|
ვარიკოზული ეგზემა და დაწყლულება
 ქვედა კიდურების ხშირი პათოლოგიაა, რაც შეიძლება იყოს ვენური ჰიპერტენზიის ან ეგზემის და/ ან კანის დაწყლულების შედეგი. სადიაგნოსტიკო ნიშნები: • ქვედა კიდურები • ვენური ჰიპერტენზია; • ეგზემა • პიგმენტაცია • ატროფია • ფიბროზი • დაწყლულბა. ვენური სისტემის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
დაწვრილებით
კანის ანატომია
 ეპიდერმისი, დერმა და გარკვეული დანამატები (ცხიმოვანი, საოფლე ჯირკვლები, სპეციალური სტრუქტურები ფრჩხილებისა და თმებისათვის-ფოლიკულები და სხვ.).ეპიდერმისს გააჩნია ოთხი შრე:ყველაზე ქვედა ფენა არის ბაზალურ უჯრედოვანი, მას მოჰყვება წვეტიანი ანუ მალპიგის შრე, შემდეგ გრანულარული შრე, რომელიც შეიცავს კერატოჰიალინის გრანულებს და ბოლოს კერატინის (პროტეინის) შრე. ეპიდერმისის უჯრედების ტიპებია: კერატინოციტი, მელანოციტი, ლანგერჰანსის უჯრედები, მარკელის უჯრედები. ეპიდერმისი დერმისაგან განცალკევებულია მემბრანით. არტერიები და ვენები განლაგებულია კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. სტეროიდები დერმატოლოგიურ პრაქტიკაში სტეროიდები ადვილად პენეტრირდება უჯრედის მემბრანაში და აღწევს რეცეპტორების ციტოპლაზმაში, რის გამოც ტოპიკურ სტეროიდებს ხშირად იყენებენ დერმატოლოგიურ პრაქტიკაში. გვერდითი მოვლენები: • პერიორალური დერმატიტი და როზაცეა; • ინფექციები;
დაწვრილებით
ფილტვის კიბო
 უკანასკნელ ხანს ქვეყნის ონკოლოგიური დაავადებების სტრუქტურაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ფილტვის ავთვისებიან სიმსივნეს. მამაკაცები ფილტვის კიბოთი ქალებზე 7-10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადების სიხშირე ასაკის პროპორციულად იმატებს - 60-69 წლის მამაკაცებს შორის ავადობა 60-ჯერ მეტია, ვიდრე 30-39 წლის ასაკში. ფილტვის კიბოს შესახებ გვესაუბრება ექიმი ცისანა უშვე-რიძე. - რა უწყობს ხელს ფილტვის კიბოს განვითარებას? - რისკის ფაქტორია თამბაქოს მოწევა, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში, სადაც ჰაერი ისედაც გაჯერებულია გამონაბოლქვი და ნამწვი აირებით. ჰაერში არსებული კანცეროგენული ნივთიერებანი დროთა განმავლობაში ფილტვების ეპითელური ქსოვილის სტრუქტურისა და ფუნქციების რღვევას იწვევს და ხელს უწყობს სიმსივნური ქსოვილის აღმოცენებას. ამასთანავე, თამბაქოს კვამლი ერთნაირად საშიშია როგორც მწეველებისთვის, ისე არამწეველებისთვისაც. მწეველთა არამწეველ ოჯახის წევრებს შორის დაავადება ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც თამბაქოს არ ეწევიან. მეგაპოლისებში დაავადების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ჰაერის დაბინძურება, უპირველეს ყოვლისა, ავტომანქანების გამონაბოლქვი მავნე აირებით.
დაწვრილებით
დაავადებების უმრავლესობას ნერვიულობა იწვევს
 თანამედროვე ცხოვრების რიტმი ნერვებს გიშლით, გაღიზიანებთ. ამიტომ აუცილებელია დაასვენოთ გადაღლილი ნერვები. ამაში დაგეხმარებათ ხალხურ მედიცინაში ცნობილი სვია. სვიის გირჩა შეიცავს 80% ფისს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთს. სვიით დამზადებულ სამკურნალო საშუალებებს აქვს დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისება. გთავაზობთ რეცეპტებს: სვიის ჩაი: 1-2 ჩ/კ სვიის გირჩას დაასხით 150 მლ მდუღარე წყალი, თავდახურული 10-15 წუთი გააჩერეთ. გაწურეთ და სვით 2-3 ფინჯანი დღეში. ძილის წინ მიიღეთ დამამშვიდებელი აბაზანა: აბაზანაში ჩაასხით 1 ჩ/კ სვიის ზეთი, 1 ს/კ თაფლი და 10-15 წუთით ჩაწექით თბილ წყალში. ნერვები დაგიმშვიდდებათ.
