Narkozi.com » დიეტოლოგია

საკვებისმიერი ალერგია უფრო იშვიათია

საკვებისმიერი ალერგია უფრო იშვიათიამშობლები ხშირად უკავშირებენ კანზე გამონაყარს საკვებისმიერ ალერგიას პატარა ბავშვებში, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, ამის მიზეზი შესაძლოა სულ სხვა რამ იყოს.
ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს დაკვირვება 3 წლამდე ასაკის 900 ბავშვზე.
თუმცა, მხოლოდ 5%-ში დადასტურდა საკვები პროდუქტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
ამასთან, მშობლების ერთი მესამედი ფიქრობდა, რომ მათ ბავშვს გააჩნდა ალერგია ამა თუ იმ საკვების მიმართ. ალერგიის გამოვლინებად ისინი თვლიდნენ კანზე გამონაყარს, სურდოს, დიარეას და ა. შ.
საკვები პროდუქტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა წარმოადგენს კვებისმიერ ალერგიას (იმუნური სისტემის არასწორ რეაქციას) და საკვების შეუთვისებლობას, რომელიც არ არის არის დაკავშირებული იმუნურ სისტემასთან.
კვლევამ გამოავლინა, რომ ალერგიული რეაქციები ყველაზე ხშირი იყო ისეთი პროდუქტების მიმართ, როგორიცაა: არაქისი, კვერცხი, ხორბალი და რძე. მიუხედავად ამისა, რძის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ბავშვების 80% ახერხებს ამ პრობლემის დაძლევას სამი წლის ასაკიდან. იგივე შეიძლება ითქვას კვერცხის მიმართ ჰიპერმგრძნობელობაზეც.
მკვლევარები აცხადებენ, რომ მშობლები გადაჭარბებულად აღიქვამენ ამა თუ იმ საკვებ პროდუქტზე მათი შვილის მგრძნობელობას. “ისინი ძალზე ხშირად უკავშირებენ ბავშვის მდგომარეობას იმას, თუ რა საკვები მიიღო მან. ჩვენ დავადგინეთ, რომ სიმპტომები ხშირად არ უკავშირდება საკვებისმიერ ალერგიას”, განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, ტარა დინმა პორტსმუტის უნივერსიტეტიდან, დიდ ბრიტანეთში.

დაწვრილებით


პოპულარული დიეტები ანუ როგორ ჩავდგეთ სწრფად ფორმაში

პოპულარული დიეტები ანუ როგორ ჩავდგეთ სწრფად ფორმაშიდღესდღეობით მეტად პოპულარულია დიეტა”ზონა”. მისი მიმდევრები არიან ბრედ პიტი, სელინ დიონი, ჯენიფერ ენისტონი, კორტნი ლავი და სინდი კროუფორდი.



ამ დიეტის არსი მდგომარეობის ინსულინის კონტროლში, რომელიც გამომუშავდება კუჭქვეშა ჯირკვალში. იგი პასუხიმგებელია სისხლიდან ჭარბი გლუკოზის ტრანპორტირებაზე. ინსულინი ჭარბ შაქარს გარდაქმნის კანქვეშა ცხიმად. ამის თავიდან ასაცილებლად უპირატესობა უნდა მიენიჭოს პროტეინის შემცველ საკვებს და შაქრის შემცველი პროდუქტების რაოდენობა კი შემცირდეს. სწორი კვება გულისხმობს ნივთიერებათა ასეთ განაწილებას: 40% ნახშირწყალი, 40 % ცილა, 30 % უჯერი ცხიმი.

