Narkozi.com » ბავშვები

ისტერია ბავშვებში

ისტერია ბავშვებშიგამოჩენილმა მეცნიერმა ივანე პავლოვმა მთელი თავისი სამეცნიერო მოღვაწეობა მიუძღვნა თავის ტვინის ორ ნახევარსფეროს ,რომლებიც პასუხს აგებენ ორ ძირითად პროცესზე-გაღიზიანებადობა და შეკავება.
ზუსტად ეს პროცესები აბალანსებენ ერთმანეთს და ამით უზრუნველყოფენ თავის ტვინის ქერქის ნორმალურ ფუნქციონირებას.
გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება დომინირებდეს ერთ-ერთი პროცესი,რომელიც ფაქტობრივად განაპირობებს ადამიანის ქცევას.
თუ უპირატესია გაღიზიანებადობის პროცესები,მაშინ ვითარდება ნევრასთენია და როგორც მისი შედეგი-ისტერია.ბავშვებში ასეთი მდგომარეობა საკმაოდ ხშირად ვითარდება.ისტერია აღმოცენდება რომელიმე პათოლოგიური მდგომარეობის ფონზე.მსგავს შემთხვევებს უნდა მივაკუთნოთ უმაღლესი ნერვული სისტემის მუშაობასთან დაკავშირებული დარღვევები.
ისტერია ვითარდება იმ ბავშვებში,რომლებსაც მშობლები არასწორად ზრდიან.და მაშინ ბავშვს ეწყება თავისებური
რეაქციები.ამგვარი რეაქცია გულისხმობს ნორმალური ბავშვებისთვის არადამახასიათებელი ქცევის გაჩენას.ბავშვს გამოეხატება ორგანული''აშლილობის''სიმპტომები. თუ ვილაპარაკებთ ყველასთვის გასაგებ ენაზე ,ეს სხვა არაფერია თუ არა ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების არარსებობა ბავშვის არაადეკვატური ქცევების ფონზე.

დაწვრილებით


რატომ არ კონტროლდება საქართველოში იმპორტირებული ბავშვთა საკვები?

რატომ არ კონტროლდება საქართველოში იმპორტირებული ბავშვთა საკვები?საქართველოში, ბავშვთა საკვები პროდუქტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის, რომელსაც ათასობით 0–დან 3 წლამდე ბავშვი იღებს. ,,პრესა.ჯი’’–ს ინფორმაციით, საქართველოში იმპორტირებული კვების პროდუქტების ხარისხი არ მოწმდება, რაც პროდუქტების მომხმარებელ ბავშვებს გარკვეულ საფრთხეს უქმნის. ჩვენ შევეცადეთ ამ ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა არც ფარმაცევტული კომპანიები, რომელთა ქსელშიც ბავშთა კვების პროდუქტები იყიდება და არც სურსათის უვნებლობის სამსახური, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
სურსათის უვნებლობის სამსახურში განმარტავენ, რომ ბავშვთა საკვები პროდუქტები მხოლოდ მონიტორინგის ფარგლებში კონტროლდება, ამ დრომდე კი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
“სურსათის უვნებლობისა და ხარისხის” შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, ა.წ. 3 იანვრიდან აღდგა საწარმოების სახელმწიფო კონტროლი. სურსათის ეროვნული სააგენტო ეტაპობრივად ახორციელებს მაღალი რისკის საწარმოებისა და კვების ობიექტების შემოწმებას. პარალელურად, ხორციელდება საცალო ვაჭრობის ობიექტების (მაღაზიები, სუპერმარკეტები, ბაზრობები, საწყობები) მონიტორინგი. ამ ეტაპზე შერჩეულია 200-მდე მაღალი რისკის საწარმო, რომელთა შემოწმება ეტაპობრივად განხორციელდება’’-აცხადებენ უვნებლობის სამსახურში.

