Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at D:\maxo\htdocs\narkozi\html\engine\modules\functions.php:1) in D:\maxo\htdocs\narkozi\html\engine\rss.php on line 213 Narkozi.Com - Medicine Portal http://narkozi.com/ ru Narkozi.Com - Medicine Portal DataLife Engine ცხიმოვანი მჟავები ალცჰეიმის დაავადებისთვის http://narkozi.com/index.php?newsid=200 http://narkozi.com/index.php?newsid=200 Admin Fri, 21 Nov 2008 14:49:41 +0400 ასპირინი არ იცავს http://narkozi.com/index.php?newsid=199 http://narkozi.com/index.php?newsid=199 ასპირინი – იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებაა, თუმცა ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ ეს მედიკამენტი ეფექტს იძლევა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადების მკვეთრად გამოხატული სიმპტომები.]]> Admin Mon, 17 Nov 2008 01:08:16 +0400 მედიკამენტები http://narkozi.com/index.php?newsid=198 http://narkozi.com/index.php?newsid=198 ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ -]]> Admin Sun, 16 Nov 2008 21:15:25 +0400 ხელოვნური ფრჩხილები ჯანმრთელობისთვის საშიშია http://narkozi.com/index.php?newsid=197 http://narkozi.com/index.php?newsid=197 პარანოქიის მიზეზი, როგორც წესი, ფრჩხილის აქერცლილი ნუნაა ან კიდევ დაავადება მანიკურის გაკეთებისას ნუნის მოჭრის დროს ვითარდება.
მანიკურის პროცედურის დროს ინფექციის შეჭრის ალბათობა ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს. ფრჩხილზე გადადის თხელი კანი, რომელსაც კუტიკულა ეწოდება. მანიკურის კეთებისას სწორედ ამ თხელ კანს ვიჭრით. დაზიანებულ კანში ინფექცია ადვილად შედის. აღმოცენდება სიწითლე, შეშუპება, ინტენსიური ტკივილი. დაქვეითებული იმუნიტეტის დროს ანთებითი პროცესი დაჩირქებამდე მიდის. ფრჩხილის ფირფიტის განაპირა მხარეს პათოლოგიური ჩირქოვანი გრანულაცია (ახალი, მარცლოვანი სახის ქსოვილი) იწყებს განვითარებას. თუ დაავადებას დროულად არ უმკურნალებთ, ანთება ქრონიკულ ფორმაში გადავა. ანთებითი პროცესი ზოგჯერ ფრჩხილის დეფორმაციას იწვევს. უფრო შორწასულის დროს ჩირქმა შეიძლება ძვლამდეც მიაღწიოს. პათოლოგიური ჩირქოვანი გრანულაციის დროს საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
ინფექციის თავიდან ასაცილებლად მანიკური სუფთა ინსტრუმენტებით გაიკეთეთ.]]>
Admin Sun, 16 Nov 2008 02:15:00 +0400
ორიგინალური დიეტები http://narkozi.com/index.php?newsid=195 http://narkozi.com/index.php?newsid=195 დიეტების დროს ყოველთვის დაიცავით ერთი წესი: «უკეთესია ცოტა, და უკეთესი». თუ გსურთ სასწრაფოდ ჩაეტიოთ ერთი ზომით პატარა კაბაში, ვიდრე ჩაიცვამთ ერთი-ორი კვირით დაიცავით ქვემოთ შემოთავაზებული რომელიმე დიეტა, ხოლო შემდეგ დაუბრუნდით ჯანმრთელ კვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მალევე დაიბრუნებთ დაკარგულ კილოგრამებს, რის გამოც არა მარტო სხეული დაზიანდება, არამედ კანიც, ფრჩხილებიც, თმებიც. ხანდახან ეს ორი უკიდურესობა: შიმშილი – ნაყროვანება, უფრო მეტ ზიანს აყენებენ ჯანმრთელობას, ვიდრე ზედმეტი კილოგრამები.
ნაკლებმარილიანი დიეტა

ეს დიეტა საკმაოდ ეფექტურია და ხშირად ინიშნება ექიმების მიერ სიმსუქნის დროს. საკვების მომზადებისას საერთოდ ნუ ჩაყრით მარილს, ხოლო გემოს მისაცემად დაუმატეთ ერთი მწიკვი მარილი უშუალოდ ჭამის წინ. ამასთან, მარილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3-4 გრამს დღეში.

