Narkozi.com » ორსულთა კლუბი

ვერტიკალური მშობიარობა - ახალი თუ კარგად დავიწყებული ძველი?

ვერტიკალური მშობიარობა - ახალი თუ კარგად დავიწყებული ძველი?"ვერტიკალური მშობიარობის" გაგონებისას ალბათ ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ეს ძალიან მოუხერხებელია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ოდითგანვე ქალები ამ მდგომარეობაში მშობიარობდნენ და მხოლოდ უკანასკნელი 300 წლის მანძილზე აკეთებდნენ ამას ისე, როგორც ახლა.

უძველესი დროიდან აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის ხალხებში მშობიარობის ტრადიციული პოზა იყოს მუხლებზე დადგომა. ხოლო გერმანიაში და ჰოლანდიაში ამისათვის იყენებდნენ სპეციალურ სკამს, რომელსაც ფეხების ჩამოსადები ჰქონდა და რომლის დასაჯდომიც ძალიან ჰგავდა ახლანდელ უნიტაზს. ინდოეთში კი ფიქრობდნენ, რომ ყველაზე მოსახერხებელი იყო, თუ ხეზე დაკიდებული იმშობიარებდნენ.

თუმცაღა მედიცინა ერთ ადგილზე არ იდგა და ექიმებმა ნელ-ნელა დაიწყეს თავისი ცოდნის გამოყენება და თუ ძველები ფიქრობდნენ, რომ ეს პროცესი ბუნებრივი იყო და ჩარევას არ საჭიროებდა, ექიმები პირიქით, ფიქრობდნენ რომ საჭირო იყო მისი სრულყოფა.

დაწვრილებით


ორსულობის დაგეგმვა

ორსულობის დაგეგმვაფეხმძიმობის ნორმალური მიმდინარეობისთვის მზადება დასაწყისიდანვეა საჭირო. არსებობს რამდენიმე პირობა, რომელიც ზრდის ჩასახვის ალბათობას და ჯანმრთელი ბავშვის დაბადების მაქსიმალურ გარანტიას იძლევა.

მზადება ჩასახვამდე 3 თვით ადრე უნდა დაიწყოს. რადგან პირველ კვირაში, როცა ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცით, ნაყოფი განსაკუთრებულად განიცდის არასასურველი ზემოქმედების გავლენას. ამ დროს სწორი კვება და ფიზიკური ფორმის შენარჩუნება უზრუნველყოფს ბავშვის ნორმალურ განვითარებას მუცლად ყოფნის პერიოდში. უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სამსახურის უსაფრთხოება ფეხმძიმობისთვის, ასევე თუ გაქვთ ჩატარებული პროფილაქტიკური აცრები. ფეხმძიმობისთვის წინასწარი მომზადება რისკს მინიმუმამდე შეამცირებს და გართულებებსაც აგაცილებთ თავიდან.

დაწვრილებით


იოგა ორსულთათვის

იოგა ორსულთათვისიოგა ეხმარება ორსულ ქალებს ამტანობის, ძალების და მოქნილობის გაძლიერებაში და ამასთანავე მოდუნებაში. მისი დადებითი ზემოქმედება აისახება არა მხოლოდ დედების, არამედ ბავშვების ჯანმრთელობაზეც. იოგა ორსულთათვის ახლახანს ჩამოყალიბდა, მაგრამ უკვე არსებობს სპეციალური ვარჯიშები და ასანები მომავალი დედებისათვის.

იოგა აიოლებს მშობიარობას და აძლიერებს ნაყოფის ჯანმრთელობას დაბადებამდე დიდი ხნით ადრე. მიყევით ქვემოთ მოცენულ ინსტრუქციებს, შეასრულეთ იოლი ვარჯიშები და ისიამოვნეთ ორსულობის მშვიდი, უსაფრთხო მიმდინარეობით.
ჩვეულებრივი ადამიანისათვის – შესანიშნავი დამხმარეა: აქვეითებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს ძილს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ასევე კუნთებს, სახსრებს, ავითარებს და ინარჩუნებს მოქნილობას. სუნთქვის ტექნიკა წმენდს ორგანიზმს, გამოყავს შლაკები და ტოქსინები ოფლის, ღვიძლისა და თირკმელების დახმარებით. ვისაც ხანგრძლივი დეპრესია აწუხებს, მიგრენის შეტევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – იოგის მეშვეობით არა მხოლოდ იმსუბუქებს მდგომარეობას, არამედ იწყებს ჯანმრთელი ცხოვრების წესს.

