Narkozi.com » Tag cloud » დაავადების

ფილტვის კიბო

ფილტვის კიბოუკანასკნელ ხანს ქვეყნის ონკოლოგიური დაავადებების სტრუქტურაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ფილტვის ავთვისებიან სიმსივნეს. მამაკაცები ფილტვის კიბოთი ქალებზე 7-10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადების სიხშირე ასაკის პროპორციულად იმატებს - 60-69 წლის მამაკაცებს შორის ავადობა 60-ჯერ მეტია, ვიდრე 30-39 წლის ასაკში. ფილტვის კიბოს შესახებ გვესაუბრება ექიმი ცისანა უშვე-რიძე.


- რა უწყობს ხელს ფილტვის კიბოს განვითარებას?
- რისკის ფაქტორია თამბაქოს მოწევა, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში, სადაც ჰაერი ისედაც გაჯერებულია გამონაბოლქვი და ნამწვი აირებით. ჰაერში არსებული კანცეროგენული ნივთიერებანი დროთა განმავლობაში ფილტვების ეპითელური ქსოვილის სტრუქტურისა და ფუნქციების რღვევას იწვევს და ხელს უწყობს სიმსივნური ქსოვილის აღმოცენებას. ამასთანავე, თამბაქოს კვამლი ერთნაირად საშიშია როგორც მწეველებისთვის, ისე არამწეველებისთვისაც. მწეველთა არამწეველ ოჯახის წევრებს შორის დაავადება ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც თამბაქოს არ ეწევიან.
მეგაპოლისებში დაავადების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ჰაერის დაბინძურება, უპირველეს ყოვლისა, ავტომანქანების გამონაბოლქვი მავნე აირებით.

დაწვრილებით


რა არის ღორის გრიპი? H1N1

რა არის ღორის გრიპი? H1N1ღორის გრიპი წარმოადგენს სასუნთქი სისტემის მწვავე კონტაგიოზურ ინფექციურ დაავადებას, რომელსაც იწვევს გრიპის ერთ-ერთი გამომწვევი. დაავადება ხასიათდება ავადობის მაღალი და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებლით (1-4 %). ვირუსი ღორებს შორის ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტით, ვირუსის მტარებელი ღორების მიერ. დაავადების გავრცელება ღორებს შორის მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ბევრ ქვეყანაში ღორებს უტარებენ ღორის გრიპის საწინააღმდეგო აცრებს.
ღორის გრიპის გამომწვევს წარმოადგენს H1N1 ქვეტიპის ვირუსი, თუმცა იმავდროულად ღორის ორგანიზმში ცირკულირებს ვირუსის სხვა ქვეტიპებიც (მაგ: H1N2, H3N1, H3N2). ღორები შეიძლება დასნებოვნებული იყვნენ ფრინველის ან ადამიანის სეზონური გრიპის გამომწვევი სხვა ვირუსებით.. ვინაიდან ღორის ორგანიზმში ხშირად ერთდროულად არსებობს სხვადასხვა ტიპის ვირუსი, ხდება მათი გენების “შერევა” და წარმოიქმნება ე.წ “რეასსორტანტ" ვირუსი. როგორც წესი, ღორის ვირუსი ვრცელდება მხოლოდ ღორებს შორის, თუმცა ხანდახან ხდება ვირუსის გავრცელება ადამინზე.

დაწვრილებით


ბავშვების კვების რაციონი

როგორ იკვებებიან ჩვენი ბავშვები?
ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია! ყოველდღიურად იზრდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა რიცხვი ბავშვებში. გახშირდა მოზარდთა შორის გასტრიტით ან კოლიტით დაავადების შემთხვევები. საკმაოდ “გაახალგაზრდავდა” წყლულოვანი დაავადებების ასაკიც.

