|
სპორტული ვარჯიში დიაბეტის დროს
 უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების ნაკლებმოძრავ წესს მისდევენ, დიაბეტით დაავადების სამჯერ მეტი შანსი აქვთ, სპორტით დაკავებულ ადამიანებთან შედარებით. მაშინაც კი, როდესაც დიაბეტით ხართ დაავადებული, ფიზიკური ვარჯიშები დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი დაავადება. ვარჯიში საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ თქვენი ნორმალური წონა და დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები, ნორმაში მოგიყვანთ ინსულინის დონეს, გააუმჯობესებს გლუკოზის გადატანას, შეამცირებს გულის დაავადებების რისკს. თუ იღებთ ინსულინს ან სხვა, დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ფიზიკური ვარჯიშები დაგეხმარებათ შეამციროთ მათი დოზები. ასევე გაგიუმჯობესდებათ ფსიქიკური მდგომარეობა. სწორედ ამიტომ რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები მნიშვნელოვანი მომენტია დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლისას. სანამ სერიოზულად გაზრდით ფიზიკურ დატვირთვას, გაიარეთ სამედიცინო გამოკვლევა, რათა თავიდან აიცილოთ სისხლძარღვებთან, ან ნერვებთან, დაკავშირებული პრობლემები.
დაწვრილებით
პატარა ჭრილობების და ნაკაწრების სწრაფი განკურნების მეთოდები
 აქ მოყვანილი მეთოდები საშუალებას მოგცემთ შეამციროთ ანთებითი პროცესი, მოიცილოთ ორგანიზმისთვის მავნე ბაქტერიები და დააჩქაროთ მკურნალობის პროცესი. პატარა ჭრილობები გამღიზიანებლებისგან უნდა დაიცვათ. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ჭრილობა აბსოლუტურად სუფთაა, შემდეგ წაისვით ფრჩხილების ჰიგიენური ლაქი, ეს დაიცავს ჭრილობას სხვადასხვა გამღიზიანებლისგან (საპონი, ბაქტერიები). დააჩქარეთ შეხორცების პროცესი ანტიბიოტიკების შემცველი მალამოებით. ეს მალამოები ოთხი დღით შეამცირებენ დროს, რომელიც საჭიროა პატარა ჭრილობის ან ნატკენის შესახორცებლად. სამწუხაროდ, დღემდე ბევრი ხმარობს ანტისეპტიკების შემცველ პრეპარატებს იოდს და პეროქსიდს (წყალბადის ზეჟანგი). ანტისეპტიკების გამოყენება არაფრის გაკეთებას სჯობია. ანტიბიოტიკების შემცველი ორი მალამო შეადარეს ტრადიციულ ანტისეპტიკურ პრეპარატებს იოდინოლს და წყალბადის ზეჟანგს. მეცნიერების ინტერესებიდან გამომდინარე, ორმოცდაშვიდ მოხალისეს გაუკეთეს ექვსი პატარა ჭრილობა (სამ-სამი ყოველ ხელზე) და დააინფიცირეს სტაფილოკოკის სუსტი შტამით. კონტროლისთვის ექვსიდან ერთ ჭრილობას არ უმკურნალეს.
დაწვრილებით
დაბლოკეთ დამწვრობა მანამ, სანამ უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს
 იმაზე, თუ რას გააკეთებთ დამწვრობის პირველ წუთებში, კანის შეხორცების სისწრაფეზეა დამოკიდებული. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი უჯრედები ტკივილს განიცდიან ცეცხლის ან სიცხოვლის მოშორების შემდეგაც. რაც უფრო მალე შეამცირებთ დაზიანებული ქსოვილების ტემპერატურას, მით მალე შეჩერდება ნგრევის პროცესი და უფრო მალე გამოჯანმრთელდებით. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, გააცივეთ დამწვრობა, ეს ექიმის გამოძახებამდე უნდა გააკეთოთ. რით უნდა უშველოთ საკუთარ თავს. დამწვარი არე (თუ დამწვრობა მსუბუქია) ცივ წყალში მოათავსეთ. გააჩერეთ წყალში დაახლოებით 2 საათი ან მანამ, სანამ ტკივილი არ გაგივლით. ცივი წყალი დადებითად მოქმედებს მხოლოდ ზედაპირული დამწვრობების დროს, როდესაც კანის მცირე უბანი მსუბუქად არის დაზიანებული.
