Narkozi.com » დაავადებები » კარდიოლოგია

მკურნალობის ახალი მეთოდები

მკურნალობის ახალი მეთოდებიგუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი დრი­თიდ­ღე უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. დაგ­რო­ვე­ბუ­ლია გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის კვლე­ვის უამ­რა­ვი შე­დე­გი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ახ­ლე­ბუ­რად შევ­ხე­დოთ ამ პრობ­ლე­მას.
თრომ­ბო­ლი­ზი. თრომ­ბო­ლი­ზი თრომ­ბის გა­წო­ვის პრო­ცე­სი.
თუ ინ­ფარ­ქტი გა­და­ი­ტა­ნეთ, თქვე­ნი სურ­ვი­ლია სწრა­ფად გა­ე­წე­როთ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და და­უბ­რუნ­დეთ ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბად. ამ დროს და­გეხ­მა­რე­ბათ თრომ­ბის გა­წო­ვის თე­რა­პია (თრომ­ბო­ლი­ზი), რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს თრომ­ბე­ბის დამ­შლე­ლი წამ­ლე­ბის მი­ღე­ბას ინ­ფარ­ქტი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ. ეს მე­თო­დი აღად­გენს ნორ­მა­ლურ სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას და ერ­თკვი­რი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ თქვენ უკ­ვე შე­გიძ­ლი­ათ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­დეთ.
,,მი­ო­კარ­დის ინ­ფარ­ქტის მკურ­ნა­ლო­ბის ხერ­ხე­ბი ძა­ლი­ან არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ჯორ­ფი სოპ­კო. ათი-ოცი წლის წინ მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბის დროს პა­ცი­ენტს ხუ­თი-ექ­ვსი კვი­რით აწ­ვენ­დნენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტებს და დას­ვე­ნე­ბას უნიშ­ნავ­დნენ. დღე­ვან­დე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც თრომ­ბო­ლი­ზის პრო­ცე­დუ­რა და­ე­ნიშ­ნათ, სახ­ლში ერ­თი კვი­რის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბი­ან (თუ რა­ი­მე სხვა გარ­თუ­ლე­ბას არ ჰქონ­და ად­გი­ლი)~.
უნ­და ით­ქვას, რომ თრომ­ბო­ლი­ზის შემ­დეგ ან­გი­ოპ­ლას­ტი­კა (სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კა­თე­ტე­რით ან ზონ­დით, მე­ქა­ნი­კუ­რი გზით, აცი­ლე­ბენ კო­რო­ნა­რულ არ­ტე­რი­ა­ში წარ­მოქ­მნილ სა­ცობს) სა­ჭი­რო ხდე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა ნორ­მა­ლურ დო­ნემ­დე ვერ აღ­დგე­ბა.

