Narkozi.com » Tag cloud » დიეტას

დიეტა მოხდენილი ფიგურისთვის

დიეტა მოხდენილი ფიგურისთვისგთავაზობს დიეტას, რომელიც დაგეხმარება, საგრძნობლად შეამცირო თეძოებისა და დუნდულების გარშემოწერილობა და თამამად გამოეწყო შენს საყვარელ მოტმასნილ ქვედაბოლოში.
დიეტის არსი ასეთია: მაქსიმალურად ერიდე ცხიმს, ხოლო “შავ სიაში” მოხვედრილ პროდუქტებს სათოფეზეც არ გაეკარო.
თუ მოინდომებ, ამ დიეტის მეშვეობით კვირაში 500 გრამიდან 1,5 კგ-მდე დაიკლებ. ცვლილება ყველაზე ადრე თეძოებს ეტყობა, ღაწვები და მკერდი კი, ფაქტობრივად, არ ხდება, ან, თუ შეთხელდა – ძალიან გვიან. ამგვარი დიეტით, რომელიც უჯრედისით არის დატვირთული, შეგიძლია ცელულიტსაც შეუტიო და, რაც მთავარია, კალორიების დათვლა სრულებით არ დაგჭირდება.

ნებადართულ პროდუქტთა სია: მჭლე ხორცი, უცხიმო თევზი, ბოსტნეული, პური, კარტოფილი, ბრინჯი, მაკარონი.

“შავი სია”: ნაღების კარაქი, რძის ნაწარმი, მცენარეული ზეთი, თხილი, კაკალი, მზესუმზირა, ნამცხვრები, ტორტი, შოკოლადი, შემწვარი კერძები.

შეიძლება: ჩაი, ყავა, წვენები, ხილი, ცოტა ალკოჰოლიც.

დაწვრილებით


საინტერესო ფაქტები დიეტების ისტორიიდან

საინტერესო ფაქტები დიეტების ისტორიიდანუხსოვარი დროიდან
ექიმების რეკომენდაციებით გაწამებული ერთი რუსი პოეტი ჩიოდა, ვიდრე დიეტებს მოიგონებდნენ, საწუთრო უფრო გრძელი იყოო, მაგრამ თუ ისტორიას დავუჯერებთ, ასეთი ბედნიერი ხანა კაცობრიობას საერთოდ არ ჰქონია.
დიეტა ბერძნულად ცხოვრების წესს ნიშნავს, თუმცა კარგა ხანია, ამ სიტყვას ასე ფართო მნიშვნელობით აღარ ვიყენებთ – მისი წარმოთქმისას კონკრეტულად რაციონს, კვების რეჟიმს ვგულისხმობთ. თავისებურ დიეტას – მართალია, გაუაზრებლად, მაგრამ მაინც – პირველყოფილი ადამიანებიც იცავდნენ – უბრალოდ, იმას ჭამდნენ, რასაც მოიხელთებდნენ. მათი რაციონი მრავალი თანამედროვე დიეტოლოგის ოცნებაა: უამრავი კენკრა და ძირხვენა, ცოტა ხორცი და არავითარი შემწვარ-მოხრაკული, შესაბამისად, ნაკლები ქოლესტეროლი და ბევრზე ბევრი უჯრედისი... ზოგიერთი პროდუქტის შეგნებული არჩევანი, სხვებზე კი უარის თქმა, შეიძლება ითქვას, ცივილიზაციის მონაპოვარია – მასთან ერთად ვისწავლეთ.

ანტიკური სამყაროდან
ნადიმის ერთ-ერთი პირველი აღწერა ძველეგვიპტური სამარხის კედლებზეა აღმოჩენილი. მიზეზი ნამდვილად მნიშვნელოვანი ყოფილა – ფარაონს ტყუპი ვაჟი შესძენია. წვეულთათვის ჯერ თხის ყველი, შემწვარი ღორის ხორცი, არაჟანში ჩაწყობილი ნიორი, ქერის სუპი და მდინარის თევზი მიურთმევიათ, ჩაროზად კი თაფლიანი ფუნთუშები, ფინიკი და ბროწეული. მომავალი რამზეს III-ისა და მისი ძმის დაბადების ასე მოკრძალებულად აღნიშვნას მზეთამზეს, სავარაუდოდ, არც სიღარიბე აიძულებდა და არც სიძუნწე. ვინ იცის, იქნებ ქურუმებმა ღმერთების ნება გადასცეს... ასეა თუ ისე, კარგად მოფიქრებული და, სხვათა შორის, დაბალანსებული რაციონი სახეზეა.

დაწვრილებით