Narkozi.Com - Medicine Portal
<description>Narkozi.Com - Medicine Portal</description>
სპორ­ტუ­ლი ვარ­ჯი­ში დი­ა­ბე­ტის დროს
<description><![CDATA[<!--TBegin--><!--TEnd-->უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბის ნაკ­ლებ­მოძ­რავ წესს მის­დე­ვენ, დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბის სამ­ჯერ მე­ტი შან­სი აქვთ, სპორ­ტით და­კა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით.
მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც დი­ა­ბე­ტით ხართ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ აკონ­ტრო­ლოთ თქვე­ნი და­ა­ვა­დე­ბა. ვარ­ჯი­ში სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გან­საზ­ღვროთ თქვე­ნი ნორ­მა­ლუ­რი წო­ნა და და­იკ­ლოთ ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი, ნორ­მა­ში მო­გიყ­ვანთ ინ­სუ­ლი­ნის დო­ნეს, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს გლუ­კო­ზის გა­და­ტა­ნას, შე­ამ­ცი­რებს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს. თუ იღებთ ინ­სუ­ლინს ან სხვა, დი­ა­ბე­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტებს, ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ შე­ამ­ცი­როთ მა­თი დო­ზე­ბი. ასე­ვე გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ რე­გუ­ლა­რუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია დი­ა­ბე­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სას.
სა­ნამ სე­რი­ო­ზუ­ლად გაზ­რდით ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას, გა­ი­ა­რეთ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა, რა­თა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ სის­ხლძარ­ღვებ­თან, ან ნერ­ვებ­თან, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.]]></description>
პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბე­ბის და ნა­კაწ­რე­ბის სწრა­ფი გან­კურ­ნე­ბის მე­თო­დე­ბი
<description><![CDATA[აქ მოყ­ვა­ნი­ლი მე­თო­დე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ შე­ამ­ცი­როთ ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი, მო­ი­ცი­ლოთ ორ­გა­ნიზ­მის­თვის მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ე­ბი და და­აჩ­ქა­როთ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი.
პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბე­ბი გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბის­გან უნ­და და­იც­ვათ. პირ­ველ რიგ­ში დარ­წმუნ­დით, რომ ჭრი­ლო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუფ­თაა, შემ­დეგ წა­ის­ვით ფრჩხი­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი ლა­ქი, ეს და­ი­ცავს ჭრი­ლო­ბას სხვა­დას­ხვა გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლის­გან (სა­პო­ნი, ბაქ­ტე­რი­ე­ბი).
და­აჩ­ქა­რეთ შე­ხორ­ცე­ბის პრო­ცე­სი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის შემ­ცვე­ლი მა­ლა­მო­ე­ბით. ეს მა­ლა­მო­ე­ბი ოთ­ხი დღით შე­ამ­ცი­რე­ბენ დროს, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბის ან ნატ­კე­ნის შე­სა­ხორ­ცებ­ლად. სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე ბევ­რი ხმა­რობს ან­ტი­სეპ­ტი­კე­ბის შემ­ცველ პრე­პა­რა­ტებს იოდს და პე­როქ­სიდს (წყალ­ბა­დის ზე­ჟან­გი). ან­ტი­სეპ­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არაფ­რის  გა­კე­თე­ბას სჯო­ბია.
ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის შემ­ცვე­ლი ორი მა­ლა­მო შე­ა­და­რეს ტრა­დი­ცი­ულ ან­ტი­სეპ­ტი­კურ პრე­პა­რა­ტებს იო­დი­ნოლს და წყალ­ბა­დის ზე­ჟანგს.
მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორ­მოც­დაშ­ვიდ მო­ხა­ლი­სეს გა­უ­კე­თეს ექ­ვსი პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბა (სამ-სა­მი ყო­ველ ხელ­ზე) და და­ა­ინ­ფი­ცი­რეს სტა­ფი­ლო­კო­კის სუს­ტი შტა­მით. კონ­ტრო­ლის­თვის ექ­ვსი­დან ერთ ჭრი­ლო­ბას არ უმ­კურ­ნა­ლეს.]]></description>
დაბ­ლო­კეთ დამ­წვრო­ბა მა­ნამ, სა­ნამ უფ­რო სე­რი­ო­ზულ სა­ხეს მი­ი­ღებს
<description><![CDATA[იმა­ზე, თუ რას გა­ა­კე­თებთ დამ­წვრო­ბის პირ­ველ წუ­თებ­ში, კა­ნის შე­ხორ­ცე­ბის სის­წრა­ფე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ თქვე­ნი უჯ­რე­დე­ბი ტკი­ვილს გა­ნიც­დი­ან ცეც­ხლის ან სიც­ხოვ­ლის მო­შო­რე­ბის შემ­დე­გაც. რაც უფ­რო მა­ლე შე­ამ­ცი­რებთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რას, მით მა­ლე შე­ჩერ­დე­ბა ნგრე­ვის პრო­ცე­სი და უფ­რო მა­ლე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბით.