დაწვრილებით


ყოველთვის არ ენდოთ სწრაფ დიაგნოზს

ყოველთვის არ ენდოთ სწრაფ დიაგნოზსარა­ფე­რი ისე არ ვნებს თქვენს დროს, ენერ­გი­ას და სახ­სრებს, რო­გორც არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი. გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის თა­ნა­მედ­რო­ვე ხერ­ხე­ბი თან­და­თან იხ­ვე­წე­ბა. ერ­თა­დერ­თი ნაკ­ლი ის არის, რომ ხში­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია სწრა­ფად და ზუს­ტად და­ის­ვას დი­აგ­ნო­ზი.
და­ი­ვიწ­ყეთ ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნის გან­საზ­ღვრის სწრა­ფი ტეს­ტი. თი­თი­დან აღე­ბულ სის­ხლზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა ანა­ლიზ­მა შე­იძ­ლე­ბა ქო­ლეს­ტე­რი­ნის უფ­რო მა­ღა­ლი დო­ნე აჩ­ვე­ნოს, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­შია. რო­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის და სტო­მა­ტო­ლო­გი­ის სკო­ლის მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ფი­ლიპ გრინ­ლენ­დი ამ­ბობს, რომ თი­თი­დან აღე­ბუ­ლი სის­ხლის ანა­ლი­ზი ქო­ლეს­ტე­რი­ნის უფ­რო მა­ღალ დო­ნეს აჩ­ვე­ნებს, ვიდ­რე ვე­ნი­დან აღე­ბუ­ლი სის­ხლის ანა­ლი­ზი. უფ­რო ზუს­ტია სის­ხლის ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც აღე­ბუ­ლია ჭა­მი­დან 12 სა­ა­თის შემ­დეგ.
ექო­კარ­დი­ოგ­რა­ფია. ეს ულ­ტრაბ­გე­რის გა­მო­ყე­ნე­ბის ახა­ლი მე­თო­დია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა დად­გინ­დეს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა. ახ­ლო წარ­სულ­ში გუ­ლის მუ­შა­ო­ბის და­სა­ნა­ხად იყე­ნებ­დნენ რენ­ტგე­ნის სხი­ვებს და ან­გი­ოგ­რა­ფი­ას, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს კა­თე­ტე­რის ჩად­გმას სის­ხლძარ­ღვებ­ში. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კეთ­დე­ბო­და. მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ედ­გარ ში­კი, ამ­ბობს: ,,ექო­კარ­დი­ოგ­რა­ფია საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი და სწრა­ფი მე­თო­დია ან­გი­ოგ­რა­ფი­ას­თან შე­და­რე­ბით. ექო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­ის დროს სა­ჭი­რო არ არის კა­თე­ტე­რის ჩად­გმა. პა­ცი­ენ­ტის­თვის ეს უფ­რო უსაფ­რთხოა, ვიდ­რე ან­გი­ოგ­რა­ფია.

დაწვრილებით


ფიზიკური ვარჯიში და ჯანმრთელი გული

ფიზიკური ვარჯიში და ჯანმრთელი გულიფაქ­ტე­ბი: ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა სი­ცოც­ხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტია. ნაკ­ლებ მოძ­რა­ვი ცხოვ­რე­ბის წე­სის მიმ­დევ­რე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მა­ღა­ლია და ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს არა მარ­ტო გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბამ, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ­მა სხვამ. ეს გა­საკ­ვი­რი არც არის, რად­გან სხვა გა­მოკ­ვლე­ვებ­მაც და­ად­გი­ნეს, რომ ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­ზე.
ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ამ­ცი­რებს და­ბა­ლი სიმ­კვრი­ვის ლი­პოპ­რო­ტე­ი­დე­ბის და ტრიგ­ლი­ცე­რი­დის დო­ნეს, ამაღ­ლებს დი­დი სიმ­კვრი­ვის ლი­პოპ­რო­ტე­ი­დე­ბის დო­ნეს, ხელს უწ­ყობს წო­ნის შემ­ცი­რე­ბას და ამ­ცი­რებს ორ­გა­ნიზ­მში ცხი­მე­ბის პრო­ცენ­ტულ შემ­ცვე­ლო­ბას. ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ასე­ვე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს არ­ტე­რი­ულ წნე­ვა­ზე და გუ­ლის შე­კუმ­შვა­თა სიხ­ში­რე­ზე. კარ­გი ფი­ზი­კუ­რი ფორ­მა იცავს გულს ემო­ცი­უ­რი სტრე­სის­გან. ტო­რონ­ტოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ცუდ ფი­ზი­კურ ფორ­მა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის გუ­ლი ზე­აქ­ტი­უ­რად რე­ა­გი­რებს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის დროს გა­მო­ყო­ფილ ჰორ­მო­ნებ­ზე.
ხომ არ ნიშ­ნავს ეს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის სპორ­ტსმე­ნი უნ­და გახ­დეთ? გა­და­დოთ ყვე­ლა საქ­მე და მხო­ლოდ სპორ­ტით და­კავ­დეთ? უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამის გა­კე­თე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის.
მის­დი­ეთ სპორტს. 17 ათას­ზე მეტ ადა­მი­ან­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მოკ­ვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლა­რუ­ლად მის­დევ­დნენ სპორტს, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კი 1/3-ით ნაკ­ლე­ბი ჰქონ­დათ.

