Narkozi.Com - Medicine Portal
<description>Narkozi.Com - Medicine Portal</description>
საოცარი ნახშირი
<description><![CDATA[თუ ჭკვიანი და ნაკითხი გოგონა ხართ, თქვენს აფთიაქში აუცილებლად მოიძებნება ისეთი საოცარი წამლის ორი–სამი შეფუთვა, როგორიცაა ‘’აქტივირებული ნახშირი’’. ეს პატარა შავი აბები, რომლებსაც ბავშვობიდან ვიცნობთ, სინამდვილეში ძლიერი აბსორბენტია, რომლებსაც პირდაპირი გაგებით შეუძლიათ დაგიცვან ბევრ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. 
სუფრასთან 
თუ სადღესასწაულო სუფრასთან დაჯდომამდე დალევთ 2–4 აქტივირებული ნახშირის აბს, იგი თქვენს ორგანიზმს არ მისცემს მალე დათრობის საშუალებას და შესძლებთ დარჩეთ ფხიზელ მდგომარეობაში. არც ის ფაქტია ნაკლებმნიშვნელოვანი, რომ მეორე დილით თქვენი კუჭი თავს შესანიშნავად იგრძნობს იმის მიუხედავად, თუ რამდენი საჭმელ–სასმელი მიირთვით. თუმცაღა, ეცადეთ ზომიერება დაიცვათ. 
პირღებინება, მოწამვლა ]]></description>
კენკრის შემცველი პროდუქტი
<description><![CDATA[კვლევებმა აჩვენა, რომ კენკრის შემცველი პროდუქტი ეფექტურად ეწინააღმდეგება შარდ-სასქესო ინფექციის განვითარებას. როგორც ირკვევა, კენკრა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიების მიმაგრებას შარდის ბუშტის კედელზე და აქედან გამომდინარე, ინფექციის განვითარების ალბათობა მცირდება.
აღნიშნულ თემატიკაზე 10 ჩატარებული კვლევიდან დადგინდა, რომ 12 თვის მანძილზე კენკრის მოხმარება ნამდვილად ამცირებს შარდ-სასქესო ინფექციის განვითარების ალბათობას პლაცებოსთან შედარებით (შედარებითი რისკი 0.65). აღსანიშნავია, რომ იგი უფრო ეფექტურად მოქმედებდა ქრონიკული ინფექციის მქონე ქალებში, ვიდრე მამაკაცებში, რომელთა დაინფიცირებაც გამოწვეული იყო პერიოდული კათეტერიზაციის აუცილებლობით. მხოლოდ ერთ კვლევაში იყო ნაჩვენები კენკრის შემცველი პროდუქტების ეფექტურობა სიმპტომური ინფექციის შემთხვევაში. ეფექტი ასევე დამოკიდებული იყო მიღების ხანგრძლივობაზე, დოზირებასა და ფორმაზე (წვენი, აბი ან კაფსულა).]]></description>
პრეპარატი ანელებს გაფანტული სკლეროზის პროგრესირებას
<description><![CDATA[პრეპარატი რიტუქსიმაბი (რიტუქსანი), რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის და კიბოს (არახოჯკინის ლიმფომა) სამკურნალოდ, ანელებს გაფანტული სკლეროზის პროგრესირებას. ეს საშუალება გაცილებით ეფექტურია დღესდღეობით არსებულ სხვა პრეპარატებთან შედარებით, იტყობინება “New England Journal of Medicine”.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 104 პაციენტი. ყველა მათგანი დაავადებული იყო გაფანტული სკლეროზის რემისიული ფორმით. კვლევის პირველ და მე-15 დღეს 69 პაციენტს უტარდებოდა რიტუქსიმაბის ინტრავენური ინექცირება, ხოლო დანარჩენებს კი – პლაცებო. პაციენტებზე დაკვირვება, რომელიც 48 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, აგრეთვე მოიცავდა განმეორებითი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებას. 
იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რიტუქსიმაბს, აღინიშნა ანთებითი დაზიანებების რიცხვისა და ზომის შემცირება თავის ტვინში. კერძოდ, დაკვირვების 36-ე კვირაზე საკონტროლო ჯგუფის პაციენტებში აღინიშნა დაზიანებების ზომის საშუალოდ 418 კუბური მილიმეტრით გაზრდა, ხოლო რიტუქსიმაბით ნამკურნალებ პაციენტებში დაზიანებები შემცირდა 175,5 კუბური მილიმეტრით.]]></description>
ფოლატებით მდიდარი საკვები
<description><![CDATA[ფოლატებით მდიდარი საკვები ამცირებს იშემიური ინსულტის განვითარების რისკს
ფართომასშტაბიანმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფოლატების დიდი რაოდენობით შემცველი საკვების მიღება ამცირებს იშემიური ინსულტის განვითარების რისკს მწეველ მამაკაცებში. 
