Narkozi.com » ფიტნესი

შეუმჩნეველი ვარჯიში

შეუმჩნეველი ვარჯიშიმალე გაზაფხული დადგება, ხოლო საკუთარი თავის ფორმაში მოყვანა ამ დროისათვის ყველას სურს, მაგრამ დრო ამისათვის ყველას არ ყოფნის. სამსახურის შემდეგ კი დასვენება გვინდა, სახლშიც უამრავი საქმეა, რა უნდა ვქნათ?
საერთოდ კი დროის უქონლობა მხოლოდ თავის მართლებაა. სურვილის შემთხვევაში შეიძლება გამოსვლა ამ სიტუაციიდან. არსებობს ფიზიკური ვარჯიშები, რომელთა შესრულება შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროსაც კი. მაგალითად აი ასეთების:
ვარჯიში ბარძაყების შიდა ადგილებისათვის. საწყისი მდგომარეობა - მჯდომარე ან მდგომარე. დაძაბეთ კუნთები და ეცადეთ მთელი ძალით მიაწვეთ ერთი ფეხით მეორეს, თითქოს რაიმეს კუჭავთ. ვარჯიში უნდა გააკეთოთ მორიგეობით ორივე ფეხისათვის, თითქოს ერთი ფეხით მეორე ფეხის გაწევა გსურთ.
ვარჯიში წვივებისათვის. საწყისი მდგომარეობა - მჯდომარე, ფეხები ერთად. ჯერ ასწიეთ ფეხის წვერები, ქუსლები არ მოწყვიტოთ იატაკს, შემდეგ ქუსლები, ისე რომ არ ასწიოთ წვერები. მოძრაობის ამპლიტუდა მაქსიმალური უნდა იყოს. შემდეგ ოდნავ ასწიეთ ფეხები და გააკეთეთ წრიული მოძრაობები ტერფებით. ეს ვარჯიში კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ვენების ვარიკოზული გაგანიერების დაავადებისათვის.

დაწვრილებით


6 ვარჯიში ლამაზი მკერდისთვის

6 ვარჯიში ლამაზი მკერდისთვისაიდუმლო არავისთვისაა, რომ ქალის მკერდი ყოველთვის მამაკაცის ყურადღების ობიექტია. მაშინაც კი, თუ ის თქვენი სიარულის რიტმთან შეთანხმებული თეძოების მიხვრა-მოხვრითაა მოჯადოებული, თანდათან თვალი მაინც ზევით-ზევით გაექცევა და ბოლოს მზერა მაცდუნებელ სამკაულზე შეჩერდება.

მაღალი, მკვრივი მკერდი უდავოდ სამკაულია, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ფორმის შენარჩუნება კი არც ისე ადვილია. კუნთის გასამაგრებლად ვარჯიშის დროულად დაწყებაა აუცილებელი. რეკლამებში ნაქები მალამოები და ჟელეები ამ შემთხვევაში ვერ დაგეხმარებათ. ჩვენ გთავაზობთ საგანგებოდ შემუშავებული ვარჯიშების კომპლექსს, რომელსაც მკერდის წამოწევაც შეუძლია და ფორმის კორექციაც.

ეს 6 ვარჯიში კვირაში 3 მეცადინეობისთვისაა გათვალისწინებული. თითოეული ვარჯიში 2-ჯერ ტარდება. გჭირდებათ ტანვარჯიშის ხალიჩა და 2-3 კგ. წონის განტელი (ან ამავე წონის წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი).

ვარჯიში 1
საწყისი მდგომარეობა: დაწექით გულაღმა. ხელებში ჰანტელები გიჭირავთ.

დაწვრილებით