Narkozi.com » მთავარი გვერდი » შეკითხვა ექიმს

შეკითხვა ექიმს

მოგესალმებით ძვირფასო პაციენტებო თქვენ აქ შეგიძლიათ კითხვები დაუსვათ გამოცდილ ექიმებს და ისინი გაგიწევენ თქვენ კონსულტაციებს.. და მოგცემენ საინტერესო რჩევებს..


monika11 - 6 July 2010 15:29 #


ექიმო წნევის დროს ვღებულობ გიპოტიაზიდს 0,25-ს მაინტერესებს ამ დროს აუცილებელია ასპარკამის დალევა?გმადლობთ.


მაინტერესებს რა პრეპარატი შეიძლება მივიღოთ მწერის ნაკბენით გამოწვეულ გამონაყარზე?გმადლობთ.

   


ni123 - 5 July 2010 16:38 #


ფეხზე, წვივის ძვალთან მაქვს პატარა ბურტულაკი (კანის ქვეშ).უკვე 2 ან 3 წელი იქნება.არ მაწუხებს,ხელის დადებით ვგრძნობ და თითქოს აქეთ-იქით დაცურავს როცა ხელს ვადებ.სისხლძარღვის წარმონაქმნი მგონია. მაინტერესებს თუ სხვა რამეა? ან თუ არის საშიში, რამ გამოიწვია? გთხოვთ, სრული პასუხი გამცეთ

   


qufancura - 4 July 2010 16:26 #


მინდა გავაკეტო შავი ქლიავი,სენა და კონიაკისგან დამზადებული მასა კოლიტითვის, მაინტერესებს თუ შეიდლება მივიღო მუდმივად,როცა ვიკითხე რამდენი ხანი მივიღოთქო მითხრეს შეგიდლია მუდმივათო, მეკი თქვენი აზრი უფრო მაინტერესებდა, მადლობთ

   


xatiaaa - 4 July 2010 15:38 #


gamarjobaaat.. gasaxdomaat romeli varjishebii gavaketoo ? shegiliaat mitxraat : ? : )

   


lele - 3 July 2010 16:18 #


ექიმო. ჩემს მეუღლე რომელიც არის 24 წლის აქვს მხედველობის პრობლემა, არაფრის გამო თვალებში უჩნდება სიყვითლე (გარედან შეუმჩნეველი) დაიწყება თვალის ერთ მხარეს და გადადის საწინააღმდეგო მხარეს, არც ტკივილი აწუხებს ამ დროს არც თავბრუსხვევის შეგრძნება. ამასწინათ მარცხენა თვალი მთლიანად დაუბნელდა და მარტო პატარა წერტილიდან ხედავდა. ესე ემართება კვირაში 1, 2 ჯერ და გრძელდება დაახლოვებით 20, 30 წუთი. თუ გეცნობათ ეს სიმპტომები გთხოვთ დამეხმაროთ.

   


takoo - 1 July 2010 14:32 #


გამარჯობა. მყავს ერთ თვემდე ახალშობილი, ერთ ჭამაზე დაახლოებით რამდენი მილილიტრი რძე უნდა მიიღოს?

   


princesa - 1 July 2010 13:40 #


გამარჯობათ ამ თვეში ვიკეთებდი მონიტორინგს 11-ე დღეს ფოლიკულა იყო 13 მმ დამიბარეს 14-ე დღეს და ფოლიკულა აღარ იყო ექიმმა ალბათ გაიზარდა კიდე და გასკდაო და სხვა რა შეიძლება მოსვლოდა? შეიძლება ჩაიფუშა და კვალიც არ დატოვა ესე 3 დღეში? ( ციკლი მაქვს 28-30 დღიანი)

   


person - 30 June 2010 00:54 #


ექიმო, 2 ჯერ წავისივი რამოდენი ხნის წინ veet კრემი მხრებზე, სუ ოდნავ მაქვს 2 პატარა ლაქა მარა ხელს რო ვიჭერ მტკივა ცოტა, რაღაც დისკომფორტი მაქვს და კანის კიბო ხო არ ავიკიდე? :(

   


teka - 30 June 2010 00:01 #


person,შესაძლოა,ტან ციკლიც თუ არეული გაქვთ,ან ზედმეტად მტკივნეულია მისი მოსვლის პერიოდი,მაშინ დიდი ალბათობაა სასქესო ჰორმონების დისბალანსის.


