Narkozi.com » Tag cloud » დიეტის

საზამთროს დიეტა

საზამთროს დიეტასაზამთრო კარგი საშუალებაა ჰიპერტონიის, ნეფრიტის, პოდაგრის (ნიკრისის ქარი), ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების და სიმსუქნის დროს: რეკომენდებულია დღეში 300–400 გრამი საზამთროს რბილობის მიღება.

1. დიეტის აღწერა. შინაარსით საზამთროს დიეტა მარტივია – უნდა მიირთვათ მხოლოდ საზამთრო. დღიური ნორმა განისაზღვრება 1 კილოგრამით სხეულის წონის 10 კილოგრამზე. თუკი თქვენ 100 კილოგრამი ხართ, შეგიძლიათ მიირთვათ დღეში 10 კილოგრამი საზამთროს გული, თუკი 80 კოლოგრამი ბრძანდებით 8 კილოგრამი. ეს საკვები თანაბრად უნდა მიიღოთ 6 კვებაზე. თუკი ძალიან გაგიჭირდათ– დაამატეთ 1–2 ნაჭერი შავი პური.
დიეტა უნდა დაიცვათ 3–5 დღეს. თუკი შავ პურს ჩართავთ რაციონში 7–10 დღე.


საზამთროს დიეტამ შეიძლება ორგანიზმში მთელი რიგი ცვლილებები გამოიწვიოს. ცვლილებების შემჩნევისას სასწრაფოდ შეწყვიტეთ დიეტა. როგორც წესი, ამგვარი ცვლილებები პირველ სამ დღეში გამოვლინდება, მაგრამ სიფრთხილე მერეცაა საჭირო.

დაწვრილებით


დიეტა

დიეტამენიუ დღეგრძელობისთვის
დიეტის დაცვა დღეს მოდაშია. ლამის ნახევარი მსოფლიო ცდილობს, ამა თუ იმ წესით შედგენილი მენიუთი მიაღწიოს საწადელს – წონა დაიკლოს. არიან ისეთებიც, ვისთვისაც დიეტა ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირდება და სულაც არ ემსახურება ზედმეტი კილოგრამების დაფერთხვის დიად მისიას. გარდა ამისა, უამრავია სამკურნალო დიეტა, რომელთა მიზანიც რომელიმე პათოლოგიის შემსუბუქება გახლავთ.

და მაინც, რა დანიშნულებაც არ უნდა ჰქონდეს დიეტას, იგი ყოველთვის მოდური იქნება. ბევრი სავსებით ჩვეულებრივი მენიუ “სასწაულმოქმედის” სახელით ისარგებლებს, ხოლო ზოგიერთი მეტად სასარგებლო გაკიცხვას დაიმსახურებს.
ერთი სიტყვით, დიეტებსა და კვების რეჟიმზე საზოგადოებას არაერთგვაროვანი წარმოდგენა აქვს, თუმცა მათი მნიშვნელობა უდავოა. ასე რომ არ იყოს, დიეტის სპეციალისტები (სპეციალისტებს ვგულისხმობთ და არა დილეტანტებს) ესოდენ მრავლად არ იარსებებდნენ.
მაინც რომელი დიეტაა სჯობს? რა შეიძლება მოჰყვეს გამუდმებულ შიმშილსა და წონის რადიკალურ დაკლებას? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, პროფესორი ელენე გიორგაძე.

დაწვრილებით


მოდური დიეტა

მოდური დიეტაეს ჭირვეული ქალბატონი მხოლოდ სილამაზის სტანდარტებს კი არ გვიწესებს, მათი მიღწევის გზებსაც თვითონვე არჩევს. გახდომის მანია დროდადრო ეპიდემიასავით მოედება ხოლმე საზოგადოებას. ჩვენც გადავწყვიტეთ, პოპულარული დიეტები შეგვეფასებინა, ოღონდ – ჯანმრთელობასა და საღ აზრთან დამოკიდებულების თვალსაზრისით.

