|
ვარიკოზული ეგზემა და დაწყლულება
 ქვედა კიდურების ხშირი პათოლოგიაა, რაც შეიძლება იყოს ვენური ჰიპერტენზიის ან ეგზემის და/ ან კანის დაწყლულების შედეგი. სადიაგნოსტიკო ნიშნები: • ქვედა კიდურები • ვენური ჰიპერტენზია; • ეგზემა • პიგმენტაცია • ატროფია • ფიბროზი • დაწყლულბა. ვენური სისტემის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
დაწვრილებით
კანის ანატომია
 ეპიდერმისი, დერმა და გარკვეული დანამატები (ცხიმოვანი, საოფლე ჯირკვლები, სპეციალური სტრუქტურები ფრჩხილებისა და თმებისათვის-ფოლიკულები და სხვ.).ეპიდერმისს გააჩნია ოთხი შრე:ყველაზე ქვედა ფენა არის ბაზალურ უჯრედოვანი, მას მოჰყვება წვეტიანი ანუ მალპიგის შრე, შემდეგ გრანულარული შრე, რომელიც შეიცავს კერატოჰიალინის გრანულებს და ბოლოს კერატინის (პროტეინის) შრე. ეპიდერმისის უჯრედების ტიპებია: კერატინოციტი, მელანოციტი, ლანგერჰანსის უჯრედები, მარკელის უჯრედები. ეპიდერმისი დერმისაგან განცალკევებულია მემბრანით. არტერიები და ვენები განლაგებულია კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. სტეროიდები დერმატოლოგიურ პრაქტიკაში სტეროიდები ადვილად პენეტრირდება უჯრედის მემბრანაში და აღწევს რეცეპტორების ციტოპლაზმაში, რის გამოც ტოპიკურ სტეროიდებს ხშირად იყენებენ დერმატოლოგიურ პრაქტიკაში. გვერდითი მოვლენები: • პერიორალური დერმატიტი და როზაცეა; • ინფექციები;
დაწვრილებით
როგორ ვებრძოლოთ სიმელოტეს
 თუ მამაკაცი ხართ და თმა გცვივათ, ხოლო დედის, ან მამის, მხრიდან მელოტი ნათესავები გყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სიმალოტე მემკვიდრეობითია. მას მამაკაცის ტიპის გამელოტება ეწოდება. სიმელოტე ხელისგულისხელაა, გვერდებიდან და კეფაზე თმები აკრავს. ეს მდგომარეობა დამახასიათებელია 40% ორმოც წელს გადაცილებული, 50% ორმოცდაათ წელს გადაცილებული და 60% სამოც წელს გადაცილებული მამაკაცისთვის. სიმელოტის საწინააღმდეგო საშუალებები მრავალფეროვანია: პარიკით დაწყებული და კანის გადანერგვით (კანის მელოტი უბნის შეცვლა თმის ფოლიკულების შემცველი კანით) დამთავრებული. სანამ მკურნალობის რთული ხერხი არ აგირჩევიათ, სცადეთ ეს ნაკლებ ეგზოტიკური საშუალებები. თმა მოკლედ შეიჭერით. არ გაიზარდოთ დარჩენილი თმა და შეეშვით მათ გადავარცხნას სიმელოტის დაფარვის მიზნით. მოკლედ შეჭრილი თმა უფრო სასიამოვნოდ გამოიყურება და არ არღვევს თქვენი სახის პროპორციებს. გარდა ამისა, მოკლე თმა საშუალებას მოგცემთ თმას და სკალპს უკეთ მოუაროთ. ეს მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო: პირველი სუფთა თმა უფრო ხშირად გამოიყურება, მეორე ,,ჰორმონი დიჰიდროტესტოსტერონი პასუხისმგებელია სიმელოტეზე, ამბობს დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი კარენ ბერკე. შამპუნით ხშირი დაბანა ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, რომელიც შეიცავს ტესტოსტერონის დიდ რაოდენობას. ტესტოსტერონი დიჰიდროტესტოსტერონად გადაიქცევა. ის აღწევს კანში და ხელს უწყობს თმის ცვენას". თმა სხვა მხარეს გადაიწიეთ. ,,შხაპის შემდეგ მსუბუქად შეიმშრალეთ თმა პირსახოცით. თუ ჯერ კიდევ სველია, თმა სხვა ადგილას გაიყავით~, გირჩევთ ჯორჯ რობენსონი, პარიკმაჰერი მანჰეტენიდან. მაგალითად, თუ თმა სხვა ადგილას გაიყავით, ისინი ოდნავ აიწევა, რადგან თმის მიმართულება შეცვალეთ, ასე გამელოტებული ადგილი ნაკლებ შესამჩნევი გახდება.