დაწვრილებით


ახალშობილთა დაცვა აივ-ინფექციის გადაცემისაგან

ახალშობილთა დაცვა აივ-ინფექციის გადაცემისაგანმკვლევართა თქმით, შემუშავდა დედისაგან ჩვილზე აივ-ინფექციის გადაცემის საწინააღმდეგო ახალი მეთოდი.
“დედიდან ახალშობილზე აივ-ინფექციის გადაცემა უზარმაზარ პრობლემას წარმოადგეს მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით რიგი აფრიკული ნაციისთვის”, ამბობს ნენსი ჰაიგვუდი (Nancy Haigwood).
ჯანმოს უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, 2008 წლისთვის მსოფლიოში აივ-ინფიცირებულთა რიცხვი აღწევდა 33,4 მლნ ადამიანს, რომელთა შორის დაახლოებით 67 % აფრიკაში მაცხოვრებელი იყო. გლობალურად დაინფიცირებულ ბავშვთა საერთო რაოდენობის 91 % აფრიკაზე მოდის.
ნენსი ჰაიგვუდი და მისი კოლეგები აივ-ინფიცირებული დედიდან ჩვილზე ინფექციის გადაცემის პრევენციისა და აღკვეთის სტრატეგიებზე მუშაობენ. მათი სტრატეგია გულისხმობს ბავშვის იმუნური სისტემის “გაწრთვნას” დაბადებიდან პირველივე რამდენიმე საათის განმავლობაში.
“აივ-ინფექცია უტევს და კლავს T-უჯრედებს, თეთრი სისხლის უჯრედებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ სისტემაში, რადგან შესწევს უნარი ამოიცნოს და გაანადგუროს დაავადების გამომწვევი. სხეულის ბუნებრივ დაცვაზე შეტევით ხდება დაავადების პროგრესირება, რაც იწვევს შიდსის განვითარებასა და საბოლოოდ, სიკვდილს,” აღნიშნავს ჰაიგვუდი. სამკურნალო მეთოდების უმეტესობა ფოკუსირებას ახდენს T-უჯრედების დაცვაზე.ლობის გარეშე.

დაწვრილებით


ძილი და მასთან დაკავშირებული სიძნელეები 1-3 წლის ასაკში

ძილი და მასთან დაკავშირებული სიძნელეები 1-3 წლის ასაკშიამ ასაკში პატარებს დღეღამეში 11-13 საათი ძინავთ. დაახლოებით 18 თვის ასაკისათვის პატარების უმრავლესობა დღისით მხოლოდ ერთხელ იძინებს 1,5-3 საათის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთი პატარა დაახლოებით 20-21 თვის ასაკამდე უპირატესობას 2 ხანმოკლე ძილს ანიჭებს. ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში ინდივიდუალური, თუმცა რეგულარულია თითოეული ბავშვისათვის. ძილის დარღვევა მოსალოდნელია ავადმყოფობის, ძილის რუტინის დარღვევის ან სხვა რაიმე სტრესული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად. სასურველია პატარას საწოლი შეუცვალოთ 2 დან 3 წლის შუალედში, თუმცა უმჯობესია თუ დაელოდებით 3 წელს, რადგანაც უფრო ადრე შეცვლილმა საწოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა. Aამ ასაკში პატარები ჯერ კიდევ იღვიძებენ ღამის განმავლობაში რამოდენიმეჯერ. თუკი პატარა ბავშვობიდან შეჩვეულია დამოუკიდებლად ჩაძინებას ისინი მშობლის დახმარების გარეშე ახერხებენ დამოუკიდებლად ძილის “შებრუნებას”, ხოლო ნაწილს ჯერ კიდევ ჭიედება მშობლის დახმარება.

როგორ დავეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?

დაწვრილებით


ძილი წინასასკოლო ასაკში (3-5წელი)

ძილი წინასასკოლო ასაკში (3-5წელი)წინსასკოლო ასაკში პატარას დაახლოებით 9-10 საათი ძინავს დღე-ღამეში (ღამის ძილის+დღის ძილი). ძილის ხანგრძლივობა ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალურია,თუმცა ყველა მათგანს ერთი და იგივე დრო უნდა ეძინოს ყველა დღე. ბავშვების უმრავლესობა 3-5 წლის ასაკიდან აღარ იძინებენ დღისით. Aამ ასაკში ზოგიერთI ბავშვი ჯერ კიდევ რამოდენიმეჯერ იღვიძებს ღამით და ეს ნორმის ვარიანტია, თუმცა ის ბავშბვები, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არიან შეჩვეულები მოზრდილების დახმარების გარეშე იბრუნებენ ძილს.

