|
ინტერნეტ მიჯაჭვულობა- რა არის ეს?
 დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. ეს უკვე ხშირ შემთხვევებში ნარკომანიასავითაა. გასულ წელს ფსიქიატრთა ასოციაციის მსოფლიოში უმსხვილესმა ოფიციალურმა გამოცემამ «The American Journal of Psychiatry» გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიც გვთავაზობს ინტერნეტ-მიჯაჭვულობის შეტანას გონებრივი მოშლილობების ცნობარში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო-ფსიქიატრიამ აუცილებლობად ცნო ინტერნეტ-მიჯაჭვულობას მიანიჭოს ოფიციალური დაავადების სტატუსი. პრობლემის სტატუსი დღეს მსოფლიოში ინტერნეტ-მიჯაჭვულობით დაავადებულია ინტერნეტის მომხმარებელთა 2-10%. თითქოს არც ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ თუ პროცენტებს რიცხვებში გადავიყვანთ... ამ ადამიანებს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რადგან დიდი სიკვდილიანობის რისკი: ამ მიზეზით უკვე გარდაცვლილია ასობით ადამიანი, რადგან ორგანიზმი ვერ უძლებს კომპიუტერთან 24 საათიან ჯდომას. რაც შეეხება რისკკის ჯგუფს, მათში სხვადასხვა მაჩვენებლებით შედიან ქსელის მომხმარებელთა 40%.
დაწვრილებით
შიში შორს გადამალეთ
 შიში, შფოთვა ეს ემოციები შინაგანი მიზეზებით არის განპირობებული. ერთი გაფიქრება, რომ მოხსენებით უნდა გამოხვიდეთ და ხელები უკვე გიოფლიანდებათ, ენა გებმით ეს შიში ხელს გიშლით. ემოციის სხვა ფორმებია: სოციალური შიში (მორიდება), კომუნიკაციის შიში, პანიკა, რომლის დროს შიშის და შფოთვის სიმპტომები განსაკუთრებული სიძლიერით ვლინდება. გარდა ამისა სხვადასხვა ფობიები (ფობია რაიმე საგნის, მოძრაობის, მოქმდების, სიტუაციის შიში) შიში, იმდენად ძლიერია, რომ ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ ამ შიშის გამომწვევ ობიექტებს. მაგალითად, ხიდი, ლიფტი, ღია ფანჯარა, ძაღლი ზოგს უბრალოდ ეშინია სახლიდან გასვლის. თუ ეს შიში თქვენთვის ნაცნობია, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, რომლებიც შეგიმსუბუქებენ მდგომარეობას. სამკურნალო პრეპარატები. შიში, შფოთვა შეიძლება განიკურნოს სამკურნალო პრეპარატებით ბეტაბლოკატორებით (,,ობზიდანი~, ,,ინდერალი~, ,,ოკსპრენოლოლი~, ,,ბენზოდიქსინი~, ,,ვისკენი~, ,,კორდანუმი~, ნადოლოლი", თიმოლოლი") და ბენზოდიაზეპინებით (,,გრანდაქსინი", ,,მელიპრამინი"). ამ პრეპარატების მიღებიდან ერთნახევარ თვეში მაქსიმალურ გაუმჯობესებას იგრძნობთ. ცოტა ხანში მდგომარეობა კიდევ უფრო გაგიუმჯობესდებათ. ბენზოდიაზეპინების კურსის დამთავრების შემდეგ სიმპტომები შეიძლება განახლდეს. ერთ-ერთი გამოკვლევის დროს შიშის რეციდივი განუმეორდა პაციენტების 69-დან 80%-ს.