TikoSHeng,უნდა იმკურნალოს,და მკურნალობის მერე ორგანოების დაზიანება აღარ გაგრძელდება.


demetre,შესაძლოა სამკურნალო არც არაფერია.უბრალოდ ინდივიდუალურია მისი გრძნობები.მაგალითად ქალს ვიცნობ,რომელიც მკერდზე ხელის შეხებას იმ დონეზე ვერ იტანს,რომ ბანაობის დროსაც კი ცდილობს თავისი ხელიც არ მოუხვდეს.


ni123,მაგ-ად ზეითუნის ზეთში,გახსნილი სტაფილოს წვენი+ 2 წვეთი იოდი.



krn,ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო მკურნალობა ყოველთვის ძვირი ჯდება,თან დიდხნიანია,ფაქტიურად ოპერიოდულად სულ სჭირდება მიხედვა.


takoo,დაახლოებით 6 თვიდან-9 თვემდე პერიოდში,თუმცა არსებობს ნაადრევი დახურვაც და პირიქით დაგვიანებული.


qufancura,ყველა წამალი და ბიოდანამატიც ეგრეა ზოგს შველის და ზოგს არა,როგორც ვიცი მათ არ აქვთ უკუჩვენება.


sada77,მდგომარეობის მიხედვით ინიშნება დოზებიც და ხანგრძლივობაც.ზოგჯერ შესაძლოა თვეც დაინიშნოს ეგ წამლები,ასე რომ გააცნია როდის დაგიბარათ,მომავალ ვიზიტამდე მიეცით,ან მანამდე დაურეკეთ და კითხეთ.


dreamer,უნდა იმკურნალოთ,უყურადღებოთ არ დატოვოთ.


rika,თუკი ჭრილობა არ აქვს მაშინ კი არ დაუჩირქდებოდა,უფრო დაბეჟილი ან ნაღზობი ექნება ფეხი და მაგშემთხვევაში ანტიბიოტიკი არ ესაჭიროება,შესაზელები უნდა იხმაროს,მაგ-ად დიკლაკ გელი,ვოლტარენ-გელი.დაჩირქები

salo7890,მეხსიერებაზე ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ.ხოლო გამონაყარი შესაზლოა ნაღვლის ბუშტის ბრალი იყოს და ამიტომ გადაიღეთ ექოსკოპია.


monika11,ეს წამოწითლება კანის რეაქციაა წნევის აწევაზე და სანამ არ დაგიწევთ ცალკე მაგის გამო ვერაფერს იზავთ,დაწვის შემთხვევაში თავისით გაივლის.


ninibu,ამ ვირუსის ტიტრის დონეს გააჩნია,რადგან ექიმმა გითხრათ ე.ი. არ არის საშიში,ექოსკოპიაზე 2 კვირაში მიდით,კარგ ექოსკოპისტთან და მოახსენეთ თქვენი მდგომარეობა რომ უფრო კარგად აღწეოს ნაყოფის ორგანოების ვითარება.

   


ninibu - 29 June 2010 14:17 #


გამარჯობათ!

ვარ 24 წლის, გათხოვილი გოგონა.ციკლის არეულობიs gamo ვერ გავიგე დაორსულება და ექიმთან ვიზიტის მერე აღმოჩნდა რომ ვარ 2 თვის ორსული.გავიკეთე სისხლის ანალიზი და აღმომაჩnდა ციტომეგალო ვირუსი.ექიმმა მითხრა რომ საშიში არაა რადგან მაქვს უკვე ქრონიკულ მდგომარეობაში და ორგანიზმს აქვს ანტისხეულები გამომუშავებული,მაგრამ მე მაინც მეშინია ნაყოფზე პათოლოგია არ გამოიწვიოს.აქედან გამომდინარე მაქვს შეკითხვა რამდენი კვირის მივიდე ექოსკოპია რომ ნაყოის განვითარება უკვე კარგად ჩანდეს?
წინასწარ უღრმესი მადლობა.
ძალიან მაინტერესებს აგრეთვე თქვენი აზრი ციტომეგალო ვირუსზე, მაშინ როცა ქრონიკულია რამდენად მოქმედებს ნაყოფზე?
0

* +
* -

   


monika11 - 29 June 2010 11:11 #


ექიმო წნევის დროს ხშირად მახასიათებს ქავილის გარეშე სიწითლე კისრის და მკლავებზე იდაყვამდე რას მირჩევთ ამ დროს?გმადლობთ.

გთხოვთ მიპასუხოთ ამპულაზე რაზეც მხოლოდ ერთი თარიღია აღნიშნული რაზე მიგვითითებს ვარგისიანობაზე თუ გამოშვების თარიღზე?გმადლობთ.

   


salo7890 - 28 June 2010 19:17 #


ექიმო მეხსიერება სერიოზულად დამიქვეითდა 22 წლის ვარ და რომელ ეკიმს უნდა მივმართო ანუ ტვინი როგორ გამოვიკვლიო ან რა უნდა გადავიღო მე არ მინდა რომ ტყვილად ვიარო ექიმებში როგორც ზოგმა იცის ხან სად გიშVებს ხან სად...