ბავშვების უმრავლესობა დილით არ საუზმობს, ან უკეთეს შემთხვევაში მიირთმევენ ბუტერბროდს. სკოლის სასადილო არ იძლევა მრავალფეროვანი, ჯანმრთელობისთვის და ნორმალური ზრდისთვის აუცილებელი კვების საშუალებას. თუმცა არც თუ იშვიათად ოჯახური სადილიც შემოიფარგლება სოსისით ან სხვა სწრაფი კვების პროდუქტებით. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოზარდთა უმრავლესობა სკოლის გარდა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სპორტულ თუ შემოქმედებით წრეებში, ხშირ შემთხვევებში უგულებელყოფილია ბავშვთა კვების რეჟიმიც.

დაწვრილებით


ცხიმოვანი მჟავები ალცჰეიმის დაავადებისთვის

ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თავის ტვინშიცხიმოვანი მჟავების დონის კონტროლი შესაძლებლობას იძლევა,შემცირდეს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების ალბათობა. ჯერჯერობით მეცნიერების მიერ ექსპერიმენტი ჩატარდა მხოლოდ ლაბორატორიულ თაგვებზე, თუმცა არაერთგვაროვნად იქნა დამტკიცებული ცხოველებში ფსიქოლოგიურ ქცევას, მეხსიერებასა და მათი ტვინის აღნაგობის შორის დამოკიდებულება.

დაწვრილებით


მწვანე ჩაი იცავს ადამიანებს პარკინსონის დაავადებისგან

მწვანე ჩაის შემადგენლობაში მყოფი პოლიფენოლები, რომლებსაც აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები, იცავენ ტვინის უჯრედებს პარკინსონის დაავადებისგან.
იელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმოადგინეს მათი ეფექტურობა ნერვული სისტემის მძიმე დეგენერაციული დაავადების ექსპერიმენტულ მოდელზე.
კვლევის ავტორმა, ბაოლუ ჩჟაომ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს მწვანე ჩაის კვლევა. მათთვის უკვე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ამ მცენარეს გააჩნდა ნეიროპროტექტორული თვისებები.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა მწვანე ჩაის დადებითი ეფექტის დადგენა ცენტრალური ნერვული სისტემის დოფამინმაპროდუცირებელი უჯრედების სიკვდილობით გამოწვეულ პარკინსონის დაავადებაზე. დღესდღეობით არ არსებობს ამ დაავადების სპეციფიკური და ეფექტური მკურნალობის გზები, ამიტომაც ასეთი კვლევები დიდ ინტერესს იწვევს მეცნიერებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დაწვრილებით


პარკინსონის დაავადება

მკვლევარებმა მოახდინეს პარკინსონის დაავადების გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება

აშშ - სენტ-ლუისის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტვინში არსებული ქიმიკატი, რომელიც იწვევს პარკინსონის დაავადებას. ცილა, სახელად ალფა-სინუკლეინი, ასრულებს მთავარ როლს ნევროლოგიური დარღვევის განვითარებაში. ის აღმოჩენილია ტვინის სხვადასხვა უბანში და იწვევს ჰორმონ დოპამინის წარმომქმნელი უჯრედების კვდომას.
ამჟამად, პარკინსონის დაავადების მკურნალობის გზას ძირითადად დაკარგული დოპამინის შეცვლა წარმოადგენს, რათა შეჩერებულ იქნას დაავადების ფორმირება. ახალი აღმოჩენის თანახმად, მედიკოსები შეძლებენ ნეიროდამცველი თერაპიის შემუშავებას დოპამინის წარმომქმნელი უჯრედების სიკვდილის შეჩერების მიზნით.

დაწვრილებით


როგორ ავიცილოთ გრიპი ეპიდემიის დროს?