პირველი–მეორე
ეს მშვენიერი მეთოდი მისი შემქმნელის ჰერბერტ შელტონის სამშობლოში უკვე დიდი ხანია დაივიწყეს, ჩვენში კი დანაწევრებული კვება ჭარბ წონასთან ბრძოლისა და ფორმის შენარჩუნების ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდად რჩება. ნებადართულია ყველაფერი, ოღონდ სხვადასხვა დროს და ცალ–ცალკე: კარტოფილი კატლეტის გარეშე, პური უკარაქოდ. თუ ორი რამის ერთად დაგემოვნება მოინდომეთ, მოგიწევთ გაარკვიოთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ერთმანეთთან. მერე რა, თუ თეორია უკვე ას წელს ითვლის, მეცნიერებმა კი მისი ფაქტობრივი დასაბუთება ვერ მოიპოვეს! ისე კი, თუ ჩვეული სადილის ნაცვლად მხოლოდ და მხოლოდ ბოსტნეულის სუპს დასჯერდებით, მეორეს ვახშმად შეექცევით, გარნირს კი სულაც მეორე დილისთვის შემოინახავთ, ჭარბ (და არა მარტო ჭარბ) წონას პოზიციების დათმობა ნამდვილად მოუწევს.
ღირსებები: დანაწევრებული კვების მიმდევრებს ჭარბი წონა მართლაც არ აწუხებთ, თანაც თუ რაციონი ჭკვიანურად არის შედგენილი, არც სასარგებლო ნივთიერებების დანაკლისს განიცდიან. ისე, თუ პროდუქტების ურთიერთდამოკიდებულების გაზვიადებულ და გამოგონილ სირთულეებს გამოვრიცხავთ და არც რძისა და პარკოსნების უმიზეზო ათვალწუნებას მივაქცევთ ყურადღებას, შეიძლება დანაწევრებული კვება სრულფასოვან დაბალკალორიულ დიეტამდე დავიყვანოთ, ამ უკანასკნელს კი მეცნიერები ურჩევენ ყველას, ვისაც მინიმუმ 150 წელი სიცოცხლე სურს.
ნაკლოვანებები: ქრონიკულად და გამუდმებით გშიათ, უცნაური, თითიდან გამოწოვილი წესების დაცვა გიწევთ, ორგანიზმი შერეულ საკვებთან გამკლავების უნარს კარგავს და დიეტიდან ნებისმიერ გადახრაზე მტკივნეულად რეაგირებს.

დაწვრილებით


დიეტა მოხდენილი ფიგურისთვის

დიეტა მოხდენილი ფიგურისთვისგთავაზობს დიეტას, რომელიც დაგეხმარება, საგრძნობლად შეამცირო თეძოებისა და დუნდულების გარშემოწერილობა და თამამად გამოეწყო შენს საყვარელ მოტმასნილ ქვედაბოლოში.
დიეტის არსი ასეთია: მაქსიმალურად ერიდე ცხიმს, ხოლო “შავ სიაში” მოხვედრილ პროდუქტებს სათოფეზეც არ გაეკარო.
თუ მოინდომებ, ამ დიეტის მეშვეობით კვირაში 500 გრამიდან 1,5 კგ-მდე დაიკლებ. ცვლილება ყველაზე ადრე თეძოებს ეტყობა, ღაწვები და მკერდი კი, ფაქტობრივად, არ ხდება, ან, თუ შეთხელდა – ძალიან გვიან. ამგვარი დიეტით, რომელიც უჯრედისით არის დატვირთული, შეგიძლია ცელულიტსაც შეუტიო და, რაც მთავარია, კალორიების დათვლა სრულებით არ დაგჭირდება.

ნებადართულ პროდუქტთა სია: მჭლე ხორცი, უცხიმო თევზი, ბოსტნეული, პური, კარტოფილი, ბრინჯი, მაკარონი.

“შავი სია”: ნაღების კარაქი, რძის ნაწარმი, მცენარეული ზეთი, თხილი, კაკალი, მზესუმზირა, ნამცხვრები, ტორტი, შოკოლადი, შემწვარი კერძები.

შეიძლება: ჩაი, ყავა, წვენები, ხილი, ცოტა ალკოჰოლიც.

დაწვრილებით