Narkozi.com

კონტრაცეპტივების მიღების უარყოფითი მხარეები

კონტრაცეპტივების მიღების უარყოფითი მხარეებიარტერიული წნევა
ჰორმონალურ პრეპარატებს შეუძლიათ არტერიული წნევის დროებითი და ხანმოკლე აწევა 3-5% შემთხვევაში და აუარესებენ უკვე არსებული ჰიპერტონიის მიმდინარეობას;

ნაღველკენჭოვანი დაავადება
კონტრაცეპტივები არ იწვევენ ნაღვლის კენჭების დაგროვებას, მაგრამ აუარესებენ უკვე არსებული ნაღველკენჭოვანი დაავადების მიმდინარეობას, ნაღვლოვანი კოლიკის გახშირების გზით;

მენსტრუალური ციკლის დარღვევა
კონტრაცეპტივების მიღების დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მენსტრუალური სისხლდენა შეიძლება მეტად ან ნაკლებად იყოს გამოხატული, ან საეერთოდ არ აღინიშნოს. ეს მოვლენები 2-3 თვის შემდეგ ალაგდება;

დაწვრილებით


როგორ მოვუაროთ ტუჩებს

როგორ მოვუაროთ ტუჩებსჩემმა სტატიამ, ჰერპესთან ბრძოლის და მკურნალობის მეთოდების შესახებ, როგორც ჩაინს მკითხველის ინტერესი გამოიწვია და მორიგი თემა უკვე ერთერთმა უზერმა "შემიკვეთა", ამიტომ ვასრულებ მის თხოვნას და ვეცდები მოგაწოდოთ რჩევები, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვუაროთ ტუჩებს საიმისოდ რომ მათი სიმშრალე, ნახეთქები და გაუხეშება თავიდან ავიცილოთ. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, ის რომ კანი ტუჩებზე, გაცილებით ნაზი და სათუთია ვიდრე სხეულსი სხვა ნაწილებზე, აქედან გამომდინარე იგი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ტუჩებზე ნახეთქების, სიმშრალის მიზეზი კი სხვადასხვა შეიძლება იყოს, ქარიანი ან ცივი ამინდი, ავიტამინოზი, ცუდი ხარისხის პომადა, მწარე ან ცხარე საკვები და ა.შ თუმცა პრევენცია და მკურნალობა საწყის ეტაპზევე აუცილებელია.

დაწვრილებით


იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს გულის მექანიკური ტუმბო

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს გულის მექანიკური ტუმბოტოხოკუს უნივერსიტეტში შეიმუშავეს გულის მექანიკური უსადენო დგუში, რაც სრულყოფილი ხელოვნური გულის შექმნისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.


ოფიციალური მოხსენებების მიხედვით, იაპონელი მეცნიერების ქმნილება მცირე ბატარეის ზომისაა. მას შეუძლია გადაქაჩოს წუთში 5 ლიტრამდე სისხლი, რისთვისაც იყენებს ცილინდრულ მაგნიტს. პარამეტრებით ის ემსგავსება ნამდვილი გულის შეკუმშვების რიტმს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შესაძლებელია ტუმბოთი მანიპულირება. კერძოდ, მაგნიტური ველის შესაქმნელად გამოიყენება დამოუკიდებელი მოწყობილობა, რომელიც სხეულს არ ეხება. დღემდე არსებული დგუშებისათვის განკუთვნილი ტრადიციული მექანიკური სისტემები ძალიან დიდი ზომის იყო, რაც მათ იმპლანტაციისათვის გამოუსადეგარს ხდიდა. ასევე საჭირო იყო მათი მიერთება კვების წყაროსთან სპეციალური სადენით, რომელმაც უნდა გაიაროს ადამიანის კანში.

დაწვრილებით


5 მნიშვნელოვანი წესი გახდომის მსურველთათვის

5 მნიშვნელოვანი წესი გახდომის მსურველთათვისწონაში დაკლების პრობლემა მრავალ ქალს აწუხებს, ამიტომაც ეს თემა ქალების ნებისმიერ კოლექტივში ერთ-ერთი პრიორიტეტულია. შევეცდებით, ერთად მოვუყაროთ თავი ყველაზე მნიშვნელოვან წესებს, რაც ნებისმიერ დიეტას უფრო ეფექტურს გახდის.


არსებობს რამდენიმე მარტივი ხრიკი, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ ნებისმიერი დიეტის შედეგიანობა. ყველა ისინი მიმართულია ისეთი ძირითადი სირთულეების ნეიტრალიზაციისაკენ, როგორიცაა გაცხოველებული შიმშილის გრძნობა, ნევროტულობა, აკრძალვების დარღვევის ან დიეტის შეწყვეტის სურვილი.