და ტანზე მაქვს ზემოდან ცოტა ამობურცული ვარდისფერი ლაქები არ მექავება.. კანის ექიმა ჩემი არარისო და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი რატომ გამომდის ნაღვლის და კუჭIს ბრალი ხომ არაა?

   


demetre - 28 June 2010 17:55 #


ექიმო,რატომ არ მპასუხობთ...

   


rika - 28 June 2010 11:27 #


გამარჯობათ. ჩემმა მეუღლემ მიარტყა ფეხი. სიარული შედეგად გაუსივდა. ყინული დაიდო. კი დაუცხრა, მაგრამ შეშუპებული აქვს ცოტა მაინც. ჭრილობა არ ააქვს. და დგომისას 3-4 საათში ყრუდ ტკივა. ამ შეშუპების ადგილას შეიძლება ჩირქი დაგროვილიყო? რა შეიძლება გააკეთოს რომ მოურჩეს ტკივილი?ან რამე ანტიბიოტიკი თუ შეიძლება დალიოს ჩირქის გაწოვისტვის? ეხლა გემზეა და ექიმს ვერ აჩვენებს. . . მადლობთ წინასწარ

   


dreamer - 27 June 2010 09:39 #


პირველი მშობიარობის შემდეგ სისხლში პროლაქტერინის დონე მომატებული მაქვს,მკერდში მაქვს მცირე სითხე.არის თუარა საშიში და როგორ ვიმკურნალო.ვარ 41წლის.

   


irmushka85 - 26 June 2010 13:42 #


გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ მითხრათ რისი წამალია შაკუნი და რისთვის გამოიყენება წინასწარ დიდი მადლობა გთხოვთ უყურადგებოდ ნუ დატოვებთ ამ კითხვას დიდი ხანია ვეძებ ინტერნეტსში და ვერსად ვნახე

   


sada77 - 25 June 2010 22:10 #


4 წლის ბავშვს ვაძლევ *სომნა რიცს და მექსიდოლს. რამდენი დღე შეიძლება მიიღოს? ორივეს ორჯერ დგეში. დიდი მადლობა

ასევე 6წლის ბავშვს ვაძლევ ნოოფენს. დღეში ორჯერ ,მესამედს. ესეც რამდენი დღე შეიძლება მიიღოს? ექიმმა კი დაგვინიშნა , მაგრამ დაავიწყდა მიეთითებინა ხანგრძლივობა.გმადლობთ

   


qufancura - 25 June 2010 21:20 #


მაინტერესებს რა აზრის ხართ ბიოდანამატებზე კერძოდ კი ალტერა ფოლდინგზე, ზოგი რამ მშველოდა ზოგს კი ვერ ვიგებდი შედეგს, დავიგალე ამ წამლებიტ, ბიოდანამატს გვერდიტი მოვლენები მაინც არ აქვს. მადლობთ

   


takoo - 24 June 2010 20:29 #


გამარჯობა. ჩვილს ყიპლიბანდი დაახლოებით როდის უმაგრდებაა? მადლობა წინასწარ

   


krn - 24 June 2010 18:39 #


გამარჯობა! გთხოვთ დამეხმაროთ დედაჩემს აწუხებს ოსტეოპოროზი ექიმმა დაუნიშნა პრეპარატი "ბონვივა და კალცი დ3 ნიკომედი"
თუ არსებობს რაიმე შემცვლელი პრეპარატი ანალოგი ბონვივის რადგან ის ძალიან ძვირია ძალიან გთხოვთ დაწვრილებით ამიხსენით. კალცი დ3 ნიკომედს იღებს ხოლო ბონვივას ვერ ვწვდებით რა ვქნა არ ვიცი 40%-იტ აქვს დაქვეითებული ძვლის სიგლუვე და უჭირს სიარული .წინასწარ დიდი მადლობა.