პირ­ვე­ლი, რაც უნ­და გა­ა­კე­თოთ, გა­ა­ცი­ვეთ დამ­წვრო­ბა, ეს ექი­მის გა­მო­ძა­ხე­ბამ­დე უნ­და გა­ა­კე­თოთ.
რით უნ­და უშ­ვე­ლოთ სა­კუ­თარ თავს.
დამ­წვა­რი არე (თუ დამ­წვრო­ბა მსუ­ბუ­ქია) ცივ წყალ­ში მო­ა­თავ­სეთ. გა­ა­ჩე­რეთ წყალ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თი ან მა­ნამ, სა­ნამ ტკი­ვი­ლი არ გა­გივ­ლით. ცი­ვი წყა­ლი და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლი დამ­წვრო­ბე­ბის დროს, რო­დე­საც კა­ნის მცი­რე უბა­ნი მსუ­ბუ­ქად არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.]]></description>
მკურ­ნა­ლო­ბა და­ჭი­მუ­ლო­ბის დროს
<description><![CDATA[,,თუ გინ­დათ, რომ კუნ­თის და­ჭი­მუ­ლო­ბამ ან იო­გის დე­ფორ­მა­ცი­ამ აღარ შე­გა­წუ­ხოთ და მალე შე­ხორ­ცდეს, სწო­რად უნ­და უმ­კურ­ნა­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ტრავ­მე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა, ძი­რი­თა­დი მკურ­ნა­ლო­ბა ერ­თნა­ი­რია~, ამ­ბობს სან-დი­ე­გოს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის მთა­ვა­რი თე­რა­პევ­ტი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, რი­ჩარდ პარ­კე­რი.
იო­გის დე­ფორ­მა­ცი­ას სახ­სრის დატ­ვირ­თვის შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღებთ (სირ­ბი­ლის, ხტუნ­ვის, ტრი­ა­ლის დროს). და­ჭი­მუ­ლო­ბის მი­ღე­ბაც ად­ვი­ლია. ეს ხდე­ბა კუნ­თზე დი­დი დატ­ვირ­თვის ან გა­წელ­ვის შემ­თხვე­ვა­ში. ასე­თი ტრავ­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვია მათ­თვის, ვინც სწრა­ფად გარ­ბე­ნას ცდი­ლობს კუნ­თე­ბის წი­ნას­წა­რი გა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე.
მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბის გან­კურ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ დას­ვე­ნე­ბის, ყი­ნუ­ლის, კომ­პრე­სის და კი­დუ­რის აწე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­თავ­სე­ბის ეტა­პე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით (ამ ეტა­პებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ვწერთ). ექი­მი ოარ­კე­რი ფიქ­რობს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­კურ­ნოს ერთ-ორ დღე­ში. უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გან­კურ­ნე­ბას თვე-თვე­ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ, თუ სი­ა­რუ­ლი გი­ჭირთ, მი­მარ­თეთ ექიმს.
,,რენ­ტგე­ნის გარ­და ვე­რა­ფე­რი და­ად­გენს სახ­სა­რი და­ჭი­მუ­ლია თუ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ფიქ­რობს ექი­მი პარ­კე­რი. ის ფაქ­ტი, რომ სი­ა­რუ­ლი შე­გიძ­ლი­ათ, არ გა­მო­რიც­ხავს და­ზი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას".]]></description>
რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ ემ­ფი­ზე­მას
<description><![CDATA[ფილ­ტვის ემ­ფი­ზე­მა ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჯგუ­ფია, რომ­ლის სა­ერ­თო ნი­შა­ნია ფილ­ტვში ჰა­ე­რის შემ­ცვე­ლო­ბის მო­მა­ტე­ბა, ფილ­ტვის ალ­ვე­ო­ლე­ბის გა­წელ­ვა და გას­კდო­მა.
