Narkozi.Com - Medicine Portal
<description>Narkozi.Com - Medicine Portal</description>
მეცნიერებმა დაასახელეს 10 ყველაზე სახიფათო პროდუქტი
<description><![CDATA[<!--TBegin--><!--TEnd-->სახიფათო პროდუქტების რეიტინგის შესაქმნელად მუშაობდნენ უკრაინელი სპეცილისტები ერთდროულად სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებიდან (ეკოჰიგიენისა და ტოქსიკოლოგის ინსტიტუტი, ნაციონალური სამედიცინო აკადემია, უკრაინის კვების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი) და ასევე რამდენიმე კერძო სამედიცინო ცენტრიდან. შედეგი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. პროდუქტებისაგან მოსალოდნელი ხიფათი განისაზღვრებოდა მათ მიერ მძიმე დაავადებების გამოწვევის შესაძლებლობის გათვალისწინებით. რეიტინგის მონაწილე მრავალი პროდუქტი ხშირად ხდება მოწამვლების ან მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარების მიზეზი, თუმცა ჯანმრთელი ადამიანებისათვის ისინი საშიშროებას არ წარმოადგენენ. ექიმების აზრით, მნიშვნელობა აქვს მათ დოზირებას. მცირე რაოდენობით ასეთი საკვების მიღება სავსებით უსაფრთხოა.]]></description>
მო­ირ­ჩი­ნეთ ჩირ­ქგრო­ვა
თუ თქვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ნორ­მა­ლუ­რად მუ­შა­ობს, ჩირ­ქგრო­ვის მო­სარ­ჩე­ნად ორი კვი­რა დას­ჭირ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი ჩირ­ქგრო­ვის მო­სარ­ჩე­ნად გა­ცი­ლე­ბით მე­ტი დროა სა­ჭი­რო. ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ჩირ­ქგრო­ვე­ბი, რო­მელ­თა მორ­ჩე­ნა ძნე­ლია, დუნ­დუ­ლებ­ზე ჩნდე­ბა.
ჩირ­ქგრო­ვა ჩნდე­ბა თმის ფო­ლი­კუ­ლა­ზე წარ­მოქ­მნი­ლი ბარ­ქტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად. სის­ხლის თეთ­რი უჯ­რე­დე­ბი ამ ად­გი­ლის­კენ მო­ე­მარ­თე­ბი­ან, რა­თა ინ­ფექ­ცი­ას ებ­რძო­ლონ. გროვ­დე­ბა ჩირ­ქი, რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მნე­ბა კა­ნის მკვდა­რი უჯ­რე­დე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან. რო­გორც კი ჩირ­ქგრო­ვა სკდე­ბა და ჩირ­ქი გა­მო­დის, კა­ნი შე­ხორ­ცე­ბას იწ­ყებს.
აი რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ ამ პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბა­ში.
გა­ი­კე­თეთ ინექ­ცია. ,,სტე­რო­ი­დე­ბის ხსნა­რის ინექ­ცია ჩირ­ქგო­ვა­ში ხელს შე­უწ­ყობს მის სწრაფ შე­ხორ­ცე­ბას~,  ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი სტე­ფან შლე­ი­ჰე­რი. მკურ­ნა­ლო­ბა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს.
და­ი­დეთ ცხე­ლი კომ­პრე­სი. ,,თუ მარ­თლა გინ­დათ ჩირ­ქგრო­ვა მა­ლე მორ­ჩეს, დღე­ში 4-ჯერ, ოცი-ოც­და­ა­თი წუ­თით და­ი­დეთ ცხე­ლი, სვე­ლი კომ­პრე­სი. სვე­ლი სით­ბო ხელს უწ­ყობს სის­ხლის მო­დე­ნას ჩირ­ქგრო­ვის ად­გი­ლას, რაც აჩ­ქა­რებს მომ­წი­ფე­ბას~,  ამ­ბობს ექი­მი შლე­ი­ჰე­რი.]]></description>
მო­ი­ცი­ლეთ ლა­ზე­რით კა­პი­ლა­რუ­ლი ჰე­მან­გი­ო­მა
ახა­ლი ლა­ზე­რი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხის ხა­ლის კა­პი­ლა­რუ­ლი ჰე­მან­გი­ო­მის, მო­სა­ცი­ლებ­ლად. ასე­თი ხა­ლი მო­წი­თა­ლო, ან მუ­ქი წი­თე­ლი ლა­ქაა სა­ხე­ზე, ან კი­სერ­ზე. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია სის­ხლძარ­ღვე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით კა­ნის ზე­და­პირ­თან ახ­ლოს. შე­საძ­ლე­ბე­ლია სი­ნათ­ლის სხი­ვის სიხ­ში­რის და­რე­გუ­ლი­რე­ბა იმ სიხ­ში­რე­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად ეთა­ნა­დე­ბა კონ­კრე­ტულ ხალს. რო­გორც კი სის­ხლძარ­ღვე­ბი იწ­ყე­ბენ სი­ნათ­ლის შთან­თქმას, ისი­ნი ცხელ­დე­ბა და იშ­ლე­ბა. პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ ნა­წი­ბუ­რი პრაქ­ტი­კუ­ლად არ რჩე­ბა.
