|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
SOS - როგორ მოვიმატოთ წონაში?
გლობალური სიგამხდრის პერიოდში წონაში მომატების სურვილი უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ არიან ადამიანები (სულ რაღაც 2%), რომლებიც ამაოდ ცდილობენ 2 კილოგრამის მომატებას. გახდომის მსურველთათვის არსებობს უამავი დიეტა და ასობით ფიტნესს-პროგრამა სასურველი ფიგურის მისაღებად. მაგრამ ბუნებრივად გამხდრი ადამიანებისათვის კილოგრამების «აკრეფა» გაცილებით რთულია, ვიდრე ზედმეტი ცხიმის მოშორება, მაგრამ ეს შესაძლებელია. ჩვენ მოგიყვებით როგორ გასუქდეთ, ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ. საერთაშორისო სამედიცინი სტანდარტებით, «ნორმალური» წონა ისაზღვრება სხეულის მასის ინდექსის მეშვეობით, ხოლო იგი ასე გმოითვლება: წონა(კგ) იყოფა სიმაღლეზე(მ) კვადრატში. თუ რიცხვი 18-ზე ნაკლები მიიღეთ, მაშინ თქვენ მიეკუთვნებით ბუნებრივად გამხდართა იმ 2%-ს. სამედიცინო ტერმონოლოგიით თქვენ დაგისვამდნენ ასეთ დიაგნოზს «იდიოპათიური გამოფიტულობა», ხოლო გარკვეულ ქვეყნებში პოდიუმზეც კი არ აგიშვებდნენ. მაგრამ ნუ შეშინდებით. პირველ რიგში უნდა გამოარკვიოთ სიგამხდრის მიზეზი, რის გამოც თქვენი ბევრ მოდელს შეშურდებოდა. მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს: მემკვიდრეობა, სწრაფი ნივთიერებათა ცვლა; ადრეულ ბავშვობაში გადატანილი მძიმე დაავადება; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება, პარაზიტები; ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია; მადის დაკარგვა (შესაძლოა გაჩნდეს ასაკის მატებასთან ერთად მუდმივი სტრესის ან მედიკამენტების მიღების შემთხვევაში). აუტიზმი განკურნებადია
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს აუტიზმის სამკურნალო პრეპარატი. ამჟამად მიმდინარეობს დასკვნითი კვლევები, რომლის დასრულების შემდეგ ექიმები კაცობრიობას წარუდგენენ ახალ, უნიკალურ წამალს. მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ შეძლებს აუტიზმის ყველა ფორმის მკურნალობას და მხოლოდ X ქრომოსომაზე არსებული გენის მუტაციით გამოწვეული აუტიზმის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ახალ კვლევას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ დაავადებისგან განკურნების სფეროში.
აუტიზმი არის დაავადება, რომელიც არ აძლევს ადამიანს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებას და იწვევს მარტოობის შეგრძნებას. დაავადება საკმაოდ ადრეულ ასაკში ყალიბდება. როგორც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ნევროლოგმა, მარკ ბეარმა განაცხადა, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ შეძლებენ მკურნალობის მეთოდის სრულყოფას და დაეხმარებიან ბავშვებს აუტიზმის ყველა ფორმისგან განკურნებაში. ყოველი 150 ბავშვიდან 1 დაავადებულია აუტიზმით და ეს ციფრი სულ უფრო მატულობს. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. თუმცა ცნობილია ის, რომ ეს დაკავშირებულია გენთა სიმრავლესთან, განსაკუთრებით კი - მუტანტურ გენებთან. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000008 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||