Narkozi.com » ტეგები » დიეტა


ჯან­მრთე­ლი გუ­ლი

ჯან­მრთე­ლი გუ­ლისტა­ტის­ტი­კა შთამ­ბეჭ­და­ვია: ყო­ველ წელს გუ­ლის შე­ტე­ვის­გან 513 000 ამე­რი­კე­ლი იღუ­პე­ბა. ეს გა­ცი­ლე­ბით მე­ტია სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას­თან შე­და­რე­ბით. დღეს­დღე­ო­ბით თით­ქმის ხუთ მი­ლი­ონ ამე­რი­კელს აღე­ნიშ­ნე­ბა გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა (გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა სტე­ნო­კარ­დია გუ­ლის კუნ­თის მკვე­ბავ კო­რო­ნა­რულ სის­ხლძარ­ღვებ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის დარ­ღვე­ვა. რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მი­ო­კარ­დის ინ­ფარ­ქტი გუ­ლის კუნ­თის გარ­კვე­უ­ლი უბ­ნის კვდო­მა).
,,რას იზამ, ამ­ბობთ თქვენ, უკ­ვდა­ვი არა­ვი­ნაა, ყვე­ლა სიკ­ვდი­ლის შვი­ლე­ბი ვართ~. დი­ახ, ეს მარ­თლაც ასეა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი არ უნ­და იღუ­პე­ბოდ­ნენ ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში, ისე, რო­გორც ეს ინ­ფარ­ქტის დროს ხდე­ბა. 45% შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფარ­ქტი ემარ­თე­ბა 65 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნებს. 5% შემ­თხვე­ვა­ში 40 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნებს.
ეს სტა­ტის­ტი­კა არც ისე ცუ­დია. ისიც უნ­და ით­ქვას, რომ ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ფარ­ქტის­გან გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რიც­ხვი თან­და­თან შემ­ცირ­და. მა­გა­ლი­თად, 1977 წლი­დან 1987 წლამ­დე გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა შემ­ცირ­და 28,7%-ით. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა გუ­ლის შემ­სწავ­ლელ­მა ამე­რი­კულ­მა ასო­ცი­ა­ცი­ამ. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის რიც­ხვის შემ­ცი­რე­ბა შემ­თხვე­ვი­თი არ არის. ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის, დი­აგ­ნოს­ტი­კის და მკურ­ნა­ლო­ბის ხერ­ხე­ბის მო­სა­ძებ­ნად.

დაწვრილებით



ორიგინალური დიეტები

ორიგინალური დიეტებიდიეტების დროს ყოველთვის დაიცავით ერთი წესი: «უკეთესია ცოტა, და უკეთესი». თუ გსურთ სასწრაფოდ ჩაეტიოთ ერთი ზომით პატარა კაბაში, ვიდრე ჩაიცვამთ ერთი-ორი კვირით დაიცავით ქვემოთ შემოთავაზებული რომელიმე დიეტა, ხოლო შემდეგ დაუბრუნდით ჯანმრთელ კვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მალევე დაიბრუნებთ დაკარგულ კილოგრამებს, რის გამოც არა მარტო სხეული დაზიანდება, არამედ კანიც, ფრჩხილებიც, თმებიც. ხანდახან ეს ორი უკიდურესობა: შიმშილი – ნაყროვანება, უფრო მეტ ზიანს აყენებენ ჯანმრთელობას, ვიდრე ზედმეტი კილოგრამები.
ნაკლებმარილიანი დიეტა

ეს დიეტა საკმაოდ ეფექტურია და ხშირად ინიშნება ექიმების მიერ სიმსუქნის დროს. საკვების მომზადებისას საერთოდ ნუ ჩაყრით მარილს, ხოლო გემოს მისაცემად დაუმატეთ ერთი მწიკვი მარილი უშუალოდ ჭამის წინ. ამასთან, მარილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3-4 გრამს დღეში.

აუცილებელია საკვების რაოდენობის შემცირებაც, რომელსაც ერთ ჯერზე მიირთმევთ, მაგრამ გაზარდეთ კვების მიღების რაოდენობა 4-5-მდე დღეში. ზედმეტის ჭამა არ შეიძლება, ჭამის შემდეგ უნდა დარჩეს მსუბუქი შიმშილის შეგრძნება.