დაწვრილებით
აირიდეთ სიბრაზე
 თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ სიბრაზის გაკონტროლება და ამისთვის მხოლოდ ერთი დღე დაგჭირდებათ. გამოხატეთ ბრაზი ფიზიკურად. წინ, ყვირილით! ეს მაშინვე გიშველით და თავს უკეთ იგრძნობთ. ,,გამოხატეთ ბრაზი ფიზიკურად, მოძრაობით, ყვირილით, ეს გარკვეულ შვებას მოგიტანთ", ამბობს არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი და ფსიქოლოგი-კონსულტანტი, ფილოსოფიის დოქტორი როჯერ დელდრაპი. ჩაისუნთქეთ და დაითვალეთ. თუ ათამდე დაითვალეთ, მაგრამ შვება ვერ იგრძენით, ამოისუნთქეთ; მეორე ჩასუნთქვისას ოცამდე დაითვალეთ. შეეცადეთ იგრძნოთ დაძაბულობა მკერდის არეში. აი, რამდენიმე სწრაფი მეთოდი დროებითი ფრუსტრაციის მისაღწევად (ფრუსტრაცია მოტყუება, წარუმატებლობა, ამაო იმედი ფსიქიკის მდგომარეობა, რომელიც უჩნდება ადამიანს იმედების მსხვრევის გააზრების, დასახული მიზნის მიუწვდომლობის შედეგად). წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი, რომელმაც გაგაბრაზათ ქუჩაში (მაგალითად, გადატვირთული საგზაო მოძრაობისას მანქანა წინ ჩაგიდგათ), თქვენი მეუღლე ან უფროსია. თქვენ ძალიან გინდათ უწოდოთ მას იდიოტი. მაშ, რა უნდა გააკეთოთ? თქვენი სიბრაზე სახიფათოა და სერიოზული შედეგები მოჰყვება. ამ შემთხვევაში უნდა დამშვიდდეთ და დაიცადოთ, როდის გაგივლით სიბრაზე თავისთავად? პასუხი ერთია. არა!
დაწვრილებით
ემოციური პრობლემები
 თუ დათრგუნული, გაბრაზებული ხართ, გაქვთ დეპრესია ან ფობია, თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ ოცი-ოცდაათი წელი თქვენი ფსიქოლოგის დივანზე, გაიხსენებთ დედის დამოკიდებულებას თქვენდამი და უამრავ ფსიქოლოგიურ ტესტს გაივლით. არსებობს ხანგრძლივი თერაპიის ალტერნატივა. ,,მოკლე, კონცენტრირებული მიდგომა, ზოგჯერ, გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა", ამბობს ფსიქოანალიზის ამერიკული აკადემიის დირექტორი, მედიცინის დოქტორი ჯოზეფ ვეისბერგი. ბევრმა პაციენტმა, რომელმაც თერაპიის მოკლევადიანი კურსი გაიარა, მნიშვნელოვანი და საბოლოო ცვლილებები განიცადეს რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, მაგრამ არსებობს პატარა გამარჯვებები, რომლებიც ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. _ ხუთ წუთში ისწავლით პანიკის შეტევის შეჩერებას. _ ნახევარ საათში შეძლებთ ამაღლდეთ საკუთარ თვალში. _ ერთ კვირაში კი საბოლოოდ განიკურნებით ზამთრის დეპრესიისგან.
დაწვრილებით
6 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აკრიტიკოთ საკუთარი თავი
 ჯანმრთელი თვითკრიტიკულობა ყველასთვის აუცილებელია, რადგან იგი საშუალებას იძლევა, ადამიანმა სწორად შეაფასო თავისი საქციელი. მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ საკუთარი "მეს" კრიტიკა დიდი ხანია გონივრულობის ჩარჩოებს გასცდა და უკვე ხელს გიშლით იყოთ ბედნიერი? ფსიქოლოგი აგიხსნით, თუ რატომ არ უნდა მიმართოთ თვითგვემას და როგორ დააღწიოთ თავი ამ მავნე ჩვევას. ბევრი ადამიანი იტანჯება გამუდმებული თვითკრიტიკისაგან. ამასთან, აკრიტიკებენ რა საკუთარ თავს, ისინი ფიქრობენ, რომ კარგად იქცევიან, რომ ისინი ობიექტურები არიან საკუთარი თავის მიმართ , ხოლო თვითგვემა – სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის პასუხისმგებლობისა და პატიოსნების მაჩვენებელი. ანუ, ერთმანეთში ურევენ თვითკრიტიკულობასა და თვითგვემას. მაგრამ რაშია განსხვავება? თვითკრიტიკა – ეს არის ცოდნა, რომ შეგეძლოთ საკუთარი თავის დანახვა გვერდიდან, საკუთარი შეცდომების აღიარება და შეძლებისდაგვარად გამოსწორება. თვითგვემა თვითკრიტიკისაგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანი იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას ჩადენილ მოქმედებებზე, არ ითვალისწინებს რა არც ვითარებას, არც თავის განწყობას – ანუ, იმყოფება არარეალობაში. მაგრამ რა არის ამის მიზეზი?
