Narkozi.Com - Medicine Portal
<language>ru</language>
<description>Narkozi.Com - Medicine Portal</description>
მითები ზედმეტი წონის შესახბ
<description><![CDATA[<!--TBegin--><!--TEnd-->ქალები მას ბრძოლას უცხადებენ, იყენებენ რა თანამედროვე მედიცინის ყველა მიღწევას – აბებს, ლაზერს, ქირურგის სკალპელს. ხოლო დიეტა იმდენი გამოიგონეს, რომ შეიძლება "დიდი დიეტოლოგიური ენციკლოპედიის" გამოცემა. გახდომის ირგვლივ მთელი ინდუსტრია განვითარდა, რომელიც ამ საქმეზე უამრავ ფულს აკეთებს. 
მოდით, მივყვეთ ზოგადად უკვე დამკვიდრებულ მითებს და ვეცადოთ საღად გავიაზროთ ისინი: 
მითი პირველი. სიმაღლეს მინუს ასი 
საერთოდ გაუგებარია, ვინ გამოიყვანა ეს ფორმულა. ხოლო შემდეგ სიხარულით გამოაქვეყნა ყველა პრიალა ჟურნალმა. მაგრამ ყველა ადამიანი განსხვავებულია, ადამიანს, როგორც ბიოლოგიურ სახეობას, საერთოდ ახასიათებს გასაოცარი ინდივიდუალობა ყველაფერში – თითის ანაბეჭდიდან ნივთიერებათა ცვლამდე. 
სტანდარტული ფორმულა "წონა = სიმაღლე – 100" (კაცებისათვის) და "წონა = სიმაღლე – 105" (ქალებისათვის) ფორმალური ბოროტი დაცინვა და აბუჩად აგდებაა, რადგან არ არის გათვალისწინებული რომ ადამიანებს განსხვავებული და ინდივიდუალური ნივთიერებათა ცვლა აქვს, ცხიმების დაგროვებაც განსხვავებული პრინციპებით ხდება, ერთ ცალ შეჭმულ კატლეტს და ერთ ჭიქა მირთმეულ მაწონსაც კი სხვადასხვა ორგანიზმი სხვადასხვაგვარად ითვისებს.]]></description>
ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენებით
<description><![CDATA[არავინ იცის ზუსტად, როგორ მოქმედებს ძვლებზე სასქესო ჰორმონები. მიუხედავად ამისა, დადგენილია, რომ ქალებში ოსტეოპოროზით დაავადების რისკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ესტროგენს გამოიმუშავებს მისი ორგანიზმი. შორეულ 1941 წელს მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ოსტეობლასტების (ოსტე­ობლასტები ძვლოვანი ქსოვილის უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ ძვლის აღმდგენი ნივთიერების წარმოქმნაში) მოქმედება დამოკიდებულია ესტრო­გენზე. რეალურად, ორივე სასქესო ჰორმონი ესტროგენი და პროგესტერონი ქალებში და ტესტოსტერონი მამაკაცებში ხელს უწყობს ძვლების უზრუნველყო­ფას მინერალური ნივთიერებებით. ამგვარად ამ ჰორმონების დანაკლისი, ძირითადად ქალებში მენოპაუზის დროს და იშვიათად ხანდაზმულ მამაკაცებში, იწ­ვევს ძვლის გამყიფებას და ოსტეოპოროზს. სხვადასხვა მიზეზის გამო, ქალებში ეს დაავადება 2-ჯერ ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. ლოგიკორია, რომ ამ ფაქ­ტმა განაპირობა ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის გაჩენა, რომლის მიზანია მენოპაუზით გამოწვეული ძვლის გაიშვიათების შეჩერება.
ამ თერაპიის მენოპაუზის პირველ სამ წელიწადში დაწყების შემთხვევაში, ძვლოვანი მასის დაკარგვა მცირდება. რეალურად ესტროგენებით ჩანაცვლების თე­რაპიას შეუძლია შეანელოს ძვლის გაიშვიათების პროცესი ათი წლით. როგორც კი ძვალი მყიფე ხდება, ზიანი უკვე მიყენებულია და ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენებით ამ შემთხვე­ვაში არაეფექტურია. ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენებით ჩვეულებრივ გამოიყენება იმ ქალებში, რომლებშიც მენოპაუზა გამოიწვია ქირურგიულმა ჩარევამ (საკვერცხეების ამოკვე­თა), რომელიც იწვევს ესტროგენების გამომუშავების მოულოდნელ და სრულ შეწყვეტას.]]></description>
იაპონური დიეტა
<description><![CDATA[დიეტა გრძელდება 13 დღე და იკლებთ საშალოდ 7–8 კგ–ს
ამ დიეტის დროს არ შეიძლება მიიღოთ: შაქარი, ფქვილის ნაწარმი, საკონდიტრო ნაწარმი, მარილი და ალკოჰოლი.
