იაპონური სოფორა | Sophora japonica L
იაპონური სოფორა | Sophora japonica L
დაწვრილებით
არტერიების ცხოვრება. როგორ გავაუმჯობესოთ ის?
პროდუქტები, რომელბსაც საკვებად იყენებთ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი არტერიებისთვის. მაგრამ კვების რეჟიმის ოპტიმიზაციის თქვენი ძალიასხმევა ფუჭი აღმოჩნდება, თუ მავნე ჩვევებს არ გადაეჩვევით. გადაიკითხეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები და შეეცადეთ ზოგიერთი მაინც განახორციელოთ.
დაივიწყეთ თამბაქო. მოწევით მიყენებული ზიანი ქოლესტერინის მაღალი დონით მიყენებული ზიანის ტოლია. ნორდუესტის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მწეველების 30%-ს მაღალი წნევა აქვთ.
თუმცა მოწევა არ იწვევს არტერიულ ჰიპერტონიას, ათეროსკლეროზს ან ინსულტს, სიგარეტის მოწევა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რისკის ფაქტორია. როგორ?
_ მოწევა აჩქარებს არტერიების გამკვრივებას.
_ მოწევა ავიწროებს არტერიებს, ეს იწვევს არტერიული წნევის მომატებას.
_ ნიკოტინი ზრდის სისხლის წნევას.
_ სიგარეტის ბოლი ცვლის სისხლის კონსისტენციას, ის უფრო მძიმე, ბლანტი ხდება და თრომბის წარმოქმნისკენ უჩნდება მიდრეკილება. ამავე აზრისაა მედიცინის დოქტორი ლარი გიბონე. სისხლში თრომბის წარმოქმნა ზრდის ინსულტის და ინფარქტის რისკს.
დაწვრილებით
არტერიების მკურნალობა სწორი კვების დახმარებით

როდესაც საუბარია არტერიული წნევის პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე, ან ათეროსკლეროზის პროგრესის შენელებაზე, ის, თუ რას მიირთმევთ ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რამდენს მიირთმევთ. საკვებიდან მოხვედრილი ცხიმი ემატება სისხლის შენადედებს და ზრდის მათ წონას. სხვა პროდუქტებს კი შეუძლია გაასუფთავოს თქვენი არტერიები და დაშალოს ცხიმი!
დახარჯეთ ხუთი წუთი ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გადასაკითხად და თქვენს სასარგებლოდ გამოსაყენებლად.
დაფიქრდით თქვენს წონაზე. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ და მიიღოთ ცხიმი, ან მიირთვათ და დაკარგოთ ცხიმი. ძალიან ბევრი ცხიმი ორგანიზმში იწვევს გულის დაავადებებს, არტერიული ჰიპერტონია კი ამ დაავადებების ჩამონათვალის თავშია. მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანების 60% ძალიან მსუქანია. რაც უფრო მეტად აღემატება თქვენი წონა ნორმას, მით მეტია დაავადების რისკი. მაშ ასე, მიირთვით ისე, რომ ზედმეტი წონა დაიკლოთ, ამასთან ერთად დაიკლებს თქვენი წნევა.
გააკონტროლეთ ცხიმის რაოდენობა. ,,შეამცირეთ ცხიმის რაოდენობა დღიური კალორიების რაოდენობის 30%-მდე", გირჩევთ მედიცინის დოქტორი ჯეიმს ნორა. ერთი გრამი ცხიმი ათ კალორიას შეიცვას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოხმარებული კალორიების რაოდენობა უნდა დაითვალოთ.
დაწვრილებით
აკონტროლეთ არტერიული წნევა, თორემ ეს შეიძლება აღარ დაგჭირდეთ

ათეროსკლეროზი თქვენი ცხოვრების რეალობაა. რაც უფრო გემატებათ ასაკი, მით უჭირთ თქვენს არტერიებს. რაც უფრო უჭირთ მათ, მით მეტად იძაბებიან. განა შეძლებენ დაძაბული არტერიები სისხლის ნორმალურ გადაადგილებას არტერიებში? მაღალი წნევა კიდევ უფრო ამწვავებს ათეროსკლეროზს, აწვება რა ელასტიკურობა დაკარგული არტერიის კედლებს.
მაღალი არტერიული წნევის და ათეროსკლეროზის შეხამება აძლიერებს საშიშროებას თრომბს (სისხლის შენადედი, რომელიც სისხლძარღვში წარმოიქმნება სისხლის შენელებული მოძრაობის გამო, ზოგჯერ ის ადგილიდან წყდება, სისხლის დინებით ტვინში ხვდება და სისხლძარღვს აცობს, ეს ინსულტია) ნებისმიერ მომენტში შეუძლია იმ არტერიის დაბლოკვა, რომელიც ტვინს სისხლით ამარაგებს, ან მაღალი წნევის ზემოქმედებით შეიძლება გასკდეს თავის ტვინის ერთ-ერთი არტერია.
აი, ამიტომ თქვენი უპირველესი ამოცანა უნდა გახდეს არტერიული წნევის დაწევა, თუ ის მაღალია ან ნორმაში შენარჩუნება, თუ ის ნორმალურია (შემდეგი ამოცანაა ათეროსკლეროზის პროგრესის შეჩერება).
დაწვრილებით