დაწვრილებით


დიეტა პაემანის წინ

დიეტა პაემანის წინზაფხული - ახალი გაცნობების და პაემნების დროა. მაგრამ წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: საღამოს გაქვთ პაემანი თქვენი ოცნების მამაკაცთან, რომელზეc დაუვიწყარი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, თქვენ კი თავს კარგად ვერ გრძნობთ დაღლილობის, ცუდი განწყობის ანდა აღმატებული აღელვების და აფორიაქების გამო.
როგორ გაუმკლავდეთ ასეთ უსიამოვნებებს? ოღონდ პანიკის გარეშე!... საბედნიეროდ არის ნეგატიური ემოციების გადალახვის საშუალება. ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაგვანახეს, რომ გარკვეული სახის კვების პროდუქტებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ თქვენს განწყობაზე, თვითშეგრძნებაზე და გარეშე სამყაროს აღქმაზე.
დედიკო მართალი იყო

ყველა ჩვენგანს დედა გვეუბნებოდა:"თავი რომ იგრძნო ჯანმრთელად და ძალღონით სავსე, მუდამ კარგ განწყობაზე იყო, აუცილებელია ნორმალურად იკვებებოდე: დილით სრულყოფილი საუზმე, დღის განმავლობაში არ აწამო საკუთარი თავი შიმშილით და ოდნავ წახემსებით არ დაკმაყოფილდე". რა თქმა უნდა, ყველას გაგონილი გვაქვს, რომ ზოგიერთი პროდუქტი ხელს უწყობს ორგანიზმში ისეთი შესანიშნავი ჰორმონის წარმოებას, როგორიც სეროტონინია, რომელიც მადაზე და განწყობაზეა პასუხისმგებელი.

დაწვრილებით


ატკინსის დიეტა: მომხრე და წინააღმდეგი

ატკინსის დიეტა: მომხრე და წინააღმდეგიამ დიეტას ჰოლივუდის ბევრი ვარსკლავი იცავს, მათ შორის კეტრინ ზეტა-ჯონსი და ჯენიფერ ენისტონი. ნეტა რა სასწაულმოქმედი საშუალებაა და მოგიხდებათ თუ არა თქვენ? ატკინსის დიეტის არსი შეიცავს ნახშირწყლებზე სრული უარის თქმას და ცილის აქტიურ მოხმარებაზე გადასვლას. დიეტა შედგება ორი ეტაპისგან:

- პირველი ეტაპი გრძელდება 14 დღე, რომლის განმავლობაში თქვენ უნდა შეზღუდოთ ნახშირწყლების მოხმარება დღეში 20 გრ-მდე. ცნობისათვის ერთ ბანანი საშუალოდ შეიცავს 22 გრ ნახშირწყალს. ამ ეტაპზე უნდა გაამრავალფეროვნოთ თქვენი რაციონი ხორცით, თევზით, კვერცხით, ყველით, ახალი ბოსტნეულით, სალათით, კარაქით და ზეთით. ამ პერიოდის განმავლობაში შეინიშნება სწრაფი წონის დაკლება.

- მეორე ეტაპის დროს ნახშირწყლების მოხმარება დღეში 40 გრ-დე ადის. ამ ეტაპის დასაწყისში თქვენ უნდა დაისახოთ მიზნად თუ რა წონას უნდა მიაღწიოთ. და დაიცვათ დიეტა იქამდე, სანამ სასურველ წონას არ მიაღწევთ.

დაწვრილებით


რით ვკვებოთ ტვინი?

რით ვკვებოთ ტვინი?ჩვენს დროში სულ უფრო მეტი ხალხი არის დაკავებული საოფისე სამსახურით, მნიშვნელოვანი გონივრული დატვირთვით, ყოველდღიური სტრესული სიტუაციებით და ფიზიკური აქტიურობის დეფიციტით. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ტვინი იღლება და მოითხოვს დამატებით „კვებას“. მაგრამ დგება აქტუალური კითხვა: რითი ვკვებოთ ტვინი?

რა თქმა უნდა, სრულყოფილი ჯანმრთელობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ტვინის კვება. აუცილებელია ფიზიკური აქტიურობა, ემოციური რელაქსაცია ანუ დასვენება და ძალების აღდგენა. მაგრამ თუ ტვინს აკლდება ფუნქციონირებისთვის საკმარისი ნივთიერებები, ამას ვერაფრით ვერ შეცვლი. ნორმალური გონებრივი ჯანმრთელობისთვის საჭიროა სამივე ელემენტი.