დაწვრილებით


მე-18-ე კვირა

ქალი

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ძილი და დასვენება შეიძლება უკვე მოუხერხებელი იყოს, რადგანაც საშვილოსნო განაგრძობს ზრდას და სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს მუცლის ღრუში. ეცედეთ ძილისა და დასვენებისათვის ოპტიმელური მდგომარეობა შეარჩიოთ, დაიდეთ ბალიშები ფეხებქვეშ, მკერდქვეშ და ა.შ. მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას

დაწვრილებით


მე-11-ე კვირა

მე-11-ე კვირა

ქალი

შესაძლებელია, თქვენ დაიღალეთ კიდეც საკუთარი გუნება-განწყობილების ხშორი ცვალებადობის გამო. ბევრი ქალი ამ დროს ისეთივე ემოციურ დატვირთვას განიცდის, როგორიც მენსტრუაციისწინა პერიოდში გვხვდება ხოლმე (გაღიზიანება, მოუსვენრობა ან აუხსნელი შიშები, ტირილისკენ მიდრეკილება). დამნაშავე კი ამაში ისევ და ისევ თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებია.

დაწვრილებით


მე-10-ე კვირა

ქალი

თუ კიდევ გაქვთ დაღლილობისა და გულისრევის შეგრძნება - გამაგრდით! სულ ორიოდე კვირაც და მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ წავა (ყოველ შემთხვევაში ორსულთა უმრავლესობისათვის სწორედ ასე ხდება). ძუძუს ორეოლების მიდამოებში, შესაძლოა პატარა, მარცვლის ოდენა კვანძები გაგიჩნდეთ. ეს ე. წ. "მონტგომერის კვანძებია" - გადიდებული საოფლე ჯირკვლები. ეს თქვენი სხეულის მორიგი, ორსულობისათვის დამახასიათებელი ცვლილებაა.

დაწვრილებით


მე-9-ე კვირა

ქალი

ამ კვირაში შესაძლებელია ისევ შენარჩუნდეს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ზოგჯერ - თავბრუსხვევაც კი იჩენს თავს. რას იზამთ, ორსულობა - მძიმე სამუშაოა.
დააკვირდით თქვენს მკერდს: თუ კანქვეშა ვენები ადვილად შესამჩნევი გახდა (ცისფერი ბადის სახით), ე.ი. თქვენი სისხლძარღვების კედლებს აქვთ მიდრეკილება გაფართოებისაკენ (ჩვეულებრივ ეს პრობლემა დღის წესრიგში უფრო გვიან ვადებზე დგება).

დაწვრილებით


მე-8-ე კვირა

მე-8-ე კვირა

ქალი

მაშ ასე, თქვენ უკვე ერთი თვეა უშედეგოდ ელით მორიგ მენსტრუაციას. ექიმისათვის ჯერ თუ არ მიგიმართავთ, დროა ეს გააკეთოთ. ეწვიეთ გინეკოლოგს და გენეტიკოსს (თუ ჯერ არ ყოფილხართ მათთან).
გინეკოლოგთან პირველი ვიზიტისას შემუშავდება თქვენი ორსულობის დაკვირვების ინდივიდუალური გეგმა. ის რამოდენიმე ლაბორატორიულ გამოკვლევას

დაწვრილებით


მე-7-ე კვირა

ქალი

თუ შეამჩნიეთ, რომ სარძევე ჯირკვლების ორეოლები გაგიმუქდათ (ორეოლს უწოდებენ დვრილის ირგვლივ პიგმენტირებულ ზონას) - არ გაგიკვირდეთ. ორსულობისას ეს ჩვეული მოვლენაა.
თქვენ უკვე 2-3 კვირაა ელით მენსტრუაციის დადგომას. თუ ასეთი გადაცდენები ადრეც გქონიათ და მოცემულ მომენტში არ აღგენიშნებათ ორსულობის სიმპტომები - მაინც შეასრულეთ პირველი კვირის რეკომენდაციები, ვინაიდან ზიანს ისინი არ მოგიტანენ.

დაწვრილებით