კაროლინსკას ინსტიტუტის მკვლევარებმა შვეციაში, სუზანა ლარსონის ხელმძღვანელობით ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 50-59 წლის ასაკის 26 566 მწეველი მამაკაცი. დაკვერვების პერიოდში, რომლის ხანგრძლივობა შეადგენდა 13,6 წელს, 1702 მამაკაცს განუვითარდა იშემიური ინსულტი, 383-ს – სისხლჩაქცევა ტვინში, ხოლო 196-ს – სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა.]]></description>
ცინკის პრეპარატები ეფექტურია დიარეის დროს ბავშვებში
<description><![CDATA[ჟურნალ “Pediatrics”-ის თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ცინკის პრეპარატებით მკურნალობა ამცირებს მწვავე და პერსისტული დიარეის სიმძიმესა და ხანგრძლივობას ბავშვებში. 
მეცნიერები თვლიან, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება, რათა განისაზღვროს, თუ რა გზით ახორციელებს ცინკი დიარეის საწინააღმდეგო მოქმედებას. 
შედეგები მიღებულ იქნა 22 კვლევის მეტაანალიზის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა მწვავე დიარეის მქონე 15 231 და პერსისტული დიარეის მქონე 2968 ბავშვს. 
ცინკის მიღება ამცირებდა ორივე ტიპის დიარეის საშუალო ხანგრძლივობას, აღნიშნეს დოქტორმა მარეკ ლუკასიკმა და მისმა კოლეგებმა აუგუსტას სამედიცინო კოლეჯიდან, ჯორჯიის შტატში, აშშ-ში. გარდა ამისა, ამ პრეპარატებით მკურნალობა კუჭის მოქმედების სიხშირეს მწვავე და პერსისტული დიარეის მქონე ბავშვებში 18,8%-ით და 12,5%-ით ამცირებდა, შესაბამისად. შედეგებმა ასევე დაადასტურეს, რომ ცინკის პრეპარატების გამოყენებას გააჩნია პრევენციული ეფექტი. პლაცებოსთან შედარებით, ისინი ორივე ტიპის დიარეის განვითარების ალბათობას საშუალოდ 18%-ით ამცირებენ.]]></description>
კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები
<description><![CDATA[კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები აქვეითებენ რეპროდუქციულ ფუნქციას ქალებში
კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება შესაძლოა გახდეს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის მიზეზი, დაადგინეს ბერძენმა მეცნიერებმა. 
როგორც ცნობილია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ზიანს აყენებს ამ ფუნქციას, თუმცა, ამ მხრივ სამედიცინო პრეპარატებზე არაფერი იყო ცნობილი. 
ათენის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმმა, პროფ. კონსტანტინოს ქრისტოპულოსმა მაგალითად მოიყვანა 30 წლის ქალის შემთხვევა, რომელიც დაავადებული იყო მიელოიდური ლეიკემიით. მას მენსტრუალური ციკლი შეუწყდა პრეპარატ გლივეკის (Gleevec) მიღების დაწყებიდან 2 წლის შემდეგ. ამ პრეპარატის მწარმოებელი გახლავთ ფარმაცევტული პრეპარატების კორპორაცია – ნოვარტისი.]]></description>
ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები მამაკაცებისთვის
<description><![CDATA[ავსტრალიელმა მეცნიერებმა სიდნეის უნივერსიტეტიდან შექმნეს ჰორმონალური კონტრაცეფციის პრეპარატი მამაკაცებისათვის. 
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გარკვეული ჰორმონების მიღება შესაძლოა იქცეს კონტრაცეფციის ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებად მამაკაცებში. 
ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა 18-51 წლის 1756 მამაკაცი. აღმოჩნდა, რომ ჰორმონები – პროგესტინი და ჰესტოგენი ამცირებენ სპერმის გამომუშავებას. 
ჰორმონალური თერაპია ასევე ამცირებს სპერმის გამოყოფას “უსაფრთხო” დონემდე. მათი მიღებისას სპერმატოზოიდების კონცენტრაცია აღწევს ისეთივე დონეს, როგორც სტერილიზაციის ოპერაციის შემდეგ.]]></description>
მარიხუანა - კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ახალი საშუალება
<description><![CDATA[მარიხუანას შემადგენლობაში მყოფი აქტიური ინგრედიენტი ზოგიერთ შემთხვევაში ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას, ამტკიცებენ გერმანელი მკვლევარები. 
კანაბინოიდები ადრეც გამოიყენებოდა სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის კურსში, ძირითადად ისეთი გვერდითი ეფექტების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ტკივილი, წონის დაკარგვა და ღებინების შეგრძნება. 
თუმცა გერმანულ ჟურნალში “კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის ჟურნალი” გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მარიხუანა შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც კიბოს საწინააღმდეგო წამალი. 
როსტოკის უნივერსიტეტის მკვლევარები აპირებენ დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარებას, რათა საბოლოოდ დამტკიცდეს ამ მცენარის სარგებელი ონკოლოგიაში. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კანაბინოიდების დახმარებით შეძლებენ მეტასტაზების შეჩერებას.]]></description>