დიეტა უნდა დაიცვათ ზუსტად, არ შეიძლება არაფრის შეცვლა და გადაადგილება.
ჭამებს შორის შეგიძლიათ დალიოთ მინერალური წყალი ან ადუღებული წყალი(ჩაი, ყავა – უშაქროდ)]]></description>
საუკეთესო დიეტა - ჯანსაღი ძილი
<description><![CDATA[ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ევა ვან კაუტერის (Eve Van Cauter) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ უძილობა მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსზე.
ძილის საათების რეგულარული შემცირება გავლენას ახდენს ლეპტინისა და გრელინის თანაფარდობაზე. ლეპტინი “ატყობინებს“ ორგანიზმს, რომ ტვინი არ საჭიროებს მეტი რაოდენობით საკვებს, ხოლო გრელინი პირიქით – აძლიერებს შიმშილის გრძნობას.
კვლევების მიმდინარეობის დროს მონაწილეებს ეძინათ სულ 4 საათი ორი ღამის განმავლობაში. ამის შედეგად ლეპტინის დონემ იკლო 18%–ით, ხოლო გრელინის დონემ მოიმატა 28%–ით. გარდა ამისა, შემდეგი დღის განმავლობაში ცდების მონაწილეებს აღენიშნებოდათ ტენდენცია ტკბილი და სახამებლის შემცველი საკვებისადმი. ევა ვან კაუტერის თქმით, არასაკმარისი ძილით შეწუხებული ტვინი კვებისათვის “ეძებს” მარტივ ნახშირწყლებს.
როგორც ირკვევა, სტატისტიკურად ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად ძინავთ, შედარებით მეტი წონისანი არიან.]]></description>
დიეტა გასტრიტის დროს
<description><![CDATA[როგორ უნდა გახდეთ, თუ კუჭის პრობლემები გაქვთ? 
დიეტის პრინციპები: 
გახდომის პროცესი ნელ-ნელა უნდა მიმდინარეობდეს. ზედმეტი კილოგრამების სწრაფი კარგვის იმედი გასტრიტის დროს ნუ გექნებათ. რაც უფრო სწრაფად კარგავს წონას ორგანიზმი, მით მეტ სტრესს განიცდის იგი. ნებნისმიერი სტრესი კი ზრდის არა მარტო გასტრიტის ალბათობას, არამედ კუჭის წყლულისაც. ამიტომ განეწყვეთ ხანგრძლივი დიეტისათვის. 
რძის პროდუქტებს - დიახ. ყველა რძის პროდუქტი იცავს კუჭის ლორწოვანს დაზიანებისაგან. ამიტომ მირთვით ჩაი რძით, კაკაო რძით ან ნაღებით, უბრალოდ რძე, მაწონი, იოგურტი. შეარჩიეთ ნაკლებ ცხიმიანი რძის პროდუქტები - 1,5-2 პროცენტის ცხიმის შემცველობით. 
მიიღეთ ცილის ნორმა. ცილა აუცილებელი სამშენებლო მასალაა ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედისათვის. ამიტომ თქვენი ამოცანაა - მოამარაგოთ ორგანიზმი ცილების დღიური ნორმით საკვებისა და კალორიების შემცირების ფონზე. ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელია ყოველდღიურად დიეტური ცილოვანი პროდუქტების მიღების გარეშე. მათ რიცხვს განეკუთვნება უცხიმო ხაჭო, საქონლის მჭლე ხორცი, კურდღლის ხორცი, ქათმის მკერდი და მოხარშული თევზი.]]></description>
შე­ი­მუ­შა­ვეთ თქვე­ნი დი­ა­ბე­ტუ­რი მე­ნიუ
<description><![CDATA[დი­ა­ბე­ტის დროს ჯან­მრთე­ლო­ბის ნორ­მა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: თა­ვი­დან აი­ცი­ლეთ სის­ხლში შაქ­რის მა­ღა­ლი დო­ნის არ­სე­ბო­ბა, აკონ­ტრო­ლეთ ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნე და სის­ხლის წნე­ვა. ამა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ რჩე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს გა­მო­ად­გე­ბა: თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ ნორ­მა­ლურ წო­ნას, რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ა­კე­თეთ ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი, თქვე­ნი რა­ცი­ო­ნი უნ­და იყოს ცხი­მის და­ბა­ლი შემ­ცვე­ლო­ბით, უნ­და შე­ი­ცავ­დეს უჯ­რე­დისს და ნახ­შირ­წყლებს. თქვენ უნ­და გა­ი­აზ­როთ, რომ დი­ა­ბე­ტი გაძ­ლევთ კი­დევ უფ­რო მეტ სა­ბაბს, რომ ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს მის­დი­ოთ.
