Narkozi.com » Tag cloud » გამონაყარი

რომელი პროდუქტები იწვევენ გამონაყარს (აკნეს) სახეზე?

რომელი პროდუქტები იწვევენ გამონაყარს (აკნეს) სახეზე?როცა გამონაყარი სახეზე ახალგაზრდობის ასაკში ჩნდება, ეჭვი არ არის, რომ ეს გარდატეხის ასაკისა და ჰორმონების ბრალია, მაგრამ როცა მსგავს პრობლემას ზრდასრული ქალი გადააწყდება, მაშინვე ჩნდება კითხვა: რის გამო? მთელ რიგ შემთხვევებში ამის მიზეზი შეიძლება საკვები იყოს...
რატომ ჩნდება გამონაყარი საკვების გამო?

ადამიანის საკვების მომნელებელი სისტემა საოცარი რამაა. მას შეუძლია მოითმინოს "ჩიფსების", ორცხობილების მთა და ლიტრობით გაზირებული სასმელი. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქვს და ერთ მშვენიერ დღეს იგი ვეღარ ითმენს მისთვის ამდენ უსიამოვნო სიურპრიზს და შედეგიც სახეზეა! ანუ თქვენს სახეზე. რა თქმა უნდა საკვები ერთადერთი მიზეზი არ არის გამონაყარისა, მაგრამ თუ ასეთი ალბათობა არსებობს, უმჯობესია გამორიცხოთ.

გამონაყარი წარმოადგენს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებით წარმონაქმნს. ყოველ ჯირკვალს თავისი გამოსასვლელი მილი აქვს, რომლის მეშვეობითაც კანის ცხიმი გამოდის და რჩება მის ზედაპირზე. თუ გამოსასვლელი დახშულია, წარმოიქმნება ანთებითი გამონაყარი, ხოლო მიკრობების გამო იგი წითლდება და სივდება, რაც მთლიანობაში აუარესებს მდგომარეობას

დაწვრილებით