დიაბეტი

უძველეს დროში ბერძენი ექიმები ამ დაავადებას ,,დიაბეტს~ უწოდებდნენ, რაც ,,შადრევანს~ ნიშნავს, რადგან ამ დაავადების მქონე ადამიანებს ხშირი შარდვა ახასიათებდათ. ამ სახელწოდებას დაუმატეს ,,ნულლიტუს~, რაც ლათინურად ნიშნავს ,,თაფლისა~, რადგან დიაბეტით დაავადებულების შარდს მოტკბო სუნი აქვს მასში შემავალი შაქრების დიდი რაოდენობის გამო.
ეს განსაზღვრებები უკვე ორი ათასი წელია ცნობილი. ორივე ერთად ისინი გამოხატავენ დაავადების არსს: სიკვდილის შესაძლებლობა სისხლიდან შაქრის შეუთვისებლობის გამო. დაავადების ფორმის მიხედვით შემდეგი სიმპტომებია შესაძლებელი: ავადმყოფი არ, ან ვერ, გამოიმუშავებს ჰორმონ ინსულინს, რის გამოც ორგანიზმი ვერ ითვისებს გლუკოზას სისხლის შაქარს. გლუკოზა ორგანიზმის მთავარი საწვავია, უჯრედების მნიშვნელოვანი საკვები. ინსულინის გარეშე პროდუქტებში შემავალი შაქარი სისხლში გროვდება. ორგანიზმი ცდილობს თავიდან მოიცილოს გლუკოზა და ჭარბ რაოდენობას შარდში გამოყოფს. ამის გამო შარდს მოტკბო სუნი აქვს.
რა არის ამაში ცუდი? მოკლე დროში სისხლში შაქრის მაღალი (ჰიპერგლიცემია), ან დაბალი, (ჰიპოგლიცემია) რაოდენობა ერთი დაავადების ორი უკიდურესობაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი თავბრუსხვევა, ,,გრძნობის დაკარგვა~ და სიკვდილიც კი.
დაწვრილებით