დაწვრილებით
მკურნალობა დაჭიმულობის დროს
 ,,თუ გინდათ, რომ კუნთის დაჭიმულობამ ან იოგის დეფორმაციამ აღარ შეგაწუხოთ და მალე შეხორცდეს, სწორად უნდა უმკურნალოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრავმები ერთმანეთისგან განსხვავდება, ძირითადი მკურნალობა ერთნაირია~, ამბობს სან-დიეგოს სპორტული მედიცინის ცენტრის მთავარი თერაპევტი, მედიცინის დოქტორი, რიჩარდ პარკერი. იოგის დეფორმაციას სახსრის დატვირთვის შემთხვევაში მიიღებთ (სირბილის, ხტუნვის, ტრიალის დროს). დაჭიმულობის მიღებაც ადვილია. ეს ხდება კუნთზე დიდი დატვირთვის ან გაწელვის შემთხვევაში. ასეთი ტრავმა ჩვეულებრივია მათთვის, ვინც სწრაფად გარბენას ცდილობს კუნთების წინასწარი გახურების გარეშე. მსუბუქი დაზიანების განკურნება დამოუკიდებლად შეგიძლიათ დასვენების, ყინულის, კომპრესის და კიდურის აწეულ მდგომარეობაში მოთავსების ეტაპების გამოყენებით (ამ ეტაპებს მოგვიანებით აღვწერთ). ექიმი ოარკერი ფიქრობს, რომ ნებისმიერი მსუბუქი დაზიანება შეიძლება განიკურნოს ერთ-ორ დღეში. უფრო სერიოზული დაზიანების განკურნებას თვე-თვენახევარი დასჭირდება, მაგრამ, თუ სიარული გიჭირთ, მიმართეთ ექიმს. ,,რენტგენის გარდა ვერაფერი დაადგენს სახსარი დაჭიმულია თუ დაზიანებული, ფიქრობს ექიმი პარკერი. ის ფაქტი, რომ სიარული შეგიძლიათ, არ გამორიცხავს დაზიანების შესაძლებლობას".
დაწვრილებით
როგორ ვუმკურნალოთ ემფიზემას
 ფილტვის ემფიზემა ფილტვის დაავადებების ჯგუფია, რომლის საერთო ნიშანია ფილტვში ჰაერის შემცველობის მომატება, ფილტვის ალვეოლების გაწელვა და გასკდომა. სამწუხაროდ, ემფიზემის სწრაფი განკურნების საშუალება არ არსებობს. ემფიზემას დამახასიათებელი ნიშანია ფილტვის მიერ ელასტიკურობის დაკარგვა. ამ თვისების გარეშე ჩასუნთქვისას იშლება მცირე სასუნთქი გზები, ამიტომ ამოსუნთქვა ძნელდება. სუნთქვა ძალიან ძნელი ხდება, ასევე ძნელდება მცირე დატვირთვები, მაგალითად ოთახში სიარული. სწრაფი განკურნება შეუძლებელია კიდევ იმიტომ, რომ დაავადება ძალიან ნელა ვითარდება და თითქმის ყოველთვის ორმოცდაათ წელს გადაცილებულ ადამიანებს ემართებათ. ის შეიძლება მემკვიდრეობით გადავიდეს. ექიმი ხოლსკლოს აზრით, ზოგიერთი ადამიანი არასრულფასოვანი ცილებით იბადება, რაც ამსუბუქებს დესტრუქციული (ქსოვილის დამშლელი) ფერმენტების (ბიოლოგიური კატალიზატორების) მუშაობას. ემფიზემა ჩვეულებრივ ემართებათ დიდი ,,სტაჟის~ მქონე მწეველებს, ვინც დიდხანს განიცდიდა მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას სამრეწველო გაზები, ნახშირის მტვერი და სხვ.
დაწვრილებით
როგორ მოვიცილოთ გრიპი
 გრიპი საკმაოდ უწყინრად იწყება. უცებ სადღაც აგტკივდებათ, ყელში მოგიღიტინებთ, შეიძლება თავი აგტკივდეთ. შემდეგ შეგამცივნებთ და ხველას დაიწყებთ. ამ დროისთვის ტკივილს უკვე რამდენიმე ადგილას იგრძნობთ. ეს ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა. ამერიკაში რეგისტრირებულია გრიპის დაახლოებით 103 მილიონი შემთხვევა წლის განმვალობაში. ყოველ წელს საჭირო ხდება 72 ათასი გრიპით დაავადებულის ჰოსპიტალიზაცია, რომლებსაც აქვთ გართულება ფილტვების ანთების სახით, თავის მხრივ, ფილტვების ანთება სიკვდილიანობის მიზეზებს შორის აშშ-ში მეექვსე ადგილზეა. ამ ორ დაავადებას ყოველწლიურად 69 ათასი ადამიანი ეწირება. მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები. ,,გრიპის მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა თავიდან აიცილოთ გრიპი ვაქცინაციის დახმარებით, ეს ცოტა დროს წაგართმევთ, ამბობს ექიმი ჰოლსკლო. მე გირჩევთ, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყოველწლიურად გაიკეთოთ, განსაკუთრებით, თუ ორმოცს გადააბიჯეთ, გაქვთ ასთმა, ბრონქიტი, გულის დაავადებები, მუკოვისცედოზი (მუკოვისცედოზი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კუჭქვეშა ჯირკვლის, ნაწლავების ჯირკვლების და სასუნთქი გზების კისტოზური გადაგვარება. ვლინდება ქრონიკული პნევმონიის და საჭმლის მონელების დარღვევის სახით), ან ფილტვებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დაავადება~. რადგან გრიპის დრო დეკემბრიდან იწყება და თებერვლის ჩათვლით გრძელდება, ის ვაქცინის შეყვანას ოქტომბერ-ნოემბერში გირჩევთ. ,,ჩვეულებრივ, სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში გაკეთებული აცრები უფრო ეფექტურია, ვიდრე უფრო ადრე, ან გვიან გაკეთებული~.