აუცილებელია საკვების რაოდენობის შემცირებაც, რომელსაც ერთ ჯერზე მიირთმევთ, მაგრამ გაზარდეთ კვების მიღების რაოდენობა 4-5-მდე დღეში. ზედმეტის ჭამა არ შეიძლება, ჭამის შემდეგ უნდა დარჩეს მსუბუქი შიმშილის შეგრძნება.]]>
Admin Sun, 26 Oct 2008 14:45:22 +0400
შესაძლოა თუ არა დიდი ძალისხმევის გარეშე გახდომა? http://narkozi.com/index.php?newsid=194 http://narkozi.com/index.php?newsid=194 წინ მოხდენილი ფიგურის მისაღწევად - ეს ლოზუნგი ასახავს თანამედროვე ახალგაზრდების და ხანდაზმულების გახდომის დაუოკებელ სურვილს. დღეს გახდომის უამრავი მეთოდი არსებობს. დიეტები მტკივნეულად ურტყამენ გამხდომის რიგითი მსურველის “ჯიბეს”. მარტივი “არ მიირთვათ” და არ გასუქდებით მეტად არადამაჯერებლად ჟღერს, თანაც საზიანოცაა.

შესაძლებელია თუ არა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გახდომა? სკეპტიკოსები იტყვიან, რომ “ცივი წყალი დალიეთო”. ნებისმიერი დიეტა შეუძლებელია სპეცკვების გარეშე, ამიტომაც არის დიეტა. მივდიოთ რჩევას და ყველაფერს ცივი წყალი დავაყოლოთ.

ყველასთვის ცნობილია, რა არის კალორია. მისი ეშინიათ საკუთარი წონის გულშემატკივრებს. ზედმეტი კალორიები, რომლებსაც საკვებიდან ვიღებთ, მარაგდება ცხიმოვანი უჯრედების სახით.]]>
Admin Sun, 26 Oct 2008 14:37:37 +0400
ნანოკომპოზიტური მასალები http://narkozi.com/index.php?newsid=193 http://narkozi.com/index.php?newsid=193 სამწუხაროდ ეკოლოგიური სიტუაცია, განსაკუთრებით კი მეგაპოლისებში, კვების კულტურა, სტომატოლოგიური მკურნალობისადმი დამოკიდებულება, ასევე ჰიგიენის დონე სახარბიელო ნამდვილად არაა. ამავდროულად, მკურნალობის მსოფლიო სტანდარტები, ჩვენი პაციენტების მოთხოვნები და შესაძლებლობები მატულობს. ყოველივე ეს იწვევს თანამედროვე დონის სტომატოლოგიურ მომსახურეობაზე მოთხოვნის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ მიკროელექტრონიკის, ელემენტური ფიზიკის, კოსმოსური და სამხედრო დარგების გვერდით, სტომატოლოგია გვევლინება მედიცინის მაღალდინამიურად განვიტარებად დარგად. გასული წლის 80-იანი წლებიდან დაიწყო კომპოზიციური მასალების აღმასვლა. მოკლე გამოყენების ვადა, სირტულეები მუშაობის პროცესში და არაესთეტიურობა - ეს იყო მაშინდელი ქიმირუი კომპოზიტების უარყოფითი მხარეები.]]>
Admin Sun, 26 Oct 2008 14:28:35 +0400
რენტგენი - მტერი თუ მეგობარი? http://narkozi.com/index.php?newsid=192 http://narkozi.com/index.php?newsid=192 ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რენტგენოდიაგნოსტიკა სტომატოლოგიაში. ხშირად მას გადანწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დასასმელად. არცთ იშვიათად ჩნდება კითხვები მის უსაფრთხოობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს რენტგენის გამოსხივება, საშუალებას მოგვცემს სწორად შევაფასოთ მისი შესაძლებლობები.