დაწვრილებით
ალკოჰოლი და საზოგადოება
ალოკოჰოლი ანუ ეთილის სპირტი რომელიც არის უფერო სითხე, აქვს სპეციფიური გემო და სუნი. ალკოჰოლი წყალში ზავდება ნებისმიერი თანაფარდობით. ეთილის სპირტი სხვადასხვა სასმელში სხვადასხვა რაოდენობითაა. მაგალითად: ლუდში 2-6%; ღვინოში9-20%; ლიქიორში 20-40%;ა რაყში 40-56%; ვისკში და ჯინში 40-55%; რომში 70-77%.
ალკოჰოლი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედებს, ამიტომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ანესთეზია, კომა, სუნთქვის დათრგუნვა და სიკვდილიც კი. ორგანიზმში მოხვედრილი ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება კუჭიდან და წვრილი ნაწლავებიდან და გადადის სისხლში.
დაწვრილებით
სასქესო ორგანოების ჰერპესი
 ჰერპესის სახეობას, რომელიც სასქესო ორგანოებს აზიანებს, 2 ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი ეწოდება. ეს ძალიან გადამდები დაავადებაა, რომელიც გადადის პირადი, აუცილებელი არ არის სქესობრივი, ურთიერთობისას. თქვენ შეგიძლიათ ხელით გადაიტანოთ ვირუსი ტუჩებიდან თვალებზე. ინფექციის პირველი ნიშნებია ქავილი და შეშუპება, რომელიც ზომებში იმატებს,გამონაყარში გადაიზრდება და ძალიან მტკივნეულია. მამაკაცებში გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს ასოზე, ზოგჯერ სათესლე პარკზე და დუნდულების შიდა მხარეს; ქალებში გამონაყარი ჩნდება გარე სასქესო ორგანოების არეში, საშოში და საშვილოსნოს ყელზე. ჰერპესი გრძელდება ერთიდან სამ კვირამდე. ჩვეულებრივ დაავადების ნიშნები დროთა განმავლობაში ქრება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ჰერპესის გამონაყარი შეიძლება რამდენიმე კვირა, ან თვე, დარჩეს. მაშინაც კი, როდესაც კანზე გამონაყარი არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება არ გავრცელდება. არსებობს ჰერპესის მკურნალობის ეფექტური საშუალებები. აციკლოვირი (Aცყცლოვირ). ,,აციკლოვირი დღემდე რჩება ჰერპესის საწინააღმდეგო საუკეთერსო საშუალებად~, ამბობს ქეროლინ მებრი, რომელიც მუშაობს ჰერპესის მკურნალობის ცენტრში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში. ის ამბობს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს წამალი, რომელიც ეფექტურობით აციკლოვირს შეედრება. ვირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი სამი სახით გამოდის: ჩვეულებრივი კრემი, აბები და ინექციის სახით, რომელიც კეთდება დაავადების სერიოზულ შემთხვევებში.
დაწვრილებით
სქესობრივი მოშლილობა ქალებში
 ინგლისელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 39-59 წლის ასაკის ქალების 17%-ს აქვს დაქვეითებული ლიბიდო (სქესობრივი ლტოლვა). 17% აღენიშნება საშოს სიმშრალე, ქალების 16% ვერ განიცდის ორგაზმს და 8%-ს აღენიშნება ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ამ მოშლილობების განსაკურნებლად წლები არ არის საჭირო, როგორც ეს მამაკაცების შემთხვევაში ხდება. საშოს სიმშრალის დროს გამოიყენეთ გასაპოხი საშუალებები. ,,დაბერების ბუნებრივ პროცესში საშოს ლორწოვანი გარსი მშრალი ხდება~, _ ამბობს ექიმი შირინ ზუსმანი. ამის გამო სქესობრივი აქტი ძნელდება და მტკივნეულია. ექიმი ზუსმანი აცხადებს, რომ საშოს სიმშრალე სწრაფად იკურნება. ლუბრიკანტებს (გასაპოხი საშუალებები) შეუძლიათ სწრაფად აღმოფხვრან სიმშრალე. თქვენ შეგიძლიათ ასევე მიმართოთ ექიმს, რომელიც გამოგიწერთ სპეციალურ, ესტროგენის შემცველ კრემს საშოსთვის. ,,კრემი არა მარტო შველის სიმშრალეს, არამედ ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას~, _ ამბობს ექიმი ზუსმანი.