წინასასკოლო ასაკში საკმაოდ ხშირია ისეთი ძილის დარღვევები, როგორიცაა ღამის შიშები და ღაის კოშმარები. ღამის შიშები და კოშმარები, როგორც წესი ასაკდამოკიდებულია, წარმოადგენს ბავშვის ნეირომოტორული განვითარების ერთ-ერთ ეტაპს და ასაკის მომატებასთან ერთად უკვალოდ ქრება. ძილში სიარული ასევე ამ ასაკში გამოვლინდება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ღამით ხვრინვა ასევე ხშირია ამ ასაკში და ძილის აპნოეს ერთ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს.

როგორ დავეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?

დაწვრილებით


ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემებიმოცემული რეკომენდაციები დაეხმარება თქვენს პატარას გამოიმუშაოს ძილის კარგი ჩვევები:
ძილის განრიგი: პატარა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დააწვინეთ დასაძინებლად როგორც დღის ძილის, ასევე ღამის ძილის დროს. განსხვავება ბავშვის დაძინების დროსა და გაღვიძების დროს შორის არ უნდა იყოს 1 საათზე მეტი სამუშაო და დასვენების დღეებს შორის. ეცადეთ საღამოს პატარამ ადრე (არაუგვიანეს 21.00) დაიძინოს, რათა მოასწროს სრულყოფილად გამოძინება.
დაძინების რუტინა: ყოველ საღამოს დაძინებამდე 20-30 წუთი დაუთმეთ რუტინულ აქტივობებს, რომელიც ერთნაირი იქნება ყოველ საღამოს. ეს შეიძლება იყოს მშვიდი თამაშები, ზღაპრის მოყოლა, წიგნის წაკითხვა. Eს აქტივობები ყოველთვის შეასრულეთ საძინებელში, სადაც იქნება სუსტი განათება.
საძინებელი: ეცადეთ ბავშვის საძინებელი იყოს მოხერხებული და მშვიდი. ღამით დატოვეთ სუსტი ღამის განათება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩააბნელოთ სრულად. ეცადეთ ოთახოს ტემპერატურა არ იყოს 23 გრადუსზე მეტი. Aრასოდეს არ გამოიყენოთ ბავშვის საძინებელი მის დასასჯელად.
მსუბუქი წახემსება: არასოდეს დააწვინოთ პატარა დასაძინებლად მშიერი. ყოველთვის შესთავაზეთMმსუბუქი ვახშამი (მაგალითად რძე და ფუნთუშა). დაძინებამდე 1-2 საათით ადრე მოერიდეთ ნოყიერ ვახშამს.
კოფეინი: მოარიდეთ პატარა კოფეინს დაძინებამდე სულ ცოტა 3-4 საათის განმავლობაში, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუკი კოფეინს საერთოდ ამოიღებთ პატარას რაციონიდან. Kკოფეინს შეიცავს ყავა, სხვადასხვა მატონიზიებელი სასმელი, ცივი ჩაი და შოკოლადი.

დაწვრილებით


ძვლების გასამაგრებლად ივარჯიშეთ

თითქმის ყველა ექიმი თანხმდება, რომ ფიზიკური ვარჯიში ძვლებისთვის სასარგბელოა.
,,თუ ოცი წლის ხართ, ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ კუნთოვანი მასის გაზრდაში, ეს იმას ნიშნავს, რომ განავითარებთ თქვენს ძვალს იმდენად, რამდენადაც ეს თქვენს ორგანიზმს შეუძლია, ამბობს ორაგონის უნივერსიტეტის ფიზიკური კულტურის განყოფილების ადიუტანტ-პროფესორი და ფიზიოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი ქრისტინ სნოუ-ჰარტერი. რაც უფ­რო დიდი და მაგარია თქვენი ძვლები, მით უკეთ იგრძნობთ თავს ხანდაზმულ ასაკში. ოცდაათი წლის შემდეგ ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ძვლების გაიშვიათე­ბა და უზრუნველყოფს მათ სიმკვრივეს.
სტატიკური დატვირთვა (მაგალითად მხრებზე შტანგით დგომა) სარგებლობას არ მოგიტანთ. ვარჯიში უნდა იყოს აქტიური, მოძრავი. დინამიკური დატვირთვა სწორედ ეს სჭირდება თქვენს ძვლებს. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი კუნთები ძვლებზეა მიმაგრებული. ისინი ზემოქმედებენ ძვალზე, რომელიც ამ ზემოქმედების წყალობით მაგრდება.
თქვენს წინაშეა სპორტის სხვადასხვა სახეობები და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი აირჩიოთ. თუ ფიზიკური ვარჯიში აიძულებს ძვალს განიცადოს დაწოლის, გრავიტაციის, ან სიმ­ძიმის მოქმედება, თქვენ სასურველ შედეგს მაგარ ძველბს, მიიღებთ. ,,თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მარათონულ დისტანციაზე უნდა ირბინოთ, ან იმდენი ივარჯიშოთ, რომ კარებში ვეღარ შემოეტიოთ, ამბობს სნოუ-ჰარტერი. არსებობს უფრო სწრაფი და მარტივი ხერხები. თუმცა თქვენი აქტიურობა იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე აქამდე იყო~.ხვა სახეობები და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი აირჩიოთ. თუ ფიზიკური ვარჯიში აიძულებს ძვალს განიცადოს დაწოლის, გრავიტაციის, ან სიმ­ძიმის მოქმედება, თქვენ სასურველ შედეგს მაგარ ძველბს, მიიღებთ. ,,თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მარათონულ დისტანციაზე უნდა ირბინოთ, ან იმდენი ივარჯიშოთ, რომ კარებში ვეღარ შემოეტიოთ, ამბობს სნოუ-ჰარტერი. არსებობს უფრო სწრაფი და მარტივი ხერხები. თუმცა თქვენი აქტიურობა იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე აქამდე იყო~.