ლა­ზე­რუ­ლი მოწ­ყო­ბი­ლო­ბის გა­ჩე­ნამ­დე ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ქი­რურ­გი­უ­ლი გზით ამ­გვა­რი ხა­ლე­ბის მო­ცი­ლე­ბა. არ­გო­ნის ლა­ზე­რი პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს ამ მიზ­ნის­თვის, მაგ­რამ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ საკ­მა­ოდ შე­სამ­ჩნე­ვი ნა­წი­ბუ­რი რჩე­ბა. ახა­ლი ლა­ზე­რი (რო­მე­ლიც ხა­ლის ფერ­ზე იწ­ყო­ბა) სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ლა­ქა მო­ი­ცი­ლოთ რამ­დე­ნი­მე დღე­ში. თით­ქმის ყვე­ლა კა­პი­ლა­რუ­ლი ჰე­მან­გი­ო­მის მთლი­ა­ნად მო­ცი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა და მხო­ლოდ ზო­გი­ერ­თის  ნა­წი­ლობ­რი­ვად. ეს პრო­ცე­დუ­რა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად კეთ­დე­ბა  პა­ცი­ენტს არ სჭირ­დე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­წო­ლა. ზრდას­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არ გა­ნიც­დი­ან ტკი­ვილს. პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ შეგ­რძნე­ბა მზის დამ­წვრო­ბის შემ­დეგ შეგ­რძნე­ბას გავს.]]></description>
სწრა­ფი ანა­ლი­ზი ქლა­მი­დი­ო­ზის გა­მო­სავ­ლე­ნად
<description><![CDATA[ქლა­მი­დი­ო­ზი  ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­აა, რო­მე­ლიც სქე­სობ­რი­ვი გზით გა­და­ე­ცე­მა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა საკ­მა­ოდ ხში­რია, ხში­რად და­ფა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის ნა­ხევრს და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის მე­ოთ­ხედს და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის სიმ­პტო­მე­ბია: გა­მო­ნა­ყო­ფი სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბი­დან, ტკი­ვი­ლი შარ­დვის დროს. თუ და­ა­ვა­დე­ბას არ უმ­კურ­ნა­ლებთ, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს საშ­ვი­ლოს­ნოს­გა­რე­შე ორ­სუ­ლო­ბა და უნა­ყო­ფო­ბა.
ქლა­მი­დი­ო­ზის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე გა­მოვ­ლე­ნას ად­რე აძ­ნე­ლებ­და ძვი­რად­ღი­რე­ბუ­ლი და ხან­გრძლი­ვი ანა­ლი­ზი. ქლა­მი­დი­ე­ბი ცუ­დად ვი­თარ­დე­ბი­ან ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ პი­რო­ბებ­ში და, რო­გორც წე­სი, ანა­ლი­ზე­ბი არა­ფერს აჩ­ვე­ნებ­და.]]></description>
როგრ ავიცილოთ სხეულის ზედმეტად გაცივება
<description><![CDATA[სხე­უ­ლის ზედ­მე­ტად გა­ცი­ვე­ბა ისე შე­სამ­ჩნე­ვი არ არის, რო­გორც მო­ყინ­ვა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა უფ­რო სა­ხი­ფა­თო იყოს და სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს. რო­გორც კი თქვე­ნი სხე­უ­ლი იმა­ზე მეტ ენერ­გი­ას ხარ­ჯავს, ვიდ­რე გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, თქვე­ნი სა­სი­ცოც­ხლო ორ­გა­ნო­ე­ბი, მათ შო­რის ტვი­ნი და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა, შე­ნე­ლე­ბუ­ლად იწ­ყებს მუ­შა­ო­ბას. სუს­ტი გა­და­ცი­ვე­ბის დროს ადა­მი­ა­ნი სი­ცი­ვის­გან კან­კალს იწ­ყებს, ირ­ღვე­ვა მოძ­რა­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია, სა­უ­ბა­რი გა­ურ­კვე­ვე­ლი ხდე­ბა, ადა­მი­ა­ნი ფეხ­ზე არამ­ყა­რად დგას. სა­შუ­ა­ლო გა­და­ცი­ვე­ბის დროს კან­კა­ლი ჩერ­დე­ბა, სის­ხლის წნე­ვა და პულ­სი ეცე­მა, სუნ­თქვა შე­ნე­ლე­ბუ­ლია. სხე­უ­ლის ზედ­მე­ტად გა­ცი­ვე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კო­მა და სიკ­ვდი­ლი. ძლი­ე­რი გა­და­ცი­ვე­ბის დროს ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი გვამს გავს _ უძ­რა­ვია, ცი­ვი, გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი, კა­ნი მო­ცის­ფრო-მო­ნაც­რის­ფროა.
