Narkozi.com » ტეგები » ბავშვებში


გეგმიური საკეისრო კვეთა ვნებს ბავშვს

იმ ბავშვებში, რომლებიც ქვეყანას გეგმიური საკეისრო კვეთით მოევლინნენ, სასუნთქი გზების დაავადებების განვითარების რისკი 4-ჯერ მაღალია.
პედიატრებმა შეისწავლეს 34 000 მშობიარობის მონაცემები და დაასკვნეს, რომ ფიზიოლოგიური გზით დაბადებულ ბავშვებში, ასევე საგანგებო მდგომარეობის გამო
საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულებში, გაცილებით დაბალი იყო რესპირატორული დაავადებების განვითარების შანსი.
თუ გეგმიურ საკეისრო კვეთას გადავიტანთ ორსულობის 39-ე კვირაზე, გართულებების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება. მაშინ როცა, 2 კვირით ადრე (37-ე კვირაზე) ოპერაციის ჩატარება დაახლოებით 4-ჯერ ზრდის გართულებების რისკს.
ორხუსის საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციალისტები ჯერ-ჯერობით ვერ ხსნიან ამ ფენომენს. მიუხედავად ამისა, მკვლევარებისთვის ცნობილია, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ძალების მოკრეფა და მასთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები აუცილებელია ახალშობილის ფილტვების განვითარებისთვის.
“ბევრი ქალი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ გეგმიური საკეისრო კვეთა შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მის ბავშვზე”, განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯთან არსებული ჰოსპიტალის ექიმმა, მეგი ბლოტმა.

დაწვრილებით



თაფლი ხველების შესაჩერებლად

თაფლი საუკეთესო შედეგს იძლევა ბაშვებში ხველების შესაჩერებლად

ერთი კოვზი თაფლი ძილის წინ ნებისმიერ წამალზე უკეთეს შედეგს იძლევა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ხველების შეჩერების მხრივ. ის ასევე უზრუნველყოფს უფრო ჯანსაღ ძილს. ასეთ დასკვნამდე მივიდა ამერიკელი მკვლევარების ჯგუფი პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯიდან.
დღესდღეობით არსებული სამკურნალო პერპარატებისგან განსხვავებით, თაფლი მოქმედებს ერთდროულად სამი მიმართულებით: ის მოეფინება ყელს, ამსუბუქებს ტკივილს და ხსნის გაღიზიანებას.
თუმცა, მეცნიერები ამავდროულად აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია თაფლის მიცემა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ამან შესაძლოა ბოტულიზმის – მწვავე ინფექციური ნაწლავური დაავადების განვითარება გამოიწვიოს.

დაწვრილებით



ბავშვებში ისტერიკა

ბავშვებში ისტერიკაბავშვური ისტერიკები შესაძლოა გამოწვეული იყოს დაავადების არსებობით. ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ ბავშვებში, რომლებსაც ხშირად ემართებათ ისტერიკა და ის ხანგრძლივად გრძელდება, აგრეთვე აქვს აგრესიული ხასიათი, უფრო მაღალია დეპრესიის და ქცევითი დარღვევების განვითარების რისკი.
მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ისტერიკა შესაძლოა იყოს იმის მანიშნებელი, რომ ბავშვი ავადაა, შია, ან ზედმეტად არის აგზნებული. შემთხვევათა უმრავლესობაში ისტერიკა ითვლება ნორმად მცირეწლოვან ბავშვებში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ადგილი აქვს არც ისე ხშირად და არ ატარებს გახანგრძლივებულ ხასიათს. ჯანმრთელ ბავშვებში, ხანმოკლე ისტერიკა არ არის აგრესიული ხასიათის.

დაწვრილებით



ცინკის პრეპარატები ეფექტურია დიარეის დროს ბავშვებში

ცინკის პრეპარატები ეფექტურია დიარეის დროს ბავშვებშიჟურნალ “Pediatrics”-ის თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ცინკის პრეპარატებით მკურნალობა ამცირებს მწვავე და პერსისტული დიარეის სიმძიმესა და ხანგრძლივობას ბავშვებში.
მეცნიერები თვლიან, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება, რათა განისაზღვროს, თუ რა გზით ახორციელებს ცინკი დიარეის საწინააღმდეგო მოქმედებას.
შედეგები მიღებულ იქნა 22 კვლევის მეტაანალიზის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა მწვავე დიარეის მქონე 15 231 და პერსისტული დიარეის მქონე 2968 ბავშვს.
ცინკის მიღება ამცირებდა ორივე ტიპის დიარეის საშუალო ხანგრძლივობას, აღნიშნეს დოქტორმა მარეკ ლუკასიკმა და მისმა კოლეგებმა აუგუსტას სამედიცინო კოლეჯიდან, ჯორჯიის შტატში, აშშ-ში. გარდა ამისა, ამ პრეპარატებით მკურნალობა კუჭის მოქმედების სიხშირეს მწვავე და პერსისტული დიარეის მქონე ბავშვებში 18,8%-ით და 12,5%-ით ამცირებდა, შესაბამისად. შედეგებმა ასევე დაადასტურეს, რომ ცინკის პრეპარატების გამოყენებას გააჩნია პრევენციული ეფექტი. პლაცებოსთან შედარებით, ისინი ორივე ტიპის დიარეის განვითარების ალბათობას საშუალოდ 18%-ით ამცირებენ.

დაწვრილებით