Narkozi.com » პირველადი დახმარება

პირველი დახმარება გულის შეტევის დროს

პირველი დახმარება გულის შეტევის დროსგულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სტატისტიკას იმედისმომცემს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. გახშირდა გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია. ამასთანავე, საგრძნობლად შემცირდა ავადმყოფების ასაკი. რეანიმაციულ განყოფილებებში უფრო და უფრო ხშირად ხვდებიან ახალგაზრდა პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზით. გახშირდა კარდიოლოგიური დაავადებების უსიმპტომო ან მცირესიმპტომური მიმდინარეობაც - ავადმყოფები ექიმს მაშინღა მიმართავენ, როდესაც უკვე გართულებათა მთელი თაიგულია ჩამოყალიბებული, ზოგიერთი კი საავადმყოფოში პირდაპირ სასწრაფო დახმარების მანქანით მიჰყავთ. როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს თვალწინ ადამიანი ცუდად გახდა? ამ კითხვით შპს კარდიოლოგიური კლინიკის კარდიოლოგს ნინო აბაშიძეს მივმართეთ.

- როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს თვალწინ ვინმეს გული წაუვიდა?
- თავდაპირველად ავხსნათ, რა არის გულის წასვლა. გულის წასვლა ანუ სინკოპე არის გონების ხანმოკლე დაკარგვა, რომელიც უმთავრესად თავის ტვინში სისხლის არასაკმარისი მიდენით არის განპირობებული. როდესაც თავის ტვინს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები აკლდება, ადამიანს ეწყება თავბრუხვევა, მთქნარება, ყურებში შუილი ჩაესმის, ფითრდება, კიდურები უცივდება, გონება ებინდება, ზოგჯერ გული მისდის. არტერიული წნევა ამ დროს დაბალია, სუნთქვა - ზერელე. სინკოპე რამდენიმე ათეული წამიდან 4-5 წუთამდე გრძელდება. გონს მოსულ ადამიანს ცნობიერება სწრაფად და სავსებით აღუდგება.
არსებობს ორთოსტატიკური გულის წასვლაც, რომელიც მწოლიარე ადამიანის მკვეთრი წამოდგომისას ვითარდება. ამ დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ ასწრებს თავის ტვინის სრულფასოვან მომარაგებაზე გადართვას.

დაწვრილებით