ბავ­შვის სხე­უ­ლი ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­და­ცივ­დეს ისი­ნი ისე­თი პა­ტა­რე­ბი არი­ან, რომ სით­ბოს ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­კარ­გი მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რად­გან მა­თი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა შე­ნე­ლე­ბუ­ლია. და­სუს­ტე­ბუ­ლი მო­ხუ­ცე­ბი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან სი­ცი­ვის მი­მართ, რად­გან თით­ქმის არ აქვთ ცხი­მის სა­ფა­რი, რო­მე­ლიც სი­ცი­ვის­გან და­ი­ცავ­დათ.
თუ ზამ­თარ­ში გა­რეთ დი­დი დრო­ის გა­ტა­რე­ბას გეგ­მავთ, უნ­და იცო­დეთ, რო­გორ ებ­რძო­ლოთ სი­ცი­ვეს, მა­ში­ნაც კი, თუ სი­ცი­ვეს შეჩ­ვე­უ­ლი ხართ და კარგ ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბით. აშშ არ­მი­ის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მე­დი­ცი­ნის სა­მეც­ნი­ე­რი-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე სი­ცი­ვის გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი, ვე­ტე­რი­ნა­რი­ის დოქ­ტო­რი მუ­რეი ჰამ­ლე­ტი, შემ­დეგ რჩე­ვებს გთა­ვა­ზობთ.]]></description>
მკურ­ნა­ლო­ბა მო­ყინ­ვის დროს
<description><![CDATA[<!--TBegin--><!--TEnd-->მოთ­ხი­ლა­მუ­რე­ებს და ბუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს სი­ცი­ვე­ზე ყოფ­ნის ორი სა­ა­თის შემ­დეგ ლო­ყე­ბი, ცხვი­რი, ხე­ლე­ბის და ფე­ხე­ბის თი­თე­ბი უც­ნა­უ­რად ფერ­მკრთა­ლი უხ­დე­ბათ. ისი­ნი ღე­ბუ­ლო­ბენ ზე­და­პი­რულ მო­ყინ­ვას კა­ნის ზე­და­პი­რუ­ლი ტკი­ვი­ლი და და­ბუ­ჟე­ბა, რო­მე­ლიც ჩნდე­ბა სი­ცი­ვე­ზე ხან­გრძლი­ვი ყოფ­ნის შე­დე­გად.
ღრმა მო­ყინ­ვა უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვაა. ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რთხე ჩვე­უ­ლებ­რივ ემუქ­რე­ბა კი­დუ­რებს, ხე­ლე­ბის და ფე­ხე­ბის თი­თებს, ცხვირს და ყუ­რებს.
რო­დე­საც თქვე­ნი კა­ნი ცივ­დე­ბა, ჯერ ტკი­ვილს გრძობთ, შემ­დეგ სით­ბოს, ხო­ლო რო­დე­საც მო­ი­ყი­ნე­ბა, კა­ნი თეთ­რი და მა­გა­რი ხდე­ბა. ძლი­ე­რი მო­ყინ­ვა სა­ხი­ფა­თოა. თუ სა­თა­ნო­დო ზო­მებს არ მი­ი­ღებთ, შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს მო­ყი­ნუ­ლი ნა­წი­ლის ამ­პუ­ტა­ცია. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცივ დღეს გა­რეთ არის, მო­ყინ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგას.
რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­სარ­გე­ლო რჩე­ვა და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ მო­ყინ­ვა. ხო­ლო თუ, მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სხე­უ­ლის რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლი მა­ინც მო­გე­ყი­ნათ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თეთ ექიმს. გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც კი, სა­მი-რვა კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მე­ბი ვერ შეძ­ლე­ბენ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბის დად­გე­ნას. ოდ­ნავ მო­ყი­ნუ­ლი სხე­უ­ლის ად­გი­ლე­ბი სი­ცი­ვის მი­მართ მგრძნო­ბი­ა­რე დარ­ჩე­ბა ერ­თი-ორი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხო­ლო ძლი­ე­რი მო­ყინ­ვის შე­დე­გე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დაგ­რჩე­ბათ.]]></description>
ქა­რი­სა­გან დამ­სკდა­რი ტუ­ჩე­ბი და კა­ნი
<description><![CDATA[<!--TBegin--><!--TEnd-->ქა­რი­სა­გან აქერ­ცლი­ლი კა­ნი ცი­ვი და მშრა­ლი ამინ­დის შე­დე­გია. ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად უნ­და მი­ი­ღოთ სიფ­რთხი­ლის ზო­მე­ბი ქუ­ჩა­ში და შე­ნო­ბა­შიც. შე­ნო­ბა­ში თბი­ლი ჰა­ე­რი აშ­რობს კანს, ის უფ­რო ად­ვი­ლად ზი­ან­დე­ბა სი­ცი­ვე­ზე. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უჯ­რე­დე­ბი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შეც გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ახალ და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებს. კა­ნის აღ­სად­გე­ნად ერ­თი თვეა სა­ჭი­რო, თუ არ და­ზი­ან­და ღრმად გან­ლა­გე­ბუ­ლი უჯ­რე­დე­ბი. გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცე­მენ სწრა­ფად აღიდ­გი­ნოთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნი.
და­ი­ზი­ლეთ სვე­ლი ღრუბ­ლით. აბა­ზა­ნა მი­ი­ღეთ დღე­გა­მოშ­ვე­ბით, უფ­რო ხში­რად არ შე­იძ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ არ ას­რუ­ლებთ მძი­მე სა­მუ­შა­ოს, ან ისეთ სა­მუ­შა­ოს, რომ­ლის დროს ად­ვი­ლად ის­ვრე­ბით. ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­პო­ნი, რო­მე­ლიც აცი­ლებს კა­ნის ბუ­ნებ­რივ დამ­ცავ გა­მო­ნა­ყოფს. ქა­რი­სა­გან აქერ­ცლი­ლი კა­ნის სწრა­ფად შე­სა­ხორ­ცებ­ლად შე­მო­ი­ფარ­გლეთ ხე­ლე­ბის და­ბა­ნით ჭა­მის წინ და ტუ­ა­ლე­ტის შემ­დეგ.
გა­მო­ი­ყე­ნეთ სუ­პერ­ცხი­მი­ა­ნი სა­პო­ნი, მა­გა­ლი­თად ,,Dოვე~. ის შე­ი­ცავს ექ­სტრა­ლი­პი­დებს, რომ­ლე­ბიც და­მა­ტე­ბით ნა­მა­ვენ კანს.
გა­მო­ი­ყე­ნეთ ბამ­ბის ხელ­თათ­მა­ნე­ბი. ჭურ­ჭლის რეც­ხვის და სხვა სა­ში­ნაო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბი­სას არ გა­ი­კე­თოთ რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კან­თან უშუ­ა­ლო შე­ხე­ბი­სას იწ­ვევს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბის ქვეშ ბამ­ბის ხელ­თათ­მა­ნე­ბი გა­ი­კე­თეთ.]]></description>
ვე­რა­გი ყინ­ვა
<description><![CDATA[<!--TBegin--><!--TEnd-->აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუს­ზე იც­ხოვ­რო, რომ ცი­ვი ამინ­დით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებს შე­ე­ჩე­ხო. ყო­ველ­წლი­უ­რად ალ­პი­ნის­ტე­ბი, მოგ­ზა­უ­რე­ბი, მოთ­ხი­ლა­მუ­რე­ე­ბი და მრბო­ლე­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან ზამ­თრის მოქ­მე­დე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს ლო­ყებს, ტუ­ჩებს, ხე­ლებს და ყუ­რებს. მარ­თლაც, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის ზამ­თარ­ში ჰა­ერ­ზე ყოფ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი იყოთ, რომ სი­ცი­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი შე­გემ­თხვეთ. ოფი­სის ზეთ­ბი­ლი ატ­მოს­ფე­რო კანს ისე გა­გიმ­შრა­ლებთ, რო­გორც ალი­ას­კის ტუნ­დრა. 
თუ იგ­რძე­ნით, რომ ყი­ნუ­ლი გჩხვლეტთ, კა­ნი ქა­რი­სა­გან აგე­ქერ­ცლათ, მოკ­ლედ გა­ი­ყი­ნეთ, სწრა­ფად აღ­მო­უ­ჩი­ნეთ დახ­მა­რე­ბა სა­კუ­თარ თავს. ამის­თვის ბევ­რი დრო არ დაგ­ჭირ­დე­ბათ.