დაწვრილებით
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
 რამდენად გონიერი ხართ თქვენ ან თქვენი მეგობრები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ინტელექტის განსაზღვრით უნდა დაიწყოთ. ეს ადვილი ამოცანა არ არის, მაგრამ ინტელექტის მკვლევართა 52-კაციანი ჯგუფი მაინც შეთანხმდა ასეთ ზოგად განსაზღვრებაზე: `ინტელექტი არის ძალზე ზოგადი გონებრივი შესაძლებლობა, რომელიც, სხვა კომპონენტებთან ერთად, მოიცავს ლოგიკური მსჯელობის, დაგეგმვის, პრობლემათა გადაჭრის, აბსტრაქტული აზროვნების, რთული იდეების წვდომის, სწრაფად დასწავლისა და გამოცდილების მიღების უნარს~. უკეთ,რომ გავიგოთ რას გულისხმობს ტერმინი ‘’ინტელექტი’’,გავერკვიოთ რას ნიშნავს ‘’შეფასება’’. ფსიქოლოგიური შეფასება გულისხმობს ინდივიდთა უნარების, ქცევებისა და პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად ზუსტად დადგენილი პროცედურების გამოყენებას. ფსიქოლოგიური შეფასება ხშირად განიხილება, როგორც ინდივიდუალური განსხვავებების გაზომვა, რადგან შეფასებათა უმრავლესობა ადგენს, თუ რითი განსხვავდება, ან ემსგავსება ინდივიდი სხვებს მოცემული ნიშნის მიხედვით. შეფასებისთვის განკუთვნილი ფორმალური ტესტებისა და მეთოდიკების განვითარება შედარებით ახალი საქმეა დასავლურ ფსიქოლოგიაში, რომელიც ფართო ასპარეზზე მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა.
დაწვრილებით
რა განსაზღვრავს IQ-ს-მემკვიდრეობითობა თუ გარემო?
მკვლევრები, რომლებმაც IQ-ის მემკვიდრეობით გადაცემის შესახებ ჩატარებული მრავალი გამოკვლევა შეისწავლეს, ასკვნიან, რომ IQ ქულების ვარიაციის დაახლოებით 50% გენეტიკური ნაკრებითაა გამოწვეული, მაგრამ ყველაზე საინტერესო, ალბათ, ისაა, რომ მემკვიდრეობოთობის წილი იმატებს ცხოვრების განმავლობაში: მემკვიდრეობითობა დაახლოებით 40%-ს უტოლდება 4-6 წლის ბავშვებთან, ღუმცა დაახლოებით 60%-მდე იზრდება ადრეულ მოზარდობაში და დაახლოებით 80%-ს აღწევს უფროს მოზრდილებთან! ბევრს გაუკვირდა ეს შედეგი, რადგან, ინტუიტურად, ასაკის მატებასთან ერთად გარემოს სულ უფრო მეტი და არა ნაკლები გავლენა უნდა ჰქონდეს. ინტუიციასთან ამ შეუსაბამო შედეგს მკვლევრები ასეთ ახსნას აძლევენ: `შესაძლებელია, გენეტიკური დისპოზიციები გვიბიძგებენ იმ გარემოსკენ, რომელიც ჩვენი გენეტიკური მიდრეკილებების აქცენტირებას ახდენს და შედეგად ცხოვრების განმავლობაში მომატებულ მემკვიდრულობას ვიღებთ.A გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდის IQ-ს ფორმირებაში, ისევე როგორც მის ბევრ სხვა მახასიათებელსა და უნარზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის IQ-ის მიხედვით არსებული განსხვავებების მემკვიდრეობით ახსნა შეუძლებელია.