დაწვრილებით
მეჭეჭი ფეხის გულზე
 ჩვეულებრივ მეჭეჭი ფეხის გულზე ჩნდება, მაგრამ შეიძლება იყოს ტერფის ზევიდან ან გვერდზე. მათი გამომწვევი მიზეზი ვირუსია, რომელიც კანში ხვდება კანის დაზიანებული ადგილიდან. აფთიაქებში იყიდება მეჭეჭების სამკურნალო ხსნარები, თუმცა ექიმი მაკ-კრი მათ გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის გავრცელება და კიდევ უფრო მეჭეჭის გაჩენა. მიმართეთ ექიმს. ,,მეჭეჭის გაყინვა ან მოწვა ის პროცედურებია, რომლებიც ექიმის კაბინეტში ტარდება და ჩვეულებრივ რამდენიმე წუთი სჭირდება~, ამბობს ექიმი მაკ-კრი. ,,მაგრამ რამდენიმე კვირაა საჭირო, რომ ტერფის დაზიანებული უბნები შეხორცდეს. მეჭეჭის მოცილების კიდევ ერთი ვარიანტი ლაზერული ქირურგიაა, რომელსაც რამდენიმე წუთი სჭირდება, ამბობს ექიმი ელისი. მეჭეჭი ქრება, კანი კი რამდენიმე დღეში ხორცდება".
დაწვრილებით
ტერფის ეპიდერმოფილია
 ტერფის ეპიდერმოფილია სოკოთი გამოწვეული დაავადებაა, იწვევს ტერფის წვას და ქავილს. კანი სკდება და ბუშტულებით იფარება. არაფერი მოიმოქმედოთ და ქრონიკულ დისკომფორტს მიიღებთ. ცოტაოდენ დროს დახარჯავთ და დაავადებისგან განიკურნებით. ჩაიცვით რეზინის სახლის ფეხსაცმელი. ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ, სამაგიეროდ დაგიცავთ საშხაპეში და იმ ადგილებში, სადაც ბევრი გახდილი ადამიანი დადის. თუ თქვენს გვერდით სხვა ადამინსაც რეზინის სახლის ფეხსაცმელი აცვია, მას თქვენგან დაავადება არ გადაედება. კარგად გაიმშრალეთ ფეხები. ,,აბაზანის შემდეგ პირსახოცით კარგად გაიწმინდეთ თითებს შორის, გირჩევთ ექიმი მაკ-კრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რადგან ტერფის ეპიდერმოფილია ჩვეულებრივ ამ ადგილებში ჩნდება, ხოლო სინესტე ამას ხელს უწყობს. სამწუხაროდ, ფეხსაცმელი იდეალური ადგილია სოკოს გასამრავლებლად. ამიტომ თუ გინდათ ამ დაავადებიგან განიკურნოთ, ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში ფეხები მზეს მიაფიცხეთ~.
დაწვრილებით
ტერფის დაავადებები
 მშვენიერი იქნებოდა, ტერფის დაავადებისგან თავის აცილება რომ შეგძლებოდათ. ამის საუკეთესო საშუალება სეირნობაა. ,,ნებისმიერ დროს, როდესაც ასტიმულირებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, თქვენ ეხმარებთ ტერფებს~, ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის კონსულტანტი, ტერფის დაზიანების და დაავადებების სპეციალისტი ჯოზეფ ელისი. თუ სათანადო ყურადღებას მიაქცევთ ტერფებს და დროულად მიმართავთ ექიმს, ტერფის დაავადება მალე განიკურნება. _ თუ ფეხებს თბილ წყალში მოათავსებთ, 10 წამში გაგიყუჩდებათ ფეხის დიდი თითის ძვლოვანი წანაზარდით გამოწვეული ტკივილი (განსაკუთრებით გავრცელებულია შუახნის ქალებში. ლათინურად Hალლუხ ვალგუს, დამოუკიდებელი დაავადება არ არის. წარმოიქმნება ძვლების გადაადგილებით ბრტყელტერფიანობის დროს. ადგილს იცვლის პირველი ძვალი, ამობურცული სახსარი ფეხსაცმლით ზიანდება, დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც ხელს უშლის სიარულს). _ 15 წუთში სპეციალური პასტა მოაშორებს კოჟრს (კოჟრი კანის ზედა ფენის გასქელება). _ 4 დღეში მოიცილებთ ღრმად ჩამჯდარ კოჟრს (კოჟრი, რომელსაც ფესვი აქვს, ჩართულია კანის ღრმა ფენები).
დაწვრილებით
|