რენტგენის გამოსხივება თავისი ბუნებით არის მაიონიზირებელი გამოსხივება, სხივი, რომელსაც სინათლის სხივისგან განსხვავებით სხვადასხვა დაბრკოლებაში შეღწევის უნარი აქვს. ადამიანის ორგანიზმში გავლისას იგი შლის ზოგიერთ უჯრედს, მაგრამ როგორც ცნობილია, ორგანიზმში მუდმივად ხდება უჯრედების კვდომა და განახლება. ამიტომ თუკი რენტგენით დასხივება არ იქნება დასაშვებზე მეტი, დაზიანებულ უჯრედებს ორგანიზმი თავადვე აღადგენს. დაზიანების მასშტაბი დამოკიდებული რენტგენის გამოსხივების ინტენსივობაზე და დასხივების ხანგრძლივობაზე.]]>
Admin Sun, 26 Oct 2008 14:25:42 +0400
თუკი კბილი გტკივათ http://narkozi.com/index.php?newsid=191 http://narkozi.com/index.php?newsid=191
თუ ნამდვილად გტკივათ კბილი, თავს არ შეგაწყენთ შეგონებებით, რომ აქამდე არ უნდა მიგეყვანათ, რომ დროულად უნდა მისულიყავით ექიმთან. ამაზე შემდგომ.


პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - მიმართოთ ექიმს. თუკი ეს რაიმე მიზეზით ვერ ხერხდება (კბილებს უცნაური ჩვევა აქვთ თავი შეგვახსენონ აბსოლუტურად შეუფერებელ დროს, მაგალითად პარასკევ საღამოს, ან თვითფრინავის აფრენამდე 2 საათით ადრე, ანდა 31 დეკემბერს საღამოს 6 საათზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სტომატოლოგთან დროული ვიზიტის აუცილებლობას), მაშინ:
ნუ გაითბობთ მტკივნეულ კბილს გარედან! ნურასოდეს შეიხვევთ შარფით, ნუ დაიდებთ სათბურს, ნუ დაიძინებთ მტკივანი კბილის მხარეს ლოყაზე, რადგან დილას შეიძლება თქვენი სახე ერთი მესამედით გაზრდილი აღმოაჩინოთ.]]>
Admin Sun, 26 Oct 2008 14:16:49 +0400
რა უნდა გავაკეთოთ, რომ კარიესი არ არსებობდეს? http://narkozi.com/index.php?newsid=190 http://narkozi.com/index.php?newsid=190 რა უნდა გავაკეთოთ, რომ კარიესი არ არსებობდეს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ალბათ ბევრ მეცნიერს, ექიმსა და პაციენტს სურს. არსებობს კარიესის განვითარების უამრავი თეორია, დაწერილია მრავალი მეცნიერული ნაშრომი ამ თემაზე, მაგრამ კარიესი მაინც აწუხებს ბევრ ჩვენს პაციენტს. და მაინც, ეს გარდაუვალია, თუ არსებობს რაიმე საშუალებები პროცესის შესაჩერებლად?

მოდით გავიხსენოთ პირვბელად როდის დაფიქრდით კარიესზე? ალბათ ღრმა ბავშვობაში, როდესაც მშობლები კბილების გახეხვას გთხოვდნენ დილას და საღამოს. კბილებს იხეხავდით, კარიესი კი მაინც გაჩნდა. ნუ ვიკამათებთ იმაზე, რამდენად კარგად იხეხავდით კბილებს. მოდით დავფიქრდეთ რისი გაკეთება შეიძლება? ერთი გზაა - მოითმინოთ, გამოიჩინოთ “ნებისყოფა” და არ იფიქროთ ამაზე. რათქმაუნდა, ასეც შეიძლება. ბევრია კარგი ქირურგი-სტომატოლოგი, რომლებიც კვალიფიციურად ამოიღებენ იმ ნარჩენებს, რაც თქვენი კბილისგან დარჩება და სიამოვნებით გადაულოცავს თქვენს თავს ექიმ-ორთოპედს, რომელიც შემოგთავაზებთ მოსახსნელი პროტეზების დიდ არჩევანს. ან იქნებ უფრო ცივილიზებული გზა აგერჩიათ?]]>
Admin Sun, 26 Oct 2008 14:13:06 +0400