დაწვრილებით
შეფასება ინტერნეტით
 ხშირად ადამიანებს აინტერესებთ როგორია მათი გონებრივი შესაძლებლობები.ჩვენს დროში საკამაოდ ადვილია ეწვიოთ რომელიმე ვებ გვერდს, ამოირჩიოთ ტესტი და მიიღოთ გარკვეული ქულები. ნიშნავს თუ არა რამეს მიღებული ქულები?. ანალიზისათვის მონაცემები დაგვჭირდა და ჩვენ მეგობარს, რომელსაც პირობითად ნინოს ვუწოდებთ, ჩვენთვის ინტერნეტში მუდმივად არსებული რამდენიმე IQ-ტესტის გაკეთება ვთხოვეთ. მის მიერ გახსნილ პირველივე ვებ გვერდზე ოთხი სხვადასხვა ტესტი იდო, რამაც სანდოობის შეფასების შესაძლებლობა მოგვცა. _ გვაძლევს თუ არა მსგავს ქულებს ის ტესტები, რომლებიც ითვლება რომ, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე რამეს ზომავს,ანუ მარტივად-სანდოა თუ არა. ნინომ შემდეგი ქულები მიიღო: 116, 117, 129 და 130. თუ ქულათა განაწილებას გავიხსენებთ (იხ.სტატია ‘’ინტელექტი და მისის შეფასება’’),ნინოს ქულები საშუალოზე მაღალია (რა კარგია ნინოსთვის!), მაგრამ მიღებული ქულებიდან ორი მას `საკმაოდ ნორმალურის~ კატეგორიაში ათავსებს, ორი კი საზღვრის მარჯვნივ, `მაღალინტელექტუალებში~. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტესტის შედეგები არ არის განსაკუთრებით სანდო.
დაწვრილებით
ურთიერთობები და ინტერნეტი
 იწვევს კი ვინმეში ეჭვს ის ფაქტი, რომ ინტერნეტის გამოჩენამ უდიდესი იმპულსი მისცა ადამიანების ურთიერთობას და მათ დაახლოებას? წარმოიდგინეთ 16 წლის ბიჭი, სახელად გიო, თბილისიდან, რომლის „ახალი მეგობარი გოგონა“, ასევე, 16 წლის, რეიჩელი სამხრეთ კაროლინაში იმყოფება.ისინი ერთმანეთს ვერ ‘’გაიცნობდნენ ინტერნეტის გარეშე.. მოდით, ვნახოთ, რა წვლილი შეიტანა ინტერნეტმა ურთიერთობებში. კვლევებმა აჩვენეს, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა ყველაზე აქტიურ საქმიანობას სოციალური ურთიერთობები წარმოადგენს. ინტერნეტის დაახლოებით 4100 მომხმარებლის გამოკითხვამ ცხადყო, რომ მათი 90% ინტერნეტს ელექტრონული ფოსტისთვის იყენებდა, 24% კი ე.წ. „ჩატში“ მონაწილეობს (ნი & ერბინგ, 2000). სხვა კვლევა აჩვენებს, რომ ურთიერთობათა დიდმა რაოდენობამ კიბერსივრციდან ფიზიკურ სივრცეში გადაინაცვლა. განვიხილოთ კვლევა, რომელშიც 568 ინდივიდი მონაწილეობდა (59% ქალი და 41% კაცი). მათ სთხოვეს, რომ ერთმანეთისთვის ინტერნეტით ახალი ამბები გაეგზავნათ. ამ ჯგუფის წევრების 63% ინტერნეტით გაცნობის შემდეგ სატელეფონო ურთიერთობებზე გადავიდა, 54% კი ინტერნეტით გაცნობილ პიროვნებას შეხვდა.
დაწვრილებით
|