კვე­ბის რა­ცი­ო­ნის შედ­გე­ნი­სას არ და­ი­ვიწ­ყოთ თევ­ზის ქო­ნი. ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი ომე­გა-3, რო­მელ­საც თევ­ზის ქო­ნი შე­ი­ცავს, ამ­ცი­რებს ქო­ლეს­ტე­რი­ნის და ტრიგ­ლი­ცე­რი­დის დო­ნეს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის ორ­გა­ნიზ­მში.
უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ცდის დროს თევ­ზის ქო­ნის დიდ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ პა­ცი­ენ­ტებ­ში გა­მო­იწ­ვია გლუ­კო­ზის დო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მა­ტე­ბა. ამი­ტომ თევ­ზი სა­დი­ლად ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ გა­მო­ი­ჩი­ნეთ სიფ­რთხი­ლე თევ­ზის ქო­ნის პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბი­სას.]]></description>
ორიგინალური დიეტები
<description><![CDATA[დიეტების დროს ყოველთვის დაიცავით ერთი წესი: «უკეთესია ცოტა, და უკეთესი». თუ გსურთ სასწრაფოდ ჩაეტიოთ ერთი ზომით პატარა კაბაში, ვიდრე ჩაიცვამთ ერთი-ორი კვირით დაიცავით ქვემოთ შემოთავაზებული რომელიმე დიეტა, ხოლო შემდეგ დაუბრუნდით ჯანმრთელ კვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მალევე დაიბრუნებთ დაკარგულ კილოგრამებს, რის გამოც არა მარტო სხეული დაზიანდება, არამედ კანიც, ფრჩხილებიც, თმებიც. ხანდახან ეს ორი უკიდურესობა: შიმშილი – ნაყროვანება, უფრო მეტ ზიანს აყენებენ ჯანმრთელობას, ვიდრე ზედმეტი კილოგრამები. 
ნაკლებმარილიანი დიეტა 
ეს დიეტა საკმაოდ ეფექტურია და ხშირად ინიშნება ექიმების მიერ სიმსუქნის დროს. საკვების მომზადებისას საერთოდ ნუ ჩაყრით მარილს, ხოლო გემოს მისაცემად დაუმატეთ ერთი მწიკვი მარილი უშუალოდ ჭამის წინ. ამასთან, მარილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3-4 გრამს დღეში. 
აუცილებელია საკვების რაოდენობის შემცირებაც, რომელსაც ერთ ჯერზე მიირთმევთ, მაგრამ გაზარდეთ კვების მიღების რაოდენობა 4-5-მდე დღეში. ზედმეტის ჭამა არ შეიძლება, ჭამის შემდეგ უნდა დარჩეს მსუბუქი შიმშილის შეგრძნება.]]></description>
რომელი პროდუქტები იწვევენ გამონაყარს (აკნეს) სახეზე?
<description><![CDATA[როცა გამონაყარი სახეზე ახალგაზრდობის ასაკში ჩნდება, ეჭვი არ არის, რომ ეს გარდატეხის ასაკისა და ჰორმონების ბრალია, მაგრამ როცა მსგავს პრობლემას ზრდასრული ქალი გადააწყდება, მაშინვე ჩნდება კითხვა: რის გამო? მთელ რიგ შემთხვევებში ამის მიზეზი შეიძლება საკვები იყოს... 
რატომ ჩნდება გამონაყარი საკვების გამო? 
ადამიანის საკვების მომნელებელი სისტემა საოცარი რამაა. მას შეუძლია მოითმინოს "ჩიფსების", ორცხობილების მთა და ლიტრობით გაზირებული სასმელი. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქვს და ერთ მშვენიერ დღეს იგი ვეღარ ითმენს მისთვის ამდენ უსიამოვნო სიურპრიზს და შედეგიც სახეზეა! ანუ თქვენს სახეზე. რა თქმა უნდა საკვები ერთადერთი მიზეზი არ არის გამონაყარისა, მაგრამ თუ ასეთი ალბათობა არსებობს, უმჯობესია გამორიცხოთ. 
