კოჟრი

კოჟრი ჩნდება ინტენსიური დაწოლის, ან ხახუნის, შედეგად. ჩნდება იქ, სადაც თქვენი სხეული ცდილობს დაიცვას თავი ამ ფაქტორებისგან.
ფეხები თბილ წყალში მოათავსეთ, კოჟრი პემზით გახეხეთ. ,,მკურნალობის ეს ორი ხერხი გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კოჟრი უმნიშვნელოა და მცირე დისკომფორტს გიქმნით, ამბობს ტერფის დაავადებების და დაზინებების სპეციალისტი სიუზან ლივაინი. მას შემდეგ რაც პემზით გახეხეთ, წაუსვით დამარბილებელი კრემი~.
კოჟრზე წაისვით პემზა. თუ კოჟრი მართლა გტკივათ, ექიმი ლივაინი შემდეგ საშუალებას გირჩევთ: აიღეთ ასპირინის 5-6 აბი, დანაყეთ ფხვნილის მიღებამდე, შეურიეთ 1 ს.კ. წყალი და 1 ს.კ. ლიმონის წვენი.
მიღებული პასტა წაისვით კოჟრზე. შემდეგ ჩაიცვით პოლიეთილენის პარკი და შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი. 10 წუთის შემდეგ სახვევი მოიხსენით და პემზით გახეხეთ კოჟრი. მკვდარი კანი მოგცილდებათ.
დაწვრილებით
ტერფის დაავადებები

მშვენიერი იქნებოდა, ტერფის დაავადებისგან თავის აცილება რომ შეგძლებოდათ. ამის საუკეთესო საშუალება სეირნობაა.
,,ნებისმიერ დროს, როდესაც ასტიმულირებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, თქვენ ეხმარებთ ტერფებს~, ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის კონსულტანტი, ტერფის დაზიანების და დაავადებების სპეციალისტი ჯოზეფ ელისი.
თუ სათანადო ყურადღებას მიაქცევთ ტერფებს და დროულად მიმართავთ ექიმს, ტერფის დაავადება მალე განიკურნება.
_ თუ ფეხებს თბილ წყალში მოათავსებთ, 10 წამში გაგიყუჩდებათ ფეხის დიდი თითის ძვლოვანი წანაზარდით გამოწვეული ტკივილი (განსაკუთრებით გავრცელებულია შუახნის ქალებში. ლათინურად Hალლუხ ვალგუს, დამოუკიდებელი დაავადება არ არის. წარმოიქმნება ძვლების გადაადგილებით ბრტყელტერფიანობის დროს. ადგილს იცვლის პირველი ძვალი, ამობურცული სახსარი ფეხსაცმლით ზიანდება, დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც ხელს უშლის სიარულს).
_ 15 წუთში სპეციალური პასტა მოაშორებს კოჟრს (კოჟრი კანის ზედა ფენის გასქელება).
_ 4 დღეში მოიცილებთ ღრმად ჩამჯდარ კოჟრს (კოჟრი, რომელსაც ფესვი აქვს, ჩართულია კანის ღრმა ფენები).
დაწვრილებით
კიბოს პროფილაქტიკა

როდესაც საუბარია კიბოს პროფილაქტიკაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
1. (ა) თქვენს სახლში რადონის დონის კონტროლი თუ (ბ) საკვებად სიმინდის ბურბუშელას საკმაო რაოდენობის მიღება?
2. (ა) წონის დაკარგვა თუ (ბ) საკვები დანამატების აკრძალვა?
3. (ა) დადებითი გონებრივი განწყობა თუ (ბ) კომპიუტერის გამოსხივებისგან თავის დაცვა?
გამოკვლევების შედეგები ყოველდღე გვამცნობენ კიბოს კიდევ ერთი შესაძლო მიზეზის შესახებ. შესაძლოა, მალე ამ ,,სწრაფმა~ გამოკვლევებმა ისიც გვამცნონ, რომ შხაპის მიღებაც კიბოს იწვევს? თქვენ უნდა გაუკეთოთ ანალიზი ყველა მონაცემს, რათა საბოლოოდ გადაწყვიტოთ რა არის მნიშვნელოვანი და არა, რომ დაიცვათ თქვენი თავი და ოჯახი კიბოსგან.
აი პასუხები ზემოთ დასმულ კითხვებზე: 1:ბ; 2:ა; 3:ა. პასუხები მიღებულია კიბოს დაავადებების გამოკვლევით დაკავებული ორასამდე წამყვანი სპეციალისტის გამოკითხვის შედეგად. მკვლევარებმა და თერაპევტებმა ჩაატარეს კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების ფართომასშტაბიანი გამოკვლევა, მათ ხელთ ჰქონდათ დღესდღეობით არსებული ყველა ინფორმაცია კიბოს დაავადების წარმოქმნის და მკურნალობის შესახებ. მათ მიერ ჩატარებულმა სამუშაომ გამოავლინა კიბოს პროფილატიკის და მკურნალობის ყველაზე ეფექტური საშუალებები.
ისინი გვთავაზობენ მოქმედების ოცდარვა ეტაპს, რომელიც ამცირებს კიბოს დაავადებების რისკს. მოქმედების ეტაპები დაყოფილია ხუთ კატეგორიად: უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი, არც ისე მნიშვნელოვანი (მაგრამ შეიძლება გიშველოთ); შესაძლოა არ ღირს ცდა.
დაწვრილებით