დაწვრილებით


ჯან­მრთე­ლი გუ­ლი

ჯან­მრთე­ლი გუ­ლისტა­ტის­ტი­კა შთამ­ბეჭ­და­ვია: ყო­ველ წელს გუ­ლის შე­ტე­ვის­გან 513 000 ამე­რი­კე­ლი იღუ­პე­ბა. ეს გა­ცი­ლე­ბით მე­ტია სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას­თან შე­და­რე­ბით. დღეს­დღე­ო­ბით თით­ქმის ხუთ მი­ლი­ონ ამე­რი­კელს აღე­ნიშ­ნე­ბა გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა (გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა სტე­ნო­კარ­დია გუ­ლის კუნ­თის მკვე­ბავ კო­რო­ნა­რულ სის­ხლძარ­ღვებ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის დარ­ღვე­ვა. რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მი­ო­კარ­დის ინ­ფარ­ქტი გუ­ლის კუნ­თის გარ­კვე­უ­ლი უბ­ნის კვდო­მა).
,,რას იზამ, ამ­ბობთ თქვენ, უკ­ვდა­ვი არა­ვი­ნაა, ყვე­ლა სიკ­ვდი­ლის შვი­ლე­ბი ვართ~. დი­ახ, ეს მარ­თლაც ასეა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი არ უნ­და იღუ­პე­ბოდ­ნენ ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში, ისე, რო­გორც ეს ინ­ფარ­ქტის დროს ხდე­ბა. 45% შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფარ­ქტი ემარ­თე­ბა 65 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნებს. 5% შემ­თხვე­ვა­ში 40 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნებს.
ეს სტა­ტის­ტი­კა არც ისე ცუ­დია. ისიც უნ­და ით­ქვას, რომ ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ფარ­ქტის­გან გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რიც­ხვი თან­და­თან შემ­ცირ­და. მა­გა­ლი­თად, 1977 წლი­დან 1987 წლამ­დე გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა შემ­ცირ­და 28,7%-ით. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა გუ­ლის შემ­სწავ­ლელ­მა ამე­რი­კულ­მა ასო­ცი­ა­ცი­ამ. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის რიც­ხვის შემ­ცი­რე­ბა შემ­თხვე­ვი­თი არ არის. ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის, დი­აგ­ნოს­ტი­კის და მკურ­ნა­ლო­ბის ხერ­ხე­ბის მო­სა­ძებ­ნად.

დაწვრილებით


უა­რი თქვით კო­ფე­ინ­ზე

უა­რი თქვით კო­ფე­ინ­ზეაუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, რომ ყა­ვა და კო­ფე­ი­ნის შემ­ცვე­ლი სხვა პრო­დუქ­ტე­ბი უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებ­დნენ თქვენს ორ­გა­ნიზ­მზე. ძლი­ე­რი სტი­მუ­ლა­ტო­რი, კო­ფე­ი­ნი, ხელს უწ­ყობს სის­ხლში ად­რე­ნა­ლი­ნის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას, ზრდის შაქ­რის დო­ნეს სის­ხლში, გა­მამ­ხნე­ვებ­ლად მოქ­მე­დებს ტვინ­ზე და სხე­ულ­ზე. ერ­თი-ორი ჭი­ქა ყა­ვა ამ­ცი­რებს დაღ­ლი­ლო­ბას და ძი­ლი­ა­ნო­ბას, გა­გამ­ხნე­ვებთ და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს თქვენს რე­აქ­ცი­ას. ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ეფექ­ტი მი­იღ­წე­ვა ყა­ვის მი­ღე­ბი­დან ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ. კო­ფე­ი­ნი ორ­გა­ნიზ­მში რჩე­ბა 5-7 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ის აი­ძუ­ლებს თქვენს ორ­გა­ნიზმს დაწ­ვას მე­ტი ცხი­მი, რა­თა გა­მო­ან­თა­ვი­სუფ­ლოს ენერ­გია. ერთ-ერ­თი ცდის დროს დად­გინ­და, რომ ორი ჭი­ქა მა­გა­რი ყა­ვის მი­ღე­ბის შემ­დეგ მრბო­ლე­ლებს შე­უძ­ლი­ათ 15 წუ­თით მეტ ხანს ირ­ბი­ნონ. სხვა ცდამ აჩ­ვე­ნა, რომ კო­ფე­ი­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ ვე­ლო­სი­პე­დის­ტი უკე­თეს შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს.
ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნეს, რომ ყა­ვა, ზო­მი­ე­რად მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ მოქ­მე­დებს გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის და კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. აქ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიტ­ყვაა ,,ზო­მი­ე­რი~, რაც გუ­ლის­ხმობს არა­უ­მე­ტეს 2-3 (200 გრ) ჭი­ქა დღე­ში. თქვენ შე­გიძ­ლა­ით და­ლი­ოთ მე­ტი ყა­ვა, მაგ­რამ მა­შინ...