გრიპის ეპიდემიის დროს დაავადების თავიდან აცილება საკმაოდ რთულია. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ შევძლოთ მისგან თავის დაცვა?
როგორც ქალაქ კიევის მთავარმა იმუნოლოგმა, ოლეგ ნაზარმა განაცხადა, მაშინ, როცა ვირუსი უკვე თითქმის ყველა კუთხეში დაფრინავს, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაწყება იმუნიტეტის ასამაღლებლად უკვე გვიანია. თუმცა, იმ ადამიანებში, რომლებიც გადაურჩებიან გრიპის ვირუსს, ან ამ ვირუსით დაავადდებიან ეპიდემიის ბოლოს, ჯანსაღი ცხოვრების სტილმა შესაძლოა თავისი დადებითი როლი ითამაშოს. მაგრამ თუ თქვენ გრძნობთ, რომ ეს-ესაა გახდებით ავად, ცხოვრების სტილის შეცვლა უშედეგოა. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან დაავადების გამოვლინებამდე დრო ძალზე მცირეა – სულ ორი დღე. ამ შემთხვევაში, ვირუსის მოქმედების შეჩერება და დაავადების თავიდან აცილება მხოლოდ სპეციალური ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებით არის შესაძლებელი. ამ პრეპარატებს მიეკუთვნებიან ინტერფერონის ინდუქტორები. ისინი აჩერებენ ვირუსის დაყოფის პროცესს ჯერ კიდევ საწყის სტადიაზე, სწორედ იმ დროს, როცა ის მოხვდება ორგანიზმში. ამის გამო, ინტერფერონის ინდუქტორების მიღება მაქსიმალურ ეფექტს იძლევა პირველივე დღეს მიღების შემთხვევაში, მაშინ, როცა ადამიანი გრძნობს, რომ სულ მალე გახდება ავად. ამ მედიკამენტების მიღების შედეგად ადამიანი ან გადაურჩება გრიპს, ან დაავადდება მისი მსუბუქი ფორმით. ძალინ ხშირად, პაციენტებს არ აქვთ საშუალება – მიმართონ ექიმს გრიპის პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე. ამ შემთხვევაში სასურველია, თუ ისინი შეიძენენ რომელიმე ანტივირუსულ პრეპარატს აფთიაქში. თუმცა, ამგვარი თვითმკურნალობა უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პაციენტი გაეცნობა წამლის ანოტაციას.

დაწვრილებით


პარკინსონიზმის მკურნალობა თერაპიული კლონირებით

პარკინსონიზმის მკურნალობა თერაპიული კლონირებითმეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა თერაპიული კლონირების მეთოდი წარმატებით გამოიყენა თაგვებში პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ, იტყობინება ჟურნალი Nature Medicine.
თერაპიული კლონირება ანუ სომატური უჯრედების ბირთვის გადატანა - ეს არის პოლიპოტენტური ღეროვანი უჯრედების ხაზის მიღების მეთოდი, რომელიც შეიცავს კონკრეტული მოზრდილი ცხოველის (ან ადამიანის) გენოტიპს. აღნიშნულ უჯრედებს შეუძლიათ დიფერენციაცია მოზრდილი ორგანიზმის ნებისმიერი ქსოვილის უჯრედში, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას თავისა და ზურგის ტვინის ტრამვების სამკურნალოდ, ასევე ნევროგენული დაავადებების, კერძოდ, პარკინსონის დაავადების დროს.
ამერიკელმა და იაპონელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი თაგვებზე, რომლებსაც დაუზიანეს დოფამინური ნეირონები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რამაც გამოიწვია პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელი რიგი მოძრაობითი დარღვევები. კვლევის ხელმძღვანელმა ლორენც სტუდერმა (Lorenz Studer) და მისმა კოლეგებმა სტოან-კეტერინგის (ნიუ-იორკი) ინსტიტუტიდან პარკინსონით დაავადებული 24 თაგვის კანის უჯრედების ბირთვები გადაიტანეს დონორულ კვერცხუჯრედებში, რომელიც განთავისუფლებული იყო საკუთარი მემკვიდრული მასალისგან.

დაწვრილებით