|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სწრაფი ანალიზი ქლამიდიოზის გამოსავლენად
ქლამიდიოზი ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც სქესობრივი გზით გადაეცემა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება საკმაოდ ხშირია, ხშირად დაფარულად მიმდინარეობს. ინფიცირებული ქალების ნახევრს და ინფიცირებული მამაკაცების მეოთხედს დაავადების ნიშნები არ აღენიშნება. დაავადების სიმპტომებია: გამონაყოფი სასქესო ორგანოებიდან, ტკივილი შარდვის დროს. თუ დაავადებას არ უმკურნალებთ, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოსგარეშე ორსულობა და უნაყოფობა.ქლამიდიოზის ადრეულ სტადიაზე გამოვლენას ადრე აძნელებდა ძვირადღირებული და ხანგრძლივი ანალიზი. ქლამიდიები ცუდად ვითარდებიან ლაბორატორიულ პირობებში და, როგორც წესი, ანალიზები არაფერს აჩვენებდა. სასქესო ორგანოების ჰერპესი
არსებობს ჰერპესის მკურნალობის ეფექტური საშუალებები. აციკლოვირი (Aცყცლოვირ). ,,აციკლოვირი დღემდე რჩება ჰერპესის საწინააღმდეგო საუკეთერსო საშუალებად~, ამბობს ქეროლინ მებრი, რომელიც მუშაობს ჰერპესის მკურნალობის ცენტრში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში. ის ამბობს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს წამალი, რომელიც ეფექტურობით აციკლოვირს შეედრება. ვირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი სამი სახით გამოდის: ჩვეულებრივი კრემი, აბები და ინექციის სახით, რომელიც კეთდება დაავადების სერიოზულ შემთხვევებში. სწრაფი განკურნება ეპიდიდიმიტისგან
შეიძლება არც იცით, რომ ეპიდიდიმისი (სათესლის დანამატი) გაქვთ. ეპიდიდიმი სათესლის დაკლაკნილ-მილაკოვანი დანამატი, რომელშიც ინახება სპერმა. ,,ეპიდიდიმიტი ეს დაავადების სახელწოდებაა სათესლის დანამატის ანთება, საკმაოდ ხშირად გვხვდება~, ამბობს მედიცინის დოქტორი რიჩარდ ბერგერი, უროლოგი სიეტლიდან.
ანთების ძირითადი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ეს არის სქესობრივი გზით გადაცემული დაავადების (მაგალითად, ქლამიდიოზის ან გონორეის), ან შარდგამომყვანი სისტემის ინფექციის შედეგი. გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, ავადმყოფობის სიმპტომები ერთნაირია უეცარი ტკივილი სათესლეებში, სათესლე პარკის შეშუპება და გამაგრება. მკურნალობაც ერთნაირია ანტიბიოტიკების ათდღიანი კურსი. ნებისმიერი უჩვეულო ტკივილი ექიმმა უნდა გამოიკვლიოს და უმკურნალოს. ექიმი უაითჰედი გაფრთხილებთ, ,,როგორც წესი, სათესლის კიბოთი დაავადების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 20-დან 35 წლამდე მამაკაცები~. აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ ტკივილი და დააჩქაროთ განკურნება. დიაბეტი
ეს განსაზღვრებები უკვე ორი ათასი წელია ცნობილი. ორივე ერთად ისინი გამოხატავენ დაავადების არსს: სიკვდილის შესაძლებლობა სისხლიდან შაქრის შეუთვისებლობის გამო. დაავადების ფორმის მიხედვით შემდეგი სიმპტომებია შესაძლებელი: ავადმყოფი არ, ან ვერ, გამოიმუშავებს ჰორმონ ინსულინს, რის გამოც ორგანიზმი ვერ ითვისებს გლუკოზას სისხლის შაქარს. გლუკოზა ორგანიზმის მთავარი საწვავია, უჯრედების მნიშვნელოვანი საკვები. ინსულინის გარეშე პროდუქტებში შემავალი შაქარი სისხლში გროვდება. ორგანიზმი ცდილობს თავიდან მოიცილოს გლუკოზა და ჭარბ რაოდენობას შარდში გამოყოფს. ამის გამო შარდს მოტკბო სუნი აქვს. რა არის ამაში ცუდი? მოკლე დროში სისხლში შაქრის მაღალი (ჰიპერგლიცემია), ან დაბალი, (ჰიპოგლიცემია) რაოდენობა ერთი დაავადების ორი უკიდურესობაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი თავბრუსხვევა, ,,გრძნობის დაკარგვა~ და სიკვდილიც კი. ფაღარათი
ფაღარათი შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმის მოთხოვნით გაიწმინდოს შლაკებისგან. შესაძლოა, ორგანიზმი ცდილობს გამცნოთ, რომ თქვენ ისეთი რამ ჭამეთ ან დალიეთ, რაც არ უნდა მიგერთვათ. ფაღარათი ასევე შეიძლება იყოს ნაწლავების ანთების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული დაავადების გამოვლინება.ეჭვებმა რომ არ დაგტანჯოთ, ფაღარათის დროს მიმართეთ ექიმს. ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ, თუ სამ დღეზე მეტ ხანს ფაღარათს ახლავს მომატებული ტემპერატურა, სისხლი განავალში, ღებინება. უმეტეს შემთხვევაში ფაღარათი ორ-სამ დღეში გაგივლით. აი, რამდენიმე რჩევა, როგორ უნდა უშველოთ თავს ფაღარათის დროს და როგორ უნდა აიცილოთ თავიდან იგი. სძლიეთ ფაღარათს ზოგ შემთხვევაში სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აფთიაქებში იყიდება, კარგად მოქმედებენ. მაგრამ მათი რეგულარული მიღება არაგონივრულია. სამედიცინო პრეპარატებმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედონ საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, ან დაფაროს სერიოზული დაავადების ნიშნები. ხშირი ფაღარათი მოითხოვს ექიმის კონსულტაციას. აი მკურნალობის რამდენიმე საშუალება. თქვენ უნდა ჩაატაროთ პეროლარული რეჰიდრატაცია. გარდა სითხის |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000008 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||