Narkozi.com » Tag cloud » ადამიანი

სიარულის მანერა და დიაგნოზი

სიარულის მანერა და დიაგნოზიძველად ექიმებს არ ჰქონდათ აპაატურა, რომლის საშუალებითაც სწორ დიაგნოზს დასვამდნენ.სამაგიეროდ, ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ ადამიანს და ამის საფუძველზე შეეძლოთ ეთქვათ, თუ რა სჭირდება – მაგალითად, ავადმყოფს მათ წინ უნდათ გაევლო.ჩვენც შეგვიძია, საკუთარ თავზე გამოვცადოთ დიაგნოსტიკის მათეული მეთოდი, თუ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენი სიარულის მანერას:


თუ მხრები თითქოს ოდნავ წინ არის წამოწეული, უნდა შეიმოწმოთ კუჭის მუშაობა;ის, ვინც ძალიან ფრთხილად დადის – წნევას უჩივის; მას ხშირად ესხმის თავბრუ.

დაწვრილებით


ინტერნეტ მიჯაჭვულობა- რა არის ეს?

ინტერნეტ მიჯაჭვულობა- რა არის ეს?დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. ეს უკვე ხშირ შემთხვევებში ნარკომანიასავითაა.

გასულ წელს ფსიქიატრთა ასოციაციის მსოფლიოში უმსხვილესმა ოფიციალურმა გამოცემამ «The American Journal of Psychiatry» გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიც გვთავაზობს ინტერნეტ-მიჯაჭვულობის შეტანას გონებრივი მოშლილობების ცნობარში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო-ფსიქიატრიამ აუცილებლობად ცნო ინტერნეტ-მიჯაჭვულობას მიანიჭოს ოფიციალური დაავადების სტატუსი.

პრობლემის სტატუსი

დღეს მსოფლიოში ინტერნეტ-მიჯაჭვულობით დაავადებულია ინტერნეტის მომხმარებელთა 2-10%. თითქოს არც ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ თუ პროცენტებს რიცხვებში გადავიყვანთ... ამ ადამიანებს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რადგან დიდი სიკვდილიანობის რისკი: ამ მიზეზით უკვე გარდაცვლილია ასობით ადამიანი, რადგან ორგანიზმი ვერ უძლებს კომპიუტერთან 24 საათიან ჯდომას. რაც შეეხება რისკკის ჯგუფს, მათში სხვადასხვა მაჩვენებლებით შედიან ქსელის მომხმარებელთა 40%.

დაწვრილებით


6 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აკრიტიკოთ საკუთარი თავი

6 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აკრიტიკოთ საკუთარი თავიჯანმრთელი თვითკრიტიკულობა ყველასთვის აუცილებელია, რადგან იგი საშუალებას იძლევა, ადამიანმა სწორად შეაფასო თავისი საქციელი. მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ საკუთარი "მეს" კრიტიკა დიდი ხანია გონივრულობის ჩარჩოებს გასცდა და უკვე ხელს გიშლით იყოთ ბედნიერი? ფსიქოლოგი აგიხსნით, თუ რატომ არ უნდა მიმართოთ თვითგვემას და როგორ დააღწიოთ თავი ამ მავნე ჩვევას.

ბევრი ადამიანი იტანჯება გამუდმებული თვითკრიტიკისაგან. ამასთან, აკრიტიკებენ რა საკუთარ თავს, ისინი ფიქრობენ, რომ კარგად იქცევიან, რომ ისინი ობიექტურები არიან საკუთარი თავის მიმართ , ხოლო თვითგვემა – სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის პასუხისმგებლობისა და პატიოსნების მაჩვენებელი. ანუ, ერთმანეთში ურევენ თვითკრიტიკულობასა და თვითგვემას. მაგრამ რაშია განსხვავება?

თვითკრიტიკა – ეს არის ცოდნა, რომ შეგეძლოთ საკუთარი თავის დანახვა გვერდიდან, საკუთარი შეცდომების აღიარება და შეძლებისდაგვარად გამოსწორება. თვითგვემა თვითკრიტიკისაგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანი იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას ჩადენილ მოქმედებებზე, არ ითვალისწინებს რა არც ვითარებას, არც თავის განწყობას – ანუ, იმყოფება არარეალობაში. მაგრამ რა არის ამის მიზეზი?

დაწვრილებით


რატომ არის ზოგი ადამიანი მორცხვი?

რატომ არის ზოგი ადამიანი მორცხვი?უკანასკნელი დროის კვლევებმა გვიჩვენა, რომ გამოკითხულთა 50 პროცენტზე მეტი საკუთარ თავს "ამჟამად მორცხვ" ინდივიდად მიიჩნევს (კარდუჩი & ზიმბარდო, 1995). მათი უმეტესობა ამბობს, რომ მორცხვობა არის არასასურველი მდგომარეობა, რომელსაც უარყოფითი პიროვნული და სოციალური შედეგები უფრო მეტი აქვს, ვიდრე დადებითი ეფექტები. სტუდენტების სხვა ჯგუფი ამბობს, რომ ისინი "სიტუაციურად მორცხვები" არიან და არა „დისპოზიციურად მორცხვები“, როგორც სტუდენტების ზემოხსენებული უმეტესობა; ისინი გრძნობენ, რომ „თითქოსდა“ მორცხვობენ გარკვეულ სიტუაციებში, რომლებიც ახალია, უცნაური ან სოციალურ ზეწოლას შეიცავს. ასეთი სიტუაციებია პაემანი უცნობთან, მარტოხელების ბარები, ასევე როდესაც ადამიანს მოეთხოვება, საზოგადოების წინაშე იმოქმედოს მომზადების გარეშე. სიმორცხვის მკვლევრები გაოცდნენ, როდესაც ზრდასრულ ადამიანებში აღმოაჩინეს, რომ „არამორცხვი“ ადამიანი იშვიათი, არაჩვეულებრივი სახეობაა და ყველა გამოკვლეულ ქვეყანაში .
სიმორცხვე შეიძლება განისაზღვროს, როგორც დისკომფორტი დაან შეკავება ისეთ ინტერპერსონალურ სიტუაციებში, რომლებიც ხელს უშლის ადამიანის ინტერპერსონალური ან პროფესიული მიზნების მიღწევას. მორცხვობა შეიძლება იყოს ქრონიკული და დისპოზიციური, ანუ წარმოადგენდეს ცენტრალურ ნიშანს ადამიანის თვითგანსაზღვრაში.

დაწვრილებით