სამ­წუ­ხა­როდ, ემ­ფი­ზე­მის სწრა­ფი გან­კურ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. ემ­ფი­ზე­მას და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნია ფილ­ტვის მი­ერ ელას­ტი­კუ­რო­ბის და­კარ­გვა. ამ თვი­სე­ბის გა­რე­შე ჩა­სუნ­თქვი­სას იშ­ლე­ბა მცი­რე სა­სუნ­თქი გზე­ბი, ამი­ტომ ამო­სუნ­თქვა ძნელ­დე­ბა. სუნ­თქვა ძა­ლი­ან ძნე­ლი ხდე­ბა, ასე­ვე ძნელ­დე­ბა მცი­რე დატ­ვირ­თვე­ბი, მა­გა­ლი­თად ოთახ­ში სი­ა­რუ­ლი.
სწრა­ფი გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია კი­დევ იმი­ტომ, რომ და­ა­ვა­დე­ბა ძა­ლი­ან ნე­ლა ვი­თარ­დე­ბა და თით­ქმის ყო­ველ­თვის ორ­მოც­და­ათ წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ემარ­თე­ბათ. ის შე­იძ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ვი­დეს. ექი­მი ხოლ­სკლოს აზ­რით, ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი ცი­ლე­ბით იბა­დე­ბა, რაც ამ­სუ­ბუ­ქებს დეს­ტრუქ­ცი­უ­ლი (ქსო­ვი­ლის დამ­შლე­ლი) ფერ­მენ­ტე­ბის (ბი­ო­ლო­გი­უ­რი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის) მუ­შა­ო­ბას.
ემ­ფი­ზე­მა ჩვე­უ­ლებ­რივ ემარ­თე­ბათ დი­დი ,,სტა­ჟის~ მქო­ნე მწე­ვე­ლებს, ვინც დიდ­ხანს გა­ნიც­დი­და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას სამ­რეწ­ვე­ლო გა­ზე­ბი, ნახ­ში­რის მტვე­რი და სხვ.]]></description>
რო­გორ მო­ვი­ცი­ლოთ გრი­პი
<description><![CDATA[გრი­პი საკ­მა­ოდ უწ­ყინ­რად იწ­ყე­ბა. უცებ სად­ღაც აგ­ტკივ­დე­ბათ, ყელ­ში მო­გი­ღი­ტი­ნებთ, შე­იძ­ლე­ბა თა­ვი აგ­ტკივ­დეთ. შემ­დეგ შე­გამ­ცივ­ნებთ და ხვე­ლას და­იწ­ყებთ. ამ დრო­ის­თვის ტკი­ვილს უკ­ვე რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას იგ­რძნობთ.
ეს ერთ-ერ­თი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა. ამე­რი­კა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია გრი­პის და­ახ­ლო­ე­ბით 103 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა წლის გან­მვა­ლო­ბა­ში. ყო­ველ წელს სა­ჭი­რო ხდე­ბა 72 ათა­სი გრი­პით და­ა­ვა­დე­ბუ­ლის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, რომ­ლებ­საც აქვთ გარ­თუ­ლე­ბა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის სა­ხით, თა­ვის მხრივ, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზებს შო­რის აშშ-ში მე­ექ­ვსე ად­გილ­ზეა. ამ ორ და­ა­ვა­დე­ბას ყო­ველ­წლი­უ­რად 69 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ეწი­რე­ბა.
მი­ი­ღეთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ზო­მე­ბი. ,,გრი­პის მკურ­ნა­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ გრი­პი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით, ეს ცო­ტა დროს წა­გარ­თმევთ, ამ­ბობს ექი­მი ჰოლ­სკლო. მე გირ­ჩევთ, გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რა ყო­ველ­წლი­უ­რად გა­ი­კე­თოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ორ­მოცს გა­და­ა­ბი­ჯეთ, გაქვთ ას­თმა, ბრონ­ქი­ტი, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მუ­კო­ვის­ცე­დო­ზი (მუ­კო­ვის­ცე­დო­ზი თან­და­ყო­ლი­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს კუჭ­ქვე­შა ჯირ­კვლის, ნაწ­ლა­ვე­ბის ჯირ­კვლე­ბის და სა­სუნ­თქი გზე­ბის კის­ტო­ზუ­რი გა­დაგ­ვა­რე­ბა. ვლინ­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი პნევ­მო­ნი­ის და საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის დარ­ღვე­ვის სა­ხით), ან ფილ­ტვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბა~. რად­გან გრი­პის დრო დე­კემ­ბრი­დან იწ­ყე­ბა და თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით გრძელ­დე­ბა, ის ვაქ­ცი­ნის შეყ­ვა­ნას ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში გირ­ჩევთ. ,,ჩვე­უ­ლებ­რივ, სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს-ოქ­ტომ­ბრის და­საწ­ყის­ში გა­კე­თე­ბუ­ლი აც­რე­ბი უფ­რო ეფექ­ტუ­რია, ვიდ­რე უფ­რო ად­რე, ან გვი­ან გა­კე­თე­ბუ­ლი~.]]></description>
რო­გორ შე­ვამ­სუ­ბუ­ქოთ ცი­ებ-ცხე­ლე­ბა ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში
<description><![CDATA[ცი­ე­ბა უსი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ სა­ხი­ფა­თო არ არის. უფ­რო მე­ტიც ცი­ებ-ცხე­ლე­ბა კარ­გია. მა­ღა­ლი სიც­ხე ინ­ფექ­ცი­ის­გან, და­ზი­ა­ნე­ბის­გან, ან ან­თე­ბის­გან ორ­გა­ნიზ­მის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მია, მაგ­რამ ცი­ე­ბის შე­სამ­ცი­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმი­სას, თქვენ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცესს ხელს არ უშ­ლით. ცი­ებ-ცხე­ლე­ბი­გან თა­ვის დაღ­წე­ვა სულ ად­ვი­ლად შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. 
თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა 380ჩ-ზე მე­ტია, რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეთ? 
მი­ი­ღეთ აბა­ზა­ნა. ამ პრო­ცე­დუ­რის მი­ზა­ნია მცი­რე გაგ­რი­ლე­ბა. გრი­ლი აბა­ზა­ნა და ღრუბ­ლით და­ბა­ნა ავიწ­რო­ებს სის­ხლძარ­ღვებს (თქვენ კან­კალს იწ­ყებთ) და სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მოქ­მე­დებს. რა თქმა უნ­და, თუ ,,იწ­ვით~, ცი­ვი აბა­ზა­ნა სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მო­გა­ნი­ჭებთ. ,,ცი­ვი ან თბი­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით 300ჩ) აბა­ზა­ნა ნამ­დვი­ლი ტან­ჯვაა მათ­თვის, ვი­სი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მას 8-100ჩ-ით აღე­მა­ტე­ბა~, ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რე­ბი თო­მას რო­ზენ­ტრა­ლი და დე­ვიდ სილ­ვეს­ტე­ი­ნი.
მი­ი­ღეთ ას­პი­რი­ნი, აცე­ტა­მი­ნო­ფე­ნი (პა­რა­ცე­ტა­მო­ლი) ან იბუპ­რო­ფე­ნი ოთხ სა­ათ­ში ერ­თხელ. მი­ი­ღეთ ეს წამ­ლე­ბი მკაც­რად ოთხ სა­ათ­ში ერ­თხელ. ეს პრე­პა­რა­ტე­ბი ამ­ცი­რებს ცი­ე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აცე­ტა­მი­ნო­ფე­ნი და­ნარ­ჩენ ორ­ზე ნაკ­ლებ ეფექ­ტუ­რია, ის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მათ­თვის, ვი­სი კუ­ჭი ას­პი­რინს და იბუპ­რო­ფენს ვერ ეგუ­ე­ბა.]]></description>
ომი გა­მო­უც­ხა­დეთ გა­ცი­ვე­ბას!
<description><![CDATA[თქვენ ფიქ­რობთ, რომ ქათ­მის ბუ­ლი­ო­ნის ყლაპ­ვა ძნე­ლია, რო­დე­საც ცხვი­რი გა­ჭე­დი­ლია და ყე­ლიც გტკი­ვათ? კი­დევ კარ­გი, რომ ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში არ ცხოვ­რობთ, სა­დაც ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბას წურ­ბე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კურ­ნავ­დნენ, ძველ რომ­ში კი მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­თო­დი იყო აკო­ცე თა­გუ­ნი­ას ,,ტუ­ჩებ­ში~.
კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი მრავ­ლად იყო. ასე­ვე მრავ­ლა­დაა გა­ცი­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც. დღეს­დღე­ო­ბით ამე­რი­კე­ლე­ბი მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე ხარ­ჯა­ვენ გა­ცი­ვე­ბის და ხვე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლებ­ზე.
,,სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ფაქ­ტია: არ არ­სე­ბობს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ვე­ბის სა­წი­ნაღ­მდე­გო სწრა­ფად მოქ­მე­დი წა­მა­ლი~, ფიქ­რობს ჩრდი­ლო­ეთ ოჰა­ი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფარ­მა­კო­ლო­გი­ის და ბი­ო­ლო­გი­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის კა­თედ­რის გამ­გე, ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი თო­მას გო­სე­ლი.