რატომ არ მუშაობს დიეტები? იმიტომ, რომ ხშირად ჩვენ ვისახავთ ფაქტიურად შეუსრულებად მიზანს - დავიკლოთ წონაში ნებისმიერ ფასად. ამ მიზნით უარს ვამბობთ ნებისმიერ ნუგბარზე და თავს ვაყენებთ ზედმეტად მკაცრ ჩარჩოებში. ორგანიზმი კი საკმაოდ ჭკვიანია და რთული. ნებისმიერი დიეტის დროს ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ვინაიდან ”შიმშილობაა” და ორგანიზმი ცდილობს, არ დაკარგოს ცხიმის მარაგი, შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად არც ისე სწრაფად ვკარგავთ წონას, როგორც მოველით.

დაწვრილებით


საზამთროს დიეტა

საზამთროს დიეტასაზამთრო კარგი საშუალებაა ჰიპერტონიის, ნეფრიტის, პოდაგრის (ნიკრისის ქარი), ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების და სიმსუქნის დროს: რეკომენდებულია დღეში 300–400 გრამი საზამთროს რბილობის მიღება.

1. დიეტის აღწერა. შინაარსით საზამთროს დიეტა მარტივია – უნდა მიირთვათ მხოლოდ საზამთრო. დღიური ნორმა განისაზღვრება 1 კილოგრამით სხეულის წონის 10 კილოგრამზე. თუკი თქვენ 100 კილოგრამი ხართ, შეგიძლიათ მიირთვათ დღეში 10 კილოგრამი საზამთროს გული, თუკი 80 კოლოგრამი ბრძანდებით 8 კილოგრამი. ეს საკვები თანაბრად უნდა მიიღოთ 6 კვებაზე. თუკი ძალიან გაგიჭირდათ– დაამატეთ 1–2 ნაჭერი შავი პური.
დიეტა უნდა დაიცვათ 3–5 დღეს. თუკი შავ პურს ჩართავთ რაციონში 7–10 დღე.


საზამთროს დიეტამ შეიძლება ორგანიზმში მთელი რიგი ცვლილებები გამოიწვიოს. ცვლილებების შემჩნევისას სასწრაფოდ შეწყვიტეთ დიეტა. როგორც წესი, ამგვარი ცვლილებები პირველ სამ დღეში გამოვლინდება, მაგრამ სიფრთხილე მერეცაა საჭირო.

დაწვრილებით


დიეტა

დიეტამენიუ დღეგრძელობისთვის
დიეტის დაცვა დღეს მოდაშია. ლამის ნახევარი მსოფლიო ცდილობს, ამა თუ იმ წესით შედგენილი მენიუთი მიაღწიოს საწადელს – წონა დაიკლოს. არიან ისეთებიც, ვისთვისაც დიეტა ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირდება და სულაც არ ემსახურება ზედმეტი კილოგრამების დაფერთხვის დიად მისიას. გარდა ამისა, უამრავია სამკურნალო დიეტა, რომელთა მიზანიც რომელიმე პათოლოგიის შემსუბუქება გახლავთ.

და მაინც, რა დანიშნულებაც არ უნდა ჰქონდეს დიეტას, იგი ყოველთვის მოდური იქნება. ბევრი სავსებით ჩვეულებრივი მენიუ “სასწაულმოქმედის” სახელით ისარგებლებს, ხოლო ზოგიერთი მეტად სასარგებლო გაკიცხვას დაიმსახურებს.
ერთი სიტყვით, დიეტებსა და კვების რეჟიმზე საზოგადოებას არაერთგვაროვანი წარმოდგენა აქვს, თუმცა მათი მნიშვნელობა უდავოა. ასე რომ არ იყოს, დიეტის სპეციალისტები (სპეციალისტებს ვგულისხმობთ და არა დილეტანტებს) ესოდენ მრავლად არ იარსებებდნენ.
მაინც რომელი დიეტაა სჯობს? რა შეიძლება მოჰყვეს გამუდმებულ შიმშილსა და წონის რადიკალურ დაკლებას? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, პროფესორი ელენე გიორგაძე.

დაწვრილებით


ნუ დამალავთ ასაკს

ნუ დამალავთ ასაკსდამეთანხმებით, ასაკს უწინარეს ყოვლისა სულიერი მდგომარეობა განსაზღვრავს, თუმცა ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად სწორი კვება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ექვსდღიანი დიეტა, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ, ბავშვობას ვერ დაგიბრუნებთ, მაგრამ თუ ზედმიწევნით დაიცავთ, რამდენიმე წლით გაახალგაზრდავდებით. არც ირგვლივ მყოფებს დარჩებათ შეუმჩნეველი თქვენი გაბრწყინებული თვალები და გადატკეცილი, სიჯანსაღითა და ახალგაზრდული სიხალასით მბრწყინავი კანი.