გამონაყარი წარმოადგენს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებით წარმონაქმნს. ყოველ ჯირკვალს თავისი გამოსასვლელი მილი აქვს, რომლის მეშვეობითაც კანის ცხიმი გამოდის და რჩება მის ზედაპირზე. თუ გამოსასვლელი დახშულია, წარმოიქმნება ანთებითი გამონაყარი, ხოლო მიკრობების გამო იგი წითლდება და სივდება, რაც მთლიანობაში აუარესებს მდგომარეობას]]></description>
SOS - როგორ მოვიმატოთ წონაში?
<description><![CDATA[გლობალური სიგამხდრის პერიოდში წონაში მომატების სურვილი უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ არიან ადამიანები (სულ რაღაც 2%), რომლებიც ამაოდ ცდილობენ 2 კილოგრამის მომატებას. გახდომის მსურველთათვის არსებობს უამავი დიეტა და ასობით ფიტნესს-პროგრამა სასურველი ფიგურის მისაღებად. მაგრამ ბუნებრივად გამხდრი ადამიანებისათვის კილოგრამების «აკრეფა» გაცილებით რთულია, ვიდრე ზედმეტი ცხიმის მოშორება, მაგრამ ეს შესაძლებელია. ჩვენ მოგიყვებით როგორ გასუქდეთ, ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ. 
საერთაშორისო სამედიცინი სტანდარტებით, «ნორმალური» წონა ისაზღვრება სხეულის მასის ინდექსის მეშვეობით, ხოლო იგი ასე გმოითვლება: წონა(კგ) იყოფა სიმაღლეზე(მ) კვადრატში. თუ რიცხვი 18-ზე ნაკლები მიიღეთ, მაშინ თქვენ მიეკუთვნებით ბუნებრივად გამხდართა იმ 2%-ს. სამედიცინო ტერმონოლოგიით თქვენ დაგისვამდნენ ასეთ დიაგნოზს «იდიოპათიური გამოფიტულობა», ხოლო გარკვეულ ქვეყნებში პოდიუმზეც კი არ აგიშვებდნენ. მაგრამ ნუ შეშინდებით. პირველ რიგში უნდა გამოარკვიოთ სიგამხდრის მიზეზი, რის გამოც თქვენი ბევრ მოდელს შეშურდებოდა. მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს: 
მემკვიდრეობა, სწრაფი ნივთიერებათა ცვლა;
ადრეულ ბავშვობაში გადატანილი მძიმე დაავადება; 
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება, პარაზიტები; 
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია; 
მადის დაკარგვა (შესაძლოა გაჩნდეს ასაკის მატებასთან ერთად მუდმივი სტრესის ან მედიკამენტების მიღების შემთხვევაში).]]></description>
D ვიტამინი იცავს ადამიანებს დიაბეტისგან
<description><![CDATA[ბრიტანელმა მეცნიერებმა სენტ-მერის ქალთა და ბავშვთა ჰოსპიტალიდან მანჩესტერში დაადგინეს, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც იღებენ D ვიტამინს დანამატის სახით, გააჩნიათ I ტიპის დიაბეტის განვითარების უფრო დაბალი რისკი, იტყობინება vokrugsveta.ru BBC News-ზე დაყრდნობით. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში “Archives of Disease in Childhood”. 
I ტიპის დიაბეტი ანუ იუვენილური შაქრიანი დიაბეტი ვითარდება იმუნური სისტემის დარღვევის შედეგად, რომელიც იწვევს პანკრეასის მიერ ჰორმონ ინსულინის დამოუკიდებლად გამომუშავების ფუნქციის დარღვევას. ამ ფორმის დიაბეტით დაავადებულია 2 მლნ ევროპელი და ამერიკელი. 
მანჩესტერელმა მედიკოსებმა შეისწავლეს 5 კვლევის მონაცემები, რომლებიც მიეძღვნა D ვიტამინის როლის განსაზღვრას I ტიპის დიაბეტის პრევენციაში. მათ დაასკვნეს, რომ D ვიტამინი არამარტო ამცირებს დაავადების განვითარების ალბათობას დაახლოებით 30%-ით, არამედ მისი ეფექტი დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე. რაც უფრო რეგულარულად და მაღალი დოზებით ხდება ამ ვიტამინის შემცველი კვებითი დანამატების მიღება, მით დაბალია დიაბეტის განვითარების რისკი.]]></description>