რომ ანთება ინფექციით არის გამოწვეული, ექიმი ანტიბიოტიკს გამოგიწერთ. ექიმი უაითჰედი ამბობს, რომ თუ ანთება ინფექციით არ არის გამოწვეული, შეგიძლიათ მკურნალობის სხვა მეთოდებს მიმართოთ. გადადით ,,რბილ~ დიეტაზე. სუნელ-სანელებლები, რომლებიც პირს გწვავენ, შემდგომშიც არ კარგავენ ამ თვისებას. ისინი მოქმედებენ კუჭის ნაზ ქსოვილზე, პირველ რიგში კი სათესლე ბუშტუკები ღიზიანდება. თიაქარის მკურნალობა
თიაქარის ახალი, უფრო ეფექტური ოპერაცია. სწრაფი, თანამედროვე ქირურგიული ტექნიკის და ადგილობრივი (და არა საერთო) ანესთეზიის წყალობით შესაძლებელია თიაქარის ოპერაცია ჰოსპიტალიზაციის გარეშე გაკეთდეს. ოპერაცია ნახევარ საათს იკავებს, ამიტომ, თუ ოპერაციაზე ერთ-ერთი პირველი მოხვდით, თერთმეტ საათზე სახლში იქნებით. ,,ერთ კვირაში გოლფის თამაშს შეძლებთ, ორ კვირაში ჩოგბურთისას, ამბობს მედიცინის დოქტორი ართურ ჰილბერტი. ოფისში მომუშავე ადამიანებს შეუძლიათ სამსახურში მეორე დღესვე დაბრუნდნენ, ხოლო ფიზიკური შრომით დაკავებულებს ერთი კვირის შემდეგ". ტკივილი წვივის არეში
ტკივილი წვივის არეში გამოწვეულია ძლიერი ფიზიკური დატვირთვით. უფრო ხშირად დაკავშირებულია პერიოსტიტთან (ძვლისაზრდელას ანთება). ტკივილი ჩვეულებრივ ჩნდება ორკვირიანი რიტმული განმეორებადი ფიზიკური ვარჯიშების (აერობიკა, ან გრძელ დისტანციაზე სირბილი) შემდეგ. ტკივილს იწვევს შეცდომა ვარჯიშის დროს, მაგალითად, ინტენსიურობის, ან დისტანციის გაზრდა, სარბენი საფარის ან სპორტული ფეხსაცმლის შეცვლა.
გაეცანით ამ პრობლემის თავიდან აცილების ხერხებს. დაასვენეთ ფეხები. წვივის ტკივილის დროს დასვენება აუცილებელია. ამიტომ, როგორც კი ტკივილს იგრძნობთ, ვარჯიში შეწყვიტეთ. ,,თუმცა დასვენება ლოგინში უსარგებლოდ წოლას გულისხმობს, ამბობს მედიცინის დოქტორი უილიამ ბრაინერი. მე გირჩევთ ,,ფარდობით დასვენებას~. ანუ უნდა მოერიდოთ ისეთ მოძრაობებს, რომლებიც ტკივილს იწვევენ. ამის ნაცვლად რაიმე სხვა გააკეთეთ, მაგალითად, ველოსიპედით გაისეირნეთ. თუ დახლს უკან დგახართ, ჩამოჯექით, რომ ფეხებზე დატვირთვა შეამციროთ~. ყური დაუგდეთ თქვენს ფეხებს. ერთი-ორი კვირის შემდეგ თანდათან შეძლებთ სირბილს დაუბრუნდეთ. ,,მაგრამ თუ კვლავ იგრძნობთ ტკივილს, დატვირთვა შეამცირეთ~, გირჩევთ ექიმი ბრაინერი. ქუსლის ტკივილი
როგორ უნდა გაიგოთ, რომ სწორედ დეზი გაწუხებთ? ამისთვის ექიმს უნდა მიამრთოთ. ,,მთავარი ის არის, რას გრძნობთ გაღვიძებისას პირველ წუთებში, ამბობს ექიმი ელისი. თუ პირველი დაბიჯებისას ძალიან გტკივათ, მერე და მერე კი ტკივილი მცირდება, დეზი გაქვთ~. რა უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში? მიიღეთ ასპირინი ან აცეტამინოფენი. ნებისმიერი ანალგერიკი, როგორიცაა ასპირინი ან აცეტამინოფენი, ტკივილს გაგიყუჩებთ. დაისვენეთ. თუ ორი დღით მაინც შეძლებთ მოძრაობის შეზღუდვას, ეს საგრძნობლად შეამცირებს დეზის გარშემო ანთებას. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000009 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||