დაწვრილებით
როგორ შევამსუბუქოთ ციებ-ცხელება ნახევარ საათში
 ციება უსიამოვნოა, მაგრამ სახიფათო არ არის. უფრო მეტიც ციებ-ცხელება კარგია. მაღალი სიცხე ინფექციისგან, დაზიანებისგან, ან ანთებისგან ორგანიზმის დაცვის მექანიზმია, მაგრამ ციების შესამცირებელი ნაბიჯების გადადგმისას, თქვენ გამოჯანმრთელების პროცესს ხელს არ უშლით. ციებ-ცხელებიგან თავის დაღწევა სულ ადვილად შეგიძლიათ ნახევარი საათის განმავლობაში. თუ ტემპერატურა 380ჩ-ზე მეტია, როგორ უნდა მოიქცეთ? მიიღეთ აბაზანა. ამ პროცედურის მიზანია მცირე გაგრილება. გრილი აბაზანა და ღრუბლით დაბანა ავიწროებს სისხლძარღვებს (თქვენ კანკალს იწყებთ) და სხეულის ტემპერატურაზე მოქმედებს. რა თქმა უნდა, თუ ,,იწვით~, ცივი აბაზანა სიამოვნებას არ მოგანიჭებთ. ,,ცივი ან თბილი (დაახლოებით 300ჩ) აბაზანა ნამდვილი ტანჯვაა მათთვის, ვისი სხეულის ტემპერატურა ნორმას 8-100ჩ-ით აღემატება~, ამბობს მედიცინის დოქტორები თომას როზენტრალი და დევიდ სილვესტეინი. მიიღეთ ასპირინი, აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ან იბუპროფენი ოთხ საათში ერთხელ. მიიღეთ ეს წამლები მკაცრად ოთხ საათში ერთხელ. ეს პრეპარატები ამცირებს ციებას. მიუხედავად იმისა, რომ აცეტამინოფენი დანარჩენ ორზე ნაკლებ ეფექტურია, ის საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისი კუჭი ასპირინს და იბუპროფენს ვერ ეგუება.
დაწვრილებით
ომი გამოუცხადეთ გაცივებას!
 თქვენ ფიქრობთ, რომ ქათმის ბულიონის ყლაპვა ძნელია, როდესაც ცხვირი გაჭედილია და ყელიც გტკივათ? კიდევ კარგი, რომ ძველ საბერძნეთში არ ცხოვრობთ, სადაც ყველა დაავადებას წურბელების საშუალებით კურნავდნენ, ძველ რომში კი მკურნალობის ყველაზე პოპულარული მეთოდი იყო აკოცე თაგუნიას ,,ტუჩებში~. კაცობრიობის ისტორიაში მკურნალობის მეთოდები მრავლად იყო. ასევე მრავლადაა გაცივებით გამოწვეული დაავადებებიც. დღესდღეობით ამერიკელები მილიონ დოლარამდე ხარჯავენ გაცივების და ხველის საწინააღმდეგო წამლებზე. ,,სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: არ არსებობს ჩვეულებრივი გაცივების საწინაღმდეგო სწრაფად მოქმედი წამალი~, ფიქრობს ჩრდილოეთ ოჰაიოს უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის და ბიოლოგიური მეცნიერებების კათედრის გამგე, ფილოსოფიის დოქტორი თომას გოსელი. ანდაზა გვეუბნება, თუ სურდოს უმკურნალებთ, შვიდ დღეში გამოჯანმრთელდებით, ხოლო თუ არ უმკურნალებთ, ერთ კვირაში. არ აქვს მნიშვნელობა, რა საშუალებებს მიმართავთ, დაავადება საკუთარი კანონებით ვითარდება გაცივება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება. ბევრი დრო არ დაგჭირდებათ, დასაწყისშივე დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად.
დაწვრილებით
გაავარჯიშეთ არტერიები
აერობიკა ყველასთვის სასარგებლოა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არაჯანსაღი არტერიებისთვის. 3000 ადამიანის გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას, ვინც ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვას განიცდის, ინსულტისგან სიკვდილის მეტი შანსი აქვს, ვიდრე მწეველს. რატომ? რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას და ეწინააღმდეგება მის მომატებას. ვარჯიში ამაგრებს გულს ისე, რომ იგი ნაკლებ დარტყმას აკეთებს იგივე სამუშაოს შესრულებისას, ეს კი ანელებს ათეროსკლეროზის განვითარებას. ვარჯიში ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას. ,,თრომბები შეიძლება გაიწოვოს კიდეც, თუ ადამიანი ფიზიკურად კარგად არის განვითარებული", ფიქრობს მედიცინის დოქტორი ედვარდ ეიჩნერი.
დაწვრილებით
|