   


ni123 - 24 June 2010 15:39 #


გთხოვთ მირჩიოთ საშუალება,(სახლის პირობებში რომ მომზადდეს),რომელითაც კარგი ფერის ნამზეურს მივიღებ და თან მოკლე დროში.მაქვს ღია ხორბლისფერი კანი.მადლობა წინასწარ

   


demetre - 23 June 2010 21:31 #


არა ექიმო არ მატყუებს,მეუბნება რომ კოცნით არანაირ სიამოვნებას არ ღებულობს...ცდილობს არ ვაკოცო...(ბუნებით რომანტიკოსია,მის ცხოვრებაში მე ვარ პირველი მამაკაცი.პირველად რომ ვაკოცე თქვა დიდი არაფერი ყოფილაო ეს კოცნა,რაღაც სასწაული მეგონაო...რამოდენიმე დღის შემდეგ მითხრა,რომ საერთოდ არაფერს გრძნობდა და მთხოვა არ მეკოცნა).რაღაცნაირად დამცირებულად ვგრძნობ თავს...:( მირჩიეთ ვის მივმართოთ.უკვე ველაპარაკე და თანახმაა ექიმთან გამომყვეს თუ რამე პრობლემატურია... გმადლობთ პასუხისთვის:)

   


nataliko - 23 June 2010 21:06 #


didi madloba eqimo

   


TikoSHeng - 23 June 2010 16:19 #


2 სტადიის დასაწყისიო..და განიკურნება ბოლომდეო.ორგანოები არ დაუზიანებია ჯერ.და მაინტერესებს ეხლა რომ განიკურნოს მერე კიდე გაგრძელდება დაზიანება?თუ ბოლომდე მორჩება.?

   


person - 23 June 2010 14:08 #


ტანზე ძაან თმიანი ვარ და ჰორმონალური დისბალანსი ან რამე ხო არ მჭირს? რავიცი ჩემ ოჯახში არავინაა ჩემნაირი თმიანი,

   


teka - 23 June 2010 00:35 #


nataliko,შესაძლოა,რადგან მაგ დროს საშვილოსნოს ყელის კედლებზე მაინც ცვლილებები ხდება.


TikoSHeng,აუცილებელია მკურნალობა,პროგნოზი ძნელი სათქმელია,გააჩნია ორგანოები რა დონეზეა დაზიანებული.


natata,თუკი არაფერი აწუხებს,მაშინ არც არაფერია პრობლემა


takoo,შესაძლოა გაზები აწუხებს,რომელიმე საშუალება მიეცით ან ნორმოკიდი,ან ესპუმიზანი,თუნდაც კამის წყალი.


demetre,ზუსტად ვერ გეტყვით,უფრო ფსიქოლოგიურ პრობლემას ჰგავს,მაგრამ თუ მას თვითონ არ დაველაპარაკებით ისე ვერც გავიგებთ.ისე შესაძლოა ნაკლებად მგრძნობიარეც იყოს მისთვის ტუჩების მიდამო,ეს ინდივიადუალურია,იშვიათია,მაგ
რამ შესაძლოა მართლაც ვერაფერს გრძნობდეს.
(და ბოლოს შეიძლება იტყუილებოდეს,ანუ გატყუებდეთ)

   


teka - 22 June 2010 23:24 #


monika11,კისრის და გულმკერდის მალების რენტგენოგრამა გადაიღეთ,შესაძლოა ოსტეოქონდროზის ბრალი იყოს თქვენი პრობლემები.თუ არ იქნება ოსტეოქონდროზი,მაშინ ნევრალგია გამორიცხეთ ნევროპათოლოგთან და სარძევევჯირკვლის ექოსკოპიაც გადაიღეთ.


ლაკი,თუკი ნაკერები არ გაქვთ მალევე შეგიძლიათ ჩაიცვატ,მაგრამ თუ ნაკერები გაქვთ ,მაშინ ჯობია ჯერ მოგირჩეთ და მერე ჩაიცვატ.

   


demetre - 22 June 2010 19:38 #


გამარჯობათ! მყავს ახლადშეძენილი მეგობარი გოგონა.ტუჩებში კოცნის მერე მეუბნება,რომ ვერანაირ სიამოვნებას ვერ გრძნობს.რა ახსნა შეილება მიეცეს ამას მედიცინური თვალსაზრისით.(მან პირველად მე მაკოცა ცხოვრებაში)

   


natata - 21 June 2010 13:59 #


გამარჯობათ, ცჰემმა ქმარმა 2 კვირის წინ გაიკეთა ვარიკოცელეს ოპერაცია, ოპერაციიდან 12 დღის შემდეგ სექსი გვქონდა, მას არ აწუხებს ნაოპერაციები და სექსის დროსაც რაიმე დისკომფორტი არ უგრძვნია, შესაძლებელია თუ არა რომ შვილოსნობის უნარი ოპერაციიდან მალევე აღსდგეს? ან რამდენად დასაშვები ოყო სექსი?

   


TikoSHeng - 21 June 2010 13:31 #


გამარჯობათ. ჩემს ნათესავს სიფილისის მეორე სტადია დაუდგინეს. ექვემდებარება განკურნებას? და თუ განიკურნა მაინც არის შანსი ორგანოების დაზიანების? სასიკვდილო ხომარარის?

   




Information

Members of სტუმარი cannot leave comments.