Narkozi.com » Tag cloud » ბავშვის

ახალშობილთა დაცვა აივ-ინფექციის გადაცემისაგან

ახალშობილთა დაცვა აივ-ინფექციის გადაცემისაგანმკვლევართა თქმით, შემუშავდა დედისაგან ჩვილზე აივ-ინფექციის გადაცემის საწინააღმდეგო ახალი მეთოდი.
“დედიდან ახალშობილზე აივ-ინფექციის გადაცემა უზარმაზარ პრობლემას წარმოადგეს მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით რიგი აფრიკული ნაციისთვის”, ამბობს ნენსი ჰაიგვუდი (Nancy Haigwood).
ჯანმოს უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, 2008 წლისთვის მსოფლიოში აივ-ინფიცირებულთა რიცხვი აღწევდა 33,4 მლნ ადამიანს, რომელთა შორის დაახლოებით 67 % აფრიკაში მაცხოვრებელი იყო. გლობალურად დაინფიცირებულ ბავშვთა საერთო რაოდენობის 91 % აფრიკაზე მოდის.
ნენსი ჰაიგვუდი და მისი კოლეგები აივ-ინფიცირებული დედიდან ჩვილზე ინფექციის გადაცემის პრევენციისა და აღკვეთის სტრატეგიებზე მუშაობენ. მათი სტრატეგია გულისხმობს ბავშვის იმუნური სისტემის “გაწრთვნას” დაბადებიდან პირველივე რამდენიმე საათის განმავლობაში.
“აივ-ინფექცია უტევს და კლავს T-უჯრედებს, თეთრი სისხლის უჯრედებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ სისტემაში, რადგან შესწევს უნარი ამოიცნოს და გაანადგუროს დაავადების გამომწვევი. სხეულის ბუნებრივ დაცვაზე შეტევით ხდება დაავადების პროგრესირება, რაც იწვევს შიდსის განვითარებასა და საბოლოოდ, სიკვდილს,” აღნიშნავს ჰაიგვუდი. სამკურნალო მეთოდების უმეტესობა ფოკუსირებას ახდენს T-უჯრედების დაცვაზე.ლობის გარეშე.

დაწვრილებით


37-ე კვირა

37-ე კვირა

დაწვრილებით


34-ე კვირა

34-ე კვირა

დაწვრილებით


28-ე კვირა

28-ე კვირა

დაწვრილებით


27-ე კვირა

27-ე კვირა

დაწვრილებით


მე-4-ე კვირა

მე-4-ე  კვირა
ქალი

თუ თქვენ სრულიად უმიზეზოდ ღიზიანდებით, ადვილად იღლებით, გიმკვრივდებათ სარძევე ჯირკვლები, ეს იმას ნიშნავს, რომ ყვითელი სხეული თქვენს საკვერცხეში თავდაუზოგავად მუშაობს. აქედან გამომდინარე თქვენ ორსულად ხართ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ცვლილებები ხშირად მორიგ მენსტრუაციამდეც ხდება. მაშ არის ეს ორსულობა თუ არა? საბედნიეროდ არსებობს ამ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება. ამ კვირაში თქვენს ორგანიზმში ჩნდება ახალი ჰორმონი - ქორიონული გონადოტროპინი.

დაწვრილებით


ბავშვების კვების რაციონი

როგორ იკვებებიან ჩვენი ბავშვები?
ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია! ყოველდღიურად იზრდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა რიცხვი ბავშვებში. გახშირდა მოზარდთა შორის გასტრიტით ან კოლიტით დაავადების შემთხვევები. საკმაოდ “გაახალგაზრდავდა” წყლულოვანი დაავადებების ასაკიც.

ბავშვების უმრავლესობა დილით არ საუზმობს, ან უკეთეს შემთხვევაში მიირთმევენ ბუტერბროდს. სკოლის სასადილო არ იძლევა მრავალფეროვანი, ჯანმრთელობისთვის და ნორმალური ზრდისთვის აუცილებელი კვების საშუალებას. თუმცა არც თუ იშვიათად ოჯახური სადილიც შემოიფარგლება სოსისით ან სხვა სწრაფი კვების პროდუქტებით. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოზარდთა უმრავლესობა სკოლის გარდა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სპორტულ თუ შემოქმედებით წრეებში, ხშირ შემთხვევებში უგულებელყოფილია ბავშვთა კვების რეჟიმიც.

დაწვრილებით