პირველი დღე
საუზმე – შვრიის ფაფა, ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი, 50 გრამი ნიგოზი
სადილი – ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული კვერცხი, 100 გრამი ხაჭო
ვახშამი – ზეითუნის ზეთით შეზავებული მოხარშული ჭარხლის სალათი, 100 გრამი მაწონი ან კეფირი

მეორე დღე
საუზმე – შვრიის ფაფა, თაფლით შეზავებული გახეხილი ვაშლი, 50 გრამი ნიგოზი
სადილი – მოხარშული ქათმის ხორცი (300 გრამი), ხახვითა და ნივრით შეზავებული მოშუშული ბოსტნეულის სალათი
ვახშამი – ყველის ასორტი, ვაშლის კომპოტი

დაწვრილებით


მოდური დიეტა

მოდური დიეტაეს ჭირვეული ქალბატონი მხოლოდ სილამაზის სტანდარტებს კი არ გვიწესებს, მათი მიღწევის გზებსაც თვითონვე არჩევს. გახდომის მანია დროდადრო ეპიდემიასავით მოედება ხოლმე საზოგადოებას. ჩვენც გადავწყვიტეთ, პოპულარული დიეტები შეგვეფასებინა, ოღონდ – ჯანმრთელობასა და საღ აზრთან დამოკიდებულების თვალსაზრისით.

პირველი–მეორე
ეს მშვენიერი მეთოდი მისი შემქმნელის ჰერბერტ შელტონის სამშობლოში უკვე დიდი ხანია დაივიწყეს, ჩვენში კი დანაწევრებული კვება ჭარბ წონასთან ბრძოლისა და ფორმის შენარჩუნების ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდად რჩება. ნებადართულია ყველაფერი, ოღონდ სხვადასხვა დროს და ცალ–ცალკე: კარტოფილი კატლეტის გარეშე, პური უკარაქოდ. თუ ორი რამის ერთად დაგემოვნება მოინდომეთ, მოგიწევთ გაარკვიოთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ერთმანეთთან. მერე რა, თუ თეორია უკვე ას წელს ითვლის, მეცნიერებმა კი მისი ფაქტობრივი დასაბუთება ვერ მოიპოვეს! ისე კი, თუ ჩვეული სადილის ნაცვლად მხოლოდ და მხოლოდ ბოსტნეულის სუპს დასჯერდებით, მეორეს ვახშმად შეექცევით, გარნირს კი სულაც მეორე დილისთვის შემოინახავთ, ჭარბ (და არა მარტო ჭარბ) წონას პოზიციების დათმობა ნამდვილად მოუწევს.
ღირსებები: დანაწევრებული კვების მიმდევრებს ჭარბი წონა მართლაც არ აწუხებთ, თანაც თუ რაციონი ჭკვიანურად არის შედგენილი, არც სასარგებლო ნივთიერებების დანაკლისს განიცდიან. ისე, თუ პროდუქტების ურთიერთდამოკიდებულების გაზვიადებულ და გამოგონილ სირთულეებს გამოვრიცხავთ და არც რძისა და პარკოსნების უმიზეზო ათვალწუნებას მივაქცევთ ყურადღებას, შეიძლება დანაწევრებული კვება სრულფასოვან დაბალკალორიულ დიეტამდე დავიყვანოთ, ამ უკანასკნელს კი მეცნიერები ურჩევენ ყველას, ვისაც მინიმუმ 150 წელი სიცოცხლე სურს.
ნაკლოვანებები: ქრონიკულად და გამუდმებით გშიათ, უცნაური, თითიდან გამოწოვილი წესების დაცვა გიწევთ, ორგანიზმი შერეულ საკვებთან გამკლავების უნარს კარგავს და დიეტიდან ნებისმიერ გადახრაზე მტკივნეულად რეაგირებს.

დაწვრილებით


დიეტა ნაოჭების წინააღმდეგ

დიეტა ნაოჭების წინააღმდეგსახის კანი ერთგვარი სარკეა იმისა, რამდენად მშვიდ ან მღელვარე ცხოვრებას ეწევი, რამდენად სუფთა ჰაერით სუნთქავ და რაც მთავარია, რამდენად ჯანსაღად იკვებები.
უფლებას ვიტოვებთ, მხოლოდ უკანასკნელი პუნქტის გამოსწორებაში დაგეხმაროთ.
ექიმები (უმთავრესად – დერმატოლოგები და დიეტოლოგები) მიიჩნევენ, რომ ნაოჭების პირველი მტერი ის საკვებია, რომლებიც ანტიოქსიდანტებით (C, E და A ვიტამინებით, სელენითა და ომეგა-3-ით) არის მდიდარი. ამჯერად თქვენ და თქვენს მშვენიერ კანს სწორედ სამდღიან ანტიოქსიდანტურ დიეტას გთავაზობთ.
გაითვალისწინეთ: დიეტა ბრიტანულია და, შესაბამისად, ბრიტანელების გასტრონომიულ მოთხოვნილებათა მიხედვით არის შედგენილი: ჯერ – საუზმე, შემდეგ – ლანჩი, ნაშუადღევს – წახემსება და ბოლოს (დაახლოებით 7 საათისთვის) – სადილი.

პირველი დღე
საუზმე
იოგურტი ნუშითა და კენკრით: ერთ ჭიქა (დაახლოებით 120 გ) იოგურტს შეურიეთ იმავე მოცულობის კენკრა, დაამატეთ 1-2 სადილის კოვზი გატარებული ნუში ან ნიგოზი და ბოლოს – 2 სადილის კოვზი ხორბლის ღივი (თუ, რა თქმა უნდა, გაქვთ).
ენერგეტიკული ღირებულება – 360 კალორია.

დაწვრილებით