დაწვრილებით



პოპულარული დიეტები ანუ როგორ ჩავდგეთ სწრფად ფორმაში

პოპულარული დიეტები ანუ როგორ ჩავდგეთ სწრფად ფორმაშიდღესდღეობით მეტად პოპულარულია დიეტა”ზონა”. მისი მიმდევრები არიან ბრედ პიტი, სელინ დიონი, ჯენიფერ ენისტონი, კორტნი ლავი და სინდი კროუფორდი.



ამ დიეტის არსი მდგომარეობის ინსულინის კონტროლში, რომელიც გამომუშავდება კუჭქვეშა ჯირკვალში. იგი პასუხიმგებელია სისხლიდან ჭარბი გლუკოზის ტრანპორტირებაზე. ინსულინი ჭარბ შაქარს გარდაქმნის კანქვეშა ცხიმად. ამის თავიდან ასაცილებლად უპირატესობა უნდა მიენიჭოს პროტეინის შემცველ საკვებს და შაქრის შემცველი პროდუქტების რაოდენობა კი შემცირდეს. სწორი კვება გულისხმობს ნივთიერებათა ასეთ განაწილებას: 40% ნახშირწყალი, 40 % ცილა, 30 % უჯერი ცხიმი.

დაწვრილებით



ატკინსის დიეტა: მომხრე და წინააღმდეგი

ატკინსის დიეტა: მომხრე და წინააღმდეგიამ დიეტას ჰოლივუდის ბევრი ვარსკლავი იცავს, მათ შორის კეტრინ ზეტა-ჯონსი და ჯენიფერ ენისტონი. ნეტა რა სასწაულმოქმედი საშუალებაა და მოგიხდებათ თუ არა თქვენ? ატკინსის დიეტის არსი შეიცავს ნახშირწყლებზე სრული უარის თქმას და ცილის აქტიურ მოხმარებაზე გადასვლას. დიეტა შედგება ორი ეტაპისგან:

- პირველი ეტაპი გრძელდება 14 დღე, რომლის განმავლობაში თქვენ უნდა შეზღუდოთ ნახშირწყლების მოხმარება დღეში 20 გრ-მდე. ცნობისათვის ერთ ბანანი საშუალოდ შეიცავს 22 გრ ნახშირწყალს. ამ ეტაპზე უნდა გაამრავალფეროვნოთ თქვენი რაციონი ხორცით, თევზით, კვერცხით, ყველით, ახალი ბოსტნეულით, სალათით, კარაქით და ზეთით. ამ პერიოდის განმავლობაში შეინიშნება სწრაფი წონის დაკლება.

- მეორე ეტაპის დროს ნახშირწყლების მოხმარება დღეში 40 გრ-დე ადის. ამ ეტაპის დასაწყისში თქვენ უნდა დაისახოთ მიზნად თუ რა წონას უნდა მიაღწიოთ. და დაიცვათ დიეტა იქამდე, სანამ სასურველ წონას არ მიაღწევთ.

დაწვრილებით



შესაძლოა თუ არა დიდი ძალისხმევის გარეშე გახდომა?

შესაძლოა თუ არა დიდი ძალისხმევის გარეშე გახდომა?წინ მოხდენილი ფიგურის მისაღწევად - ეს ლოზუნგი ასახავს თანამედროვე ახალგაზრდების და ხანდაზმულების გახდომის დაუოკებელ სურვილს. დღეს გახდომის უამრავი მეთოდი არსებობს. დიეტები მტკივნეულად ურტყამენ გამხდომის რიგითი მსურველის “ჯიბეს”. მარტივი “არ მიირთვათ” და არ გასუქდებით მეტად არადამაჯერებლად ჟღერს, თანაც საზიანოცაა.

შესაძლებელია თუ არა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გახდომა? სკეპტიკოსები იტყვიან, რომ “ცივი წყალი დალიეთო”. ნებისმიერი დიეტა შეუძლებელია სპეცკვების გარეშე, ამიტომაც არის დიეტა. მივდიოთ რჩევას და ყველაფერს ცივი წყალი დავაყოლოთ.

ყველასთვის ცნობილია, რა არის კალორია. მისი ეშინიათ საკუთარი წონის გულშემატკივრებს. ზედმეტი კალორიები, რომლებსაც საკვებიდან ვიღებთ, მარაგდება ცხიმოვანი უჯრედების სახით.

დაწვრილებით