დაგვიმეგობრდით და მიიღეთ სიახლეები!!!
Narkozi.com

შეიძლება თუ არა სამუშაომ გაგვასუქოს?

შეიძლება თუ არა სამუშაომ გაგვასუქოს?მეცნიერებმა მონრეალის უნივერსიტეტიდან (კანადა) დაადგინეს, რომ ყოველდღიური საოფისე სამუშაოს წყალობით მარტო ჩვენს ჯიბე როდი სქელდება. ბოლო 30 წლის მანძილზე ოფისის თანამშრომლებს ბევრად ნაკლები მოძრაობა უწევთ, რითაც ნაწილობრივად აიხსნება ავადობისა და სიმსუქნის შემთხვევების ზრდა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში.
”ჩვენს დროში, 70-იან წლებთან შედარებით, ადამიანები უფრო სწორად იკვებებიან და მეტ დროს უთმობენ სპორტს, ამის მიუხედავად იზრდება ჭარბი წონის მქონე ადამიანების რიცხვი. ეს წინააღმდეგობა შეიძლება აიხსნას თანამედროვე ადამიანების საქმიანობის თავისებურებით”, - ამბობს კვლევის ავტორი Carl-Étienne Juneau.
Carl-Étienne Juneau და მისმა კოლეგებმა გაანალიზეს კანადის სტატისტიკური მონაცემთა ბაზები, რომლებშიც ირიცხებოდა 17 000-დან 132 000-მდე რესპოდენტი. მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ 1978-დან 2004 წლამდე ჭარბი წონით და სიმსუქნით განპირობებული ავადობის 10%-ით ზრდა დაკავშირებულია სამსახურის დროს ფიზიკური აქტივობის ნაკლებობით.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანები ამ ბოლო დროს უფრო გონივრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ტრანსპორტის მიმართ. ”ურბანიზაცია იწვევს იმას, რომ ადამიანები სულ უფრო მეტად არიან დამოკიდებული მანქანაზე. ამავე დროს, ისინი ხშირად ამჯობინებენ ფეხით სიარულს ან ველოსიპედით გადაადგილებას”, ამბობს Juneau.
მკვლევარები თვლიან, რომ უნდა ვებრძოლოთ მჯდომარე ცხოვრების წესს, შევიცვალოთ სპორტთან, სამუშაოსთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ჩვევები. ბევრად უფრო ეფექტურია, ჩავრთოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე ფიზიკური დატვირთვა, ვიდრე დავიწყოთ ინტენსიური, სპორტული ვარჯიში, რომელსაც ექმნება არარეგულარული ხასიათი. მაგ. კარგია შესვენების დროს ფეხით გასეირნება ან კიბეებზე ლიფტის გარეშე, ფეხით ასვლა.

დაწვრილებით


ახალშობილთა დაცვა აივ-ინფექციის გადაცემისაგან

ახალშობილთა დაცვა აივ-ინფექციის გადაცემისაგანმკვლევართა თქმით, შემუშავდა დედისაგან ჩვილზე აივ-ინფექციის გადაცემის საწინააღმდეგო ახალი მეთოდი.
“დედიდან ახალშობილზე აივ-ინფექციის გადაცემა უზარმაზარ პრობლემას წარმოადგეს მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით რიგი აფრიკული ნაციისთვის”, ამბობს ნენსი ჰაიგვუდი (Nancy Haigwood).
ჯანმოს უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, 2008 წლისთვის მსოფლიოში აივ-ინფიცირებულთა რიცხვი აღწევდა 33,4 მლნ ადამიანს, რომელთა შორის დაახლოებით 67 % აფრიკაში მაცხოვრებელი იყო. გლობალურად დაინფიცირებულ ბავშვთა საერთო რაოდენობის 91 % აფრიკაზე მოდის.
ნენსი ჰაიგვუდი და მისი კოლეგები აივ-ინფიცირებული დედიდან ჩვილზე ინფექციის გადაცემის პრევენციისა და აღკვეთის სტრატეგიებზე მუშაობენ. მათი სტრატეგია გულისხმობს ბავშვის იმუნური სისტემის “გაწრთვნას” დაბადებიდან პირველივე რამდენიმე საათის განმავლობაში.
“აივ-ინფექცია უტევს და კლავს T-უჯრედებს, თეთრი სისხლის უჯრედებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ სისტემაში, რადგან შესწევს უნარი ამოიცნოს და გაანადგუროს დაავადების გამომწვევი. სხეულის ბუნებრივ დაცვაზე შეტევით ხდება დაავადების პროგრესირება, რაც იწვევს შიდსის განვითარებასა და საბოლოოდ, სიკვდილს,” აღნიშნავს ჰაიგვუდი. სამკურნალო მეთოდების უმეტესობა ფოკუსირებას ახდენს T-უჯრედების დაცვაზე.ლობის გარეშე.