როდესაც ვაწყდებით ყურადღების კონცეტრაციის პრობლემას, რაც ხელს უშლის საქმის კეთებას, პირველი რასაც ვაკეთებთ - გადავწყვიტავთ რამე მასტიმულირებელი სასმელის დალევას. უმრავლესობისთვის ეს ყავაა, მაგრამ შესაძლოა სხვა ვარიანტებიც. ზოგისთვის ეს შეიძლება მაგარი ჩაი იყოს, ზოგიერთისთვის კოკა-კოლა, ასევე არიან ძლიერი კოქტეილების მოყვარულები. ამ სტიმულატორებს შეიძლება მივაკუთნოთ შავი შოკოლადიც. ადამიანების უმეტესობა თვლის ამ საშუალებებს სავსებით უსაფრთხოდ. რადგან მათი უარყოფითი ეფექტი გაცილებით გვიან, წლების შემდეგ იჩენს თავს, საქმის კეთება კი ახლა არის საჭირო. შედეგად ოფისში მომუშავე ადამიანებისთვის ყავა არის ყოველდღიური და აუცილებელი სასმელი.

დაწვრილებით


როგორ ვიკვებოთ დღე-ღამის განმავლობაში?

როგორ ვიკვებოთ დღე-ღამის განმავლობაში?იმაზე, თუ როგორ მოქმედებს თქვენს წონაზე საკვების მიღება განსაზღვრულ დროს.

7-8 სთ. საუზმე აუცილებლად უნდა მიირთვათ, რადგან ეს დღის რაციონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ. მისი გამოტოვება არ შეიძლება! საუზმემ რომ დღის დაწყებისათვის კარგი სტარტი მოგცეთ, უნდა იყოს მდიდარი ცილოვანი პროდუქტებით. მენიუში შეიძლება შეიყვანოთ კვერცხი, ქათამი, იოგურტი, ცოცხალი ხილი, შვრიის ფაფა და მისი მსგავსი პროდუქტები.

10:30 სთ. თუ თქვენ უკვე გრძნობთ შიმშილს ამ დროს, მიირთვით რაიმე, რაც არ შეიცავს ბევრ ნახშირწყალს, მაგალითად პატარა იოგურტი.

13-14 სთ. მიირთვით სადილი, რომელიც უნდა შედგებოდეს კვლავ ცილოვანი პროდუქტისგან -ფრინველის, თევზის და ასევე ნახშირწყლოვანი პროდუქტისგან - რომელიმე სალათისაგან.თქვენს მენიუს შეიძლება დაამატოთ ცოტაოდენი თხილი და ზეითუნის ზეთი.

16:30 სთ. ძალები მოიკრიბეთ ნახშირწყლებით: მოთუშული ან ცოცხალი ბოსტნეულით, ცოცხალი ხილით ან ჩირით.

დაწვრილებით


ჯანსაღი კვების საფუძვლები, რაც ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება

ჯანსაღი კვების საფუძვლები, რაც ხშირ შემთხვევაში გვავიწყდებაროდესაც იწყება საუბარი ჯანსაღ კვებაზე, პირველი ასოციაცია რაც გვიჩნდება -„ძროხების დიეტა“ შემდგარი ბოსტნეულისა და წვენებისგან, ან რაღაც მსგავსი. ბუნებრივია, ბევრ ადამიანს არ უნდა ცხოვრებისეული სიამოვნებების მოკლება და უმრავლესობას ურჩევნია ჭამოს თავის გემოზე და არ იზრუნოს ჯანმრთელობაზე. სინამდვილეში არსებობს რამოდენიმე უბრალო რჩევა, რომელთა გათვალისწინებით შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა- პრაქტიკულად საყვარელ პროდუქტებზე უარის თქმის გარეშე.
რეგულარობა

არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ზოგ ადამიანს არცერთი დიეტა არ შველის, ზოგი კი დიეტის გარეშე კარგ ფორმას ინარჩუნებს. საკმარისია ისწავლოთ დღეში მხოლოდ სამჯერ ჭამოთ, ანუ თუ შეჭამე - შემდეგ ჭამამდე არაფერს არ ეკარები. არავითარი ვაშლი ან იოგურტი, ჭიის გასახარებლად, არც არავითარი ჩაი.

ყოველგვარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტვინს ესაჭიროება მუდმივი კვება - უაზრობაა. ორგანიზმს შეუძლია ღვიძლში გლიკოგენის მარაგის რეგულირება და მისი ზომიერი გაცემა ტვინის სტაბილური მუშაობისთვის. და თუ ჭამის მერე ერთ - ორ საათში წახემსების სურვილი გაგიჩნდათ- ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის, რომ სხეულის სარეგულაციო სისტემები მორყეული გაქვთ.

დაწვრილებით


სწორი კვების 6 სტრატეგია - დიეტა მოხდენილი მუცლისთვის

სწორი კვების 6 სტრატეგია - დიეტა მოხდენილი მუცლისთვისთუ თქვენ ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშობთ და მაინც უკმაყოფილო ხართ საკუთარი მუცლის ფორმით, არ იჩქაროთ ვარჯიშზე უარის თქმა, რადგან შედეგის მიუღწევლობა შესაძლოა არასწორი კვებით იყოს განპირობებული.

გთავაზობთ ექვს სტრატეგიას, რომლის დახმარებით 4 კვირის შემდეგ მუცელი გლუვი გახდება. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ძალიან გემრიელი, ნოყიერი და ამავდროულად დაბალკალორიული კერძები დაგეხმარებათ თეორიის პრაქტიკულად განხორციელებაში.
4 ნაბიჯი წარმატებისკენ:
მიირთვით მეტი უჯრედისი და რთული ნახშირწყალი. ისინი კარგად ანაყრებენ და არ ასუქებენ
დალიეთ არანაკლებ 8 ჭიქა წყალი დღეში, რათა დააჩქაროთ საჭმლის მონელება
ჩაეწერეთ საცეკვაო აერობიკის კურსებზე, ასეთი ვარჯიში ხელს უწყობს ცხიმის დაწვას და ტანწერწეტა ფიგურის ჩამოყალიბებას
მიირთვით ბევრი ხილი, რაც ხელს შეუშლის ტკბილისადმი ლტოლვას და მადას შეასუსტებს

დაწვრილებით


მარგებელი ზაფხული

მარგებელი ზაფხულიზაფხული უამრავი რამის: შვებულებების , დასვენების, ლამაზი დღეების, მოწმენდილი ცისა და მცხუნვარე მზის გამო გვხიბლავს. უგემრიელესი ხილიც თან მოაქვს, მარტო უგემრიელესი კი არა, ახალი და ვიტამინებით მდიდარი, რომ მარაგი შევივსოთ, ორგნიზმი გავანებივროთ და გავძლიერდეთ. ქვემოთ რამდენიმე პროდუქტის მოკლე დახასიათებას გთავაზობთ:

ატამი
თუ ადვილად ცივდებით, მაშინ ბევრი ატამი უნდა მიირთვათ. დამტკიცებულია, რომ ატამი იმუნიტეტს ამაღლებს. ამიტომ მისი ჭამა საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე შეგიძლიათ, თუმცა დიეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ მათ უნდა გააკეთონ, ვისაც კუჭი არ აწუხებს. ხოლო ის, ვინც ზედმეტი წონით იტანჯება, ატამს მაინცდამაინც არ უნდა მიეძალოს.

შავი მოცხარი
С ვიტამინის შემცველობით შავი მოცხარი ასკილის შემდეგ მეორე ადგილზეა. შავ მოცხარში არის В, В1, В2, РР ვიტამინები და კაროტინი. გარდა ამისა, კენკრაში ბევრი შაქარია (13%), მჟავები: ლიმონის, ვასლისა და ღვინის (3% -ზე მეტი). ის მდიდარია მიკროელემენტებითაც.

დაწვრილებით