|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გულის გადანერგვის აუცილებლობა მოიხსნა
ოსაკის უნივერსიტეტის კლინიკის თანამშრომლებმა წარმატებით ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა გულის მუშაობის აღდგენას პაციენტის ჩონჩხის კუნთებიდან აღებული უჯრედების-მიობლასტების გადანერგვით. ახალი მეთოდი ისეთი ეფექტური აღმოჩნდა, რომ ექიმებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ გულის გადანერგვაზე, რომელიც რეკომენდირებული იყო ავადმყოფისთვის მკურნალობის დაწყებამდე.
შეგუბებითი კარდიომიოპათიის დიაგნოზის მქონე 50 წლის მამაკაცი, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდებოდა დონორული ორგანოს გადანერგვას, უახლოეს დღეებში გაეწერება კლინიკიდან. 2006 წლის ივლისში ექსპერიმენტის ჩატარებას მხარი დაუჭირა საუნივერსიტეტო კლინიკის ეთიკურმა კომისიამ. ექიმებმა პაციენტის ბარძაყიდან აიღეს 10 გ კუნთოვანი ქსოვილი, რომელიც შეიცავდა მიობლასტებს - ჩონჩხის კუნთების მომწიფებული უჯრედების წინამორბედებს. ორი თვე დაჭირდა არსებული მიობლასტებიდან 25 თხელი ფირფიტის ფორმირებას, რომლითაც მოხდა ავადმყოფის გულის, ძირითადად, სისხლის გადასროლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის - მარცხენა პარკუჭის, ”შემოგარსვა”. მიობლასტების იმპლანტაციის ოპერაცია ჩატარდა 2007 წლის მაისში. ოპერაციის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა ისე გაუმჯობესდა, რომ ექიმებმა გადაწყვიტეს კარდიოსტიმულატორის მოცილება. ამჟამად, ექიმების თქმით, გულის ფუნქცია პრაქტიკულად სრულად აღდგა - რამდენიმე წლის მანძილზე პირველად მამაკაცს შეუძლია ექიმების გარეშე ნორმალური ცხოვრების წარმოება. ”პირით პირში”
”პირით პირში” სუნთქვა აქტუალური აღარ არისპირველ რიგში უნდა დარეკოთ სასწრაფოს ტელეფონზე (ჩვენს შემთხვევაში - 033) და მაშინვე დაიწყოთ გულის მასაჟი. აი რა უნდა გააკეთოს ნებისმიერმა, ვინც აღმოჩნდება იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც გული გაუჩერდა, თუნდაც არასოდეს ქონდეს გავლილი რეანიმაციიის კურსები. ამ მარტივმა პროცედურამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. ჟურნალში Circulation გამოქვეყნებული ამერიკის გულის ასოციაციის (American Heart Association) რეკომენდაციების მიხედვით, ”პირით პირში” სუნთქვის მანევრმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. თუკი გადაუდებელ დახმარებას ახორციელებენ ექიმები, რასაკვირველია სწორია მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის მონაცვლეობის გარკვეული რეჟიმის დაცვა, მაგრამ რიგითი მოქალაქეები ამას სწორი ტექნიკით ვერ ასრულებენ. ბოლო დროის კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ არ ღირს დროის დაკარგვა სუნთქვისა და გულმკერდზე ზეწოლების თანმიმდევრული განხორციელების დროს და უმჯობესია ყოველგვარი შიშის გარეშე მაშინვე გაკეთდეს გულმკერდის ცენტრალურ ნაწილზე 100 ზეწოლა/წუთში. ”ვინაიდან გულის გაჩერების მიზეზებს შორის ყველაზე ხშირია პარკუჭთა ფიბრილაცია, ანუ სხვა სიტყვებით, როდესაც სერიოზული არითმიიის გამო გულს აღარ შეუძლია განახორციელოს სისხლის სისხლძარღვებში გადადევნის ფუნქცია, საჭიროა მასაჟის დაწყებამდე განვახორციელოთ ძლიერი დარტყმა გულმკერდის ცენტრში, რათა აღდგეს გულის რითმი. დარტყმა ამ შემთხვევაში, მოქმედებს, როგორც ”დეფიბრილატორი”. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000008 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||