დაწვრილებით


ძილი და მასთან დაკავშირებული სიძნელეები 1-3 წლის ასაკში

ძილი და მასთან დაკავშირებული სიძნელეები 1-3 წლის ასაკშიამ ასაკში პატარებს დღეღამეში 11-13 საათი ძინავთ. დაახლოებით 18 თვის ასაკისათვის პატარების უმრავლესობა დღისით მხოლოდ ერთხელ იძინებს 1,5-3 საათის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთი პატარა დაახლოებით 20-21 თვის ასაკამდე უპირატესობას 2 ხანმოკლე ძილს ანიჭებს. ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში ინდივიდუალური, თუმცა რეგულარულია თითოეული ბავშვისათვის. ძილის დარღვევა მოსალოდნელია ავადმყოფობის, ძილის რუტინის დარღვევის ან სხვა რაიმე სტრესული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად. სასურველია პატარას საწოლი შეუცვალოთ 2 დან 3 წლის შუალედში, თუმცა უმჯობესია თუ დაელოდებით 3 წელს, რადგანაც უფრო ადრე შეცვლილმა საწოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა. Aამ ასაკში პატარები ჯერ კიდევ იღვიძებენ ღამის განმავლობაში რამოდენიმეჯერ. თუკი პატარა ბავშვობიდან შეჩვეულია დამოუკიდებლად ჩაძინებას ისინი მშობლის დახმარების გარეშე ახერხებენ დამოუკიდებლად ძილის “შებრუნებას”, ხოლო ნაწილს ჯერ კიდევ ჭიედება მშობლის დახმარება.

როგორ დავეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?

დაწვრილებით


ძილი წინასასკოლო ასაკში (3-5წელი)

ძილი წინასასკოლო ასაკში (3-5წელი)წინსასკოლო ასაკში პატარას დაახლოებით 9-10 საათი ძინავს დღე-ღამეში (ღამის ძილის+დღის ძილი). ძილის ხანგრძლივობა ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალურია,თუმცა ყველა მათგანს ერთი და იგივე დრო უნდა ეძინოს ყველა დღე. ბავშვების უმრავლესობა 3-5 წლის ასაკიდან აღარ იძინებენ დღისით. Aამ ასაკში ზოგიერთI ბავშვი ჯერ კიდევ რამოდენიმეჯერ იღვიძებს ღამით და ეს ნორმის ვარიანტია, თუმცა ის ბავშბვები, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არიან შეჩვეულები მოზრდილების დახმარების გარეშე იბრუნებენ ძილს.

წინასასკოლო ასაკში საკმაოდ ხშირია ისეთი ძილის დარღვევები, როგორიცაა ღამის შიშები და ღაის კოშმარები. ღამის შიშები და კოშმარები, როგორც წესი ასაკდამოკიდებულია, წარმოადგენს ბავშვის ნეირომოტორული განვითარების ერთ-ერთ ეტაპს და ასაკის მომატებასთან ერთად უკვალოდ ქრება. ძილში სიარული ასევე ამ ასაკში გამოვლინდება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ღამით ხვრინვა ასევე ხშირია ამ ასაკში და ძილის აპნოეს ერთ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს.

როგორ დავეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?

დაწვრილებით


ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემებიმოცემული რეკომენდაციები დაეხმარება თქვენს პატარას გამოიმუშაოს ძილის კარგი ჩვევები:
ძილის განრიგი: პატარა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დააწვინეთ დასაძინებლად როგორც დღის ძილის, ასევე ღამის ძილის დროს. განსხვავება ბავშვის დაძინების დროსა და გაღვიძების დროს შორის არ უნდა იყოს 1 საათზე მეტი სამუშაო და დასვენების დღეებს შორის. ეცადეთ საღამოს პატარამ ადრე (არაუგვიანეს 21.00) დაიძინოს, რათა მოასწროს სრულყოფილად გამოძინება.
დაძინების რუტინა: ყოველ საღამოს დაძინებამდე 20-30 წუთი დაუთმეთ რუტინულ აქტივობებს, რომელიც ერთნაირი იქნება ყოველ საღამოს. ეს შეიძლება იყოს მშვიდი თამაშები, ზღაპრის მოყოლა, წიგნის წაკითხვა. Eს აქტივობები ყოველთვის შეასრულეთ საძინებელში, სადაც იქნება სუსტი განათება.
საძინებელი: ეცადეთ ბავშვის საძინებელი იყოს მოხერხებული და მშვიდი. ღამით დატოვეთ სუსტი ღამის განათება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩააბნელოთ სრულად. ეცადეთ ოთახოს ტემპერატურა არ იყოს 23 გრადუსზე მეტი. Aრასოდეს არ გამოიყენოთ ბავშვის საძინებელი მის დასასჯელად.
მსუბუქი წახემსება: არასოდეს დააწვინოთ პატარა დასაძინებლად მშიერი. ყოველთვის შესთავაზეთMმსუბუქი ვახშამი (მაგალითად რძე და ფუნთუშა). დაძინებამდე 1-2 საათით ადრე მოერიდეთ ნოყიერ ვახშამს.
კოფეინი: მოარიდეთ პატარა კოფეინს დაძინებამდე სულ ცოტა 3-4 საათის განმავლობაში, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუკი კოფეინს საერთოდ ამოიღებთ პატარას რაციონიდან. Kკოფეინს შეიცავს ყავა, სხვადასხვა მატონიზიებელი სასმელი, ცივი ჩაი და შოკოლადი.