_ გა­და­ცი­ვე­ბის დროს სწრა­ფად იმოქ­მე­დეთ.
_ ოც­და­ა­თი წა­მი დაგ­ჭირ­დე­ბათ, რომ ქა­რი­სა­გან აქერ­ცლილ კან­ზე კრე­მი წა­ის­ვათ. კრე­მი და­ი­ცავს კანს ამინ­დის უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან და ხელს შე­უწ­ყობს რე­გე­ნე­რა­ცი­ის პრო­ცესს.
_ ოცი წუ­თი დაგ­ჭირ­დე­ბათ, რომ მო­ყი­ნუ­ლი თი­თი და­ი­ზი­ლოთ.]]></description>
ხე­ლი არ ახ­ლოთ ფუტ­კარს
<description><![CDATA[<!--TBegin--><!--TEnd-->ფუტ­კრე­ბი, ბზი­კე­ბი, ონავ­რე­ბი, ბა­ზე­ბი სხვა­დას­ვხა ჯგუ­ფებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. მათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტი, შხა­მი, ნეს­ტა­რი აქვთ, თუმ­ცა მა­თი ნაკ­ბე­ნი არ გან­სხვავ­დე­ბა ტკი­ვი­ლის ინ­ტენ­სი­ვო­ბით და შე­შუ­პე­ბის ხა­რის­ხით. თუ ალერ­გი­კი არ ხართ (იხ. ,,ფუტ­კა­რი-მკვლე­ლის ნეს­ტა­რი: თა­ვი აა­რი­დეთ ფუტ­კრის ნაკ­ბენს~), ტკი­ვი­ლი და შე­შუ­პე­ბა თან­და­თან გა­გივ­ლით, მაგ­რამ ამას რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი, ან დღე დას­ჭირ­დე­ბა.
აი, რი­სი გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ნაკ­ბე­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტის შე­სამ­ცი­რებ­ლად.
ამო­ი­ღეთ ნეს­ტა­რი. კბე­ნის დროს მხო­ლოდ ფუტ­კა­რი ტო­ვებს ნეს­ტარს. მი­სი ამო­ღე­ბა ფრჩხი­ლე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა _ ეს ერ­თი წუ­თის საქ­მეა. ,,სი­ტუ­ა­ცია რომ არ გარ­თულ­დეს, შე­ე­ცა­დეთ არ გა­მო­ა­დი­ნოთ შხა­მი, რო­მე­ლიც ნეს­ტა­რის ბო­ლო­ში მდე­ბა­რე­ობს~, გირ­ჩევთ მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი მარ­ტინ ვა­ლენ­ტი­ნი.
და­ი­დეთ ყი­ნუ­ლი. ცი­ვი კომ­პრე­სი მო­მენ­ტა­ლუ­რად მო­გიხ­სნით ტკი­ვილს და შე­შუ­პე­ბას. და­ი­დეთ ყი­ნუ­ლი ორ სა­ათ­ში ერ­თხელ, პირ­ვე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე­თი კომ­პრე­სი არა მარ­ტო აცი­ვებს ნაკ­ბე­ნის ად­გილს, არა­მედ აფერ­ხებს შხა­მის გავ­რცე­ლე­ბას.
ფე­ხი მაღ­ლა ას­წი­ეთ. ,,თუ მწერ­მა ფეხ­ში გიკ­ბი­ნათ, ფე­ხი ოც­და­ა­თი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აწე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­ა­ჩე­რეთ~, გირ­ჩევთ ვა­ლენ­ტი­ნი.]]></description>
რა იწვევს ნაყოფის დაკარგვას...
<description><![CDATA[<!--TBegin--><!--TEnd-->რა შეიძლება გახდეს ორსულისთვის ბავშვის დაკარგვის მიზეზი და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს საფრთხე?
ნატა, 22 წლის.
თქვენს კითხვებს პასუხობს ბარბარე გორგოშიძე (ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი) 
ორსულობის ვადამდე მიუტანლობა, საკმაოდ ხშირია. თუმცა, ამ უბედურების თავიდან აცილება შესაძლებელია.
ორსულობამდე არსებული პათოლოგიური მდგომარეობების დროული დიაგნოსტიკა და კორექცია ბევრ შემთხვევაში, თავიდან აგვაცილებს ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას.
ექიმისთვის დროული მიმართვა და სათანადო მკურნალობის დაწყება უკვე დაწყებული მოშლის დროსაც კი იძლევა ორსულობის შენარჩუნების შანსს.]]></description>