დაწვრილებით


გოგო თუ ბიჭი?

გოგო თუ ბიჭი?საკმარისია, ცოლ-ქმარმა შეიტყოს, რომ უახლოეს ცხრა თვეში მშობლები გახდებიან, იწყება დაუსრულებელი მსჯელობა და ვარაუდი მომავალი პატარას სქესის თაობაზე. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფანტაზიას დიდ გასაქანს ვერ მისცემ; რამდენიც არ უნდა იმსჯელონ მომავალმა მშობლებმა, შედეგს ვერსად გაექცევი – პაწია ან გოგო იქნება, ან ბიჭი.

მიუხედავად ამისა, მომავალი მშობლები ინტერესის დაკმაყოფილებას გაცილებით ადრე ცდილობენ...

ყველაზე საინტერესო ის არის, როდის ხდება სქესის ფორმირება. ამას თავადაც მიხვდებით, თუკი განაყოფიერების შესახებ მცირე ინფორმაციას გადაავლებთ თვალს.

ყველაფერი იმით იწყება, რომ სპერმატოზოიდი, მამრობითი სასქესო უჯრედი, დანიშნულების ადგილას – კვერცხსავალ მილში ხვდება კვერცხუჯრედს (ქალის სასქესო უჯრედს) და მასში იჭრება. ასე ხდება განაყოფიერება.

განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიცავს როგორც დედისეულ, ისე მამისეულ ინფორმაციას. ინფორმაციის მატარებელ უწვრილეს ძაფებს ქრომოსომები ეწოდება. სწორედ მათშია მოთავსებული მინიდოსიე დედიკოსა და მამიკოს გარეგნობის, აღნაგობისა და ხასიათის თავისებურებათა შესახებ.

დაწვრილებით


ბავშვების კვების რაციონი

როგორ იკვებებიან ჩვენი ბავშვები?
ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია! ყოველდღიურად იზრდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა რიცხვი ბავშვებში. გახშირდა მოზარდთა შორის გასტრიტით ან კოლიტით დაავადების შემთხვევები. საკმაოდ “გაახალგაზრდავდა” წყლულოვანი დაავადებების ასაკიც.

ბავშვების უმრავლესობა დილით არ საუზმობს, ან უკეთეს შემთხვევაში მიირთმევენ ბუტერბროდს. სკოლის სასადილო არ იძლევა მრავალფეროვანი, ჯანმრთელობისთვის და ნორმალური ზრდისთვის აუცილებელი კვების საშუალებას. თუმცა არც თუ იშვიათად ოჯახური სადილიც შემოიფარგლება სოსისით ან სხვა სწრაფი კვების პროდუქტებით. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოზარდთა უმრავლესობა სკოლის გარდა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სპორტულ თუ შემოქმედებით წრეებში, ხშირ შემთხვევებში უგულებელყოფილია ბავშვთა კვების რეჟიმიც.

დაწვრილებით