დაწვრილებით
ესაუბრეთ ამ საკითხზე თქვენს პარტნიორს
 ,,სქესობრივი უძლურება, ჩვეულებრივ, პარტნიორების დაცილებას იწვევს, _ ამბობს ექიმი რიჩარს ბერგერი. _ ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან პარტნიორებს შორის ურთიერთგაგება და გულწრფელი ურთიერთობა პრობლემის გადაჭრაში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. იზოლაცია და უარყოფა პრობლემის გაღრმავებას იწვევს. ოჯახური ურთიერთობა ხშირად წყდება ამ პრობლემაზე რეაქციის და არა თავად პრობლემის გამო~. ბერგერები გთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ურთიერთობის აწყობაში იმპოტენციის პრობლემის გადაწყვეტისას. ისინი გირჩევენ იპოვოთ დრო, როდესაც ყველაზე მეტად ხართ მოდუნებული და ადგილი, სადაც შეგიძლიათ მარტონი დარჩეთ. ,,ყველაფერი თავიდან დაიწყეთ, _ ფიქრობენ ბერგერები, _ უთხარით პარტნიორს, რომ ძალიან აფასებთ მასთან ურთიერთობას~. ამის შემდეგ დასვით კითხვები და ყურადღებით მოისმინეთ პასუხები. დაინტერესდით იმპოტენცია თქვენდამი გრძნობების შეცვლით ხომ არ არის გამოწვეული. დაინტერესდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ. და ბოლოს, დასახეთ ერთად მოქმედების გეგმა. თუ ერთად იმოქმედებთ, დაგეზოგებათ დრო, ენერგია და ფული. ბერგერები ამტკიცებენ, რომ კარგი მოსაუბრეები შესანიშნავი საყვარლები ხდებიან.
დაწვრილებით
იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი
 თუ იმპოტენცია გაქვთ, ამ არასასიამოვნო მოვლენისგან თავის დასაღწევად საკითხს პერსპექტივაში შეხედეთ. თქვენ ერთადერთი ადამიანი არ ხართ. ექიმები ფიქრობენ, რომ დაახლოებით ათი მილიონი ამერიკელი მამაკაცი იმპოტენტია. ჩვეულებრივ ამ პრობლემას ასაკს უკავშირებენ, მაგრამ 40 წლის მამაკაცების მხოლოდ 1,9% და 65 წლის მამაკაცების 25% აქვს იმპოტენცია. არ გეგონოთ, რომ იმპოტენცია მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ. მისგან განკურნებას დიდი დრო არ დასჭირდება. ზოგიერთი მამაკაცისთვის გამოსავალი შეიძლება გახდეს პროთეზის იმპლანტაცია ქირურგიული გზით. მკურნალობის ახალი და სწრაფი მეთოდების წყალობით მექანიკურ ერექციას იშვიათად მიმართავენ, ეს ხდება მხოლოდ ფიზიოლოგიური იმპოტენციის ძალიან სერიოზულ შემთხვევებში. ,,იმპოტენციის მკურნალობის მედიკამენტური მეთოდების არსებობისას, რომლებიც დღითიდღე სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, ძალიან იშვიათად ინიშნება პროთეზის იმპლანტაცია, ამბობს ბრაუნის უნივერსიტეტის უროლოგიის პროფესორი, მედიცინის დოქტორი ჯექიუს სასეტი. არსებობს რამდენიმე სხვა ეფექტური მკურნალობის ხერხი, რომელიც არა მარტო ნაკლებ ინვაზიურია, არამედ გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება.
დაწვრილებით
|