დაწვრილებით


დაასახელეს კარიესისაგან დაცვის ძირითადი საშუალებები

დაასახელეს კარიესისაგან დაცვის ძირითადი საშუალებებითანამედროვე მედიცინა ეძიებს უფრო ახალ და ეფექტურ მეთოდებს კარიესის წინააღმდეგ საბრძოლველად. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ უჩვეულოა - ასე მაგ. კარიესის საწინააღმდეგო ვაქცინა, კბილის ემალის გასამაგრებელი ელექტრული აბაზანები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ბაქტერიები ბაქტერიებთან საბრძოლველად, მაგრამ ეს გამოგონებები ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიებში არსებობს, ამიტომაც საჭიროა ყურადღება მიექცეს კბილების დაცვის ძველ, გამოცდილ საშუალებებს.

1. რეგულარულად გაიწმინდეთ კბილები. ბაქტერიები, რომლებიც ბინადრობენ პირის ღრუში, იკვებებიან საკვების ნარჩენებით, რომლებიც რჩება კბილებზე საკვების მიღების შემდეგ. სწორედ ამიტომ საჭიროა კბილების გაწმენდა მინიმუმ ორჯერ დღეში, იდეალურია - ყოველი კვების შემდეგ.

დაწვრილებით


მეცნიერებმა დაასახელეს 10 ყველაზე სახიფათო პროდუქტი

მეცნიერებმა დაასახელეს 10 ყველაზე სახიფათო პროდუქტისახიფათო პროდუქტების რეიტინგის შესაქმნელად მუშაობდნენ უკრაინელი სპეცილისტები ერთდროულად სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებიდან (ეკოჰიგიენისა და ტოქსიკოლოგის ინსტიტუტი, ნაციონალური სამედიცინო აკადემია, უკრაინის კვების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი) და ასევე რამდენიმე კერძო სამედიცინო ცენტრიდან. შედეგი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. პროდუქტებისაგან მოსალოდნელი ხიფათი განისაზღვრებოდა მათ მიერ მძიმე დაავადებების გამოწვევის შესაძლებლობის გათვალისწინებით. რეიტინგის მონაწილე მრავალი პროდუქტი ხშირად ხდება მოწამვლების ან მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარების მიზეზი, თუმცა ჯანმრთელი ადამიანებისათვის ისინი საშიშროებას არ წარმოადგენენ. ექიმების აზრით, მნიშვნელობა აქვს მათ დოზირებას. მცირე რაოდენობით ასეთი საკვების მიღება სავსებით უსაფრთხოა.