ან­და­ზა გვე­უბ­ნე­ბა, თუ სურ­დოს უმ­კურ­ნა­ლებთ, შვიდ დღე­ში გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბით, ხო­ლო თუ არ უმ­კურ­ნა­ლებთ, ერთ კვი­რა­ში. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა სა­შუ­ა­ლე­ბებს მი­მარ­თავთ, და­ა­ვა­დე­ბა სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნე­ბით ვი­თარ­დე­ბა გა­ცი­ვე­ბა რამ­დე­ნი­მე დღი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რამ­დე გრძელ­დე­ბა. ბევ­რი დრო არ დაგ­ჭირ­დე­ბათ, და­საწ­ყის­ში­ვე და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.]]></description>
გა­ა­ვარ­ჯი­შეთ არ­ტე­რი­ე­ბი­
<description><![CDATA[აე­რო­ბი­კა ყვე­ლას­თვის სა­სარ­გებ­ლოა, მაგ­რამ სა­სი­ცოც­ხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა­ჯან­სა­ღი არ­ტე­რი­ე­ბის­თვის. 3000 ადა­მი­ა­ნის გა­მოკ­ვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მას, ვინც ნაკ­ლებ ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას გა­ნიც­დის, ინ­სულ­ტის­გან სიკ­ვდი­ლის მე­ტი შან­სი აქვს, ვიდ­რე მწე­ველს. რა­ტომ?
­რე­გუ­ლა­რუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ამ­ცი­რებს მა­ღალ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მის მო­მა­ტე­ბას.
ვარ­ჯი­ში ამაგ­რებს გულს ისე, რომ იგი ნაკ­ლებ დარ­ტყმას აკე­თებს იგი­ვე სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას, ეს კი ანე­ლებს ათე­როს­კლე­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბას.
ვარ­ჯი­ში ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნას. ,,თრომ­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­წო­ვოს კი­დეც, თუ ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რად კარ­გად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი", ფიქ­რობს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ედ­ვარდ ეიჩ­ნე­რი.]]></description>
არ­ტე­რი­ე­ბის ცხოვ­რე­ბა. რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ ის?
<description><![CDATA[პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­ბსაც საკ­ვე­ბად იყე­ნებთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი არ­ტე­რი­ე­ბის­თვის. მაგ­რამ კვე­ბის რე­ჟი­მის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის თქვე­ნი ძა­ლი­ას­ხმე­ვა ფუ­ჭი აღ­მოჩ­ნდე­ბა, თუ მავ­ნე ჩვე­ვებს არ გა­და­ეჩ­ვე­ვით. გა­და­ი­კით­ხეთ ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი რჩე­ვე­ბი და შე­ე­ცა­დეთ ზო­გი­ერ­თი მა­ინც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ.
და­ი­ვიწ­ყეთ თამ­ბა­ქო. მო­წე­ვით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი ქო­ლეს­ტე­რი­ნის მა­ღა­ლი დო­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ტო­ლია. ნორ­დუ­ეს­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მწე­ვე­ლე­ბის 30%-ს მა­ღა­ლი წნე­ვა აქვთ.
თუმ­ცა მო­წე­ვა არ იწ­ვევს არ­ტე­რი­ულ ჰი­პერ­ტო­ნი­ას, ათე­როს­კლე­როზს ან ინ­სულტს, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი რის­კის ფაქ­ტო­რია. რო­გორ?
_ მო­წე­ვა აჩ­ქა­რებს არ­ტე­რი­ე­ბის გამ­კვრი­ვე­ბას.
_ მო­წე­ვა ავიწ­რო­ებს არ­ტე­რი­ებს, ეს იწ­ვევს არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მო­მა­ტე­ბას.
_ ნი­კო­ტი­ნი ზრდის სის­ხლის წნე­ვას.
_ სი­გა­რე­ტის ბო­ლი ცვლის სის­ხლის კონ­სის­ტენ­ცი­ას, ის უფ­რო მძი­მე, ბლან­ტი ხდე­ბა და თრომ­ბის წარ­მოქ­მნის­კენ უჩ­ნდე­ბა მიდ­რე­კი­ლე­ბა. ამა­ვე აზ­რი­საა მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ლა­რი გი­ბო­ნე. სის­ხლში თრომ­ბის წარ­მოქ­მნა ზრდის ინ­სულ­ტის და ინ­ფარ­ქტის რისკს.]]></description>