დაწვრილებით


გულის გადანერგვის აუცილებლობა მოიხსნა

ოსაკის უნივერსიტეტის კლინიკის თანამშრომლებმა წარმატებით ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა გულის მუშაობის აღდგენას პაციენტის ჩონჩხის კუნთებიდან აღებული უჯრედების-მიობლასტების გადანერგვით. ახალი მეთოდი ისეთი ეფექტური აღმოჩნდა, რომ ექიმებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ გულის გადანერგვაზე, რომელიც რეკომენდირებული იყო ავადმყოფისთვის მკურნალობის დაწყებამდე.
შეგუბებითი კარდიომიოპათიის დიაგნოზის მქონე 50 წლის მამაკაცი, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდებოდა დონორული ორგანოს გადანერგვას, უახლოეს დღეებში გაეწერება კლინიკიდან.
2006 წლის ივლისში ექსპერიმენტის ჩატარებას მხარი დაუჭირა საუნივერსიტეტო კლინიკის ეთიკურმა კომისიამ. ექიმებმა პაციენტის ბარძაყიდან აიღეს 10 გ კუნთოვანი ქსოვილი, რომელიც შეიცავდა მიობლასტებს - ჩონჩხის კუნთების მომწიფებული უჯრედების წინამორბედებს. ორი თვე დაჭირდა არსებული მიობლასტებიდან 25 თხელი ფირფიტის ფორმირებას, რომლითაც მოხდა ავადმყოფის გულის, ძირითადად, სისხლის გადასროლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის - მარცხენა პარკუჭის, ”შემოგარსვა”. მიობლასტების იმპლანტაციის ოპერაცია ჩატარდა 2007 წლის მაისში.
ოპერაციის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა ისე გაუმჯობესდა, რომ ექიმებმა გადაწყვიტეს კარდიოსტიმულატორის მოცილება. ამჟამად, ექიმების თქმით, გულის ფუნქცია პრაქტიკულად სრულად აღდგა - რამდენიმე წლის მანძილზე პირველად მამაკაცს შეუძლია ექიმების გარეშე ნორმალური ცხოვრების წარმოება.

დაწვრილებით


გულის მკურნალობა ღეროვანი უჯრედებით

ბრისტოლის უნივერსიტეტისა და სამეფო კლინიკის მკვლევართა გუნდმა ნებართვა მიიღო განახორციელოს უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტი, რომელიც გულისხმობს ღეროვანი უჯრედების გამოყენებით გულის დაზიანებული ქსოვილების აღდგენას. კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 60 ავადმყოფი, რომლებსაც აღენიშნებათ ჩვენება აორტოკორონარული შუნტირებისთვის.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ აორტოკორონარული შუნტირების შემდეგ ხდება სისხლის მომარაგების გაუმჯობესება დაზიანებულ უბანზე, გულის ფუნქციონირების სრული აღდგენა მაინც არ ხორციელდება. ქრონიკული დაავადებებისა და ინფარქტების დროს სისხლის მიმოქცევაში განვითარებული დარღვევები იწვევს გულის კუნთის უბნების კვდომას და მათ ჩანაცვლებას შემაერთებელი ქსოვილით. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ღეროვანი უჯრედების დახმარებით შეძლებენ ამ უბნების აღდგენას.
ექსპერიმენტის პროცესში ავადმყოფების ძვლის ტვინიდან მოხდება ღეროვანი უჯრედების მიღება. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ უჯრედებს შეუძლიათ გულის კუნთოვან უჯრედებად გარდაქმნა და ამავე დროს, პაციენტებში საკუთარი უჯრედების გამოყენება მიზანშეწონილია ქსოვილოვანი შეუთავსებლობის პრობლემის მოსახსნელად.

დაწვრილებით