დაწვრილებით


მო­ირ­ჩი­ნეთ ჩირ­ქგრო­ვა

მო­ირ­ჩი­ნეთ ჩირ­ქგრო­ვა
თუ თქვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ნორ­მა­ლუ­რად მუ­შა­ობს, ჩირ­ქგრო­ვის მო­სარ­ჩე­ნად ორი კვი­რა დას­ჭირ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი ჩირ­ქგრო­ვის მო­სარ­ჩე­ნად გა­ცი­ლე­ბით მე­ტი დროა სა­ჭი­რო. ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ჩირ­ქგრო­ვე­ბი, რო­მელ­თა მორ­ჩე­ნა ძნე­ლია, დუნ­დუ­ლებ­ზე ჩნდე­ბა.
ჩირ­ქგრო­ვა ჩნდე­ბა თმის ფო­ლი­კუ­ლა­ზე წარ­მოქ­მნი­ლი ბარ­ქტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად. სის­ხლის თეთ­რი უჯ­რე­დე­ბი ამ ად­გი­ლის­კენ მო­ე­მარ­თე­ბი­ან, რა­თა ინ­ფექ­ცი­ას ებ­რძო­ლონ. გროვ­დე­ბა ჩირ­ქი, რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მნე­ბა კა­ნის მკვდა­რი უჯ­რე­დე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან. რო­გორც კი ჩირ­ქგრო­ვა სკდე­ბა და ჩირ­ქი გა­მო­დის, კა­ნი შე­ხორ­ცე­ბას იწ­ყებს.
აი რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ ამ პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბა­ში.
გა­ი­კე­თეთ ინექ­ცია. ,,სტე­რო­ი­დე­ბის ხსნა­რის ინექ­ცია ჩირ­ქგო­ვა­ში ხელს შე­უწ­ყობს მის სწრაფ შე­ხორ­ცე­ბას~, ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი სტე­ფან შლე­ი­ჰე­რი. მკურ­ნა­ლო­ბა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს.
და­ი­დეთ ცხე­ლი კომ­პრე­სი. ,,თუ მარ­თლა გინ­დათ ჩირ­ქგრო­ვა მა­ლე მორ­ჩეს, დღე­ში 4-ჯერ, ოცი-ოც­და­ა­თი წუ­თით და­ი­დეთ ცხე­ლი, სვე­ლი კომ­პრე­სი. სვე­ლი სით­ბო ხელს უწ­ყობს სის­ხლის მო­დე­ნას ჩირ­ქგრო­ვის ად­გი­ლას, რაც აჩ­ქა­რებს მომ­წი­ფე­ბას~, ამ­ბობს ექი­მი შლე­ი­ჰე­რი.

დაწვრილებით


მო­ი­ცი­ლეთ ლა­ზე­რით კა­პი­ლა­რუ­ლი ჰე­მან­გი­ო­მა

მო­ი­ცი­ლეთ ლა­ზე­რით კა­პი­ლა­რუ­ლი ჰე­მან­გი­ო­მა
ახა­ლი ლა­ზე­რი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხის ხა­ლის კა­პი­ლა­რუ­ლი ჰე­მან­გი­ო­მის, მო­სა­ცი­ლებ­ლად. ასე­თი ხა­ლი მო­წი­თა­ლო, ან მუ­ქი წი­თე­ლი ლა­ქაა სა­ხე­ზე, ან კი­სერ­ზე. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია სის­ხლძარ­ღვე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით კა­ნის ზე­და­პირ­თან ახ­ლოს. შე­საძ­ლე­ბე­ლია სი­ნათ­ლის სხი­ვის სიხ­ში­რის და­რე­გუ­ლი­რე­ბა იმ სიხ­ში­რე­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად ეთა­ნა­დე­ბა კონ­კრე­ტულ ხალს. რო­გორც კი სის­ხლძარ­ღვე­ბი იწ­ყე­ბენ სი­ნათ­ლის შთან­თქმას, ისი­ნი ცხელ­დე­ბა და იშ­ლე­ბა. პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ ნა­წი­ბუ­რი პრაქ­ტი­კუ­ლად არ რჩე­ბა.
ლა­ზე­რუ­ლი მოწ­ყო­ბი­ლო­ბის გა­ჩე­ნამ­დე ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ქი­რურ­გი­უ­ლი გზით ამ­გვა­რი ხა­ლე­ბის მო­ცი­ლე­ბა. არ­გო­ნის ლა­ზე­რი პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს ამ მიზ­ნის­თვის, მაგ­რამ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ საკ­მა­ოდ შე­სამ­ჩნე­ვი ნა­წი­ბუ­რი რჩე­ბა. ახა­ლი ლა­ზე­რი (რო­მე­ლიც ხა­ლის ფერ­ზე იწ­ყო­ბა) სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ლა­ქა მო­ი­ცი­ლოთ რამ­დე­ნი­მე დღე­ში. თით­ქმის ყვე­ლა კა­პი­ლა­რუ­ლი ჰე­მან­გი­ო­მის მთლი­ა­ნად მო­ცი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა და მხო­ლოდ ზო­გი­ერ­თის ნა­წი­ლობ­რი­ვად. ეს პრო­ცე­დუ­რა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად კეთ­დე­ბა პა­ცი­ენტს არ სჭირ­დე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­წო­ლა. ზრდას­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არ გა­ნიც­დი­ან ტკი­ვილს. პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ შეგ­რძნე­ბა მზის დამ­წვრო­ბის შემ­დეგ შეგ­რძნე­ბას გავს.

დაწვრილებით